Jump to content
×
×
  • Create New...

მატრიცა 4


Recommended Posts

  • ფორუმელი
5 საათის წინ, CHAOS said:

რომ მოეცა გაქვს აღსაქმელად შესაბამისი კულტურული ბექგრაუნდი?

საიდან.

როცა რაღაც ახალს არ გაძლევს ფილმი, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაც უნდა მოეცა, უკვე გქონდა, ან არ გქონდა და ვერც მიიღე, იქნება ეს კულტურული ბექგრაუნდისა თუ სხვა მიზეზის გამო.

მე ვფიქრობ, რომ ახალი ვერ მივიღე იმიტომ, რომ რაც უნდა მოეცა, უკვე მქონდა, რაც ცხადად ვახსენე წინა პოსტში და სადაც მატრიცას იგებ, იქ არა მგონია ეგ ვერ გაგეგო.

აქედან კი ჩნდება კითხვა. თუ ეგ გაიგე, მაშ რაღატო დამისვი საკითხი იმაზე, რომ გაგების ტრაკი არ მქონდა? მოგწონს ეგ პოზა, სადაც შენ იგებ ყველაფერს და სხვა ვერა? ჩემი აღმქმელობითი უნარისა და ინტელექტის აბუჩად აგდება გსურდა? თუ რა იყო მიზანი აბა მომიყევი.

Angels lie to keep control.

Share on other sites

2 minutes წინ, Sylar said:

როცა რაღაც ახალს არ გაძლევს ფილმი, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაც უნდა მოეცა, უკვე გქონდა, ან არ გქონდა და ვერც მიიღე, იქნება ეს კულტურული ბექგრაუნდისა თუ სხვა მიზეზის გამო.

კინ-ძა-ძა რომ გამოვიდა ვერავინ ვერ გაიგო რაზე იყო მსახიობების ჩათვლით. რაღაც არტ ტროლინგად ჩათვალეს.

ოცდა რაღაცა წლის მერე ყველასთვის კონკრეტულად გახდა გასაგები ფილმის იდეა.

 

პირველი სამი მესიანისტური მითია, ტრადიციული მსოფლმხედველბისათვის რადნოა ეგ, არაფერი ახალი. მეოთხეში სხვა პარადიგმაა. მაგას შესაბამისი კულტურული ბექგრაუნდის გარეშე ვერ გაიგებ. არ ვკაიფობ.

16 minutes წინ, Sylar said:

ჩემი აღმქმელობითი უნარისა და ინტელექტის აბუჩად აგდება გსურდა? თუ რა იყო მიზანი აბა მომიყევი.

'ახალი არაფერი მომცა' არგუმენტი ფილმზე არაფერს ამბობს.

ტაქშტა კიდევ ერთხელ - გაქვს შესაბამისი კულტურული ბექგრაუნდი?

Share on other sites

  • ფორუმელი

@CHAOS შენი აზრით, მაგით თავად ფილმზე იყო გაკეთებული აქცენტი, თუ თავად ფაქტზე, რომ მე არ მომცა ახალი? 

ბევრი ფილმი შეიძლება გავიხსენოთ, რომელმაც ხელშესახები არაფერი დაგვიტოვა, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ცუდი ფილმია, ან არაფერი ჰქონდა დასატოვებელი, უბრალოდ კონკრეტულ ადამიანს რომ მილიონ საკითხზე და მილიონნაირად აქვს ნაფიქრი, მეორე ადამიანი მაგ დროს შეიძლება მატრიცაში იყო და საერთოდ არ ფიქრობდა. ხოდა რომელიღაცას დააფიქრებს რაღაც ახალზე ამ ორიდან და რომელიღაცას უბრალოდ დააფიქრებს, მაგრამ ახალზე არა. ასე რომ, ეს არგუმენტი, თავად ფილმის უარყოფითად შეფასებისთვის არ იყო გამიზნული.

Angels lie to keep control.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share