Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'2021' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 6 results

  1. ავტომატიზაცია, ქლაუდ ტექნოლოგია, AI ინჟინერია, კიბერუსაფრთხოება და მრავალი სხვა – ეს ის ტრენდებია, რომლებიც წამყვან როლს შეასრულებენ 2021 წლის ტექნოლოგიურ სცენაზე. ამ პროგნოზს მსოფლიოს წამყვანი კვლევითი საკონსულტაციო კომპანია Gartner-ი აკეთებს. 2020-მა წელმა და განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტექნოლოგიური განვითარების აჩქარებაში. გამოიკვეთა თემებიც, რომლის ირგვლივაც ერთიანდება ტექნოლოგიური ტრენდები. გართნერის კვლევის მიხედვით, ეს თემებია: ადამიანის ცენტრალური როლი ადგილმდებარეობისგან დამოუკიდებლობა მდგრადობა ტექნოლოგიები, რომელიც მსოფლიოს წამყვან კომპანიებსა და ინდუსტრიებში უკვე მუშაობს ან ნელ-ნელა იკიდებს ფეხს, აქტუალურია საქართველოშიც. ამ ბლოგში გამოვყავით რამდენიმე ტექნოლოგიურ ტრენდი, რომელიც ქართული ბაზრისთვის განსაკუთრებით აქტუალურია და რომელსაც კომპანიებმა ყურადღება უნდა დაუთმონ 2021 წელს. #1 ავტომატიზაცია – თუ ორგანიზაციაში რაიმეს ავტომატიზაცია შეიძლება, სჯობს ამაზე მუშაობა უკვე დაიწყოთ. ეს ტრენდი განსაკუთრებით იმ ორგანიზაციებისთვის არის საყურადღებო, რომლებიც მოძველებული ბიზნეს პროცესების გამო, მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ 2020 წელს – ვერ შეძლეს სწრაფი რეაგირება და ცვლილებებისთვის ფეხის აწყობა. მათ შორის, კომპანიებისთვის მწვავედ დადგა მიწოდების ჯაჭვის (Supply Chain) გამართვის, საწარმოო რესურსების დაგეგმვისა (ERP) და საწყობის მართვის სისტემების (WMS) დანერგვის საკითხი. ორგანიზაციები, რომლებიც ჯერ კიდევ არ ფიქრობენ ავტომატიზაციაზე, ჩამორჩებიან კონკურენტებს და სამომავლოდ დგება მათი ბაზრიდან გაქრობის საფრთხეც. #2 კიბერუსაფრთხოება – დღეს არსებული გარემო ორგანიზაციებისგან სულ უფრო მეტ გაციფრულებას მოითხოვს, შესაბამისად, ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის პრიორიტეტული გახდა ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოება. კომპანიის კიბერუსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესება გულისხმობს როგორც ტექნიკური კონტროლის მექანიზმების დანერგვას, ასევე, წვდომების კონტროლს, ფორმალიზებულ პროცესებს, თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის ცვლილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიბერ ინციდენტის დადგომამ შეიძლება გამოიწვიოს კომპანიის ბიზნეს პროცესის მნიშვნელოვანი შეფერხება – სისტემებისა და მონაცემების დაზიანება და ისეთ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შეფერხება, რომელიც სასიცოცხლოდ მნივშენლოვანია კომპანიისათვის (საბუღალტრო ბაზა, საოპერაციო პროგრამა, ვებ-გვერდი და სხვა მრავალი). გარდა საოპერაციო პროცესში შეფერხებისა, კომპანიამ შეიძლება მიიღოს როგორც რეპუტაციული ისე ფინანსური ზიანი. #3 RPA პროცესების რობოტიზაცია – RPA (Robotic process automation) არის ტექნოლოგია, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს თანამშრომლები