ძებნა
'შეაჩერა' ძებნის შედეგები.
-
ტეხასის მარეგულირებელმა Binance-ის განაცხადი დროებით შეაჩერა
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
ტეხასის შტატის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა საბჭომ გარკვეული დროით შეაჩერა Binance-ის მოთხოვნა. ეს უკანასკნელი აშინებთ ადგილობრივ ინვესტორებს, განსაკუთრებით კი, COVID-19 პანდემიის კრიზისის ფონზე. როგორც ცნობილია, ტეხასის მარეგულირებლის საბჭოში ვაჭრობისათვის Binance-მა წინადადება ცოტა ხნის წინ წარადგინა. განცხადების თანახმად, აღნიშნულის შეჩერების მიზეზი არამხოლოდ პანდემიაა, არამედ გაერთიანებული სამეფოს მფლობელობაში არსებული ფილიპინების ფასიანი ქაღალდების საბჭოს ბრალდებაც, რომელიც უთანხმობაში მოდის მიმდინარე წინადადებასთან. საუბარია კომპანიის დასახელებაზე “Delta Crypt” როომელიც როგორც ჩანს ერთდროულად გამოიყენეს Binance-მა და ფილიპინურმა კომპანიამ. მარეგულირებელმა დაადგინა, რომ ეს შეთავაზებები თაღლითური სქემის იდენტური იყო და, რომ Delta Crypt მალავდა მნიშვნელოვან ინფორმაციას, მათ შორის სამთავარობო სტრუქტურებისგანაც. ტეხასის შტატის მარეგულირებელი შედარებით აქტიურია კრიპტო სივრცეში თაღლითობის ჩამდენთა მიმართ. ორგანომ ახლახანს გამოსცა ბრძანებები ორი სავარაუდო თაღლითობის წინააღმდეგ. ბრძანება ორივე თაღლითური სქემის ავტორებისთვის გულისხმობს დაჯარიმებას 10.000 აშშ დოლარით ან პატიმრობის შეფარდებას. The post ტეხასის მარეგულირებელმა Binance-ის განაცხადი დროებით შეაჩერა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.-
- ტეხასის
- მარეგულირებელმა
-
(and 4 more)
Tagged with:
-
კრიპტოვალუტის ბირჟამ Binance კრიპტოაქტივების გამოტანა ახალი მომხმარებლების განაცხადების გაზრდილი რაოდენობის გამო დროებით შეაჩერა. ამჟამად აქტივების გატანა უკვე შესაძლებელია. გამოტანის დროებითი შეჩერების შესახებ Binance-მა ტვიტერში განაცხადა და მომხმარებელს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიში მოუხადა. ბირჟა იძულებული იყო ეს ნაბიჯი გადაედგა, რათა გამკლავებოდა პლატფორმაზე დარეგისტრირების მსურველ ახალ მომხმარებელთა განაცხადებების დიდ რაოდენობას. დეპოზიტებისა და გარიგებების რაოდენობა ასევე გაიზარდა, რამაც სისტემაზე დამატებითი დატვირთვა წარმოშვა. Binance-მა დაამშვიდა მომხმარებლები და განაცხადა, რომ მათ აქტივებს საფრთხე არ ემუქრება. დაახლოებით ერთ საათში გამოტანის ოპერაციების განხორციელება განახლდა. შექმნილი სიტუაცია ძალიან ჰგავს 2018 წლის მოვლენებს, როდესაც Binance-მა დროებით შეაჩერა ყველა ოპერაცია ციფრული ვალუტის, Syscoin-ის ანომალური ტრანზაქციების და ბლოკჩეინზე უჩვეულო აქტივობის გამო. უსაფრთხოების ზომების ფარგლებში Binance იძულებული იყო შეეჩერებინა ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია და წაეშალა ყველა მოქმედი API გასაღები. შედეგად, API ინტერფეისის ყველა მომხმარებელს ახალი გასაღების შექმნა მოუწია. Binance-ს ადრეც არაერთხელ ჩაუტარებია ხანგრძლივი ტექნიკური სამუშაოები და შედეგად სპოტ,მარგინალური და პირინგული ვაჭრობა შეუჩერებია. პრობლემები შექმნია ასევე შეტყობინებათა მარშრუტიზაციის სერვისთან და საბაზრო მონაცემების პროვაიდერებთან. Binance-ის გენერალური დირექტორის ჩენპენ ჟაოს (Changpeng Zhao) თქმით, ტექნიკურ სისტემაზე სერიოზულმა დატვირთვამ ასევე იქონია გავლენა. წყარო: https://bits.media/ The post Binance-მა კრიპტოაქტივების გამოტანა ახალი მომხმარებლების მოზღვავებული ნაკადის გამო შეაჩერა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
-
- binance-მა
- კრიპტოაქტივების
-
(and 7 more)
Tagged with: