Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'უფლებების' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მათი ცნობიერების ამაღლება კრისტალისთვის, როგორც პასუხისმგებლიანი ფინანსური ორგანიზაციისთვის, პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, კომპანია უერთდება საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივას და 15 მარტს – მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს სხვადასხვა აქტივობით აღნიშნავს. მომხმარებელთა უფლებების დაცვა კრისტალის ერთ-ერთი პრიორიტეტია. პასუხისმგებლიანი დაფინანსება, მარტივი პროცედურები, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი სერვისები, გამჭვირვალე და პარტნიორული ურთიერთობები – ეს იმ პრინციპების მოკლე ჩამონათვალია, რომლსაც კრისტალი უკვე წლებია იცავს. კომპანია მუდმივად ცდილობს მოუსმინოს მომხმარებელს და მასზე მორგებული მომსახურება შესთავაზოს. წელს, მომხმარებელთა უფლებების დღის აღსანიშნავად, კომპანიამ ონლაინპლატფორმა Business Feed-თან თანამშრომლობით რამდენიმე საინფორმაციო ხასიათის ვიდეორგოლი მოამზადა, რომელიც ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესსა და პრინციპებს ეყრდნობა. აღნიშნული ვიდეორგოლები ერთგვარი გზამკვლევი იქნება მომხმარებლისთვის ფინანსურ ორგანიზაციასთან ურთიერთობის პროცესში. ეს ინფორმაცია დაეხმარება მათ სწორი, გონივრული და ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებაში. ამ აქტივობით კომპანია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მაღალ პასუხისმგებლობას და მომხმარებლებთან პარტნიორულ ურთიერთობას. მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღის წლევანდელი სლოგანია – იცოდე შენი უფლებები – იყავი დაცული! „დაარსების დღიდან კრისტალი პასუხისმგებლობისა და გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტებით გამოირჩეოდა მომხმარებლებთან ურთიერთობისას, რასაც ჩვენ მიერ ჩატარებული ღონისძიებებიც ცხადყოფს. კრისტალში გვჯერა, რომ მომხმარებლების უფლებების დაცვა ჩვენი კლიენტების კეთილდღეობას ემსახურება და აჩენს ორგანიზაციისადმი მაღალ ნდობას, რაც ყოველწლიურად გვიბრუნდება კიდეც ლოიალური და კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობის ზრდის სახით.“ – აღნიშნავს კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია. მომხმარებლების მხარდაჭერა პანდემიის პერიოდში მომხმარებელზე ორიენტირებულობა და მათი უფლებების დაცვა ყველაზე ნათლად პანდემიის პერიოდში გამოჩნდა. კრისტალი გახლდათ ერთ-ერთი პირველი ფინანსური ორგანიზაცია, რომელმაც პანდემიის დაწყებისთანავე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი გამოაცხადა და აღნიშნული გადაწყვეტილებით მომხმარებლების საჭიროებებს მოერგო. სესხების გადავადება ყველასთვის თანაბრად განხორციელდა. თუმცა, კრისტალის მიერ გამოცხადებული საშეღავათო პერიოდის დასრულება არ დაემთხვა ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასრულებას. ამიტომ, კომპანიამ გაითვალისწინა მომხმარებლების მდგომარეობა და პანდემიით დაზარალებულ კლიენტებთან დამატებით, ინდივიდუალურად იმუშავა, რათა მათზე მორგებული გადახდის პირობები შეეთავაზებინა. ამ მიდგომამ ათიათასობით მომხმარებელს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქა მდგომარეობა. აღსანიშნავია ისიც, რომ კრისტალის სასესხო პროდუქტები დენომინირებულია ლარში, აქვს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთები და არ არის მიბმული რეფინანსირების განაკვეთზე. ამ ფაქტორებმა, პანდემიის რთულ პირობებში, საკმაოდ დიდი დახმარება გაუწია მომხმარებლებს. ეთიკის კოდექსი განურჩევლად მომხმარებლის სტატუსისა, მათთან კომუნიკაციისა და ურთიერთობის ყველა ეტაპზე, კრისტალი მკაცრად იცავს ეთიკის პრინციპებს. კომპანიას შემუშავებული აქვს „ეთიკის კოდექსი“, სადაც დეკლარირებულია მომხმარებლებთან ურთიერთობისას ზნეობისა და საქმიანი ურთიერთობების საუკეთესო პრაქტიკით მიღებული ნორმები. კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, კრისტალი ხელს უწყობს ფინანსური სექტორის მიმართ მომხმარებლებში სანდო პარტნიორის რეპუტაციის გამყარებას. საკომუნიკაციო არხები ყოველდღიურ რეჟიმში, კომპანიის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორები ასეულობით მომხმარებელს სრული დატვირთვით ემსახურებიან. საინფორმაციო ცენტრთან დაკავშირება მომხმარებლებს ოთხი დისტანციურ არხის საშუალებით შეუძლიათ: Facebook, onlinechat, ელ. ფოსტა (contact@crystal.ge) და ცხელი ხაზი (2 02 20 20). აღნიშნული არხები კომპანიას ასევე ეხმარება მომხმარებელთა საჩივრების/პრეტენზიების მართვაში. საჩივრების/პრეტენზიების მართვის მექანიზმი მომხმარებელს შეუძლია მისთვის მოსახერხებელი ნებისმიერი საკომუნიკაციო არხის გამოყენებით, მატერიალური სახითაც დააფიქსიროს პრეტენზია თანამშრომლობის პროცესში წარმოქმნილი უკმაყოფილებისა თუ დაუთანხმებლობის შესახებ. ამასთან, პასუხის მიღება მისთვის სასურველი ფორმით მოითხოვოს. აღსანიშნავია, რომ საჩივარზე რეაგირება კომპანიაში მაქსიმალურად ოპერატიულად ხორციელდება. სწორედ მიღებული პრეტენზიების ერთ სისტემაში თავმოყრისა და მასზე სწრაფი რეაგირების მიზნით კრისტალში დაინერგა მომხმარებელთა საჩივრის/პრეტენზიების მართვის სისტემა. ერთიან სისტემაში აღრიცხული მონაცემები ეხმარება კომპანიას პრეტენზიებისა და ხარვეზების იდენტიფიცირებაში, მის ანალიზსა და მომხმარებელზე ორიენტირებული, ახალი გადაწყვეტილებების მიღებაში. მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მათი მხარდაჭერის მიმართულებით კრისტალი კვლავ აქტიურად გააგრძელებს მუშაობას. ახალი ინიციატივები, პროექტები, სერვისები და პროდუქტები მაქსიმალურად იქნება მორგებული მომხმარებელზე და მათი უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდება. #15მარტი #იცოდეშენიუფლებები #იყავიდაცული The post კრისტალი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს უერთდება appeared first on BusinessFeed.
  2. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch 13 იანვარს ადამიანის უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2020 წელს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას მიმოიხილავს. საქართველოსთან მიმართებით ანგარიშში რამდენიმე წუხილია ჩამოთვლილი, მათ შორის, სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა, მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები, გაუმართლებლად მკაცრი ნარკოპოლიტიკა და ლგბტ ადამიანების დისკრიმინაცია. ანგარიშში ნათქვამია, რომ „საქართველოში პოლიტიკურმა დაძაბულობამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმატა, ხოლო გაყალბების ბრალდებების ფონზე მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ პარლამენტში უმრავლესობა შეინარჩუნა, რასაც ოპოზიციამ ახალი მოწვევის პარლამენტის ბოიკოტირებით უპასუხა“. დოკუმენტის თანახმად, საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარი შეფასებით, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, მაგრამ მისდამი ნდობას „ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები“ ამცირებდა. ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ პარლამენტმა „შრომის კანონმდებლობაში უაღრესად საჭირო ცვლილებები მიიღო, რითაც აღადგინა რიგი შრომითი უფლებები“. პარლამენტმა შრომის კოდექსში ცვლილებები საბოლოო მოსმენით მიიღო პარლამენტმა მთავრობას შეზღუდვათა დაწესების უფლება კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივაა პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესების შესახებ კანონპროექტი მიიღო უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეკონომიკაზე კოვიდ-19-ის „დამანგრეველი ზეგავლენის“ შესამსუბუქებლად, საქართველოს ხელისუფლებამ აპრილში 1.5 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა; ოქტომბერში დანიშნულ არჩევნებამდე 3 თვით ადრე ხელისუფლებამ 132 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებითი ანტიკრიზისული ღონისძიებების გატარების შესახებ განაცხადა, თუმცა ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფებმა ხელისუფლების ეს ნაბიჯები „ამომრჩეველთა მოსაზიდ მანიპულაციად“ შეაფასეს. ორგანიზაცია პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას აძლევს. „ადგილობრივი უფლებადამცველების თქმით, ხელისუფლებისთვის ფართო უფლებამოსილების ასეთი ფორმით, საპარლამენტო