Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ოსკარების' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. 2021 წლის ოსკარის ნომინანტები 15 მარტს პირდაპირ ეთერში ვარსკვლავურმა წყვილმა ნიკ ჯონასმა და პრიანკა ჩოპრამ გამოაცხადა. ყველაზე მეტი – 10 ნომინაციის მოპოვება დევიდ ფინჩერის ბიოგრაფიულმა დრამამ Mank-მა მოახერხა. ოქროს გლობუსის ცერემონიის შემდეგ ინდუსტრიაში დუღილის ტემპერატურამ იმატა. ოსკარების რიგით 93-ე ცერემონია 26 აპრილს გაიმართება. მანამდე კი წინ 4 აპრილს SAG-ის, ხოლო 11 აპრილს BAFTA-ს პრესტიჟული დაჯილდოებები გველოდება. სტატიაში განვიხილავთ ოსკარების 4 მთავარ კატეგორიას და წარდგენილი ნომინანტების შანსებს. ნომინაცია საუკეთესო მსახიობი ქალი: ვაიოლა დეივისი – Ma Rainey’s Black Bottom ანდრა დეი – The United States vs. Billie Holiday ვანესა კირბი – Pieces of Woman ფრენსის მაკდორმანდი – Nomadland ქერი მალიგანი – Promising Young Woman ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ წელს ეს კატეგორია ყველაზე დიდი კონკურენციით გამოირჩევა. ერთი თვის წინ მთავარ ფავორიტად ქერი მალიგანს მიიჩნევდნენ, რომელმაც ფემინისტურ მანიფესტში შურისმაძიებელი ქალის როლი საოცრად შეასრულა. მსახიობმა CCA-ზე მთავარი ჯილდოც მიიღო, თუმცა, ვითარება მკვეთრად შეიცვალა, როცა ოქროს გლობუსი ანდრა დეის გადასცეს. ეს გადაწყვეტილება ნამდვილად შოკისმომგვრელი იყო, რადგან დეი, კოლეგებისგან განსხვავებით, BAFTA-სა და SAG-ზე წარდგენილიც კი არაა. ვაიოლა დეივისმა, მომღერალ მა რეინის გაცოცხლებით, 4 ნომინაცია მოიპოვა. ამით მან, როგორც ყველაზე ხშირად ნომინირებულმა შავკანიანმა ქალმა მსახიობმა, რეკორდიც დაამყარა. რაც შეეხება ფრენსის მაკდორმანდს, იგი პირველი ქალია, რომელიც ოსკარის მისაღებად არა მარტო მსახიობის, არამედ პროდიუსერის ამპლუაშიც იბრძოლებს. კრიტიკოსთა აზრით, ტრიუმფატორის პოზიციიდან არც ვანესა კირბია ჩამოსაწერი. ინგლისელმა საოცარი შესრულებით მოახერხა იმ ტრაგედიის გადმოცემა, რაც შვილის დაკარგვას ახლავს თან. ნომინაცია საუკეთესო მსახიობი კაცი: რიზ აჰმედი – Sound of Metal ენტონი ჰოპკინსი – The Father ჩედვიკ ბოუზმენი – Ma Rainey’s Black Bottom გერი ოლდმენი – Mank სტივენ იუნი – Minari წელს კაც ნომინანტთა სია მრავალფეროვნებით გამოირჩევა. იუნი პირველი აზიური წარმოშობის, ხოლო აჰმედი პირველი მუსლიმი მსახიობია, რომლებიც ამ კატეგორიაში წარადგინეს. ენტონი ჰოპკინსი კი 83 წლის ასაკში დაჯილდოების ისტორიაში ყველაზე ხნიერ კანდიდატად ითვლება. ნომინაციის მთავარ ფავორიტი კვლავ ჩედვიკ ბოუზმენია. მსახიობის უკანასკნელი როლი დიდი ტრაგიზმითა და მძაფრი ემოციებითაა დატვირთული. ჩედვიკი