ფორუმელი Alfred Albion Posted 26 იანვარი, 2022 Posted 26 იანვარი, 2022 მსგავსება შეინიშნება სიუჟეტებში, მოტივებში, სიმბოლოებში: სასწაულებრივი დაბადება ქალწულისგან, სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა, ცად ამაღლება და ა.შ. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 26 იანვარი, 2022 Posted 26 იანვარი, 2022 (შესწორებული) 10 minutes წინ, CHAOS said: https://ru.wikipedia.org/wiki/Мономиф 10 minutes წინ, Alfred Albion said: განდგომა, ინიციაცია, დაბრუნება ესეიგი რა გამოდის, რომ - ვიკიპედიაში მოყვანილი პატივცემული ანთროპოლოგების აზრით, ახალი ზელამდიის მაურის ტომის მითის გმირი, ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელთა მითის გმირი და არგენტინის სამხრეთ კუნზულებზე მცხოვრები ხალხის მითის გმირი, მიუხედავად იმისა რომ ეს ხალხები ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან, მათი გმირები ერთი და იგივე გზას გადიან დაბადებიდან გმირობამდე ???????? Edited 26 იანვარი, 2022 by kvipriane თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Alfred Albion Posted 26 იანვარი, 2022 Posted 26 იანვარი, 2022 (შესწორებული) ჯოზეფ კემბელი, რომელმაც დაამკვიდრა მონომითის ცნება, არქეტიპების თეორიას ემხრობოდა: მითოლოგიური მსგავსებები გამოწვეულია არქეტიპებით - კოლექტიური ხასიათის ქვეშეცნეული ფორმებითა და სახეებით, რაც საერთოა მთელი კაცობრიობისთვის, უნივერსალიებით, შეიძლება ითქვას, პლატონური ფორმების ფსიქიკური ეკვივალენეტებით. არქეტიპებს ვხვდებით არა მხოლოდ მითებში, არამედ უპირველესად სიზმრებში (ფროიდისა და იუნგის ფსიქოანალიზი სწორედ ამაზეა აგებული). ფაქტობრივად მითი სხვა არაფერია, თუ არა დეპერსონიფიცირებული სიზმარი. Edited 26 იანვარი, 2022 by Alfred Albion Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 26 იანვარი, 2022 Posted 26 იანვარი, 2022 @kvipriane ესეიგი გამოდის რომ ან ვინც ეს მითები შეაგროვა მოახდინა მათი მისადაგება პოპულარულ შაბლონთან ან იდეის ავტორს სხვა სტრუქტურის მქონე მითები არ ჰქონდა ნანახი. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Alfred Albion Posted 26 იანვარი, 2022 Posted 26 იანვარი, 2022 ასეა თუ ისე მითებს შორის გასაოცარი მსგავსება ხშირია და ეს მსგავსებები უნდა აიხსნას როგორღაც. ადრეული ქრისტიანები ბევრს ფიქრობდნენ ამ საკითხზე. არსებობს ძალზე საინტერესო წიგნი, ორიგენეს Contra Celsum, სადაც ქრისიტიანობისა და პაგანიზმის ბევრ მსგავსებაზეა საუბარი. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 26 იანვარი, 2022 Posted 26 იანვარი, 2022 8 minutes წინ, Alfred Albion said: ჯოზეფ კემბელი, რომელმაც დაამკვიდრა მონომითის ცნება, არქეტიპების თეორიას ემხრობოდა: მითოლოგიური მსგავსებები გამოწვეულია არქეტიპებით - კოლექტიური ხასიათის ქვეშეცნეული ფორმებითა და სახეებით, რაც საერთოა მთელი კაცობრიობისთვის, უნივერსალიებით, შეიძლება ითქვას, პლატონური ფორმების ფსიქიკური ეკვივალენეტებით. არქეტიპებს ვხვდებით არა მხოლოდ მითებში, არამედ უპირველესად სიზმრებში (ფროიდისა და იუნგის ფსიქოანალიზი სწორედ ამაზეა აგებული). ფაქტობრივად მითი სხვა არაფერია, თუ არა დეპერსონიფიცირებული სიზმარი. სენიორ ალფრედ, თუ სწორად გავიგე, ესეიგი - ფროიდისა და იუნგას თქმით იმენნა ქალწულისაგან რომ უნდა იშვას გმირი უნდა მოკვდეს და მერე ამაღლდეს - ეს პროცესები,მოქმედებებო თუ ვიდეოკადრები (არ ვიცი როგორ გამოვთქვა) ყველა ადამიანის ტვინში ერთნაირად მიმდინარეობას ან სიზმრის სახით ან დეპერსონიფიცირებული სიზმრის სახით ??? თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 26 იანვარი, 2022 Posted 26 იანვარი, 2022 2 minutes წინ, Alfred Albion said: ორიგენეს Contra Celsum, დიახ სერ მაგრამ უფრო ძლიერი წიგნი , ენოქის წიგნია, იქ მშვენივრად არის ახსნილი ჩვენი უბედურების დიდწილად ხელშემწყობნი , - სახელობითად თან თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Alfred Albion Posted 26 იანვარი, 2022 Posted 26 იანვარი, 2022 ონლაინ, kvipriane said: სენიორ ალფრედ, თუ სწორად გავიგე, ესეიგი - ფროიდისა და იუნგას თქმით იმენნა ქალწულისაგან რომ უნდა იშვას გმირი უნდა მოკვდეს და მერე ამაღლდეს - ეს პროცესები,მოქმედებებო თუ ვიდეოკადრები (არ ვიცი როგორ გამოვთქვა) ყველა ადამიანის ტვინში ერთნაირად მიმდინარეობას ან სიზმრის სახით ან დეპერსონიფიცირებული სიზმრის სახით ??? :d ასე გადაჭრით ვერ ვიტყვით, პატივცემულო. მაგრამ ფაქტია, რომ ხშირად ადამიანები სიზმრებში იმავეს ხედავენ, რაც ამა თუ იმ ფორმით მითებშია გადმოცემული. შეიძლება, ჩვენი ქვეშეცნეული მართლაც ერთნაირად რეაგირებს გარკვეულ მოვლენებზე, რაც ერთსა და იმავე მითოლოგიურ-სიზმრისეულ სურათ-ხატებს წარმოშობს. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts