Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'წერილი' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 4 results

  1. აქ ვუწერთ წერილს იმ ადამიანებს (ან არაადამიანებს), ვისაც გარკვეული მიზეზების გამო პირდაპირ ვერ ვეუბნებით ჩვენს სათქმელს. ან ვეუბნებით, მაგრამ სხვაგანაც გვინდა ჩვენთვის ამის დაფიქსირება. წერილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ზომის. ფოტო-ჯუზონიც მოსულა შიგადაშიგ. თუმცა სასურველია მაინცდამაინც ფოტოებისა და მუსიკების თემად თუ არ გადავაქცევთ აქაურობას. დიდი თხოვნაა.
  2. აბა ვის მოგწონთ ეს ქართული ჯგუფი? მთელი თინეიჯერობა რომ გადამაგორებინა
  3. შტატების ყოფილი ელჩი იან კელი, სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი და შავი ზღვის რეგიონალური თანამშრომლობის დირექტორი ალინა ინაიე ერთობლივ სტატიას გერმანიის მარშალის ფონდის ოფიციალურ ვერბგვერდზე აქვეყნებენ. წერილის თანახმად, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი საპროტესტო გამოსვლები და პოლიტიკური მოლაპარაკებები აჩვენებს პოლიტიკურ სისტემას, რომელიც გარკვეულ პირთა ტყვეობაში რჩება და ძნელად წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს. ეს მდგომარეობა გავლენას ახდენს საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციაზე, რომლისკენაც ქართველი ხალხი კვლავ მყარად ისწრაფვის. ეს განსაკუთრებით აისახება მის ურთიერთობებზე შეერთებულ შტატებთან. საჭიროა, შეერთებულმა შტატებმა გააგრძელოს მჭიდრო ურთიერთობა საქართველოსთან, შეიმუშაოს თავისი პოლიტიკა, რათა დაეხმაროს დემოკრატიას. დასავლეთის მეტი მხარდაჭერის გარეშე საქართველოს პროდასავლური პოზიციები შესაძლოა, შესუსტდეს. "ქვეყნის მეზობელი ჩრდილოეთიდან, რუსეთი ყველა ნაბიჯს დგამს, რათა უზრუნველყოს არალიბერალური პერიფერია, რომელიც მას იზოლაციაში მოახდენს დემოკრატიული სამყაროსგან. ქვეყანაში შეჭრის გარდა, პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევით, რუსეთმა გამოიყენა მთელი არსენალი, რათა საქართველო მაქსიმალურად შორს ყოფილიყო დასავლეთისგან. შეერთებულმა შტატებმა ძალზედ დიდი დახმარება გაუწია საქართველოს. საქართველოს ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა არამხოლოდ სასურველია, არამედ აუცილებელია. მისი დამსახურებით, ევროკავშირმა მკაცრი პოზიცია დაიკავა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით - არასრულყოფილი არჩევნების ჩატარება, ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრება და მთავრობასა და ოპოზიციას შორის განმეორებითი მოლაპარაკებები - ევროკავშირმა მოუწოდა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს "ფართო კონსენსუსის" მიღწევისკენ. საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან უფრო მკაცრი რეაგირება უნდა გამოიწვიოს. საქართველო ჯერ არ უნდა დაგვავიწყდეს" Report A Country on the Verge: The Case for Supporting Georgia March 15, 2021 Ian Kelly David Kramer Alina Inayeh Director, Black Sea Trust for Regional Cooperation Preface Georgia’s path to democracy has been nothing but sinuous. Since the Rose Revolution in 2001, which marked the end of the Soviet era, the country has seen major progress, intertwined with concerning setbacks. Protests and political negotiations following the October 2020 parliamentary elections reveal a political system that remains captured by individuals, is still plagued by corruption, and hardly represents the interests of Geor­gian citizens. This state of affairs impacts Georgia’s relation with the West, integration with which its people still solidly aspire. It particularly affects its relations with the United States, not long ago a staunch ally of the country. Georgia was a success story for the first few years of Mikheil Saakashvili’s presidency and, as a result of this promising start, became a darling of U.S. policy in the region. Russia’s invasion in 2008 has kept the country high on the transatlantic agenda. So has Georgia’s insistence to join NATO, one way or another, sooner better than later. It is for the country’s strategic importance as a Western ally in a troubled and Russia-dominated neighborhood that the United States needs to continue its close relation with Georgia, tailoring its policies to help advance democracy there and contain backsliding. This very timely report thoroughly substantiates the efforts Georgia has made toward democracy as well as its repeated setbacks, identifying the factors that contribute to its current decline as well as the best policy actions that the United States should take toward the country. As the authors explain, in addition to internal factors—a political sphere tightly controlled by a few people, corruption, and attempts to control the media, among others—there are external ones that test Georgia’s fragile democracy. First and foremost is the country’s neighbor to the north, Russia, which takes any and all steps to ensure an illiberal periphery that insulates it from the democratic world. From invading the country to infiltrating its political life, Russia has used an entire arsenal to keep Georgia as little democratic as possible and away from the West. Just like in the other countries in Russia’s neighborhood, it is the strong will of citizens to have their country aligned to Western values and institutions that is the most serious obstacle to Russia-promoted illiberalism. Georgians remain deeply committed to European and transatlantic institutions, despite the strong Russian propaganda decrying alleged Western decay. It is the strong belief of Georgians in Western values that merit a better, more efficient policy of the West toward the country. The United States could do little to help Georgia if it acted alone. Close cooperation with the EU is not only desirable but necessary. To its merit, the EU has taken a strong stance on latest develop­ments in Georgia—the imperfect elections, the arrest of the opposition leader Nika Melia, and the failure of repeated negotiations between government and opposition on new elections. It called out violations of demo­cratic norms and urged the Georgian political parties to reach “a wide consensus” ahead of the Eu-Georgia Association Council meeting this week. The urgency of events in Georgia should trigger a more determined response from the United States and the EU. We should not get Georgia off our minds just yet. Alina Inayeh Director, Black Sea Trust for Regional Cooperation
  4. აკაკი ჩხენკელი: წერილი ნოეს ძვირფასო ნოე, შენი პატარა წერილი მივიღე. გამოგზავნილი საბუთის შესახებ მაშინვე მივანდევი ლონდონის საელჩოს მოენახა იქ ნახსენები პირი და გამოეკითხა, რაში იყო საქმე. პასუხიც მივიღე და გამოირკვა, რომ იმ პირს ასეთი ქაღალდები ბევრი გადაუცია სხვა და სხვა მინისტრისათვის, მაგრამ უშედეგოთ დარჩენილა. არ ახდენს შთაბეჭდილებას სერიოზული ადამიანის და მისი ნაცნობებიც გავლენიან წრეებს არ ეკუთვნიან. მაგრამ შენ მართალი ხარ არსებითათ: ჩვენები არ ეძებდნენ მზგავს შეთანხმებებს ინგლისელებთან, არც სხვებთან. სამი წელი ისე დავკარგეთ, რომ ერთი მეგობარი - მფარველი ვერ ვიშოვეთ, და არა იმიტომ, რომ არ შეიძლებოდა, არამედ ჩვენ თვითონ არ ვცდილობდით ამას. მთელი ჩვენი ეკონომიური პოლიტიკა, ან უკეთ – აპოლიტიზმი მიმართული იყო იქითკენ, რომ დაგვეფრთხო უცხოელნი. ეხლა გვიანაა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ, სამწუხაროდ, მომავალშიც არა ვართ დაზღვეული, რომ წარსულ შეცდომებს არ განვიმეორებთ. ძალიან გატეხილი გვაქვს სახელი, არ არის ისეთი უცხოელი ვაჭარ-მრეწველი, ვინც ჩვენთან ყოფილა და არ გვაგინებდეს. მე წავიკითხე ერთი ნიმუში ვიღაც ბელგიელის მოხსენებისა მთავრობის სახელზე, სადაც მიწასთან ვართ გასწორებული და, სამწუხაროთ, ბევრი სამართლიანი დაკვირვება არის შიდ მოთავსებული. რაღა შორს წავიდე, დე-ბრუვერი ერთ საღამოს ჩემთან იყო თიფილისში და ასეთი სურათი გადამიშალა ჩვენი უუნარობისა, რომ მეც კი გამიკვირდა. მე მივაგზავნე ნ.ჟ-თან, ვიცი, მას გაცილებით მეტი უთხრა, მერე რა? შინაურული რჩევა-ხვეწნა არ გადიოდა, გარეთ გამომზეურებას კი ჩვენ თვითონ ვერიდებოდით. ასე არ შეიძლება სახელმწიფოს მართვა–გამგეობა. სადაც პასუხისმგებლობა არაა, იქ არ არის სახელმწიფო. ამხანაგურ ატმოსფერაში სახელმწიფოს მართვა შეუძლებელია, პარტიული ტრიბუნალიც დაჩლუნგებული იყო. მე მეშინია, იგივე არ განმეორდეს. შენ დიდი პასუხისმგებლობა გაწევს, ნოე, მინდობილი გაქვს სამშობლოსთან კავშირი და მუშაობის ხელმძღვანელობა, ვალიკოც ახალ რამეებსაც გეტყვის. დიახ, უნდა ვებრძოლოთ მოღალატეთ, ორგულებს, მაგრამ მათ მარტო სხვის პარტიებში ნუ ვეძებთ! საჭიროა ჩავწვდეთ ხალხს გულში, მისი მამოძრავებელი ღერძი ეროვნული მომენტი არის, ის ათმენიებდა მას ამდენ გაჭირვებას თავისუფლების დროს, იგივეს შეაძლებინებს მას საგმირო საქმეთ მომავალში; მას ინსტიქტურათ სწამს სახელმწიფო; უნდა გარანტია პიროვნების დასაკუთრების; ის მთლიანია, ე.ი. ყველა კლასი იძლევა თავდადებულთ სამშობლოსათვის, საჭიროა მათი გაერთიანება. აკ. ჩხენკელი LE MINISTRE DE GEORGIE Paris, le 18. VIII 1921 გვერდითა მინაწერი ბექირთან არა ერთხელ გვქონდა ლაპარაკი, მისწერა ანგორას არა ერთხელ, მაგრამ ოსმალოს დაენდე! აქაური ლოგიკა. მუშაობაზე კოწიას ვწერ სისტემატიურათ. მისგან გაიგებ. გაზეთისთვის ვერ მოვიცალე, მაგრათ!