Jump to content
×
×
  • Create New...

ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ამბავი


Message added by ბაყბაყდევი,

დავკეტოთ დროებით ეს თემა ჯობია და მერე ამ განყოფილების მოდერმა გადაწყვიტოს.

Recommended Posts

  • ფორუმელი

მსგავსება შეინიშნება სიუჟეტებში, მოტივებში, სიმბოლოებში:
სასწაულებრივი დაბადება ქალწულისგან, სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა, ცად ამაღლება და ა.შ. 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
10 minutes წინ, CHAOS said:

 

10 minutes წინ, Alfred Albion said:

განდგომა, ინიციაცია, დაბრუნება

ესეიგი რა გამოდის, რომ - ვიკიპედიაში მოყვანილი პატივცემული ანთროპოლოგების აზრით, ახალი ზელამდიის მაურის ტომის მითის გმირი, ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელთა მითის გმირი და არგენტინის სამხრეთ კუნზულებზე მცხოვრები ხალხის მითის გმირი, მიუხედავად იმისა რომ ეს ხალხები ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან, მათი გმირები ერთი და იგივე გზას გადიან დაბადებიდან გმირობამდე ????????

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ჯოზეფ კემბელი, რომელმაც დაამკვიდრა მონომითის ცნება, არქეტიპების თეორიას ემხრობოდა:
მითოლოგიური მსგავსებები გამოწვეულია არქეტიპებით - კოლექტიური ხასიათის ქვეშეცნეული ფორმებითა და სახეებით, რაც საერთოა მთელი კაცობრიობისთვის, უნივერსალიებით, შეიძლება ითქვას, პლატონური ფორმების ფსიქიკური ეკვივალენეტებით.
არქეტიპებს ვხვდებით არა მხოლოდ მითებში, არამედ უპირველესად სიზმრებში (ფროიდისა და იუნგის ფსიქოანალიზი სწორედ ამაზეა აგებული).
ფაქტობრივად მითი სხვა არაფერია, თუ არა დეპერსონიფიცირებული სიზმარი.  

Edited by Alfred Albion
Share on other sites

@kvipriane ესეიგი გამოდის რომ

ან ვინც ეს მითები შეაგროვა მოახდინა მათი მისადაგება პოპულარულ შაბლონთან

ან იდეის ავტორს სხვა სტრუქტურის მქონე მითები არ ჰქონდა ნანახი.

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ასეა თუ ისე მითებს შორის გასაოცარი მსგავსება ხშირია და ეს მსგავსებები უნდა აიხსნას როგორღაც.
ადრეული ქრისტიანები ბევრს ფიქრობდნენ ამ საკითხზე.
არსებობს ძალზე საინტერესო წიგნი, ორიგენეს Contra Celsum, სადაც ქრისიტიანობისა და პაგანიზმის ბევრ მსგავსებაზეა საუბარი. 

Share on other sites

  • ფორუმელი
8 minutes წინ, Alfred Albion said:

ჯოზეფ კემბელი, რომელმაც დაამკვიდრა მონომითის ცნება, არქეტიპების თეორიას ემხრობოდა:
მითოლოგიური მსგავსებები გამოწვეულია არქეტიპებით - კოლექტიური ხასიათის ქვეშეცნეული ფორმებითა და სახეებით, რაც საერთოა მთელი კაცობრიობისთვის, უნივერსალიებით, შეიძლება ითქვას, პლატონური ფორმების ფსიქიკური ეკვივალენეტებით.
არქეტიპებს ვხვდებით არა მხოლოდ მითებში, არამედ უპირველესად სიზმრებში (ფროიდისა და იუნგის ფსიქოანალიზი სწორედ ამაზეა აგებული).
ფაქტობრივად მითი სხვა არაფერია, თუ არა დეპერსონიფიცირებული სიზმარი.  

სენიორ ალფრედ, თუ სწორად გავიგე,  ესეიგი - ფროიდისა და იუნგას თქმით  იმენნა ქალწულისაგან რომ უნდა იშვას გმირი უნდა მოკვდეს და მერე ამაღლდეს  - ეს პროცესები,მოქმედებებო თუ ვიდეოკადრები (არ ვიცი როგორ გამოვთქვა) ყველა ადამიანის ტვინში ერთნაირად მიმდინარეობას ან სიზმრის სახით ან დეპერსონიფიცირებული სიზმრის სახით ??? 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Alfred Albion said:

ორიგენეს Contra Celsum,

დიახ სერ 

მაგრამ უფრო ძლიერი წიგნი , ენოქის წიგნია, იქ მშვენივრად არის ახსნილი ჩვენი უბედურების დიდწილად ხელშემწყობნი , - სახელობითად თან

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, kvipriane said:

სენიორ ალფრედ, თუ სწორად გავიგე,  ესეიგი - ფროიდისა და იუნგას თქმით  იმენნა ქალწულისაგან რომ უნდა იშვას გმირი უნდა მოკვდეს და მერე ამაღლდეს  - ეს პროცესები,მოქმედებებო თუ ვიდეოკადრები (არ ვიცი როგორ გამოვთქვა) ყველა ადამიანის ტვინში ერთნაირად მიმდინარეობას ან სიზმრის სახით ან დეპერსონიფიცირებული სიზმრის სახით ??? 

:d
ასე გადაჭრით ვერ ვიტყვით, პატივცემულო.
მაგრამ ფაქტია, რომ ხშირად ადამიანები სიზმრებში იმავეს ხედავენ, რაც ამა თუ იმ ფორმით მითებშია გადმოცემული.
შეიძლება, ჩვენი ქვეშეცნეული მართლაც ერთნაირად რეაგირებს გარკვეულ მოვლენებზე, რაც ერთსა და იმავე მითოლოგიურ-სიზმრისეულ სურათ-ხატებს წარმოშობს.

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share