ძებნა
'პირველი' ძებნის შედეგები.
-
https://imitom.ge/article/kvizi-xar-tu-ara-mzad-pirveli-seksistvis?fbclid=IwAR3nkm7GGU8q4FhhOsGq8HTM7OaWr8ZIaIQP5CUskxm9uxCbpe-QKo6DM0g გაიარეთ ნახეთ ხართ თუ არა მზად, ეშმაკს არ ძინავს რატო უნდა გარისკოთ ტყუილად
- 21 replies
-
აკა საკუთარი თავის ტრეილერის პრეზენტაციის დახვეწილი ხელოვნება •1 დეითზე ქცევის გაიდლაინი გაქვთ? • გინდათ თუ არა ადამიანებმა უკეთესებად მოგაჩვენონ თავი? • ან თქვენ ის ხართ ვინც ხართ? •tricks and tips ან მემუარებიც შეგიძლიათ მოაყოლოთ არცერთი დილა მზიკის ანაშების გარეშე მეგობრებო! ამიტომ დღეს ამ დიდებულ თემაზე იტკვარცალეთ. @Maruhadzu shen ar gaqvs mzikishi natkvarcalebi, modi aba:)
-
აქ დაწერეთ რა პრეტენზიებით ხვდებით ამ წელს და ადმინს გავუტრაკოთ
-
11 იანვარს, მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით, სამმხრივ შეხვედრას აწყობს აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან. ეს ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ (27 სექტემბერი -10 ნოემბერი, 2020 წელი) პირველად მოხდება. სომხეთსა და აზერბაიჯანში კარდინალურად განსხვავებული მოლოდინი აქვთ ამ შეხვედრისგან. ერევანში, ეკონომიკური საკითხების, ტყვეების დაბრუნების პრობლემისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძიებასთან დაკავშირებული თემების განხილვას ელოდებიან. აზერბაიჯანში მიაჩნიათ, რომ უმთავრესი განსახილველი საკითხი ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნის სამომავლო პირობებია. მოსაზრებების მიმოხილვა ერევნიდან და ბაქოდან, ასევე, რუსი პოლიტოლოგის კომენტარები, რომელსაც მიაჩნია, რომ „შეიარაღებულმა სომხებმა ყარაბაღი უნდა დატოვონ“. 62 სომეხი მოქალაქე აზერბაიჯანში – სამხედრო ტყვეები თუ დივერსანტები? სომხეთი და აზერბაიჯანი: „ახალი-ძველი საზღვარი“ ერევანი, ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას განიხილავენ შეხვედრაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, მანე გევორგიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ შეხვედრის დროს, რეგიონული კომუნიკაციების ამოქმედების საკითხს განიხილავენ. პირველ რიგში, ეს არის საერთაშორისო ტვირთგადაზიდვების საკითხი, მათ შორის, სომხეთიდან რუსეთსა და ირანში, ასევე, აზერბაიჯანის მოსაზღვრე სომხეთის ცენტრალური რეგიონებიდან სიუნიქის პროვინციაში, ნახიჩევანის გავლით. ამავდროულად, გევორგიანი უშედეგოდ მიიჩნევს აზერბაიჯანულ და ასევე სომხურ საზოგადოებაში ე.წ. მეღრის დერეფნის პროექტის აქტიურ განხილვას – ახალი სატრანზიტო გზის შესაძლო მშენებლობას, რომელიც აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას თავად აზერბაიჯანს დაუკავშირებს. საუბარია გზაზე, რომელიც სომხეთის ქალაქ მეღრზე გაივლის. „2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებაში (რომელმაც შეაჩერა საბრძოლო მოქმედებები) არ არის პუნქტი მეღრის ან რაიმე სხვა დებულება სომხეთის ტერიტორიის გავლით დერეფნის შექმნის შესახებ“, – დაწერა მანე გოვორგიანმა. მოსკოვში, ლიდერების შეხვედრაზე განსახილველ კიდევ ერთ საკვანძო თემად სომხურ საზოგადოებაში ტყვეების დაბრუნების საკითხს, აზერბაიჯანის ზურგში დარჩენილი ჯარისკაცების გადარჩენას, დაღუპულთა ცხედრების პოვნასა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედის გარკვევას მიიჩნევენ. „ამ საკითხის გადაწყვეტის ან არსებითი პროგრესის გარეშე ძალიან რთული იქნება ეკონომიკური დღის წესრიგის ეფექტიანი განხილვის მიღწევა“, – დაწერა გევორგიანმა. მისი თქმით, მოლაპარაკებების შედეგად შეიძლება ერთობლივი განცხადების მიღება, თუკი „ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხზე მოხერხდება შეთანხმების მიღწევა“. მოსკოვში, ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. პოლიტიკოსები და საზოგადოება სომხეთში შიშობენ, რომ „აზერბაიჯანთან კიდევ ერთი დამამცირებელი შეთანხმება მოხდება“ მოსკოვში შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არაერთგვაროვანი და ძირითადად ნეგატიური რეაქცია მოჰყვა სომხეთში. რამდენიმე კომენტარი სოციალური ქსელიდან: „ახალი შეხვედრა – ახალი ღალატი“; „ხელისუფლება აცხადებს, რომ სამმხრივ განცხადებაში (2020 წლის 10 ნოემბრის) მეღრის შესახებ არაფერი წერია. იქ არც სოფელ შურნუხის შესახებ არ წერია სიტყვა. მაშინ, რატომ მიეცით ის?“. „9 ნოემბრის შეთანხმებაში, არ იყო დებულებები ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ბევრი დაპირება გაიცა სიტყვიერად – მაგალითად, საზღვრების დაზუსტება GPS-ის დახმარებით და სომხეთის ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის გადაცემა“. სომხურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, თითქოს, მოსკოვში ვიზიტის დროს, ნიკოლ ფაშინიანი აპირებს ხელი მოაწეროს შემდეგ შეთანხმებას: გაიხსნას დერეფანი სომხეთის გავლით, რათა აზერბაიჯანი ნახიჩევანს დაუკავშირდეს; გადაეცეს სომხეთის გარკვეული ტერიტორიები აზერბაიჯანს; გავიდეს სომხური ჯარები მთიანი ყარაბაღიდან. ამტკიცებენ, რომ შესაბამისი დოკუმენტები უკვე მომზადებულია და გამოგზავნილია სომხეთის იუსტიციის სამინისტროში. 9 იანვარს, ერევანში, იუსტიციის სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა მოთხოვნით, ხელისუფლებამ უარყოს ინფორმაცია „აზერბაიჯანთან მორიგი დამამცირებელი ხელშეკრულების“ ხელმოწერის შესახებ. პროტესტის მონაწილეებთან იუსტიციის მინისტრი რუსტამ ბადასიანი გავიდა და დაარწმუნა ისინი, რომ არანაირი „ფარული შეთანხმება“ აზერბაიჯანთან არ არსებობს. პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა მოუწოდა პრემიერ-მინისტრს, რაიმე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, იხელმძღვანელოს მხოლოდ საერთო-ეროვნული ინტერესებით და სომხეთის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებით. „მოვითხოვთ, რომ ერევანმა საფრთხის ქვეშ არ დააყენოს სომხეთის სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრობა და ტერიტორიული მთლიანობა რაიმე შეთანხმებაზე ხელმოწერით“, – განაცხადა კილიკიის დიდი სახლის კათოლიკოსმა, არამ პირველმა. ის ლიბანის, სირიის, ირანის, სპარსეთის ყურის ქვეყნების, საბერძნეთის, აშშ-ის, კანადისა და კვიპროსის მრევლის სულიერი მწყემსია. ოპოზიციური პარტიის, „დაშნაკცუტუნის“ წარმომადგენელმა, იშხან საგატელიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა: „ნიკოლი პერსონა ნონ-გრატა გახდა სომხეთსა და სომხურ სამყაროში. ნიკოლს ხელს მხოლოდ მტერი ჩამოართმევს და მტრის დახმარებით ის აგრძელებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნას. მაგრამ ეს დროებითია“. ოპოზიციური „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის საერთო კანდიდატმა, ვაზგენ მანუკიანმა განაცხადა, რომ „ნიკოლ ფაშინიანი არ წარმოადგენს სომხეთსა და არცახს. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება სომხეთისა და არცახის ინტერესებს (…) არ იქნება რატიფიცირებული და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაუქმდება“. ბაქო: საჭიროა მოლაპარაკებები რუსი სამშვიდობოების მოვალეობებსა და უფლებამოსილებებთან დაკავშირებით გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების პრობლემების ცენტრის ხელმძღვანელმა, გაბილ ჰუსეინლიმ JAMnews-სთან იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა უნდა იყოს ცენტრალური განსახილველი საკითხი ილჰამ ალიევის, ნიკოლ ფაშინიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე. „პირველ რიგში, საჭიროა კონკრეტული მოლაპარაკებები ყარაბაღში მყოფი სამშვიდობო კონტინგენტის მოვალეობებსა და უფლებამოსილებებთან დაკავშირებით. მოდის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამშვიდობოები სწავლებებს ატარებენ სომხური ძალების ჩართულობით, თუმცა, ოფიციალურად ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი თქმულა. უნდა დაწესდეს სანქციები სამშვიდობო მისიასთან დაკავშირებით, თუკი ის თავისი უფლებამოსილების ჩარჩოებიდან გავა. მეორეც, ხშირად ხდება გადაადგილებები სამშვიდობოების განთავსების რუკაზე. ხანდახან, ცდილობენ, ტერიტორიები, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშაა, სამშვიდობო მისიის კონტროლქვეშ არსებულად წარმოადგინონ. ასეთი რამ დაუშვებელია და დარტყმას აყენებს რეგიონში რუსული ძალებისადმი ნდობას. მესამეც, აზერბაიჯანი არასოდეს არ აღიარებს „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას“ და მის პრეზიდენტს, არაიკ არუთუნიანს. უახლოეს პერიოდში, უნდა დაინიშნოს ამ ტერიტორიაზე გენერალ-გუბერნატორი აზერბაიჯანის აზრის გათვალისწინებით. არუთუნიანი კი ბრალდებულია აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით და უნდა გადაეცეს ოფიციალურ ბაქოს. მეოთხეც, უახლოეს პერიოდში უნდა გაიხსნას დერეფანი აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანს შორის. სომხური მხარე ცდილობს ამ საკითხთან დაკავშირებით მიდგომის შეცვლას. „წითელი ხაზი“ უნდა გაევლოს ამ დერეფნის გასწვრივ. მეხუთეც, მომდევნო ასეთ შეხვედრაზე, წარმოდგენილი უნდა იყოს თურქეთიც. იმის გამო, რომ თურქეთი ამ პროცესის ნაწილია და რუსეთი აღიარებს ამას. ვფიქრობ, რომ ოფიციალური ანკარის დასწრება მოლაპარაკებების პროცესზე, არ მისცემს მას ჩიხში შესვლის საშუალებას“. რუსი პოლიტოლოგი: „ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა, სომხეთმა იარაღით უნდა დატოვონ ის“ პოლიტოლოგი, ჟურნალ „ეროვნული თავდაცვის“ მთავარი რედაქტორი იგორ კოროტჩენკო ჟურნალ „მოსკოვი-ბაქოსთან“ ინტერვიუში: „რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამმხრივ განცხადებაში, იმის გამო, რომ იგი ომისა და ცაიტნოტის პირობებში შემუშავდა, შეუძლებელი იყო მთიანი ყარაბაღის საკითხის დარეგულირებასთან დაკავშირებული ყველა ასპექტის დეტალურად დამუშავება ყარაბაღის ომის დასრულებამდე. ამიტომ, ჩემი აზრით, [11 იანვარს გასამართმა] სამმხრივმა შეხვედრამ უფრო მკაფიოდ, დეტალურად უნდა განსაზღვროს შემდეგი საკითხები. 1. სომხეთის ძალების სრული გაყვანა აზერბაიჯანის ტერიტორიიდან. ეს ეხება არა მხოლოდ უშუალოდ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს, არამედ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებსაც ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკისა, რომელიც დე ფაქტო არ არსებობს, მაგრამ რომელიც ცდილობს, თავი რაღაცად წარმოადგინოს. 2. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფო საზღვრების დადგენა. 3. სატრანსპორტო დერეფნები, რომლებიც უნდა ამუშავდეს რეგიონში. [2020 წლის 10 ნოემბრის] სამმხრივი განცხადება მკაფიოდ აფიქსირებს სატრანსპორტო დერეფანს აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანს შორის. და ამგვარი სატრანსპორტო დერეფნის შექმნა სომხეთის ინტერესებშიცაა. 4. ყარაბაღის კონტროლი უნდა იყოს რუსი მშვიდობისმყოფელების და არა არარსებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თვითგამოცხადებული ე.წ. ლიდერების ხელში. მორჩა, ომი დამთავრებულია. მთიანი ყარაბაღის სტატუსი არაა გარკვეული, მაგრამ ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა, ამიტომ შეიარაღებულმა სომხებმა ეს რეგიონი უნდა დატოვონ“.
- 142 replies
-
- აზერბაიჯანისა
- სომხეთის
- (and 9 more)
-
თებერვალი 12, 2021 ნინო თარხნიშვილი 14 წლის გოგოს, რომელიც ბაბუამ 9 თებერვალს, სახლთან ახლოს, გარდაცვლილი ნახა, ხვალ, 13 თებერვალს დაკრძალავენ. ქობულეთელი არასრულწლოვნის გარდაცვალების საქმეზე ოფიციალურად მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ შსს-მ იმავე დღეს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მომდევნო დღეს, 11 თებერვალს კი დააკავა 23 წლის კაცი, რომელსაც ბრალად ედება 14 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში და რაც შვიდიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. კიდევ ერთი ოფიციალური ცნობა 14 წლის ნინის გარდაცვალების საქმეზე, 12 თებერვალს გავრცელდა. პროკურატურამ 23 წლის კაცს ბრალი წარუდგინა ორი, 115-ე და 140-ე მუხლებით. როგორც პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, „ბრალდებულმა ნ.ტ.-მ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნ.ც. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი იყო, 2020 წლის ივნისსა და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც მასთან გაწყვიტა კონტაქტი. მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა. აღნიშნულით დაამცირა მისი ღირსება. ნ.ც.-მ, 2021 წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა“. აი, ეს არის ის, რაც 14 წლის გოგოს გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად ვიცით: ერთი, რომ არასრულწლოვან გოგოსთან 23 წლის კაცმა სექსუალური კავშირი დაამყარა. და მეორე - გოგომ თავი მოიკლა. ცნობები, უფრო ზუსტად კი, მოარული ხმები არაოფიციალური ცნობები კი, რომელსაც მედია ორი დღეა ოჯახის წევრებისგან, მეზობლებისგან, ახლობლებისგან, მასწავლებლებისგან თუ უბნის მაღაზიის გამყიდველებისგან აგროვებს, მრავალფეროვანია. ოჯახის წევრის, უფრო ზუსტად კი გარდაცვლილის ბაბუის ინფორმაციით, მოზარდზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ მათ პოლიციას ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში შეატყობინეს. გოგო პოლიციაში გამოკითხეს და, სავარაუდოდ, დაიწყო გამოძიება, რადგან ბაბუის ინფორმაციით, მოზარდს ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის პასუხმაც, მისივე თქმით, დაიგვიანა. დაგვიანებული პასუხის მოლოდინში კი 14 წლის მოზარდმა თავი მოიკლა. ბაბუისა და ოჯახის სხვა ახლობლების ცნობით, 23 წლის კაცმა გოგოზე ორჯერ, გასული წლის ზაფხულში და დეკემბრის დასაწყისში იძალადა. მათი თქმით, გოგომ ძალადობის შესახებ ოჯახს სწორედ დეკემბრის დასაწყისში შეატყობინა. დაკავებული კაცის მშობლები არ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ მათი შვილი და 14 წლის გოგო ერთმანეთს იცნობდნენ. თუმცა, გამორიცხავენ ყოველგვარ ძალადობას და აქეთ ადანაშაულებენ გოგოს ბაბუას ძალადობაში. მათი თქმით, ნასვამი ბაბუა სისტემატურად ძალადობდა შვილიშვილზე. დაკავებულის მამა ირიბად იმასაც მიუთითებს, რომ მის შვილს არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა და მას შემდეგ, რაც გოგო სრულწლოვანი გახდებოდა, დაქორწინებას აპირებდა, თუმცა, მისი თქმით, მოზარდის ოჯახისგან ამ შეთავაზებაზე უარი მიიღეს. ნინის სკოლის დირექტორის თქმით, მათ არაფერი იცოდნენ ბავშვზე განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. მისი თქმით, არც ოჯახს, არც პოლიციასა და არც სოციალურ მუშაკს სკოლა საქმის კურსში არ ჩაუყენებია. 12 თებერვალს გაირკვა, რომ შვილზე განხორციელებული ძალადობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა დედას, მერი რომანაძე-ცეცხლაძეს, რომელიც წლებია თურქეთში ცხოვრობს და საქართველოში შვილის დაკრძალვამდე ერთი დღით ადრე ჩამოვიდა. ის ჟურნალისტებთან საუბრისას ირწმუნება, რომ მის შვილზე ფიზიკურად იძალადეს ოჯახის ნათესავებმაც, კონკრეტულად კი, მისი ყოფილი მამამთილის ძმისშვილებმა: „როცა ჩემი შვილი გააუპატიურეს, იმ დღეს, სანამ პოლიციაში წამოიყვანდნენ, ჩემი შვილი უმოწყალოდ სცემეს, ჩემი მამამთილის ძმისშვილებმა, სულ წიხლქვეშ იგორეს ჩემი შვილი. ეს ყველაფერი ჩემმა შვილმა მომიყვა. სად არის ექსპერტიზის პასუხი, გამაგებინეთ?! თბილისში ექსპერტიზაზე რომ წაიყვანეს - ბავშვი გაუპატიურებული იყო თუ არა [ამის გასაგებად], თან ნახეს, რომ ბავშვს მთელი სხეული ჰქონდა დალურჯებული“. 14 წლის ნინი და მისი უფროსი და-ძმა წლების განმავლობაში ბაბუასთან იზრდებოდნენ. მამა ადრეულ ასაკში დაეღუპათ, დედა თურქეთში გადავიდა საცხოვრებლად და იქ დაოჯახდა. სავარაუდოდ, ექვსი წელია, გოგო და მისი ოჯახი სოციალური მუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ბოლო ორი წელია, მას შემდეგ, რაც ნინის უფროსი და სრულწლოვანი გახდა, მოზარდის ოფიციალურ მეურვედ ის დაინიშნა. სწორედ ნინის დის ინტერესებს დაიცავს სასამართლოში ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი ანა თავხელიძე. მან უკვე მიმართა პროკურატურას, რომ ნინის 20 წლის დას მიენიჭოს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი. პროკურატურის გადაწყვეტილებას ანა მომდევნო 48 საათის განმავლობაში, სავარაუდოდ, 14 თებერვალს, დღის ბოლოს ელის. ამის შემდეგ კი მათ, როგორც დაზარალებულ მხარეს, საქმის მასალები სრულად უნდა გადაეცეთ და ანა უფრო დეტალურად შეძლებს ილაპარაკოს 14 წლის მოზარდის საქმეში არსებულ ხარვეზებზე. თუმცა, მანამდე, ანა თავხელიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ, როგორც ამ გადასახედიდან ჩანს, გამოძიებას საქმე თაროზე ჰქონდა შემოდებული და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოზარდმა თავი მოიკლა, პროკურატურას „საზოგადოების აგრესიის შეეშინდა“ და სავარაუდო მოძალადე რამდენიმე საათში დააკავა. რა უნდა გაეკეთებინა გამოძიებას და რა არ გააკეთა როდის დაიწყო გამოძიება? რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა? ვინ გამოიკითხა საქმეზე? ბავშვი რა პირობებში და ვისი თანდასწრებით გამოკითხა გამოძიებამ? როდის ჩატარდა ექსპერტიზა? რა სახის ექსპერტიზები ჩატარდა? როდის მიიღო გამოძიებამ ექსპერტიზის პასუხები? ინფორმირებული იყო თუ არა ბავშვი სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობაზე? იყო თუ არა ჩართული პროცესში ფსიქოლოგი? - ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ანა თავხელიძეს საგამოძიებო უწყებებთან აქვს. სანამ საქმის მასალებს გაეცნობა, ანა იმ ძირითად ხარვეზებზე გვესაუბრება, რომლებიც შორიდანაც ნათლად ჩანს 14 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეში: „ჩვენი ინფორმაციით, პოლიციამ მინიმუმ ორი თვის წინ იცოდა სავარაუდო ძალადობის ფაქტის შესახებ. სექსუალური ძალადობის საქმეებზე, გადამწყვეტია ძალიან სწრაფი რეაგირება, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ბავშვმა პოლიციას შეატყობინა, რომ მის მიმართ მოხდა სექსუალური ძალადობა და დადგინდა გარკვეული კავშირი სავარაუდო მოძალადესა და მსხვერპლს შორის, პოლიციას, ცხადია, უნდა გაეკეთებინა დაშვება, რომ ბავშვი ამბობს სიმართლეს. გამოძიების ამ ეტაპზე მოქმედებს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი და ბავშვის ჩვენება სავსებით საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისათვის, რომ პოლიციას მაშინვე მიემართა შემზღუდავი ღონისძიებისთვის - ერთი, შეეძლო განეხორციელებინა გადაუდებელი აუცილებლობით დაკავება და