რუტინული საქმისგან გამოათავისუფლონ. RPA-ის დანერგვით, თანამშრომლებს ყოველდღიური სამუშაოში დახარჯული დროის 40% უთავისუფლდებათ, რაც ამ რესურსის უფრო ეფექტიანი გამოყენების საშუალებას იძლევა. გარდა იმისა, რომ თანამშრომლები მოსაწყენ, რუტინულ საქმეს ჩამოშორდებიან, მცირდება ადამიანური შეცდომების რისკი – რობოტები შეცდომებს არ უშვებენ. ამავე დროს, იზრდება თანამშრომელთა მოტივაცია და პროდუქტიულობა, რადგან ისინი მეტ დროს დაუთმობენ მათთვის საინტერესო საქმიანობას და თვითგანვითარებას. #4 მონაცემებით მართული ბიზნესი – გაციფრულების პარალელურად კომპანიებში მონაცემების დაგროვების წყაროები კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება. სააღრიცხვო სისტემები, მომხმარებელთა მართვის პლატფორმები, ვებ გვერდი, ელკომერციის პლატფორმა – თითოეული მათგანი მონაცემთა დაგროვების წყაროა. თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე საშუალებას გვაძლევს ამ წყაროებიდან დაგროვილ მონაცემებს თავი მოვუყაროთ, სწორად შევინახოთ, გავაანალიზოთ და უფრო ღრმად შევისწავლოთ კომპანიაში თუ ბაზარზე მიმდინარე მოვლენები – დავინახოთ „დიდი სურათიც“ და უმცირესი დეტალებიც. მონაცემებით მართული ორგანიზაციის გამორჩეული მახასიათებელია მონაცემების დამუშავება და ვიზუალიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიებით. კომპანიები აქტიურად იწყებენ ბიზნეს ანალიტიკის ინსტრუმენტის (BI systems) გამოყენებას განვითარებისა და კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად. #5 ქლაუდ ტექნოლოგია – ქლაუდ ტექნოლოგია ახალი ნამდვილად არ არის, თუმცა 2020 წელს, ადგილმდებარეობისგან დამოუკიდებლობის საჭიროებამ, ქლაუდის უპირატესობები და აუცილებლობა კომპანიებს კიდევ ერთხელ შეახსენა. Covid 19-მა თანამშრომლების, კლიენტების, მომმარაგებლების ფიზიკური მდებარეობა შეცვალა. გარდა ადგილმდებარეობისგან დამოუკიდებლობისა, ქლაუდის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ხარჯთეფექტურობაა – მცირდება დამოკიდებულება სერვერულ ინფრასტრუქტურაზე და მასთან დაკავშირებულ მხარდამჭერ საქმიანობაზე (ფიზიკური უსაფრთხოება, სერვერული მოწყობა, სარეზერვო სასერვერო ინფრასტრუქტურა და ა.შ.). ასევე, მარტივდება ინფორმაციის გაზიარებისა და კოლაბორაციის პროცესი. წყარო: https://bdodigital.ge/2021-tslis-teqnologiuri-trendebi/
  2. ვინ იყო თქვენი ფავორიტი? ევროვიზია 2021-ის გამარჯვებულია იტალია, რამშტაინის პაროდიისმაგვარი ჯგუფით: მე ესენი მომეწონა: *1* შვედეთი - ტუსე. (მცირე ინფო მასზე: ნიგერიული წარმოშობის 19 წლის ბიჭი. როცა ტუსე 8 წლის იყო, მისი ოჯახი ნიგერიაში ატეხილ ომს გამოექცა. მშობლები გზაში დაიღუპნენ. მარტოხელა ბიჭი კი ერთმა შვედურმა ოჯახმა იშვილა. სადაც დღემდე ცხოვრობს. ტუსე შვედურ ვოისსა და აიდოლში მონაწილეობდა. აიდოლი მოიგო კიდეც. ვოისში რა ქნა, არ ვიცი. ვინც ტუსეს შეხვედრია, მას უსაყვარლეს ადამიანად აღწერს. ანუ ისეთად, როგორ შთაბეჭდილებასაც ქმნის. *2* ნორვეგია - Tix კლიპს იმიტომ ვდებ, რომ მისი ნახვისას მიხვდებით, თუ რატომ აქვს ასეთი იმიჯი. არ ვიცი, ფეიკი-პიარ ისტორიაა თუ ნამდვილი: ტიქსს აზერბაიჯანელი გოგო, ეფენდი დაევასა. მათი ისტორიის პატარა ვიდეოსაც დავდებ. ((სხვათა შორის, წელს აზერბაიჯანი კატასტროფული სიმღერით იყო წარდგენილი)). სადავოა, ტიქსს უნდა გაემარჯვა თუ არა. თუმცა შვედი ტუსე კი ღირსეული გამარჯვებული იქნებოდა. კიდევ მომეწონა რამდენიმე. მათ შორის, გამარჯვებული იტალია და ბოლო წუთებამდე საწყის პოზიციაზე მყოფი შვეიცარიაც. კიდევ ერთ მოწინავე - საფრანგეთზე იმას ვიტყვი, რომ კი, მაღალი ხარისხის შესრულება და რამე. ჩემი დასაწუნი არაფერი იყო, მაააგრამ მაგ სიმღერას ევროვიზიაზე არც უნდა გაემარჯვა.
  3. 2021 წლის ოსკარის ნომინანტები 15 მარტს პირდაპირ ეთერში ვარსკვლავურმა წყვილმა ნიკ ჯონასმა და პრიანკა ჩოპრამ გამოაცხადა. ყველაზე მეტი – 10 ნომინაციის მოპოვება დევიდ ფინჩერის ბიოგრაფიულმა დრამამ Mank-მა მოახერხა. ოქროს გლობუსის ცერემონიის შემდეგ ინდუსტრიაში დუღილის ტემპერატურამ იმატა. ოსკარების რიგით 93-ე ცერემონია 26 აპრილს გაიმართება. მანამდე კი წინ 4 აპრილს SAG-ის, ხოლო 11 აპრილს BAFTA-ს პრესტიჟული დაჯილდოებები გველოდება. სტატიაში განვიხილავთ ოსკარების 4 მთავარ კატეგორიას და წარდგენილი ნომინანტების შანსებს. ნომინაცია საუკეთესო მსახიობი ქალი: ვაიოლა დეივისი – Ma Rainey’s Black Bottom ანდრა დეი – The United States vs. Billie Holiday ვანესა კირბი – Pieces of Woman ფრენსის მაკდორმანდი – Nomadland ქერი მალიგანი – Promising Young Woman ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ წელს ეს კატეგორია ყველაზე დიდი კონკურენციით გამოირჩევა. ერთი თვის წინ მთავარ ფავორიტად ქერი მალიგანს მიიჩნევდნენ, რომელმაც ფემინისტურ მანიფესტში შურისმაძიებელი ქალის როლი საოცრად შეასრულა. მსახიობმა CCA-ზე მთავარი ჯილდოც მიიღო, თუმცა, ვითარება მკვეთრად შეიცვალა, როცა ოქროს გლობუსი ანდრა დეის გადასცეს. ეს გადაწყვეტილება ნამდვილად შოკისმომგვრელი იყო, რადგან დეი, კოლეგებისგან განსხვავებით, BAFTA-სა და SAG-ზე წარდგენილიც კი არაა. ვაიოლა დეივისმა, მომღერალ მა რეინის გაცოცხლებით, 4 ნომინაცია მოიპოვა. ამით მან, როგორც ყველაზე ხშირად ნომინირებულმა შავკანიანმა ქალმა მსახიობმა, რეკორდიც დაამყარა. რაც შეეხება ფრენსის მაკდორმანდს, იგი პირველი ქალია, რომელიც ოსკარის მისაღებად არა მარტო მსახიობის, არამედ პროდიუსერის ამპლუაშიც იბრძოლებს. კრიტიკოსთა აზრით, ტრიუმფატორის პოზიციიდან არც ვანესა კირბია ჩამოსაწერი. ინგლისელმა საოცარი შესრულებით მოახერხა იმ ტრაგედიის გადმოცემა, რაც შვილის დაკარგვას ახლავს თან. ნომინაცია საუკეთესო მსახიობი კაცი: რიზ აჰმედი – Sound of Metal ენტონი ჰოპკინსი – The Father ჩედვიკ ბოუზმენი – Ma Rainey’s Black Bottom გერი ოლდმენი – Mank სტივენ იუნი – Minari წელს კაც ნომინანტთა სია მრავალფეროვნებით გამოირჩევა. იუნი პირველი აზიური წარმოშობის, ხოლო აჰმედი პირველი მუსლიმი მსახიობია, რომლებიც ამ კატეგორიაში წარადგინეს. ენტონი ჰოპკინსი კი 83 წლის ასაკში დაჯილდოების ისტორიაში ყველაზე ხნიერ კანდიდატად ითვლება. ნომინაციის მთავარ ფავორიტი კვლავ ჩედვიკ ბოუზმენია. მსახიობის უკანასკნელი როლი დიდი ტრაგიზმითა და მძაფრი ემოციებითაა დატვირთული. ჩედვიკი ხატავს შავკანიანი კაცის სახეს, რომლის ცხოვრებაცა და კარიერაც კანის ფერის გამო სირთულეებსა და უსამართლობას ეწირება. გერი ოლდმენმა უინსტონ ჩერჩილის როლის შესრულებით 2017 წელს ოსკარი უკვე მოიპოვა. თუმცა, გენიალური შესრულებებით საუკეთესოთა შორის ადგილს მუდმივად ინარჩუნებს. კატეგორიაში მისი და დებიუტანტ იუნის გამარჯვებას ნაკლებად ვარაუდობენ. ბოუზმენის შემდეგ, ფავორიტებად რიზ აჰმედსა და ენტონი ჰოპკინსსაც მიიჩნევენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩედვიკს ზურგს უკვე CCA-ისა და ოქროს გლობუსის გამარჯვებები უმაგრებს. ნომინაცია საუკეთესო ფილმი: Sound of Metal Nomadland The Father Judas and the Black Messiah Mank Minari Promising Young Woman The Trial of the Chicago 7 კატეგორიაში მთავარი ფავორიტი ქლოი ჟაოს Nomadland-ია. ფილმს დიდი გამოხმაურება ჯერ კიდევ შემოდგომის ფესტივალების დროს მოჰყვა. CCA-ისა და ოქროს გლობუსის გამარჯვებების შემდეგ პოზიცია უფრო გაიმყარა. ის ამ ჯილდოს მფლობელი პირველი ქალი რეჟისორის ნამუშევარია. ექსპერტები მის მთავარ კონკურენტებად Minari-სა და Promising Young Woman-ს ასახელებენ. თუმცა, ამ კატეგორიაში ფილმთა სიმრავლის გამო, მათ სხვა დაჯილდოებებზე უცვლელ ნომინანტებად ვერ ვიხილავთ, რაც თავისთავად, Nomadland-ის დიდ უპირატესობას უსვამს ხაზს. ნომინაცია საუკეთესო რეჟისორი: Chloé Zhao – Nomadland Emerald Fennell – Promising Young Woman Lee Isaac Chung – Minari David Fincher – Mank Thomas Vinterberg – Another Round მიუხედავად დიდი მოლოდინებისა, დევიდ ფინჩერის შავ-თეთრ ინდუსტრიულ ამბავს ნომინაციები არ დაუმსახურებია ისეთ კატეგორიებში, როგორებიცაა საუკეთესო სცენარი და მონტაჟი. ამიტომაც კრიტიკოსები მთავარ ნომინაციებში Mank-ის წარმატებას დიდი ენთუზიაზმით არ ხვდებიან. ქლოი ჟაო კი უფრო და უფრო იხვეჭს პოპულარობას. CCA-ისა და ოქროს გლობუსის გამარჯვებების შემდეგ, ის უფრო დიდ კომერციულ წარმატებასაც ელოდება. ჟაო Marvel-ის ახალი ფილმის – Eternals-ის რეჟისორია, რომელშიც მთავარ როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს. ამ ყველაფრის ფონზე მიიჩნევენ, რომ გამარჯვების დიდი შანსი აქვს და ის პირველი ფერადკანიანი ქალი რეჟისორი იქნება, ვინც ამას მოახერხებს. მისი მთავარი კონკურენტი ასევე ქალი – ემერალდ ფენელია, რაც ამ კატეგორიაში ძალზე იშვიათია. ფენელი Promising Young Woman-ის არა მარტო რეჟისორი, არამედ სცენარისტი და პროდიუსერიცაა. აღსანიშნავია, რომ ეს შავი იუმორით დატვირთული ტრილერი ცნობილი მსახიობის სარეჟისორო დებიუტს წარმოადგენს. The post 2021 ოსკარების მთავარი ნომინაციები appeared first on BusinessFeed.
