Jump to content
×
×
  • Create New...

მატრიცა 4


Recommended Posts

  • ფორუმელი

სადღაც პირველი საათი იყო ჩამთრევი

ექშენზე რომ გადავიდნენ, გადახვევით ვუყურე.

იდეების დონეზე უკეთესია ვიდრე წინა ორი

იქ ძაან ბანალური იდეები იყო: ტექნოლოგიაvs ადამიანი

მაგრამ უკეთესს მოველოდი.

თამაშიც თუ გამოვა, ვითამაშებ. საკიფო გეიმნარატივი შეიძლება დაიდოს.

Share on other sites

1 minute წინ, Vermillion said:

იდეების დონეზე უკეთესია ვიდრე წინა ორი

yep.

აქტუალური პრობლემაა დასმული. რაღაც პიუპიუ ეფექტებით შეფუთული მესიანისტური ზღაპარი არაა.

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@CHAOS თავიდან ამბის მოყოლისას პოსტმოდერნისტული ხერხები მომეწონა. ნეო მთავარ გეიმდიზაინერად, მატრიცის ახალ ნაწილზე მუშაობა უწევს, უნდა თუ არ, დააკვეთაა ზემოდან. სცენარისტის და პროდუსერის თვითირონიაა, თითქოს ვაჩოსკიმ ბოდიშივით მოხადა, ვორნერბრო უჩემოდაც გადაიღებდაო.

მატრიცის შექმნის პროცესშიც რო გახედებენ ეგეც მომწონს. ბრეინშტორმინგი რომ აქვთ, რა იდეები და ეფექტები უნდა იყოს ახალ ნაწილში: მეტი ფილოსოფია თუ ტყვიები.

ცალკე ნეოს ეგზის. კრიზისი, იმ რეალობაში რომ არაა, სადაც უნდა იყოს. თან ძაან ჩვეულებრივ ყოველდღიურობას გაჩვენებენ, მუშაობა-სახლი-დეპრესნაკი, მაყურებელსაც რო გაუჩნდეს თავის რეალობაში დაეჭვების განცდა. რომ უფრო ჩაგრთონ და მიგაჯაჭვონ ეკრანს. ცალკე ფსიქოანალიზის საღამოები. გმირებიც და იდეებიც ეტყობა რომ თანამედროვე ტრენდებს მოარგეს.

იოს დასახლება, ტექნოლოგიებსა და ადამიანებს შორის კოჰაბიტაციაც საინტერესო იყო.

მთლიანობაში, რავი, რამე გრანდიზოული იდეა, ბლექმირორის სერიების შემდეგ, აქ ვერ დავინახე. უფრო თავის თავი გადააფასეს და ააფგრეიდეს. წინა ორს ნამდვილად ჯობია.

მეორე ნახევარში სროლები წავიდა და რამე საინტერესო იდეა თუ იყო, ვერ დავაფიქსირე.

უჰ, რამდენი დამიწერია, სანამ ვფიქრობდი აქტუალურ პრობლემაში რა იგულისხმე :D

Share on other sites

მერავინიენის მონოლოგი იყო მანდ ერთერთი ჭახაჭუხის ფონად. იმენა ფონად. ფონს კრიტიკის გარეშე იღებს ტვინი.

ბოლოში არქიტექტორის მონოლოგი იყო საინტერესო. ეს ფარა მაინც აქ დარჩება და რას წვალობთო, ვაბშე ვისთან ხართო.

სცენარისტები რო მსჯელობენ ეგ ვაბშე გენიალური სტები იყო, მაყურებელს პირდაპირ გაუიასნეს თქვენს რეალობაზეაო კინო.

ხოდოროვსკის ჰქონდა რაღაც მსგავსი ჰოლი მაუნთაინის ფინალში, ოღონდ იქ სტების გარეშე პირდაპირ იყო ხაზგასმული.

 

წინა ნაწილებში მატრიცა ადამიანებისაგან იღებდა ენერგიას. ამ ნაწილში 2 ადამიანი საკმარისი იყო ფუნქციონირებისათვის.

ანუ ფიზიკურ ენერგიაზე არაა სხვა რამეს იღებდნენ ამ წყვილისგან. კულტურის, ზომბირების და მაგიის თემაა გაშლილი ვოპშემ.

 

კსტატე ოჯახის თემაზეც გაიჩითა ფრაგმენტი, ტრინიტი რო ნახუიზე უშვებს ქმარს და ბავშვებს. ნეობის დეგრადაცია, და სმიტი ვააბშე.

