Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'სტუმრობს ' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

Categories

  • Articles

Categories

  • Funny Quotes

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 3 მარტს ანკარას სტუმრობს, სადაც იგი უკვე შეხვდა თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს და სხვა საკითხებთან ერთად კავკასიის თანამშრომლობის თაობაზე შემოთავაზებული „3+3“ ფორმატი განიხილა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ირანისა და რუსეთის მონაწილეობას ითვალისწინებს. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მართალია, საქართველო მადლიერია თურქეთის ინიციატივის, რომელიც რეგიონში „გრძელვადიან“ მშვიდობას უზრუნველყოფს, მას „მკაფიო“ პოზიცია გააჩნია მოცემულ ფორმატში რუსეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით. „ჩვენთვის ფორმატებში გაერთიანება გულისხმობს, რომ ამ ქვეყნებში გაერთიანებული ქვეყნები პატივს უნდა სცემდნენ ფუნდამენტურ პრინციპებს, საერთაშორისო სამართლის ნორმის პრინციპებს, როგორიც არის ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. ამ შემთხვევაში, ერთი ქვეყანა, რუსეთი, რომელიც არის ოკუპანტი ქვეყანა, ბუნებრივია, ამ ფორმატში ძნელად წარმოსადგენია რაიმე სახის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე საუბარი, სანამ არ იქნება გადადგმული ნაბიჯები დეოკუპაციისკენ“, – განაცხადა ზალკალიანმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სანაცვლოდ, შესთავაზა, რომ თბილისი იქცეს „ერთგვარ პლატფორმად“ აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის, სადაც შესაძლებელი გახდება ეკონომიკის, ბიზნესის, კულტურისა და ხალხთაშორის ურთიერთობების პროექტებზე თანამშრომლობა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თურქეთი პატივს სცემს და მისთვის გასაგებია „საქართველოს ფრთხილი მიდგომა ამ საკითხზე“. „როდესაც არსებობს რთული გარემოებები, ვგულისხმობ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, [რუსეთთან] ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყება, შესაძლოა, რთული იყოს, თუმცა, ამის გაკეთება უფრო მარტივი იქნებოდა მრავალმხრივ ფორმატში“, – აღნიშნა მან. მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს, ისევე როგორც აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. მინისტრებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე, ორმხრივ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე, პანდემიასთან ბრძოლის საქმეში დახმარებაზე, ასევე აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ პროექტებზე, მათ შორის, TANAP-ისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტებზე ისაუბრეს. დღესვე, დავით ზალკალიანი ვიცე-პრეზიდენტ ფუატ ოქტაის შეხვედება და თურქეთში საქართველოს საელჩოსაც ეწვევა.
  2. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 21-23 იანვარს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს, სადაც იგი უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელს. დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, შარლ მიშელმა Twitter-ზე დაწერა, რომ „ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია“. მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა კოვიდ-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და „რეფორმების გაღრმავების“ საქმეში. თავის მხრივ, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ის მხარდაჭერა, რომელიც პანდემიის დაწყებისთანავე ევროკავშირისგან მივიღეთ ადასტურებს, რომ ამ გლობალური გამოწვევიდან საუკეთესო გამოსავალი სოლიდარობაა“. „ამავე სოლიდარობას ველით ვაქცინების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით“, – დასძინა მან. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეპ ბორელთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ის, რაც ჩვენ ახლა გვჭირდება, არის მეტი ჩართულობა ევროკავშირის მხრიდან კონფლიქტების მოგვარების საქმეში“. მისი თქმით, „ევროპასა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გვაძლიერებს“. თავის მხრივ, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური იუწყება, რომ ჟოზეპ ბორელმა და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საქართველოში არჩევნების შემდგომი ვითარების, პანდემიის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობის, ასევე ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ იმსჯელეს. „საქართველოს ესაჭიროება სრულფასოვნად მოქმედი, წარმომადგენლობითი პარლამენტი, რომელიც მოსახლეობის ნდობით ისარგებლებს და მტკიცედ იმოქმედებს, რათა სწრაფად დააღწიოს თავი კოვიდ-19-ის პანდემიას და უფრო ფართო რეფორმების დღის წესრიგი განახორციელოს, მათ შორის, სასამართლო სისტემაში“, – იტყობინება ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური ბორელის სიტყვებზე დაყრდნობით. ბრიუსელში ასევე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, დევიდ სასოლისთან, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, დევიდ მაკკალისტერთან, ბელგიის მეფე ფილიპთან და ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. წყარო: Civil.ge