Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'მიმართულებები' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. პროფესიული სფერო და მიმართულებები http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/hgdh.jpgრა არის პროფესიული მიმართულება ან პროფესიული სფერო? თუ სტუდენტი ხართ და უკვე არჩეული გაქვთ პროფესია, როგორ ფიქრობთ იდეალურია ის თქვენთვის? წინამდებარე ინფორმაცია ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემასა და სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. შესაბამისი პროფესიული სფეროს არჩევა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ნებისმიერი ადამიანისათვის. არ იქნება გადამეტებული, თუ ვიტყვით, რომ თქვენი არჩევანი გავლენას მოახდენს მთელ თქვენს ცხოვრებაზე. პროფესიული სფეროს არჩევისას უმჯობესი იქნება თუ რამდენიმე ფაქტორს გაითვალისწინებთ. მათ შორის, ერთ-ერთი უმთავრესია გამოარკვიოთ, რამდენად შეესაბამება თქვენ მიერ შერჩეული პროფესიული სფერო თქვენს ინტერესებს. ინტერესების შესაბამისი პროფესიული სფეროს არჩევა გავლენას იქონიებს: 1. განათლების ხარისხზე; 2. იმ ძირითადი პროფესიის არჩევაზე, რომელსაც შეისწავლით უმაღლეს სასწავლებელსა ან კოლეჯში; 3. სამსახურის ძიებისას; 4. შრომით კმაყოფილებასა და კარიერულ წარმატებაზე. თქვენთვის შესატყვისი პროფესიული სფეროს არჩევისას რეკომენდებულია ქვემოთ წარმოდგენილი საფეხურების გავლა: 1. გაარკვიეთ, რა არის „პროფესიული სფერო“ და „პროფესიული მიმართულება“ 2. შეავსეთ კარიერული ინტერესების კითხვარი 3. გამოარკვიეთ თქვენთვის შესაბამისი პროფესიული სფერო რა არის პროფესიული სფერო და პროფესიული მიმართულება http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/airCie%20profesia1_0.jpgპროფესიული სფერო, იგივე კარიერული კლასტერი არის პროფესიების და ინდუსტრიის დარგების ფართო ჯგუფი, მაგალითად, ბიზნესი და ადმინისტრირება, ჯანდაცვა, მრეწველობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ვაჭრობა. ეს არის პროფესიათა მსხვილი ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ერთმანეთთან შინაარსობრივად დაკავშირებულ პროფესიებს, დისციპლინებს, მეცნიერებებს. ა.შ.შ-ს განათლების დეპარტამენტმა გამოყო 16 მსხვილი პროფესიული სფერო, რომლებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ და განსაზღვროთ, რომელი პროფესიული სფერო და მათი შემადგენელი რომელი პროფესია გაინტერესებთ და შეგესაბამებათ ყველაზე მეტად. კარიერული სფეროები იშლება პროფესიულ მიმართულებებად, მაგალითად, ჯანდაცვის სფერო შედგება ხუთი ძირითადი მიმართულებისგან. პროფესიული მიმართულება არის პროფესიული სფეროს შემადგენელი ნაწილი. თითოეული პროფესიული სფერო შედგება რამდენიმე მიმართულებისგან, რომელიც შინაარსობლივად მსგავს პროფესიებს აერთიანებს. მაგალითად, ჯანდაცვის მეცნიერებების (პროფესიული სფერო) ერთ-ერთი მიმართულება არის თერაპიული მომსახურება, რომელშიც შედიან რადიოლოგიები, ქირურგები, თერაპევტები, ექიმები და სხვა. აუცილებელი არ არის პროფესია მხოლოდ ერთ პროფესიულ სფეროს მიეკუთვნებოდეს. მაგალითად, ბუღალტერმა შეიძლება იმუშაოს ორ სხვადასხვა სფეროში: 1. ბიზნესი, მენეჯმენტი და ადმინისტრირება. 2. საჯარო ადმინისტრირება