Jump to content
×
×
  • Create New...

ალფა მამრები


Recommended Posts

  • ფორუმელი
13 minutes წინ, კიჭარტი said:

პროსტა დიტო მაინცდამაინც ჩაჩანაკის პოზაში რატოა? იქნებ აქვს კაი გენი შენც კიდე.

Assumption არის რომ დიტოს რომ გენები ხელს უწყობდეს ზეზვა იქნებოდა :D

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
14 საათის წინ, კიჭარტი said:

როცა კაცთან ერთად ვარ, მინდა რომ კარიც გამომიღოს, სკამიც გამომიწიოს, პირველიც მე გამატაროს, არ ვიცი მძიმეები არ მათრევინოს, დახვეწილად მესაუბროს და არა ქალოუ, ჯიგო და ეგეთები.

ეს ელემენტარულია, მხოლოდ მცირე ნაწილი და ესეც კი ძალზე ხელოვნური, ნაძალადევი და ეფემერულია, რომელიც მხოლოდ დასაწყისში, რამდენიმე პაემანზე მოქმედებს.
შემდეგ უკვე "შე ჩემა"-თი მიმართვებზე გადადიან. :დ
რასაც ჩვეულებრივ კარგ მანერებს ვეძახით, ესე იგი ჯენტლმენურ ეტიკეტსა და სახელდობრ, მის იმ ნაწილს, რაც ქალისა და კაცის ურთიერთობას აწესრიგებს სოციუმში, ის ვიქტორიანული ინგლისის პროდუქტია, მეტად რთული და კომპლექსური, რაც სრულიადაც არ წარმოადგენს ევოლუციის ლოგიკურ შედეგსა და განვითარების ბუნებრივ საფეხურს.

როგორც წესი, როცა ქალები ამბობენ, რომ კარგი მანერების ჯენტლმენი სურთ, ესეც ეტიკეტის ნაწილია, ესე იგი ზრდილობის გამო ამბობენ, თორემ სინამდვილეში სრულიად სხვანაირი კაცები წარმოშობენ მუცელში პეპლებს. :)  

რომანტიკული კომედია "ქეითი და ლეოპოლდი" თუ გინახავთ, ქეითის რეაქცია გემახსოვრებათ ლეოპოლდის დახვეწილ მანერებზე. დღეს რომ ზედმიწევნით დაიცვა ჯენტლმენური ეტიკეტი, საგიჟეთში წაგიყვანენ. :) 

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

მაგალითად დონალდ ტრამპი ითვლება ალფა მამრად, რომელიც ჯენტლმენის გარდა ყველაფერია. :დ

მშვენიერი სტატიაა გარდიანზე:

https://www.theguardian.com/science/brain-flapping/2016/oct/10/do-alpha-males-even-exist-donald-trump#:~:text=An alpha male is a,no matter what the situation.
 

4 საათის წინ, Eric said:

დანარჩენი მცდარი ჰოლოგრამებია.

დიახ, სერ.
ჩვენც სწორედ ამ ჰოლოგრამებზე ვსაუბრობთ, პოპკულტურის კატეგორიებზე.

 

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

https://1tv.ge/news/ursula-fon-der-laieni-ver-vpoulob-gamartlebas-tu-rogor-momeqcnen-turqetshi-unda-davaskvna-rom-es-mokhda-radgan-qali-var/

ეს მშვენიერი ჯენტლმენური ისტორიაც ცხადყოფს, თუ რა შორსაა თანამედროვე ადამიანი ეტიკეტისგან სინამდვილეში. :დ 
ეს დედამიწის ელიტების შესრულებით და უფრო ქვემოთ რა ხდება, წარმოიდგინეთ უბრალოდ. :) 

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი

@Alfred Albion Xoda წამწამებზე მკიდია მაგის ალფობა თუ ისე მომექცევა როგორც მელანიას ამცირებდა ხოლმე.

მერე რა, ბუნებრივ შეჩემას პირობითად ფეიქი ეტიკეტი მირჩევნია. უბრალოდ ძაან გაქცეულადაც არა ეხლა, რომელი queen elisabeth მე ვარ:lol:

უკიდურესობებზე რატო თამაშობთ კაცო? ჯენტლმენობა მაღვალაკობას აპრიორი გამორიცხავს? ;დდ დოზირებულად სითავხედე  ყველას მოსწონს. :lol: გამოწვევები უფროსწორად. Решительность, თავიდანვე მოხაზვა რო გეი პადრუგა არაა და აშ

Btw  single ვარ ;) tkveeeeeeeen? :jump:


 

 

 

 

vxumrob

 

mara single martla var 

 

Da es ganki mamchemma chem gasatxoveblad daapudzna

:lol: 

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Alfred Albion said:

როგორც წესი, როცა ქალები ამბობენ, რომ კარგი მანერების ჯენტლმენი სურთ, ესეც ეტიკეტის ნაწილია, ესე იგი ზრდილობის გამო ამბობენ, თორემ სინამდვილეში სრულიად სხვანაირი კაცები წარმოშობენ მუცელში პეპლებს

konkretuli drois maskulturaze da trendebzea damokidebuli.

dges maskultura gvchris im azrs, rom gameofthronsshi deineris ro aupatiurebs is veluri tipi,

latenturad, tu arc ise, aset tipajebze unda davsveldet.

peplebsac ro kultura gangisazgvravs da ver xvdebi, ra sle realobashi vcxovrobt.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
3 საათის წინ, კიჭარტი said:

ბუნებრივ შეჩემას პირობითად ფეიქი ეტიკეტი მირჩევნია

ყველას ბუნებრივი, შესისხლხორცებული კარგი მანერები აჯობებს. ასეთიც არსებობს.

3 საათის წინ, კიჭარტი said:

ჯენტლმენობა მაღვალაკობას აპრიორი გამორიცხავს? ;დდ დოზირებულად სითავხედე  ყველას მოსწონს

ვთვლი, რომ ჯენტლმენობა თავხედობასა და მაღვალაკობას დიდი თუ მცირე დოზით სწორედაც რომ გამორიცხავს a priori.
"გეი პადრუგა" რომ არ ხარ, მაგის გამოსახატად სხვა მეთოდები უნდა არსებობდეს, თუკი თავი მაღალ და  გონიერ არსებებად მიგვაჩნია.
შებმისა და ფლირტის თავხედურ და მაღვალაკურ ხერხებში კი არის რაღაც პირველყოფილი, ცხოველური, რასაც შევხვდებით პრიმატებში, მაგალითად. :) 

“There’s a lot of different mating behaviors and it seems like different males have different styles, there’s some variability there,” she said. “You’ll often see the male approach the female and sometimes he’ll tap her or get in her face to get her attention and he’ll make faces such as lip smacking, where it’s rapid movement of the lips, or jaw thrusting, where the lower jaw is stuck out and the head is raised. Or they’ll do suave upper body dips or bouncing in front of the female.”

https://cnprc.ucdavis.edu/of-monkey-dates-and-flirting/   :) 

3 საათის წინ, კიჭარტი said:

რომელი queen elisabeth მე ვარ

 

3 საათის წინ, კიჭარტი said:

უკიდურესობებზე რატო თამაშობთ კაცო?

ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვოო, ხომ გაგიგიათ? :D
რემარკის ეს ფრთიანი ფრაზა ბევრს პათეტიკურად და სასაცილოდ ეჩვენება, თუმცა მე ვეთანხმები. :) 
ბიურგერული ზომიერება და შუაშისტობა რა ვაჟკაცის საკადრისია! :დ 

იმას კი არ ვგულისხმობ, რომ ღირსებასა და სიამაყეზე უარი უნდა თქვა, არამედ მხოლოდ იმას, რომ საყვარელ ქალს ყოველთვის ნაზად, სათუთად, ფაქიზად და მოწიწებით უნდა მოექცე, როგორც უიშვიათესსა და უძვირფასესს. ძლიერ კაცებს სამარცხვინოდ არ მიაჩნიათ ამგვარი სინაზე და სიბუნჩულე :დ 
თავხედობა, მაღვალაკობა და ყანყრატოს კბილებით გამოგლეჯვა საჭიროა მტრის მიმართ, რომელიც შენს ქალს შეუარცხყოფს ან სულაც, მის წართმევას დაგიპირებს. ალფაკაცობა და კაცური კაცობა ესაა ჩემთვის. :) 

ალფამაჩოურ, ფსევდომასკულინურ კულტურაში კი პირიქითაა: ქალთან სინაზე და მოწიწება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, რამეთუ ისინი, როგორც წესი, სისუსტედ მიიჩნევა. ქალებთან საჭიროა თავხედობა, ბრიყვული თავდაჯერებულობა და საარაკო სიმამაცე. :დ  მხოლოდ ასეთი კაცების ალფამამრობა მდედრებთან იწყება და ჩვეულებრივ, იქვე მთავრდება. როგორც წესი, ეს ალფამაჩოები ფრიად ორდინალური ხალხია, რომლებსაც ნამდვილი მგლების გარემოცვაში ხელად მიუჩენენ ხოლმე კუთვნილ ადგილს. ამიტომაც ბოროტდებიან და სახლში დაბრუნებულნი ისევ და ისევ თავის ქალებს უმტკიცებენ ალფაუპირატესობას ერთობ უხეში და ძალისმიერი მეთოდებით. :) 

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Vermillion said:

konkretuli drois maskulturaze da trendebzea damokidebuli.

dges maskultura gvchris im azrs, rom gameofthronsshi deineris ro aupatiurebs is veluri tipi,

latenturad, tu arc ise, aset tipajebze unda davsveldet.

peplebsac ro kultura gangisazgvravs da ver xvdebi, ra sle realobashi vcxovrobt.

დიახ, ასეა ნამდვილად. :) 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share