Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ყიდულობდა' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. “აი, ფაქტმა” შეისწავლა 1,208 სახელმწიფო შესყიდვა, რომელთა მიზანი ჩვენი ქვეყნის პანდემიისთვის ეფექტიანად მომზადება იყო. ყველაზე მეტი, 847 ტენდერი გამოცხადდა სასტუმრო მომსახურების შესასყიდად. როგორც იცით, სასტუმროში იზოლაციისა და კარანტინის სივრცეებია მოწყობილი. ძირითადად, ამ ტიპის სახელმწიფო შესყიდვას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აცხადებდნენ. მარტიდან 23 დეკემბრის ჩათვლით სულ 847 კონტრაქტი გაფორმდა 229 კომპანიასა და ინდ.მეწარმესთან. სასტუმროების მომსახურებაში ბიუჯეტიდან გადახდილია 119.6 მილიონი ლარი. სს “მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმმა” 16 მარტიდან ნოემბრის ჩათვლით მთავრობასთან 29 ხელშეკრულება გააფორმა და 15.9 მილიონი ლარიც მიიღო. კომპანიას არ აქვს შეწირულობები რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. მარტიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, სამედიცინო პერსონალისთვის ეკიპირების შესაძენად 165 სახელმწიფო შესყიდვა შედგა. ეკიპირებას, ამ შემთხვევაში, მიეკუთვნებოდა ხალათები, ბახილები, ხელთათმანები, სამედიცინო ქუდები, კომბინიზონები და პირბადეები. შემსყიდველებს შორის იყვნენ ჯანდაცვის სამინისტრო (41 შესყიდვა – 10 მილიონი ლარი), ს.ს.ი.პ. “ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი” (1 შესყიდვა – 139,500 ლარი), სს ,,ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი” (32 შესყიდვა – 726,863 ლარი). ვირუსისგან დამცავი ეკიპირების შეძენაში, საერთო ჯამში, 429 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ტენდერების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. მარტიდან დღემდე ჯანდაცვის სამინისტრომ სამჯერ გამოაცხადა გამარტივებული შესყიდვა ჟანგბადისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების შესაძენად. აქედან ერთი მარტში გამოცხადდა. 971, 550 ლარად სამინისტრომ მაშინ ეს აღჭურვილობა შეიძინა: 23 ცალი დეფიბრილატორი; 27 ხელოვნური სუნთქვის აპარატი (mindray synovent e3); 3 ხელოვნური სუნთქვის აპარატი (mindray sv300); 30 ლინეომატი; 30 პაციენტის მონიტორი; 3 ელექტრო ამომქაჩი ორბალონიანი; 6 ელექტრო ამომქაჩი; 7 ელექტრო ამომქაჩი; 9 ინჟექტორალური ამომქაჩი. მთელი ზაფხული ისე გავიდა, რომ სამინისტროს ჟანგბადის ან ხელოვნური სუნთქვის აპარატები აღარ შეუძენია. ჩვენ ამ დროს კოვიდზე გამარჯვებას ვზეიმობდით. კოვიდინფიცირებულთა რიცხვის დრამატულად მატებასთან ერთად, სამინისტრომაც ჩათვალა, შეიძლება, კიდევ დაგვჭირდეს ჟანგბადის აპარატებიო და ორი ტენდერი გამოაცხადა. ერთი 11 ნოემბერს და მიმწოდებელთან ჯერ ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ამ ტენდერით, 3.4 მილიონ ლარად შეიძენენ შემდეგ აღჭურვილობას: ჟანგბადის კონცენტრატორი, ინჰალაციის ფუნქციით – 300 ცალი, მონიტორი ვიტალური მაჩვენებლებისთვის – 950 ცალი, თითის პორტატული პულსოქსიმეტრი – 800 ცალი, მშრალი ჰაერის სტერილიზატორი – 300 ცალი, თერმომეტრი სამედიცინო (დიგიტალური/ელექტრო) – 800 ცალი, შტატივი გადასხმისთვის – 800 ცალი და სხვა სამედიცინო აღჭურვილობა, მაგალითად გლუკომეტრი, პინცეტი, მაკრატელი, სკალპელი, ახალშობილის შესახვევი მაგიდა და ა.შ. მეორე ტენდერი კი 1 დეკემბერს გამოცხადდა და ჯერ დასრულებული არაა. უცნობია, რა თანხაა განსაზღვრული ამ შესყიდვისთვის. ამჯერად სამინისტრო შემდეგი აღჭურვილობის შეძენას აპირებს: 20 დეფიბრილატორი, 38 ელექტროკარდიოგრამა, 10 პორტატული ჟანგბადის მომწოდებელი სისტემა, 10 სასიცოცხლო ნიშნების მაჩვენებელი მონიტორი, 3 პორტატული ჟანგბადის კონცენტრატორი, 350 პულსოქსიმეტრი, 100 გულ-ფილტვის რეანიმაციული აპარატი, 500 ძვლის კათეტერი. სანაცვლოდ, აგვისტოსა და სექტემბერში სამინისტრომ მსოფლიო ბანკიდან მიღებული სესხით იყიდა 15 ერთეული ავტომობილი (9 სედანი, 5 მაღალი გამავლობის მანქანა, 1 პიკაპი); 33 მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა და 5 მაღალი გამავლობის რეანიმობილი. შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა სახელმწიფო საკუთრებაა. მარტიდან 15 დეკემბრის ჩათვლით კლინიკამ, დამოუკიდებლად, 481,824 ლარი დახარჯა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, რომელიც , შესაძლოა, კოვიდინფექციასთან საბრძოლველად დასჭირვებოდათ. კლინიკამ, მარტიდან ამ დრომდე, 216 საწოლი, 13 ლარინგალური ნიღაბი, 5 პულსოქსიმეტრი და წყლის საფილტრი სისტემა შეიძინა. მათი სხვა შესყიდვები იხილეთ ბმულზე. ქვეყნის მასშტაბით ჟანგბადთან დაკავშირებული აღჭურვილობა შეიძინეს შემდეგმა უწყებებმა: რუსთავის მერიამ მარტში იყიდა 1 ჟანგბადის კონცენტრატორი; აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მარტში 7 ჟანგბადის კონცენტრატორი; ახალციხის მერიამ მარტსა და ნოემბერში 6 ჟანგბადის კონცენტრატორი; გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა ოქტომბერში 1 ჟანგბადისმწარმოებელი ქარხანა; შპს ,,ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფომ” ნოემბერში 40 cpap ნიღაბი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა მარტში იყიდა 7 ხელოვნური სასუნთქი აპარატი, დამატებითი ამოსუნთქვის სარქველის ნაკრებით. The post რას ყიდულობდა მთავრობა პანდემიისთვის მოსამზადებლად? appeared first on www.ifact.ge.