  4. ანალიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ ბიტკოინის ფასის მკვეთრი მატება რამდენიმე თვეში არის მოსალოდნელია. კურსის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება კი გულისხმობს ბიტკოინის ფასის 100.000 დოლარამდე მიღწევას. ინვესტორების შეკითხვაზე თუ, სად შეიძლება დაასრულოს 2021 წელს ბიტკოინმა ფასის მატება, სავარაუდო პასუხი 288.000 დოლარია. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტის ექსპერტის, ბობი ლის ადრეული პროგნოზები ბიტკოინის ფასთან დაკავშირებით საკმაოდ ზუსტი გამოდგა. 2018 წელს გაკეთებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის შემდეგი “აღზევება” 2020 წლის ბოლოს და 2021 წლის დასაწყისში მოხდებოდა. ციფრული ვალუტა პიკს კი 2021 წლის ბოლოს, დეკემბრისათვის, მიაღწევდა. ჯერჯერობით მისი ყველა პროგნოზი გამართლდა. ბობი ლი ფიქრობს, რომ ბიტკოინი ამ წლის ბოლოს 200.000-დან 250.000 დოლარის ფარგლებში იმერყევებს. ეს კი მოხსნის ყველა დროის ფინანსურ რეკორდს. ამაში მოიაზრება ოქროს შეფარდება ნავთობთანაც. ”მე ვფიქრობ, რომ ბიტკოინი კიდევ მოიმატებს მინიმუმ 4-5-ჯერ. ასე რომ, კრიპტოვალუტის ფასი წელს 200.000-250.000 დოლარს მიაღწევს”,- აღნიშნა ბობ ლიმ. ფასის მატების ერთ-ერთი მიზეზი ინსტიტუციონალური ინვესტორების დაინტერესებაა. ინვესტორი რაულ პალის თქმით, ინსტიტუციონალური ინვესტორების ბაზარზე გააქტიურებამ კურსის მკვეთრ მატებას ხელი შეუწყო. The post ანალიტიკოსები: 2021 წელს ბიტკოინის ფასი 100.000 დოლარას გადააჭარბებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  5. ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი, მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, დღეს დაამტკიცებს. პროექტს ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ, მოგვიანებით კი, კენჭს უყრიან პარლამენტის პლენარულ სესიაზე. ამნისტიის აქტი 80-მდე მუხლს შეეხება და 1500-მდე მსჯავრდებულზე გავრცელდება, მათ შორის არიან მსჯავრდებული სტუდენტები, რომელთა ნაწილსაც პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვლება. კანონპროექტის განხილვისას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ კანონი არ გავრცელდება იმ პირებზე რომლებიც დანაშაულის ჩადენისას იყვნენ სტუდენტები და სტატუსი შეუჩერდათ. „ეს კანონი არ გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც მაგალითად, დანაშაულის ჩადენისას იყვნენ სტუდენტები და როდესაც მოხვდნენ საპატიმროში, შეუჩერდათ სტატუსი. საუბარია მათზე, ვინც უშუალოდ განაგრძობს სწავლას და ეს სტატუსი შეიძინა მსჯავრდების პერიოდში და პატიმრობის კოდექსით დადგენილი წესით სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამნისტია არ ვრცელდება იმ შეთხვევაში თუ იგი მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში. ბუნებრივია, რომ კანონმა არ უნდა გააჩინოს არასწორი მოლოდინები, მანამდეც აღინიშნა, რომ არ შეიძლება ეს ინდულგენციასავით გაჟღერდეს, რომ ვინც გახდება სტუდენტი შემდეგ ის მოიპოვებს უფლებას გათავისუფლდეს რაიმე ტიპის დანაშაულისგან, ეს ასე არ იქნება“-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. მსჯავრდებული სტუდენტების შესახებ ჩანაწერი ამნისტიის შესახებ კანონის მე-9 მუხლში გვხვდება, სადაც განმარტებულია კონკრეტულად რა სახის დანაშაულის ჩამდენ პირს ეხება აღნიშნული აქტი: „მუხლი 9 1. სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადით შინაპატიმრობით შეეცვალოს დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს, რომელიც სასჯელის მოხდის პარალელურად „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოპოვებული აქვს სტუდენტის სტატუსი (სტატუსი არ აქვს შეჩერებული) და პატიმრობის კოდექსით დადგენილი წესით სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუ იგი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXV (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ), XXVI (დანაშაულის სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ), XXVII (დანაშაული ფულადსაკრედიტო სისტემაში), XXVIII (დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში), XXXIII (ნარკოტიკული დანაშაული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომელიც მოიცავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებას) თავებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. 2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ პირი მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ან სტუდენტის სტატუსს მოიპოვებს აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ. 3. მსჯავრდებულს, რომელსაც ამ მუხლის საფუძველზე სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა შინაპატიმრობით, სასჯელის მოხდის წესსა და პირობებს ინდივიდუალური შეფასებისა და ინდივიდუალური საჭიროების საფუძველზე განუსაზღვრავს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო. 4. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირს ამ კანონის საფუძველზე უმცირდება დანიშნული სასჯელი, მაშინ მას შინაპატიმრობით შეეცვლება სასჯელის ის ნაწილი, რაც მოსახდელად დარჩება ამ კანონის საფუძველზე სასჯელის შემცირების შედეგად. 2021 წლის ამნისტიის შესახებ კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება, მისი აღსრულება კი ერთი თვის ვადაში უნდა მოხდეს.
  6. საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 1 იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზარდა. უწყების ცნობით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერთათვის პენსია 20 ლარით – 220 ლარიდან 240 ლარამდე გაიზარდა, 70-დან ზემოთ ასაკის პენსიონერბს კი – 25 ლარი დაემატათათ 250 ლარიდან 275 ლარს მიიღებენ. მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მომატებულ პენსიაზე კიდევ 20%-იან დანამატს მიიღებენ მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პენსიონერები. შესაბამისად, 2021 წლიდან, აქ მცხოვრები 70 წლამდე პენსიონერები 288 ლარს, 70-დან ზემოთ ასაკის პენსიონერები კი – 330 ლარს მიიღებენ. ამასთან, ამოქმედდა პენსიის ინდექსაციის მექანიზმიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით, პენსიები ყოველწლიურად გაიზრდება. 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მოქალაქეების საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2.6 მლრდ ლარია გათვალისწინებული. ასევე წაიკითხეთ: პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა პრემიერ-მინისტრმა 2019 წელი შეაჯამა