Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'სტაბილკოინის' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 3 results

  1. “აშშ-ს, სტაბილკოინის შექმნით, არ სურს ტრადიციულ ფულად სახსრებზე უარის თქმა”,- განაცხადა ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ. ბევრი ფიქრობს, რომ შეიძლება მალე დადგეს დრო, როდესაც ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა ფიზიკურ დოლარს ერთხელ და სამუდამოდ შეცვლის. შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის, ჯერომ პაუელის კომენტარები მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ეს ასე არ მოხდეს. Bloomberg–ის სტატიის თანახმად, თავმჯდომარის მიმართვა ჩაწერეს და მოგვიანებით შვეიცარიაში ჩატარებულ ღონისძიებაზე წარადგინეს. ღონისძიება ჩაატარა გადასახადებისა და საბაზრო ინფრასტრუქტურის კომიტეტმა. თავის მოხსენებაში პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ს ცენტრალურმა ბანკმა სხვა ქვეყნის ექვს ცენტრალურ და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკთან ერთად შეადგინეს ანგარიში. ანგარიშში სტაბილკოინის სიცოცხლისუნარიანობა სამთავრობო მიზნებიდან გამომდინარე შეაფასეს. ”რაც შეეხება დღევანდელ თემას, მოხსენებაში ხაზგასმული სამი ძირითადი პრინციპიდან ერთ–ერთია ის, რომ სტაბილკოინს მოქნილ და ინოვაციურ გადახდის სისტემაში სჭირდება თანაარსებობა ნაღდ ფულთან ერთად”,- განაცხადა ჯერომ პაულემა. შეგახსენებთ, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად ჩინეთმა და ბაჰამის კუნძულებმა სტაბილკოინები უკვე შექმნეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აშშ სტაბილკოინის საკითხს უფრო ფრთხილად ეკიდება. The post აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე: სტაბილკოინის შექმნით დოლარს საფრთხე არ დაემუქრება appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  2. იაპონიის ბანკის მმართველმა, კუროდა ჰარუჰიკომ განაცხადა, რომ განხილვები ადგილობრივი ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მმართველმა ასევე აღნიშნა, რომ ბანკს პოზიცია არ შეუცვლია. კუროდა ჰარუჰიკომ განაცხადა, რომ ბანკი ყურადღებით ეკიდება გლობალური ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის გამოშვებას, რადგან ამ საფრთხილო საკითს სჭირდება საზოგადოებაზე დაკვირვება. იგი ამბობს, რომ საკითხის დამტკიცება 2021 წლის ბოლოსთვის გადაიდო. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ოქტომბერში იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა პირობა დადო, რომ ტესტირების ფაზებიდან ციფრული ვალუტა მოქმედებაში გაზაფხულზე უნდა ჩაეშვას. ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ანგარიშის თანახმად, ცენტრალური ბანკების 86% ამჟამად შეისწავლის სტაბილკოინის სარგებელს და უარყოფით მხარეებს. აქედან, 60% უკვე განვითარების ექსპერიმენტულ ან კონცეფციის შემუშავების სტადიაშია. The post იაპონიის ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის შექმნაზე მუშაობას განაგრძობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  3. სამხრეთ კორეაში დაფუძნებული Shinhan Bank-ი ციფრულ სავალუტო პლატფორმას LG CNS–თან თანამშრომლობს. სამხრეთ კორეის მთავარი კომერციული ბანკი, Shinhan Bank-ი ცდილობს ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან ერთად ეროვნული ციფრული ვალუტის შემუშავების საკითხში თავისი წვლილი შეიტანოს. ბანკმა შეიმუშავა Blockchain-ზე დაფუძნებული საპილოტე პლატფორმა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტისთვის. ბანკი LG Corporation-ის IT სერვისთან და LG CNS-თან პარტნიორობს. Shinhan Bank-მა და LG CNS-მა შექმნეს ციფრული სტაბილკოინის მოდელი, რომლის თანახმადაც, კორეის ბანკი გამოსცემს სტაბილკოინს, ხოლო სხვა საბანკო ინსტიტუტები, როგორიცაა Shinhan Bank-ი, ფინანსური შუამავლების როლს ასრულებენ. ანგარიშის თანახმად, სტაბილკოინის სისტემა ბანკის კლიენტებს საშუალებას მისცემს ციფრული ვალუტა ფულადი გზავნილებისა და სავალუტო ოპერაციებისთვის გამოიყენონ. პლატფორმა სტაბილკოინს ასევე ჰყოფს ორ ნაწილად: ზოგად სახსრებად, რომელსაც ფლობენ ფიზიკური პირები და მთავრობის სახსრებად, რომლებიც განკუთვნილია კონკრეტული მიზნებისთვის, მაგალითად, საგანგებო სიტუაციების დაფინანსებისათვის. The post სამხრეთ კორეული ბანკი სტაბილკოინის გამოშვებაში მონაწილეობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.