კონტროლის გარეშე მინიჭება, ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა“, – ნათქვამია ანგარიშში. აღნიშნა რა, რომ ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ოქტომბრის არჩევნებს ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს შორის „ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი“ უწოდეს, ორგანიზაციამ ყურადღება გაამახვილა არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე, მათ შორის, ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებზე, კენჭისყრის ფარულობის მრავლობით დარღვევასა და ამომრჩეველთა მოსყიდვის შემთხვევებზე. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ არჩევნებზე სავარაუდო დარღვევების გასაპროტესტებლად ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან 8 ნოემბერს შეკრებილი ათეულობით დემონსტრანტის წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა. ანგარიში ხაზს უსვამს, რომ პრობლემად რჩებოდა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა და აღნიშნავს, რომ 2019 წლის ივნისის მოვლენების გამოძიება უმეტესად მიკერძოებულად მიმდინარეობდა. პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა, 19 პირი დააკავა კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა მედიაკოალიცია მაუწყებლობისა და ელ. კომუნიკაციების კანონებში ცვლილებათა პროექტს გმობს საქართველოში მედიის თავისუფლების შეფასებისას, უფლებადამცველმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „აჭარის ტელეკომპანიის“ ახალმა ხელმძღვანელობამ სამსახურიდან ის ჟურნალისტები დაითხოვა, რომლებიც ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ახალი მმართველობის „სავარაუდო ჩარევას“ აპროტესტებდნენ. მათ შორის იყვნენ საინფორმაციო გადაცემის წამყვანი თეონა ბაკურიძე და ტოქ-შოუს წამყვანი მალხაზ რეხვიაშვილი. დოკუმენტის თანახმად, ადგილობრივმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით სავარაუდო საბოტაჟის ფაქტზე დაწყებული გამოძიება „გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის სახიფათო პრეცედენტად“ შეაფასეს. ორგანიზაცია ყურადღებას ასევე ამახვილებს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რითაც „კომუნიკაციების კომისიას“, უფლებამოსილება მიენიჭა, დანიშნოს „სპეციალური მმართველი“ ელექტრონული კომუნიკაციების ნებისმიერ იმ კომპანიაში, რომელიც ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილებების შესრულებას. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შრომის კანონმდებლობაში მიღებული ცვლილებების მიუხედავად, პრობლემად რჩება სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებისა და მუშაობის სათანადო პირობების უზრუნველყოფა იმ ფონზე, როდესაც 2020 წლის „წლის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე სამუშაო ადგილებზე 22 ადამიანი დაიღუპა და 110 დაშავდა“. დოკუმენტის თანახმად, ხელისუფლება „კვლავ უარს ამბობს ტრანსგენდერი ადამიანების გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაციის გარეშე“, ხოლო კოვიდ-19-ით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა კიდევ უფრო გააუარესა ტრანსგენდერი ადამიანების ისედაც მძიმე ყოფა. „ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სოციალური დახმარების არარსებობისთვის ყურადღების მისაქცევად, 19 წლის ტრანსგენდერმა ქალმა ამ აქციაზე [აპრილში] თავის დაწყვა სცადა“, – ნათქვამია ანგარიშში. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, ანგარიში აღნიშნავს, რომ მართალია, ივნისში საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადამიანის პატიმრობა ნარკოტიკული საშუალების ისეთი მცირე ოდენობით ფლობისთვის, რომელიც ინტოქსიკაციას არ იწვევს, საკანონმდებლო რეფორმა, რომლითაც ნარკოტიკის მოხმარებისადმი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული მიდგომები დაინერგებოდა და ძირეულად შეიცვლებოდა არსებული სადამსჯელო პრაქტიკა, კვლავ განუხილველი დარჩა. ასევე წაიკითხეთ: არასამთავრობოებმა ადამიანის უფლებების შესახებ 2020 წლის ანგარიშები გამოაქვეყნეს 2019: საქართველო ადამიანის უფლებების შესახებ Human Rights Watch-ის ყოველწლიურ ანგარიშში