პოსტმოდერნია ცალსახად. რუსების რეაქციაზე ვკაიფობ იუთუბზე. ტიპები ყმუიან იმენა. შაბლონი გაერღვათ. სიწმინდეები შეუბღალეს.

Share on other sites

  • ფორუმელი
13 საათის წინ, CHAOS said:

მერავინიენის მონოლოგი

ეგ ლანას მონოლოგია))

კარგი შეიძლება გამოსულიყო, მაგრამ რაღაც აკლია. მგონი თავის პერიოდი და აუდიტორია მოჭამა. პირველი რომ გამოვიდა, ვაუ იყო, ფრეში და ორიგინალური იმ პერიოდისითვის, რადგან მაყურებელიც იყო იმ იდეებისადმი მოუმწიფებელი, სიმულაკრებზე წიგნის ორწამიანი კადრის ჩვენება იმხელა რეზონანას ჰპოვებდა, იჯდა ხალხი და მატრიცის ფილოსოფიურ მნიშვნელობაზე ბჭობდა. თუმცა მაშინაც მატრიცას ბანალური პლოთი ქონდა, სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაა, სიყვარულის, მეგობრობის და თავგანწირვის ისტორია. ნეო ნეოფიტია, რომლის პერსონაჟიც Hero's journey-ის შაბლონით ვითარდება. დღეს, ამ თემებზე იმდენი ფილმი თუ სერიალი გვინახავს, მატრიცაზე გაზრდილი თაობა რამე ახალს რთულად თუ აღმოაჩენს.

თამაშის დაგეგმვა მომეწონა, სიმულაციაში სიმულაციას რომ ათამაშებენ და ამით იმას ამბობენ, რომ რაც უფრო ხელმისაწვდომია სიმართლე, მით უფრო ნაკლებად უჩნდება ხალხს სისტემისადმი პროტესტის გრძნობა. ბოლოსკენ, ბოტები ბომბებად რომ ვარდებოდნენ და რენდომ ადამიანების ცხოვრება ბოტობამდეა დაყვანილი, ეგეც საყვარელი იყო. მაგრამ we've seen it all.

14 საათის წინ, CHAOS said:

ტრინიტი

ცოტა რომ წავუმაზგაიობოთ, მის პერსონაჟის განვითარებაც ტრენდის შედეგია. ქალი, როგორც მესია.მაყურებელს მოგვწყინდა მუდმივად მსოფლიოს გადამრჩენელი მამრების ყურება... not bad, მაგრამ ეგეც კლიშესავით გამოუვიდათ.

შვილებს რომ ტოვებს, მაგით რატომ უნდა აღშფოთდე, ისეთი სცენაა, პირდაპირ ხაზგასმულია, რომ რეალურ სამყაროში არაა. 

Share on other sites

2 საათის წინ, Vermillion said:

ქალი, როგორც მესია.

ვისი მესია? იოს მოსახლეობის რომელსაც ომი არ აწყობს, მატრიცაში მყოფი ცხვრების რომლებსაც მითუმეტეს, მატრიცის ატშელნიკების (მერავინიენის სასტავის) maybe, თუ რობოტების? ვაბშე დადებითი პერსონაჟები არიან ეს ორი მიმდინარე სიტუაციაში? ვისთვის?

2 საათის წინ, Vermillion said:

შვილებს რომ ტოვებს, მაგით რატომ უნდა აღშფოთდე, ისეთი სცენაა, პირდაპირ ხაზგასმულია, რომ რეალურ სამყაროში არაა. 

ყავას რომ სვამენ მაგ დროსაა უკვე დასმული ეგ საკითხი. ტრინიტისათვის სავსებით რეალურ სამყაროში. პრიჩომ თვითონ ბაზრობს.

2 საათის წინ, Vermillion said:

მგონი თავის პერიოდი და აუდიტორია მოჭამა.

ეხლა ისეა აქტუალური როგორც არასდროს. მეტა თუ მოიქოქება ვაბშე ზედაპირზე ამოვა პრობლემა. 

2 საათის წინ, Vermillion said:

რენდომ ადამიანების ცხოვრება ბოტობამდეა დაყვანილი, ეგეც საყვარელი იყო. მაგრამ we've seen it all.

rly? როგორ გრძნობ თავს ზომბად. გაგვიზიარე შთაბეჭდილება კიარადა გამოცდილება. ჰოსტს თუ ხედავ?

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, CHAOS said:

ვისი მესია?

და ნეო ვისი მესია იყო? მატრიცაში ჩარჩენილებისთვის, ვისთვისაც წამის მეასედში ნეოსთვის თუ ტრინიტისთვის თვალის მოკვრაც კი საკმარისია, რაღაც ნიტოს განცდის გასაჩენად და საკუთარ რეალობაში დასაეჭვებლად. ბაგსის და თუნდაც მორფიუსის ატკრავენიები გაიხსენე, დასაწყისში. როგორ გამოფხიზლდნენ. პროსტა ძველად ნეო იყო ,,მესია". ახალ მატრიცაში ტრინიტიმ მოიპოვა ზე-უნარები. მატრიცის ანომალიური დემიურგი გახდა. დადებითობის შეფასება ცოტა თეორიულია, პერსონაჟების საუბრიდან გამომდინარე, მაგ. ბაგსი და ნეოლოგისტები ბედნიერები იყვნენ რომ მატრიციდან გამოაღწიეს. ნაიობის პაცეფისტი და ომისგან დაღლილი სასტავი უკვე მოხუცები არიან. იმჰო, ეგენი ჩამოსაწერები არიან. ახალი ორაკულიც არ უხსნიდა თავის მიზნებს. აი, ახალგაზრდები კი დრაივს ეძებდნენ. აგერ 100%-ით ლურჯტაბლეტიანი ტრინიტიც ეუბნება, ამდენი ხანი სად იყავიო. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ნიტოაო.

დადებითი პერსონაჟები ალბათ არიან, იმ ადამიანებისთვის, ვინც წამის მეასედში აცნობიერებს რომ არ უნდათ ცოცხალ ბომბად ყოფნა ან ბოტად გადაქცევა.

1 საათის წინ, CHAOS said:

ყავას რომ სვამენ მაგ დროსაა უკვე დასმული

ხო, მაგრამ მანდ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული. მე რაც დავინახე, იმ სცენაში, შუახნის კრიზისიაა, უფიქრედება და განიცდის რამდენად სწორი არჩევნები გააკეთა ცხოვრებაში. რამდენად მისი იყო ის ცხოვრება, რომელიც აქვს.

ბოლოს ანალიტიკოსს ხომ ააპადლეცებს, შვილები რატომ გამოიყენე ჩემს ემოციებზე სათამაშოდო? უშუალოდ სცენა, სადაც ნეოს არჩევა უწევს ძაან თავის მოტყუება იქნებოდა ტრინიტისთვის. სიზმრებში რაც ესიზმრებოდა იმ სიტუაციაში აღმოჩნდა, ათასამდე ადამიანით გარშემორტყმული, თავიდან ხო სცადა კიდეც არას თქმა...

2 საათის წინ, CHAOS said:

როგორ გრძნობ თავს ზომბად. გაგვიზიარე შთაბეჭდილება კიარადა გამოცდილება. ჰოსტს თუ ხედავ?

:gigi: ბლექმირორს ჩაუჯექი. გაიგებ რაც ვიგულისხმე))

 

Share on other sites

2 minutes წინ, Vermillion said:

და ნეო ვისი მესია იყო?

ზეონის. და კაცობრიობის. ზეონი აღარაა. აღარც ძველი კაცობრიობა აღარაა.

5 minutes წინ, Vermillion said:

დადებითი პერსონაჟები ალბათ არიან, იმ ადამიანებისთვის, ვინც წამის მეასედში აცნობიერებს რომ არ უნდათ ცოცხალ ბომბად ყოფნა ან ბოტად გადაქცევა.

მერავინიენის სასტავია ეგ. იზგოები პაიდეე. სატანისტები ძველი სტილით. მაგათაც ემტერება. ისინი ჰოსტს უარყოფენ ეს თვითონაა ჰოსტი(მაგი).

ვოპშემ პრინციპულადაა დასმული მაგის(მაგებს ვეძახი ეგეთ სასტავს) იდენტობის საკითხი. არიან ეგეთები რეალობაში, კიდევ უფრო მეტი იქნებიან და ეძებენ იდენტობას ინერციით. არქიტექტორის შეკითხვაზე ფინალში არაა პასუხი გაცემული.

8 minutes წინ, Vermillion said:

რამდენად სწორი არჩევნები

სწორი გზა მითია. პოსტმოდერნის ქვაკუთხედია ეგ. ტრინიტის გადაწყვეტილება არაა მთავარი. კრიტიკას ექვემდებარება. შეიძლება გაამართლო, შეიძლება არ გაამართლო. მთავარია რაც ფონად ხდება. ფონად კიდევ ხდება ის რომ ტრინიტი საერთოდ სვამს ამ კითხვას. ტრადიციაში ოჯახის(ინსტიტუტის) აუცილებლობას უპირობოდ იღებ. საკითხის დასმა უკვე ნიშნავს რომ გასული ხარ მაგ პარადიგმიდან.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share