ხატავს შავკანიანი კაცის სახეს, რომლის ცხოვრებაცა და კარიერაც კანის ფერის გამო სირთულეებსა და უსამართლობას ეწირება. გერი ოლდმენმა უინსტონ ჩერჩილის როლის შესრულებით 2017 წელს ოსკარი უკვე მოიპოვა. თუმცა, გენიალური შესრულებებით საუკეთესოთა შორის ადგილს მუდმივად ინარჩუნებს. კატეგორიაში მისი და დებიუტანტ იუნის გამარჯვებას ნაკლებად ვარაუდობენ. ბოუზმენის შემდეგ, ფავორიტებად რიზ აჰმედსა და ენტონი ჰოპკინსსაც მიიჩნევენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩედვიკს ზურგს უკვე CCA-ისა და ოქროს გლობუსის გამარჯვებები უმაგრებს. ნომინაცია საუკეთესო ფილმი: Sound of Metal Nomadland The Father Judas and the Black Messiah Mank Minari Promising Young Woman The Trial of the Chicago 7 კატეგორიაში მთავარი ფავორიტი ქლოი ჟაოს Nomadland-ია. ფილმს დიდი გამოხმაურება ჯერ კიდევ შემოდგომის ფესტივალების დროს მოჰყვა. CCA-ისა და ოქროს გლობუსის გამარჯვებების შემდეგ პოზიცია უფრო გაიმყარა. ის ამ ჯილდოს მფლობელი პირველი ქალი რეჟისორის ნამუშევარია. ექსპერტები მის მთავარ კონკურენტებად Minari-სა და Promising Young Woman-ს ასახელებენ. თუმცა, ამ კატეგორიაში ფილმთა სიმრავლის გამო, მათ სხვა დაჯილდოებებზე უცვლელ ნომინანტებად ვერ ვიხილავთ, რაც თავისთავად, Nomadland-ის დიდ უპირატესობას უსვამს ხაზს. ნომინაცია საუკეთესო რეჟისორი: Chloé Zhao – Nomadland Emerald Fennell – Promising Young Woman Lee Isaac Chung – Minari David Fincher – Mank Thomas Vinterberg – Another Round მიუხედავად დიდი მოლოდინებისა, დევიდ ფინჩერის შავ-თეთრ ინდუსტრიულ ამბავს ნომინაციები არ დაუმსახურებია ისეთ კატეგორიებში, როგორებიცაა საუკეთესო სცენარი და მონტაჟი. ამიტომაც კრიტიკოსები მთავარ ნომინაციებში Mank-ის წარმატებას დიდი ენთუზიაზმით არ ხვდებიან. ქლოი ჟაო კი უფრო და უფრო იხვეჭს პოპულარობას. CCA-ისა და ოქროს გლობუსის გამარჯვებების შემდეგ, ის უფრო დიდ კომერციულ წარმატებასაც ელოდება. ჟაო Marvel-ის ახალი ფილმის – Eternals-ის რეჟისორია, რომელშიც მთავარ როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს. ამ ყველაფრის ფონზე მიიჩნევენ, რომ გამარჯვების დიდი შანსი აქვს და ის პირველი ფერადკანიანი ქალი რეჟისორი იქნება, ვინც ამას მოახერხებს. მისი მთავარი კონკურენტი ასევე ქალი – ემერალდ ფენელია, რაც ამ კატეგორიაში ძალზე იშვიათია. ფენელი Promising Young Woman-ის არა მარტო რეჟისორი, არამედ სცენარისტი და პროდიუსერიცაა. აღსანიშნავია, რომ ეს შავი იუმორით დატვირთული ტრილერი ცნობილი მსახიობის სარეჟისორო დებიუტს წარმოადგენს. The post 2021 ოსკარების მთავარი ნომინაციები appeared first on BusinessFeed.