ძებნა
'უკანონო' ძებნის შედეგები.
-
ტაილანდის ცენტრალური ბანკი უკანონო ციფრული ვალუტის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
ტაილანდის ბანკმა მკაცრი გაფრთხილება კერძო სტაბილკოინის წინააღმდეგ გამოსცა, რომელიც ეროვნულ ვალუტას, ბატს უკავშირდებოდა. Bangkok Post-ის თანახმად, 18 მარტს, ცენტრალურმა ბანკმა მოქალაქეებს განუცხადა, რომ Thai Baht Digital-ს არ აქვს სამართლებრივი გარანტიები და დაცვა. ამიტომ მომხმარებლები შეიძლება იყვნენ კიბერ ქურდობის ან ფულის გათეთრების რისკის ქვეშ. ცენტრალური ბანკის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელის თანაშემწემ, ფრუთიპონგ სქრიმაქჰენდმა განაცხადა, რომ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც სტაბილკოინით მიმდინარეობს უკანონოა. ”ნებისმიერი ფულის ნიშნის შექმნა, გაცემა, გამოყენება ან ბრუნვა წარმოადგენს ფულის სავალუტო კანონის 1958 წლის მე-9 ნაწილის დარღვევას. ამგვარი გამოყენება საბოლოო ჯამში გავლენას მოახდენს ფართო საზოგადოების ნდობაზე ეროვნული სავალუტო სისტემის სტაბილურობის მიმართ, რომელიც ქვაკუთხედია ყველა ეკონომიკური საქმიანობისა”,-აღნიშნა ქვეყნის ცენტრალური ბანკის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელის თანაშემწემ. სტაბილკოინი Terra პლატფორმაზე გაიცემა. შეგახსენებთ, რომ ტაილანდის ბანკმა საკუთარი კვლევა ეროვნული ციფრული ვალუტის შესახებ დააჩქარა. კვლევა მიმდინარეობს ჰონგ-კონგის მონეტარულ ორგანოსთან, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკთან და ჩინეთის ბანკის ციფრული ვალუტის ინსტიტუტთან ერთად. The post ტაილანდის ცენტრალური ბანკი უკანონო ციფრული ვალუტის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.-
- ტაილანდის
- ცენტრალური
-
(and 7 more)
Tagged with:
-
Bitmain-ი საკუთარ თანამშრომლებს უკანონო საქმიანობის განხორციელებაში ადანაშაულებს
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
Bitmain-ი საკუთარ ინჟინრებს უკანონო საქმიანობაში ადანაშაულებს. Nikkei Asia-ს ინფორმაციის თანახმად, გამოძიება უკვე დაწყებულია. გამოძიება კი ეხება ჩინეთისა და ამერიკის ტექნიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარე ტენიკურ ლაფუსებს, რომელის გამოც Bitcoin miner–ის მწარმოებელი კომპანია Bitmain-ი თავის 100-მდე ტექნიკურ ინჟინერს ბრაკოინერობის გამო უჩივის. პროკურატურის განცხადებით, ბრაკონიერული საწარმოს შექმნით ხდებოდა ბიტკოინ მონეტების წარმოება, სადაც სავარაუდოდ ქვეკომპანიების დახმარებით იქმნებოდა სამუშაო ადგილები. ამ გზით ხდებოდა, როგორც გადასახადების დამალვა ასევე ფულის გათეთრებაც, რაც თავისთავად ითვლება არაკანონიერ საქმიანობად. როგორც აღმოჩნდა Bitmain-ი იკვლევდა ტაივანურ კომპანიებს მათი ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩიპების წარმოებისათვის, რა დროსაც აღმოაჩინა აღნიშნული გარღვევები და ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ამაჟამად ციფრული ტექნოლოგიების ბაზარზე ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაპირისპირება შეიმჩნევა. ცოტა ხნის წინ, აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის ხელმძღვანელმა, ჰესტერ პირსმა კი განაცხადა, რომ აშშ ჩინეთის ციფრულ ინოვაციებს უკეთ უნდა გასცნობოდა. The post Bitmain-ი საკუთარ თანამშრომლებს უკანონო საქმიანობის განხორციელებაში ადანაშაულებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.