არ დალოდებოდა სასამართლოს ნებართვას და მეორე, თუკი დაკავების გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული რამდენიმე დღის შემდეგ, პროკურორს უნდა მიემართა სასამართლოსთვის და სასამართლოს განჩინების საფუძველზე უნდა მომხდარიყო პირის დაკავება. ჩვენ რამდენადაც ვიცით, ასეთი მიმართვა სასამართლოსადმი არ ყოფილა და მათ არ აუღიათ განჩინება პირის დაკავების თაობაზე, რაც პროკურორის მხრიდან დარღვევაა“. ძალიან უცნაურ და სერიოზულ დარღვევად მიაჩნია ანა თავხელიძეს ის ფაქტიც, რომ მოზარდი გამოძიებამ არ ცნო დაზარალებულად: „რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ბავშვს არ დაუჯერა და ამიტომ ელოდებოდნენ ექსპერტიზის დასკვნას. ექსპერტიზის დასკვნით შეეცდებოდნენ დარწმუნებულიყვნენ, ბავშვმა სიმართლე თქვა თუ მოიტყუა. პოლიციამ კი სხვა მტკიცებულებები არ მოიპოვა. ამ საქმეში მთავარი პრობლემა ისაა, რომ დროულად არ შეგროვდა მტკიცებულებები და რა მტკიცებულებებიც ჰქონდა გამოძიებას, იმასაც არ დაუჯერეს. ძალიან საინტერესოა, ჰქონდა თუ არა გამოძიებას ექსპერტიზის დასკვნა მიღებული პირის დაკავებამდე? ამ საკითხთან დაკავშირებით, დადასტურებული ინფორმაცია ჯერ ვერ ვნახე, სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. თუკი ეს პირი ჯერ დააკავეს და შემდეგ მივიდა ექსპერტიზის დასკვნა გამოძიებაში, ეს იმას ნიშნავს, რომ გამოძიებას მანამდეც შეეძლო მისი დაკავება და თუკი ექსპერტიზის პასუხი გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თებერვლის დასაწყისში მივიდა გამოძიებაში, მაშ, რაში დასჭირდა გამოძიებას ერთი კვირა პირის დასაკავებლად? და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბავშვმა თავი მოიკლა?“ ანა თავხელიძე ხაზგასმით ამბობს, რომ ექსპერტიზის პასუხის მოლოდინი გამოძიების ერთ-ერთ მთავარ ხარვეზზე მიუთითებს: „ზოგადად, ექსპერტიზის დასკვნა არ არის გადამწყვეტი მტკიცებულება, ამაზე ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რადგან ექსპერტიზის დასკვნები, შესაძლოა, საერთოდ არ არსებობდეს საქმეში, ფიზიკურად ვერ ჩატარდეს ექსპერტიზა. აქ გადამწყვეტი მტკიცებულებაა ის, თუ რას გეუბნება დაზარალებული. რამდენად დეტალურად აღწერს გარემოებებს, რამდენად თანმიმდევრულად აკავშირებს მოვლენებს და ა.შ. აქ საქმე გვაქვს გარკვეულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებთან. მაგალითად, რომ მისულიყო პოლიციაში სრულწლოვანი კაცი და ეცნობებინა ყაჩაღობის ფაქტის შესახებ, ამაზე სულ სხვა რეაგირება ექნებოდა პოლიციას, მაგრამ რაკიღა იყო სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმე, მოზარდი გოგო, ისედაც დაბალი მგრძნობელობა ამ თემის მიმართ, ნაკლებად სენსიტიურია ამ თემის მიმართ პოლიცია, განსაკუთრებით, რეგიონებში და მარტივად რომ ვთქვათ, მათ საქმე უბრალოდ თაროზე შემოდეს“. სად იყო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო და განათლების სამინისტრო? მხოლოდ გამოძიების ნაწილი არ არის ის სუსტი რგოლი, რომელსაც ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ამ საქმეში ხედავს. ორგანიზაციის კიდევ ერთი იურისტის, ანა აბაშიძის მთავარი კითხვები, გარდა საგამოძიებო ორგანოებისა, მიემართება სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და განათლების სამინისტროსკენ. მისი თქმით, ამ უწყებებმა, დიდი ალბათობით, არაფერი გააკეთეს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების დასაცავად. ანა აბაშიძის თქმით, ახლა მათი მიზანია, გაარკვიონ, შეეძლო თუ არა სახელმწიფოს ბავშვის დაცვა: „რა გააკეთა სკოლამ? რა გააკეთა სოციალურმა მუშაკმა? სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს როლი ძალიან დიდია, როდესაც მსხვერპლი არასრულწლოვანია. ჩვენ ვიცით, რომ ეს რგოლი ჩართული იყო საქმეში, მაგრამ ფაქტია, ვერც ამ სისტემამ შეძლო ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის კონტროლი და დახმარება. რაც ეს დღეებია გვესმის, იკვეთება, რომ შესაძლოა, ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის გამო, გარკვეულ ბულინგს და სხვა სახის ძალადობასაც ჰქონდა ადგილი, ვისგან და როგორ, ეს დეტალებია, რომლებიც უნდა დავადგინოთ, მაგრამ ფაქტია, საუბარია იმაზე, რომ ბავშვს, გარდა სექსუალური ძალადობისა, ჰქონდა დამატებითი წნეხიც. კიდევ ერთი მთავარი უწყება ამ სუსტ რგოლში, განათლების სამინისტროა. მათთან გვაქვს კონკრეტული კითხვები, ესწრებოდა თუ არა მოზარდი ბოლო თვეების განმავლობაში ონლაინგაკვეთილებს რეგულარულად? და მას შემდეგ, რაც პირველი თებერვლიდან სასკოლო სივრცეში გადაინაცვლა საგაკვეთილო პროცესმა და, ჩვენი ინფორმაციით, ბავშვი სკოლაში არ გამოცხადდა, რა გააკეთა სკოლამ რეალური მიზეზის გამოსარკვევად?“ ბავშვები, რომლებიც სისტემამ ვერ დაიცვა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, ზოგადად, სოციალური მუშაკების ინსტიტუტის საქმიანობა, უფლებადამცველების კრიტიკის ობიექტი ხდება. ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევის შემდეგ, რომელსაც 2019 წელს თბილისში, 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა, თანამდებობა დატოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. თანამდებობიდან გათავისუფლდა სოციალური სამსახურის 4 მუშაკი. მაშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ბავშვის გარდაცვალების საქმეში გამოიკვეთა „ბავშვის მართვის მენეჯმენტთან“ დაკავშირებული ხარვეზები, რომელიც დაკავშირებული იყო სოციალური სამსახურის მუშაკების საქმიანობასთან. ვერც 16 წლის გიორგის საქმეში გამოიჩინა თავი სოციალურმა სააგენტომ, როდესაც 2019 წლის ივლისში, გიორგი სოფელ გვიმრიანიდან თბილისში წამოვიდა, მშენებლობაზე დასაქმდა და სამუშაოს შესრულებისას დაიღუპა. არადა, სოციალური მომსახურების სააგენტოს მტკიცებით, 2015 წლიდან, გიორგისთან და დედამისთან, ინტენსიურად მუშაობდა სოციალური მუშაკი და მათთან ყოველთვიური კონტაქტი ჰქონდა. მაგალითად, არაფერი იცოდნენ სოციალური ზრუნვის სააგენტოში არც 2020 წლის აგვისტოში, როცა 11 წლის ავთომ სოფელ ძევრში თავი მოიკლა. მიზეზად მამის მხრიდან განხორციელებული ძალადობა დასახელდა. არსებობს თუ არა მიზეზი, რის გამოც სოციალურმა მუშაკებმა შესაძლოა ვერ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა? ერთ-ერთ ასეთ მიზეზად სახელდება ქვეყანაში სოციალური მუშაკების არასაკმარისი რაოდენობა. უკვე წლებია, სოციალური მუშაკები ხმამაღლა მიუთითებენ თავიანთ სისტემაში არსებულ პრობლემებზე, იქნება ეს ერთ მუშაკზე დაწერილი 70-80 საქმე, დაბალი ხელფასი, გადაადგილების სირთულეები თუ ა.შ. თუმცა, როგორც მაია მგელიაშვილი, World Vision-ის ბავშვთა დაცვის მომსახურებათა და ადვოკატირების პროგრამის მენეჯერი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპამდე, სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა ვერ მოხერხდა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“ ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ თითოეული სოციალური მუშაკი შესაძლოა მუშაობდეს მაქსიმუმ 50 საქმეზე, თუმცა, მაია მგელიაშვილის თქმით, ფაქტები სულ სხვა რეალობაზე მიუთითებს: „ქობულეთში, სადაც 14 წლის მოზარდმა რამდენიმე დღის წინ თავი მოიკლა, დღესდღეობით მხოლოდ ერთი სოციალური მუშაკი მუშაობს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ხარვეზების აღმოფხვრამდე ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი. გოგონა, რომელიც სუიციდის ზღვარზე იყო, მას არა მხოლოდ სოციალური მუშაკის დახმარება სჭირდებოდა, არამედ მისთვის უკიდურესად აუცილებელი იყო ფსიქოლოგის ჩართულობა. მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ დღეს, სახელმწიფოს ფსიქოლოგების დეფიციტი აქვს და თითო რეგიონზე მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი მოდის. მაქვს ინფორმაცია, რომ ეს პრობლემა დგას დღის წესრიგში და აპირებენ ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდას, მაგრამ, სამწუხაროდ, როცა ფატალური შედეგი დგება, ამ ბავშვებისთვის აღარ არის ეს უკვე გამოსავალი, ბავშვი აღარ არის. კი, ამ პრობლემაზე შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურებიც ლაპარაკობდნენ, არასამთავრობო სექტორიც ლაპარაკობდეს, ვსახავდეთ გეგმებს, მაგრამ რეალურად, ამასობაში, ბავშვები კვდებიან“. დღეს, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მხოლოდ 250 სოციალური მუშაკი ჰყავს და ეს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 2009 წელს, ევროკავშირის დახმარების პროგრამის (ტასისის) რეკომენდაციით, ქვეყანას მინიმუმ 400 სოციალური მუშაკი მაინც უნდა ჰყოლოდა, რათა სათანადოდ მომხდარიყო შემთხვევების მართვა. სოციალური მუშაობის თეორიაში კი განსაზღვრულია, რომ თითო სოციალურ მუშაკზე საქმეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30-ს. რადიო თავისუფლება ორი დღეა ცდილობს, მოიპოვოს კითხვებზე პასუხები სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდან - რამდენი წელია, რაც 14 წლის ნინის ოჯახი სოციალური მუშაკის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება? რამდენ ხანში ერთხელ აკითხავდა სოციალური მუშაკი ოჯახს? ჰქონდა თუ არა მოზარდს პრობლემები ოჯახში? იცოდა თუ არა სოციალურმა მუშაკმა მოზარდის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტის შესახებ? მუშაობდა თუ არა მოზარდთან ფსიქოლოგი? რა ტიპის დახმარება გაუწია სოციალურმა მუშაკმა მოზარდს საგამოძიებო სტრუქტურებში? და სხვა. თუმცა, ამ კონკრეტულ კითხვებზე რადიო თავისუფლებამ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდან პასუხი ვერ მიიღო. როგორც უწყების პრესსამსახურში განგვიმარტეს, თუკი სააგენტო ან ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტს 14 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე განმარტების გაკეთებას, შეგვატყობინებენ. #ნინისგამო 14 წლის ნინის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები. ისინი აცხადებენ, რომ არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის არაერთი ტრაგიკული შემთხვევის მიუხედავად, სახელმწიფოს არსებული პოლიტიკის რადიკალური ცვლილებების ნება არ გამოუვლენია, სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ყურადღება ეთმობა ზოგადად სუიციდის პრევენციის სტრატეგიის შემუშავებასა და იმპლემენტაციას და სისტემა უკიდურესად გულგრილი რჩება მოზარდებზე ზრუნვის პოლიტიკის, სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავების კუთხით. ქალთა მოძრაობამ დაიწყო ასდღიანი კამპანია „ნინის გამო“. როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ამ მოძრაობისა და გზავნილის მიზანია სხვადასხვა ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიისა თუ რიგითი მოქალაქეების გაერთიანება, რათა სახელმწიფომ გაიგოს საზოგადოების ხმა და გაატაროს ის რეფორმები, რომლებიც სისტემას შეცვლის. 12 თებერვალს ქალთა მოძრაობამ პროკურატურის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ხელისუფლებას ხუთი მთავარი მოთხოვნა წაუკითხა: პარლამენტმა შეცვალოს გაუპატიურების კანონი და ცენტრალური ასპექტი გახადოს თანხმობის არარსებობა; შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზებული დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს სექსუალური ძალადობის საქმეებს; ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს ბავშვებისთვის სქესობრივი ძალადობის ამოცნობა, რომ ბავშვებმა შეძლონ სქესობრივი ძალადობისაგან თავის დაცვა; გაიზარდოს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა, რომ ძალადობის მსხვერპლ ბავშვს ენიშნებოდეს ფსიქოლოგი. გარდა ამისა, ქალთა მოძრაობის წევრები მოითხოვენ იმ პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომელიც 14 წლის ნინის სავარაუდო ძალადობის საქმეზე მუშაობდა.
-
- 78 replies
-
- გამოიცანით
- ფილმი
-
(and 2 more)
Tagged with:
-
3. მეტალისტი და მონეტარისტი, before it was cool რა თქმა უნდა, ორემი არ ყოფილა პირველი ადამიანი, ვინც ფულის რაობას დაუთმო დრო, მელანი და ეტრატი[1] – სულ რამდენიმე საუკუნე გავიდა ფულის წარმოშობიდან, რაც ძველ საბერძნეთში მისი წარმოშობის ისტორიების და თეორიების შექმნა დაიწყო. შუა საუკუნეების სქოლასტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რაღა თქმა უნდა, არისტოტელეს იდეები. თომა აქვინელმა, რომელმაც, ფაქტობრივად, შეაუღლა[2] ქრისტიანობა და სტაგირიტი[3], ამ უკანასკნელიც ეკონომიკური იდეებიც გაიზიარა და გააზიარა; განსაკუთრებით, იმ ნაწილში, რაც კერძო საკუთრებას, სიმდიდრეს და მევახშეობას ეხებოდა. ამავე ტრადიციას მიყვებოდა ორემის უკვე ნახსენები მასწავლებელი, ჟან ბურიდანიც. მაგრამ ორემი იყო პირველი, ვინც ფულს ცალკე ნაშრომი დაუთმო და არა რამდენიმე აბზაცი ან, თუნდაც, გვერდი, უფრო ზოგადი თემატიკის წიგნში, რითაც საკმაოდ საინტერესო ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი[4]. ის, ასევე, პირველი იყო, ვინც მხოლოდ არისტოტელეს არ ეყრდნობოდა[5]. თავად არისტოტელე ფულის შესახებ ორი განსხვავებული წარმოდგენის საფუძველია: პირველის მიხედვით, ხელისუფალი განსაზღვრავს და უზრუნველყოფს ფულის ღირებულებას, ხოლო მეორის მიხედვით ფულის ღირებულება უკავშირდება იმ ძვირფასი ლითონის ღირებულებას, რომლისგანაც ის დამზადებულია. Doctor Angelicus[6] პირველ წარმოდგენას ემხრობოდა, ხოლო ნომინალისტი ორემი – მეორეს[7]. მეტიც, ორემი აქტიურად უპირისპირდება იდეას, რომ ფულის ღირებულება და რაობა მხოლოდ ხელისუფლის (ზოგჯერ – არცთუ კეთილ) ნებაზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, ჟან მეორის დაკვეთილი იყო ორემის ტრაქტატი, თუ მან თავისი ნებით გადაწყვიტა მისი დაწერა, მისი დაწერა მეტად დროული იყო – როგორც წინა პოსტში აღვნიშნე, ფილიპ VI ვალუას და მისი შვილის, ჟანის „მონეტარული პოლიტიკა“, რბილად რომ ვთქვათ, ქაოტური იყო. ეს პოლიტიკა მეფეების სრული დისკრეციით ტარდებოდა და ორემის წინასიტყვაობაც, გაკვრით, ამას ეძღვნება: „ზოგი თვლის, რომ ნებისმიერ მეფეს ან ხელისუფალს შეუძლია, საკუთარი ძალაუფლებით, კუთვნილი უფლებითა ან პრეროგატივით თავისუფლად შეცვალოს ფულის მიმოქცევა მის სამეფოში, ისე დაარეგულიროს ის [ფული], როგორც სურს და მიითვისოს შედეგად მიღებული ნებისმიერი მოგება თუ სარგებელი; სხვები კი საწინააღმდეგო აზრის არიან“[8]. ის იმედს გამოთქვამს, რომ მისი ნაშრომის შედეგად „ყველა ექსპერტი[9] ერთ აზრზე დადგება… რომელიც მომგებიანი იქნება როგორც ხელისუფალთათვის, ისე ქვეშევრდომთათვის, და მთლიანად ქვეყნისთვის“. ტრაქტატის პირველი რამდენიმე თავი ეთმობა ფულის ისტორიას – არისტოტელეს[10] მსგავსად, ორემს გამოჰყავს ფულის შექმნის საჭიროება ბარტერის სირთულეებიდან. თუმცა, ის ხაზს უსვამს იმას, რომ ფული მხოლოდ ხელოვნური ინსტრუმენტია, რომელიც შექმნილია, როგორც გაცვლის საშუალება და გაცვლისგან განყენებულად გამოუსადეგარია. ამასთან, ფულის დასამზადებელი მასალა უნდა იყოს მსუბუქი, ადვილად დამუშავებადი და მისი მცირე ოდენობა საკმარისი უნდა იყოს დიდი რაოდენობით საქონლის საყიდლად – საუკეთესო ვარიანტად ორემი ასახელებს ოქროს. მაგრამ ის აქვე სძენს, რომ მასალა საკმარისი ოდენობით უნდა არსებობდეს – თუ ოქრო არაა საკმარისი, ვერცხლი უნდა „დავახმაროთ“ და თუ არც ეს გვყოფნის – მაშინ სპილენძი ან მისი შენადნობი უნდა გამოვიყენოთ[11]. ორემის ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა, რომელიც, დიდი ალბათობით, სრულიად გაუგებარი იქნებოდა შუა საუკუნეების ადამიანებისთვის, ეხება ფულისთვის განკუთვნილი მასალის ოდენობას – „მიზანშეუწონელია, რომ ფულის მასალა უხვად გვქონდეს“. ის არ ახსენებს ინფლაციას, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ სწორედ ამ მიზეზით ბრინჯაო აღარ გამოიყენებოდა, როგორც ფული[12]. სანამ თავისი ტრაქტატის ძირითად კითხვაზე გადავიდოდეს, ორემი ახსენებს მონეტების, მათი ფორმისა და დიზაინის მნიშვნელობას და ხელისუფლის მოვალეობას, მოჭრას მონეტა საზოგადოებისთვის. და შემდეგ სვამს კითხვას: ვინ ფლობს ფულს? მისი პასუხი, რომელიც, შეიძლება ითქვას, ნაშრომის დარჩენილ ნაწილს მოიცავს, თითქოს მარტივია – ხელისუფლის მოვალეობა უზრუნველყოს მონეტის მოჭრა და მისი საკუთარი ბეჭდით/შტამპით მარკირება არ ნიშნავს, რომ ის ამ ფულის მფლობელია. ფული არის ბუნებრივი დოვლათის (იგივე, საქონლის) გაცვლის საშუალება, ამიტომ ფულს ფლობს ის, ვინც ფლობს ამ დოვლათს – თუკი ადამიანი[13] ცვლის თავის საქონელს ან მომსახურებას ფულში, ის ფული მისია. და რადგან უფალმა საკუთრების უფლება არა მხოლოდ ხელისუფალს მისცა, არამედ ნებისმიერ თავისუფალ ადამიანს – ფული ეკუთვნის მთლიანად საზოგადოებას. თუმცა ის დასძენს, რომ, რაკი საზოგადოება აკისრებს ვალდებულებას ხელისუფალს მოჭრას ფული, მას აქვს უფლება მიიღოს გარკვეული ანაზღაურება[14], რომელიც უნდა იყოს ზომიერი და არ აზარალებდეს მთლიანად საზოგადოებას. მერვე თავში ორემი გადადის იმ საკითხზე, რომელმაც გამოიწვია მთლიანად ამ ტრაქტატის დაწერა – ფულის ცვლილებებზე. ის თავიდანვე ამბობს, რომ ფული არ უნდა იცვლებოდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია ან მთლიანად საზოგადოებისთვის სასარგებლო იქნება. მას მოჰყავს საკმაოდ დეტალური კლასიფიკაცია ფულის ცვლილებებისა – ცვლილებები ფორმაში, ლითონების ფარდობაში, ღირებულებასა და დენომინაციაში, ოდენობასა ან წონაში და მასალაში ან ასეთი ცვლილებების რაიმე სახის კომბინაცია[15]. ცვლილებები ფორმაში (დიზაინსა და მარკირებაში) ორემისთვის დასაშვებია, როდესაც ქვეყანაში იზრდება ყალბი ფულის ოდენობა ან ძველი ფული, ცვეთისა და სხვა მიზეზების გამო ფუჭდება. ამ შემთხვევაში მიმოქცევაში არსებული ფული უნდა აიკრძალოს და მოიჭრას ახალი, ახალი დიზაინითა და მარკირებით. სხვა შემთხვევაში ფორმის ცვლილება არასაჭირო და დამაზიანებელია საზოგადოებისთვის. ცვლილებები ლითონების ფარდობაში – რამდენი ერთეული ვერცხლი შეესაბამება ერთ ერთეულ ოქროს – ორემისთვის დასაშვებია იმდენად, რამდენადაც იცვლება „ბუნებრივი ფარდობა“ ამ ორ ლითონს შორის, რომელიც შეიძლება იყოს დამოკიდებული, მაგალითად, ახალი საბადოების აღმოჩენაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ხელისუფალი დაადებს ოქროს დაბალ ფასს ვერცხლის ერთეულებში, იყიდის მთელ ოქროს იაფად და შემდეგ დააბრუნებს პირვანდელ თანაფარდობას, ის უბრალოდ მიითვისებს ქვეშევრდომთა ფულს, რაც „უსამართლო გამოძალვა და ფაქტობრივი ტირანია იქნება[16]“. ორემი განსაკუთრებით გმობს ცვლილებებს წონაში – როდესაც ამავდროულად არ იცვლება ფულის ერთეულის დასახელება. მისი აზრით, ხელისუფლის სახელი/მარკირება უნდა იძლეოდეს მონეტის წონისა და სტანდარტის გარანტიას და ამიტომ, „ვერც ერთი სიტყვა გამოხატავს, თუ რამდენად უსამართლო და აღმაშფოთებელია, ხელისუფლისგან განსაკუთრებით, წონის შემცირება დენომინაციის ცვლილების გარეშე“. მასალის ცვლილებაზე საუბრისას, ორემი კვლავ ახსენებს არასაკმარისობის/სიჭარბის პრობლემებს და ასეთ და მხოლოდ ასეთ შემთხვევებში მასალის ცვლილებას დასაშვებად მიიჩნევს. სხვა მხრივ, მასალის შეცვლა, თუნდაც ხელისუფლის მიერ, გაყალბების ტოლფასია და მხოლოდ მთლიანად საზოგადოების თანხმობით უნდა ხდებოდეს[17]. რა შეიძლება მოჰყვეს ასეთ ცვლილებებს? ფული კარგავს თავის, როგორც ღირებულების საზომის ფუნქციას; მისი, როგორც გაცვლის საშუალების გამოყენება რთულდება; მცირდება ვაჭრობის მოცულობა ქვეყნის შიგნით და აღარც უცხოელი ვაჭრები ჩამოდიან. თუ ირღვევა ოქროსა და ვერცხლის თანაფარდობა, ის ლითონი, რომელიც უფრო ძვირად ფასობს, ქვეყანას ტოვებს და ქვეყანაში მხოლოდ ცუდი და ყალბი ფული რჩება[18]. მას შემდეგ, რაც ორემმა დეტალურად აღწერა ყველაფერი, რაც შეიძლება გააკეთოს ხელისუფალმა ფულთან მიმართებაში, ის გადადის იმის დასაბუთებაზე, რომ ასეთი ქმედებები ყოველთვის დაუშვებელი და ტირანულია. პირველ რიგში ის ამბობს – „ერთადერთი და ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება მიითვისოს ხელისუფალმა მონეტის ცვლილების ძალაუფლება, არის მოგება და სარგებელი, რომელიც მან ასე შეიძლება ნახოს“. და ასეთი სარგებელი უსამართლოა, რადგან ის (ყველა ზემოხსენებულ შემთხვევაში) წარმოადგენს გაყალბებას და ტყუილს, რომელიც არ შეიძლება წარმოადგენდეს ხელისუფლის უფლებას. „და თუ ის ტირანის ჩვეულ ტყუილს გვეტყვის, რომ ამას საზოგადოების საკეთილდღეოდ შვრება, არ უნდა დავუჯეროთ, რადგან ასე მან ჩემი ქურთუკი[19] შეიძლება აიღოს და გამოაცხადოს, რომ საზოგადოების კეთილდღეობისთვის სჭირდება“. და არც მცირე ცვლილებებს უნდა დათანხმდეს საზოგადოება, რადგან ხელისუფალი არ გაჩერდება მცირე ცვლილებებზე და საბოლოოდ თავისი ქვეშევრდომების ფულს სრულიად მიითვისებს, რაც იქნება ჭეშმარიტი და აბსოლუტური ტირანია. ორემისთვის, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ტირანისა და ხელისუფლის, ცუდი მთავრობის და კარგი მთავრობის დაპირისპირება. მისთვის მონეტის დეგრადაცია, რა ფორმითაც არ უნდა იყოს, ტირანიის მაჩვენებელია. ის, ასევე, აფრთხილებს მკითხველს – „რადგან მეფის ძალაუფლება, როგორც წესი, მარტივად იზრდება, დიდი სიფრთხილითა და მუდმივი გულისყურით, მეტიც, უკიდურესი კეთილგონიერებითა და სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რათა ის არ გადაიქცეს ტირანიად“. უტრირება რომ გვინდოდეს, ორემი დღევანდელ მინარქისტებსაც[20] კი შეგვიძლია შევადაროთ – „ხელისუფალმა არ უნდა გაზარდოს თავისი ძალაუფლება ქვეშევრდომებზე, არ უნდა დაბეგროს ზედმეტად, არ უნდა წაართვას საქონელი, უნდა მისცეს უფლებები და არ უნდა ჩაერიოს მათში [ამ უფლებებში]… უნდა მხოლოდ ის ძალაუფლება გამოიყენოს, რომელიც შეზღუდულია კანონითა ან ადათით. რადგან, როგორც არისტოტელე იტყოდა, მცირე რამ უნდა რჩებოდეს მოსამართლისა ან ხელისუფლის დისკრეციაში“. ორემისთვის კანონი უზენაესია[21] და ხელისუფალზე მაღლაც დგას, ხელისუფალი, რომელიც მისსავე შექმნილ კანონს არ ემორჩილება – ტირანია; მხოლოდ ტირანმა შეიძლება ერთდროულად დასაჯოს ყალბი ფულის მჭრელი და თვითონ შეცვალოს ფული. მას სრული აღფრთოვანებით მოჰყავს ნაწყვეტი არისტოტელეს „პოლიტიკიდან“, სპარტელების მეფე თეოპომპუსის შესახებ, რომელმაც მნიშვნელოვნად შეზღუდა მეფის (საკუთარი) ძალაუფლება სპარტაში, და ცოლის საყვედურს, ნუთუ არ რცხვენია, რომ შვილებს უფრო სუსტ მეფობას გადასცემს, უპასუხა – სამაგიეროდ უფრო მუდმივს. ორემი გაკვრით ეხება კიდევ ერთ, იმ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვან და წინააღმდეგობრივ საკითხს – მევახშეობას. ის ეთანხმება არისტოტელეს და თომა აქვინელს იმაში, რომ მევახშეობა არაბუნებრივია, რადგან ფული მხოლოდ ბუნებრივი საქონლის გაცვლისთვის და გამრავლებისთვის უნდა გამოიყენებოდეს და არა საკუთარი თავის. მაგრამ ის აგრძელებს ამ არგუმენტს და ამბობს, რომ თუკი ფულის გაცვლა[22] დასაგმობია და მევახშეობა – ცუდი, ფულის ცვლილება უარესია. ორემის დასაბუთება ისაა, რომ მევახშესა და მის კლიენტს შორის შეთანხმება მათ თავისუფალ ნებაზეა დაფუძნებული, ხოლო ზედმეტი თანხა, რომელსაც კლიენტი მევახშეს უხდის – მათ შორის დადებულ ნებაყოფლობითი კონტრაქტის შედეგია[23]. ამავე დროს, ხელისუფლის მიერ მონეტის დეგრადაცია მისი ქვეშევრდომების ნების საწინააღმდეგოა და, ამდენად, მევახშეობის მსგავსად არაბუნებრივი და მასზე უარესი. გამომდინარე იქიდან, რომ მეფე ჟანი, როგორც ვნახეთ, ხშირად მიმართავდა ფულის გაკეთების ამ გზას, ორემი საკმაოდ რისკავს, როდესაც ამ თავს ასრულებს სიტყვებით „ვეჭვობ, ხომ არ უნდა დაერქვას ამას [ფულის დეგრადაციას] ძარცვა ძალადობის თანხლებით ან თაღლითური გამოძალვა.“ ორემი სრულად არ გამორიცხავს ფულის ცვლილების საჭიროებას – მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ცვლილება მოხდეს მხოლოდ საზოგადოების და არა ხელისუფლის საჭიროებებიდან და თანხმობიდან გამომდინარე, რადგან ფული, როგორც უკვე ითქვა, ეკუთვნის საზოგადოებას და მხოლოდ მას. ასეთ საჭიროებად მას აქტუალური მაგალითი მოჰყავს – ომი ან ხელისუფლის გამოსყიდვა ტყვეობიდან[24]. მნიშვნელოვანია, რომ თუკი მთლიანად საზოგადოება თანხმდება ასეთ ცვლილებაზე – ის მთლიანად იღებს საკუთარ თავზე შედეგს და ვერავინ, ვერც სასულიერო პირი და ვერც დიდგვაროვანი დააღწევს თავს „საფასურის გადახდას“, განსხვავებით იმ შემთხვევებისგან, როდესაც, მაგალითად, ომისთვის საჭირო ფულის შეგროვება გადასახადების დაკისრებით ხდება და შესაძლებელია, საკუთარი პრივილეგიების გამოყენებით გადასახადების გადახდისგან თავის არიდება. მისთვის ფულის ცვლილება უნივერსალურია – და სწორედ ამიტომ ყველა უნდა იყოს თანახმა ასეთი ნაბიჯის გადადგმაზე. ტრაქტატის ბოლო თავებს ორემი უთმობს გაფრთხილებას: ფულის დეგრადაცია ტირანიის ტოლფასია, ხოლო ტირანი, ხელისუფალი, რომლისთვისაც საკუთარი კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ქვეშევრდომებისა, დიდხანს ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას; ქვეყანა კი, რომელსაც ტირანი მართავს – განადგურდება. მისთვის ჭეშმარიტი მეფე ის ხელისუფალია, რომელიც ყოველ თავის ქვეშევრდომზე დიდი და ძლიერია, მაგრამ უფრო სუსტი და ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოება მთლიანად. ბოლო, 26-ე თავში, სადაც ის აცხადებს, რომ ფულის დეგრადაცია პატიოსნების შემლახველია არამხოლოდ ხელისუფლისთვის, არამედ მისი შთამომავლობისთვისაც, ის პირველად ახსენებს ფრანგებს, ამბობს რა „უფალმა დაგვიფაროს იმისგან, რომ ფრანგთა თავისუფალი გულები ისე გადაგვარდეს, რომ ისინი [ფრანგები] ნებით გახდნენ მონები; ამდენად, ფრანგების თავზე მოხვეული მონობა დიდხანს ვერ გასტანს“. მისთვის ფულის დეგრადაცია ტოლფასია ტირანიის, ტირანია კი, მონობის თავზე მოხვევის. ამიტომ ის, ვინც ფულის დეგრადაციას მიჰყოფს ხელს, ქვეყანას საფრთხის წინაშე აყენებს. მთლიანობაში, ორემის ტრაქტატი ერთ კითხვას უპასუხოდ ტოვებს. როგორც ვნახეთ, ის ასკვნის, რომ სუვერენს უნდა შეეზღუდოს შესაძლებლობა ცვალოს ფული მისი სურვილისამებრ და ეს შესაძლებლობა მხოლოდ საზოგადოებას უნდა გააჩნდეს. ამ შესაძლებლობის დაშვებაც კი გულისხმობს გარკვეულ მოქნილობას „მონეტარულ პოლიტიკაში“ – თუკი ქვეყანაში ფულის დეფიციტი იქმნება, უნდა არსებობდეს ამ პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა. ვიღაცას და რაღაცნაირად უნდა შეეძლოს ფულის მიწოდების ცვლილება – მაგრამ ვის და როგორ[25]? – ამაზე ორემი დუმს. და არა მხოლოდ ორემი – ცენტრალური ბანკების შექმნამდე, რომლებიც, იდეალურ ვარიანტში, საზოგადოების წარმომადგენლები არიან, ამ ფუნქციის შესრულება არ ყოფილა ვინმეზე დაკისრებული. ორემი, სავარაუდოდ, არ ყოფილა პირველი მოაზროვნე, რომელიც ხელისუფლის აბსოლუტური ძალაუფლების შეზღუდვაზე წერდა. არც პირველი იყო, ვინც ამ კონტექსტში ფულს და მის დეგრადაციას განიხილავდა. მაგრამ ის პირველი იყო, ვინც დეტალურად განიხილა კავშირი ფულს, ხელისუფალსა და საზოგადოებას შორის; პირველი, ვისთვისაც ფული იყო ინსტრუმენტი, რომელიც ხელისუფალსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის შესწავლაში დაეხმარა; პირველი, რომელიც დაფიქრდა მონეტარული პოლიტიკის რაობაზე (თუნდაც ეს ტერმინი არ ეხსენებინოს); პირველი, რომელმაც მონეტარული სისტემა განიხილა, როგორც ეროვნული ინტერესის საგანი. მას, შესაძლოა, წმინდა ეკონომიკური არგუმენტი ბევრი არ აქვს, მაგრამ ის მნიშვნელობა, რომელსაც ის ანიჭებს მონეტარულ სისტემას და დასკვნა, რომ ეს უკანასკნელი არ უნდა იყოს შემოსავლის წყარო არც ერთი ცალკე აღებული, რაგინდ დიდი ძალაუფლების მქონე ადამიანისთვის – ეს არის ის, რის გამოც ორემი ყოველთვის იქნება ეკონომიკის ისტორიის სათავეებში. და ის ფაქტი, რომ შარლ მეხუთის დროს მონეტარული სისტემა სტაბილური იყო და მეფეს ფულის დეგრადაცია არ უცდია – ორემის საუკეთესო აღიარებაა. [1] ბურიდანის და ორემის დროს ქაღალდი უკვე მეტ-ნაკლებად ფართოდ გამოიყენებოდა ევროპაში (ფაბრიანოში, იტალიაში, მეცამეტე საუკუნის ბოლოსკენ, წელიწადში მილიონობით ფურცელი იწარმოებოდა), თუმცა ეტრატი უფრო ლამაზად ჟღერს. თან, დღესაც კი, ბრიტანეთში საკანონმდებლო აქტები ინახება ეტრატზე. [2] აქვინელი არ ყოფილა პირველი ადამიანი ქრისტიანულ სამყაროში, ვინც ამას ეცადა. დაახლოებით საუკუნე ნახევრით ადრე პიერ აბელარმა სცადა არისტოტელეს რაციონალიზმი შემოეტანა თეოლოგიაში, მაგრამ, როგორც ჩანს, იმდროინდელი ევროპისთვის ეს ნაადრევი იყო და, საბოლოო ჯამში, ის მწვალებლად შერაცხეს. ჩემი აზრით, აბელარი თავისი დროის ყველაზე საინტერესო მოაზროვნე იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეკონომიკაზე არაფერი დაუწერია. [3] ძირძველი ტრადიციაა, ყოველთვის სახელით მოხსენიების მაგივრად, დროდადრო, დაბადების ადგილით მოვიხსენიოთ. აქვინელი, საერთოდ, მხოლოდ ფილოსოფოსს ეძახდა. [4] ამ ტრადიციაში საპატიო ადგილს იკავებს მიკოლაი კოპერნიკი, საკუთარი ტრაქტატით ფულის შესახებ (Monetae cudendae ratio, 1517-1528). სამწუხაროდ, ტრაქტატის ჩემთვის ხელმისაწვდომი ვერსია (ანუ, ინგლისური, ქართული ან რუსული თარგმანი) ვერ მოვიძიე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნამდვილად ცალკე პოსტს დაიმსახურებდა, როგორც ეკონომისტი. [5] თუმცა ტექსტში მრავლადაა არისტოტელეს ხსენება და ციტატები. [6] თომა აქვინელის მეტსახელი, ანგელოზური დოქტორი, არ ჟღერს ქართულად მაინცდამაინც ლამაზად, არა და მინდოდა, ჩამეკვეხებინა. [7] იმის განხილვა, თუ რით განსხვავდებოდა აქვინელის, ბურიდანის და სხვა სქოლასტების წარმოდგენა ფულის შესახებ ორემის იდეებისგან, შორს წაგვიყვანს. ამ მოსაზრებების მოკლე მიმოხილვა აქვს, მაგალითად, ანდრე ლაპიდუსს (Lapidus, 1997) ან ადამ ვუდჰაუსს (Woodhouse, 2017). [8] ორემის ტრაქტატის ქართული თარგმანი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არ არსებობს. ამდენად, ყველა ციტატა ჩემი თარგმნილია ჩარლზ ჯონსონის ინგლისური თარგმანიდან (Oresme/Johnson, 1956). აქვე აღვნიშნავ, რომ ლათინურ სიტყვას princeps, რომელსაც ჯონსონი თარგმნის, როგორც prince, მე ვთარგმნი როგორც „ხელისუფალი“, მიუხედავად იმისა, რომ მაკიაველის ამ სახელწოდების ტრაქტატი ხშირად ითარგმნება, როგორც „მთავარი“. [9] ლათინურად – omnes prudentes; ორემისთვის სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა ამ ტერმინის დეგრადაცია 21-ე საუკუნის საქართველოში… [10] რომელიც, ეკონომიკის საფუძვლების დღევანდელი სახელმძღვანელოების მსგავსად, ცდება. [11] ეკონომისტების ენაზე რომ ვთქვათ, ორემი ამბობს, რომ ეკონომიკა საკმარისად მონეტიზებული უნდა იყოს. [12] ამაში ის ოვიდიუსის „ფასტებს“ ეყრდნობა. [13] ორემი, იმ დროისთვის პოლიტკორექტულად, ამატებს „თუ ის მონა არაა“ [14] ორემი ერთ გადასახდელში აერთიანებს წინა პოსტში ნახსენებ სენიორაჟსა და ბრასაჟს [15] უნდა ითქვას, რომ ორემი განასხვავებს წინა პოსტში ნახსენებ აგრესიულ და თავდაცვით დეგრადაციებს და უკანასკნელის შემთხვევაში დასაშვებად მიიჩნევს მას. მაგრამ არასდროს – მხოლოდ ხელისუფლის ნებით. [16] სიტყვა ტირანია ტრაქტატში პირველად სწორედ აქ გვხვდება (თავი X); ორემი მას კიდევ ბევრჯერ გამოიყენებს. [17] საინტერესოა, რომ ორემის იდეაა, თუკი მონეტა იჭრება არა სუფთა ლითონისგან, არამედ შენადნობისგან, რომ რაიმე საჯარო ადგილას/ადგილებში ინახებოდეს ასეთი მონეტის ეტალონი (შენადნობის ხარისხისა და მონეტის წონის შესადარებლად), რათა აღიკვეთოს ხელისუფლისგან („უფალმა დაგვიფაროს“ ამატებს ორემი) ან ფულის მჭრელებისგან ფულის გაყალბების მცდელობა. [18] არსებობს მოსაზრება, რომ ორემმა ორი საუკუნით ადრე აღმოაჩინა გრიშემის კანონი – „ცუდი ფული განდევნის კარგს“. კონკრეტულად ეს მონაკვეთი უბრალოდ ოქროს ექსპორტს ეხება და არა იმას, რომ ორი ტიპის მონეტის – კარგის და ცუდის – მიმოქცევის შემთხვევაში, ადამიანები დაიწყებენ კარგი ფულის დაგროვებას და მიმოქცევაში მხოლოდ ცუდი ფული დარჩება. გრიშემის კანონი მართლაც გრიშემამდე იყო ფორმულირებული – ოღონდ კოპერნიკის მიერ. [19] ლათინურ ორიგინალში – ტუნიკა. [20] მცირე მთავრობის მომხრეებს [21] ის წერს „არსებული კანონები, წესები, ადათები თუ განკარგულებები, რომლებიც საზოგადოებაზე ახდენს გავლენას … არ უნდა შეიცვალოს აშკარა საჭიროების გარეშე“. ქვეყანაში ფულის მიმოქცევა და ღირებულება მისთვის ფიქსირებული კანონია. [22] იგივე „ვალუტჩიკობა“ [23] დიახ, ლიბერტარიანელებს უყვართ ორემი. [24] მოგეხსენებათ, იმ პერიოდში მძვინვარებდა ასწლიანი ომი, ხოლო მეფე ჟანი იმყოფებოდა ტყვეობაში ინგლისში და დოფინს დიდძალი გამოსასყიდის შეგროვება მოუწია. [25] ორემს მოჰყავს ციტატა ოსტგოთი ისტორიკოსის, კასიოდორუსის წიგნიდან, რომლის მიხედვითაც, მეფე თეოდორიხმა, როდესაც ასეთი პრობლემის წინაშე დადგა, ბრძანა საფლავებში „ჩატანებული“ ოქროსა და ვერცხლის ექსგუმაცია და მონეტების მოჭრა. საეჭვოა, რომ ორემი ამას მონეტარული პოლიტიკის რეკომენდაციად მიიჩნევდეს.
-
2. მონეტარული პოლიტიკა შუა საუკუნეებში მონეტარული მოვლენები სეისმოგრაფივითაა, რომელიც არა მხოლოდ არეგისტრირებს მიწისძვრებს, არამედ ზოგჯერ იწვევს კიდეც მათ. მარკ ბლოკი[1] ვიდრე ეკონომიკაში ორემის წვლილზე გადავიდოდით, უპრიანი მგონია, შუა საუკუნეების ფულის და მონეტარული მოწყობის მცირე მიმოხილვა შეგთავაზოთ. ამას ორი მიზეზი აქვს: პირველ რიგში, არასწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ ფულის მოჭრა შუა საუკუნეებში სრულიად სხვა პრინციპებითა და კანონზომიერებებით ხასიათდებოდა – ეკონომიკის კანონები მეტ-ნაკლებად უნივერსალურია[2]. მაგრამ, თუკი დეკრეტული ფულის[3] დღევანდელი სისტემა საკმაოდ ხისტ ჩარჩოშია მოქცეული[4] (იგივე შეიძლება ითქვას მის წინამორბედზე – დღეს უკვე მოძველებულ ოქროს სტანდარტზე), შუა საუკუნეებში „მონეტარული პოლიტიკა“ ხშირად დამოკიდებული იყო ხელისუფლის კაპრიზებზე. და მეორე: სწორედ ასეთი კაპრიზების შედეგია ორემის ტრაქტატი – მცდელობა დაარწმუნოს ხელისუფალი, რომ ფული და გადაწყვეტილებები მასთან დაკავშირებით მხოლოდ სუვერენს არ უნდა ეკუთვნოდეს. ამიტომ ორემის ტრაქტატის განხილვა მხოლოდ შუა საუკუნეების „მონეტარული პოლიტიკის“ ჭრილში არის შესაძლებელი[5]. რომის იმპერიაში[6], მისი არსებობის ბოლოსკენ, ფულის ძირითადი სახეობა იყო ოქროს სოლიდუსი, რომელიც კონსტანტინე დიდმა შემოიღო, და სხვადასხვა ტიპის სპილენძის ხურდა ფული[7], რომელთაგან მეხუთე საუკუნის შუისკენ შემორჩა ნუმუსი – 1/7200 სოლიდუსი[8]. საუკუნის ბოლოსკენ ზარაფხანებმა 40 ნუმუსიანი მონეტების – ფოლისების მოჭრა დაიწყეს, რომლებიც მალე გაცვლის ძირითადი საშუალებაც გახდა. მიუხედავად დასავლეთ რომის იმპერიის დაცემისა, ფულის მოჭრა არ შემწყდარა[9] და მეროვინგებიც და ვიზიგოთი მეფეები აგრძელებდნენ მონეტების მოჭრას[10]. ამასთან, დროთა განმავლობაში, ოქრო გავიდა ხმარებიდან და დაახლოებით 5 საუკუნის მანძილზე, 1250-იან წლებამდე[11], დასავლეთ ევროპის ფეოდალური სახელმწიფოები მხოლოდ ვერცხლის ფულს ჭრიდნენ[12]. ფრანკების იმპერატორის, კარლოს დიდის (შარლემანის) რეფორმის შედეგად ვერცხლის ერთი გირვანქა[13] დაიყო 20 სოლიდუსად; სოლიდუსი კი, თავის მხრივ გაუტოლდა ვერცხლის 12 დენარიუსს. სწორედ აქედან მოდის კავშირი: 1 გირვანქა = 20 შილინგი = 240 პენსი, რომელიც უცვლელი იყო არათუ მთელი შუა საუკუნეების მანძილზე, არამედ ნაპოლეონის 1795 წლის რეფორმებამდე[14], მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ წონის ერთეულთან ამ ფარდობებს, შესაძლოა, კავშირი აღარ ჰქონოდა. საბოლოო ჯამში, დასავლეთ ევროპაში ჩამოყალიბდა მონეტარული სისტემა, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა რომაულ-ბიზანტიურისგან და დაფუძნებული იყო ვერცხლის პენსზე/დენიეზე – დიდი ხნის მანძილზე მიმოქცევაში არსებულ ერთადერთ მონეტაზე. ნიკოლა ორემის ტრაქტატიც სწორედ ამ სისტემის ჩარჩოში არის მოქცეული. მაგრამ განსხვავება დღევანდელ და შუა საუკუნეების სისტემებს შორის არა მხოლოდ თვლის ფუძეშია (კელტურ-ბაბილონური 240 იქნება, თუ ნაპოლეონის 100 – ეს ხომ მხოლოდ ფორმალობაა). ის გაცილებით უფრო ძირეულია და მის აღსაქმელად საჭიროა, ორიოდე სიტყვა ფულის ფუნქციების შესახებ[15]. მაკროეკონომიკის საწყისების ნებისმიერ სახელმძღვანელოში მოყვანილია ფულის ძირითადი ფუნქციები: 1) გაცვლის საშუალება – ჩვენ ვიყენებთ ფულს საქონლის/მომსახურების საყიდლად; 2) ღირებულების სტანდარტი – ჩვენ აღვრიცხავთ სხვადასხვა ფასებს, ღირებულებებს, ხელფასებს, იჯარას, სარგებელს ფულის ერთეულებში; 3) დაგროვების საშუალება – ფული შეგვიძლია არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ ხვალინდელი ტრანზაქციებისთვის გამოვიყენოთ; და 4) გადავადებული გადახდის საშუალება – ჩვენ ვიყენებთ ფულს, როგორც კრედიტის/ვალის ინსტრუმენტს. დღეს, გარდა განსაკუთრებული, კრიზისული შემთხვევებისა[16], ის ფული, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობა იყენებს, ლარი იქნება, დოლარი, თუ ზლოტი, ოთხივე ფუნქციას ითავსებს[17]. მაგრამ შუა საუკუნეებში სიტუაცია განსხვავებული იყო – ცალკე იყო ფული, როგორც გაცვლის და დაგროვების საშუალება და ცალკე – როგორც აღრიცხვის ერთეული. შესაბამისად, ეკონომიკისა და ფულის ისტორიკოსები განასხვავებენ ფაქტობრივ მონეტებს, როგორც გაცვლის საშუალებას და ე.წ. აღრიცხვის ფულს (money of account)[18], რომელიც, თითქმის ექსკლუზიურად, ბუღალტრული მიზნებისთვის გამოიყენებოდა. ფინანსური ტრანზაქციების უმეტესობა სწორედ აღრიცხვის ფულის ერთეულებში განისაზღვრებოდა და გამოისახებოდა, მაშინ, როდესაც გადახდები მონეტებში (ან სხვა საშუალებით[19]) იწარმოებოდა. მეტიც, თავად ფიზიკური მონეტებიც განიხილებოდა, როგორც აღრიცხვის ფულის ერთეულებში გამოსახული საქონელი და, შესაბამისად, მათი ღირებულებაც, როგორც ნებისმიერი სხვა საქონლისა, მერყევი იყო. აღრიცხვის ფული საჭირო იყო იმიტომ, რომ სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა მონეტებს ჭრიდნენ და, ვაჭრობის განვითარებასა და, განსაკუთრებით, ბაზრობების პოპულარიზაციასთან ერთად, საჭირო გახდა რაღაც საერთო მნიშვნელი, ათვლის წერტილი, რომელიც ყველა მონეტას და ვალუტას გააერთიანებდა. მიუხედავად იმისა, რომ შარლემანის რეფორმა ამ მიზანს არ ითვალისწინებდა, ის იდეალური საერთო მნიშვნელი გახდა[20]. შედეგად შექმნილი სისტემის მარტივად აღწერა შემდეგნაირად შეიძლება: არსებობს აღრიცხვის ფულის ერთეული – ლივრი[21]. ის არ არსებობს ფიზიკური ფორმით და მხოლოდ ფასდადების/აღრიცხვის ინსტრუმენტს წარმოადგენს. ყველა ფასი, ანგარიში, ვალი, გადასახადი, ხელფასი – ყველაფერი აღირიცხება ლივრებში, მაგრამ გადახდა/ანაზღაურება წარმოებს ფულის ფიზიკურ ერთეულებში, მონეტებში[22]. ადამიანებისთვის ლივრი (და მისი 1/20 და 1/240) იყო უცვლელი, მიუხედავად იმისა, თუ როგორ შეიძლება შეცვლილიყო მასში გამოსახული საქონლის ან ძვირფასი ლითონების ფასი[23]. ამ სისტემის მუშაობისთვის საჭიროა „ოფიციალური განცხადება“, რომელიც დააკავშირებს ფულის ფიზიკური ერთეულის ღირებულებას და აღრიცხვის ფულს. მაგალითად, როდესაც პირველად მოიჭრა პრაღის გროში, ის გამოცხადდა ერთი სოლიდუსის/შილინგის ღირებულების მქონედ; ფლორენციული ფლორინი შეიქმნა, როგორც ლივრის მატერიალური ფორმა; და ა.შ. როდესაც ქალაქში/ქვეყანაში ბევრი სხვადასხვა ტიპის მონეტა ტრიალებდა, ადგილობრივი ზარაფხანები აწარმოებდნენ „კურსების“ გარკვეულ ნუსხას[24], სადაც თითოეულ მონეტას შეესაბამებოდა ლივრების/სუების/დენიეების[25] კონკრეტული რაოდენობა. შესაბამისად, ნებისმიერი ვაჭრისთვის საკმარისი იყო თავისი საქონლის ფასი დაეფიქსირებინა აბსტრაქტულ ლივრებში და კურსით მიეღო ნებისმიერი მონეტა[26], რომელსაც მყიდველი მიუტანდა. ამავე დროს, ყოველთვის არსებობდა ე.წ. გადაბმის (link) მონეტა – მიუხედავად იმისა, რომ ლივრი/გირვანქა და სუ/შილინგი პრაქტიკულად არასდროს არსებობდა ფიზიკური სახით, დენიე/პენსი იჭრებოდა და წარმოადგენდა ერთდროულად აღრიცხვის ფულის მატერიალურ ანალოგს და გაცვლის საშუალებას. რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერ მონეტარულ სისტემას, ამ სისტემასაც ჰქონდა ნაკლი. „ოფიციალური განცხადება“, რომელიც ზემოთ ვახსენე, როგორც წესი, მოდიოდა ხელისუფლისგან. და ხელისუფალს ყოველთვის ჰქონდა სტიმული (სულ ერთია – ვის ხარჯზე), მოგება ენახა. ამიტომ ხშირი იყო ე.წ. ფულის დეგრადაცია[27] – როდესაც ხელისუფალი ხელოვნურად ზრდიდა მონეტების ფასს ლივრებში. დავუშვათ, მეფემ ისესხა 5000 ლივრი, როდესაც ერთი ოქროს ფლორინი 5 ლივრს უტოლდებოდა. ვალის დაბრუნებისას მეფეს შეეძლო გამოეცხადებინა, რომ აწი ერთი ოქროს ფლორინი 10 ლივრი ღირს და 1000 ფლორინის ნაცვლად მხოლოდ 500 დაებრუნებინა. მაგრამ ეს მხოლოდ გამარტივებული ახსნაა იმისა, თუ როგორ მუშაობდა შუა საუკუნეებში მონეტარული პოლიტიკა. პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ზარაფხანები, როგორც წესი, ეკუთვნოდა ხელისუფალს, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, ადგენდა კონკრეტული მონეტასა და ვერცხლს შორის ოფიციალურ კურსს. ნებისმიერ ადამიანს შეეძლო მისვლა ზარაფხანაში ვერცხლის ზოდით, რომლისგანაც ზარაფხანაში მოუჭრიდნენ შესაბამისი რაოდენობის მონეტებს – 1 გირვანქა ვერცხლიდან[28] მოიჭრებოდა 240 ვერცხლის პენსი. რაიმე შეზღუდვა ზარაფხანაში ძვირფასი ლითონის მიტანაზე ვერცხლის მოსაჭრელად არ არსებობდა – ნებისმიერ ადამიანს შეეძლო მიეტანა ვერცხლი ნებისმიერი სახით – იქნებოდა ეს ზოდები, სამკაულები, ჭურჭელი თუ უცხოური მონეტები. ამასთან, ზარაფხანის მომსახურება უფასო არ ყოფილა – ლითონის მონეტებში გარდაქმნას სჭირდებოდა დრო, სამუშაო ძალა და, იმ შემთხვევაში, როდესაც მონეტა ვერცხლისა და სპილენძის/ბრინჯაოს შენადნობიდან იჭრებოდა – შესაბამისი ოდენობის აღნიშნული ლითონები. ამ ყველაფერში ზარაფხანა იღებდა ანაზღაურებას, რომელსაც ბრასაჟი[29] ეწოდებოდა. გარდა ამისა, მონეტის მოჭრა იბეგრებოდა გადასახადით – სენიორაჟით[30] – რომელიც ხელისუფლის შემოსავალს წარმოადგენდა. შესაბამისად ზარაფხანაში მიტანილი ლითონის ღირებულება მონეტებში ნაკლები იყო, ვიდრე ლითონის წონა, რაც, თითქოს, ამცირებდა ვერცხლის მონეტად გარდაქმნის სტიმულს, რადგან ვაჭრები ვერცხლის ნატეხებსაც მიიღებდნენ საქონლის საფასურად. მეორე მხრივ, ვაჭრებს ერჩივნათ მონეტების მიღება, რადგან მონეტები უკვე სტანდარტიზებული იყო და აწონვა/გადამოწმებას არ საჭიროებდა. ამიტომ მონეტები უფრო მაღლა ფასობდა, ვიდრე იმავე წონის ვერცხლის ნატეხი. ამ „ფასნამატს“ აჯიო[31] ერქვა. მთლიანობაში აჯიო უფრო მეტი იყო, ვიდრე ბრასაჟის და სენიორაჟის ჯამი, რაც აძლევდა კერძო პირებს სტიმულს მიეტანათ ლითონი ზარაფხანაში და მოეჭრათ მონეტები. როგორ შეეძლო ხელისუფალს მიეღო მოგება? თითქოს, ყველაზე მარტივი მეთოდი იყო სენიორაჟის გაზრდა[32] – გავზარდოთ მონეტის მოჭრის ღირებულება და გავისქელოთ ჯიბეები[33]. მაგრამ ეს მოუკლავდა მოსახლეობას სტიმულს წაეღო ვერცხლი ზარაფხანაში და ხელისუფლის შემოსავალი პირიქით, შემცირდებოდა. შესაბამისად, ერთადერთი გზა, რომ სენიორაჟიც გაზრდილიყო და მოსახლეობას არ შეეწყვიტა ფულის მოჭრა იყო მონეტების რაოდენობის ზრდა, რომლის მოჭრა იყო შესაძლებელი ლითონის ერთი გირვანქისგან. სწორედ ეს არის ფულის დეგრადაცია – ფულის ფიზიკურ ერთეულში ძვირფასი ლითონის წილის შემცირება. რა თქმა უნდა, ამას არა მხოლოდ ხელისუფლები აკეთებდნენ: ხანგრძლივი გამოყენებისას მონეტები თავისითაც ცვთებოდა; ხშირი იყო „მოკვნეტის“ (clipping) პრაქტიკა, როდესაც მონეტებს გვერდებიდან ცოტ-ცოტა ვერცხლს აკვნეტდნენ და, საკმარისი რაოდენობის შეგროვების მერე, ერთ ან რამდენიმე ახალ მონეტას იღებდნენ; ასევე იყენებდნენ მონეტების „გაოფლვას“ (sweating), როდესაც ბევრი მონეტა ერთად პატარა ტომსიკაში გროვდებოდა და ამ ტომსიკას აქტიური შენჯღრევის შედეგად, მონეტებს ლითონის ნაწილაკები ცილდებოდა, რომლებიც ტომსიკაში რჩებოდა; განსაკუთრებით გამჭრიახი თაღლითები მონეტებს მცირე ხნით აზოტმჟავაში „აბანავებდნენ“ და ა.შ. მაგრამ ჩვენთვის საინტერესო, სწორედ ხელისუფლის გადაწყვეტილებებია, რომლებიც მთლიანად ფულის და არა ცალკეული მონეტის ღირებულებას ცვლიდა. პირველ რიგში, დროთა განმავლობაში, ბუნებრივი ცვეთისა და ზემოხსენებული თაღლითობების შედეგად ძველი მონეტები ნელ-ნელა მასობრივად კარგავდნენ წონას და ამიტომ ყოფილა ე.წ. თავდაცვითი, „კარგი დეგრადაციის“ შემთხვევები, რომლებიც ახალი მონეტების წონასა და ძველი, გაცვეთილი მონეტების წონას უტოლებდა ერთმანეთს, რაკიღა მათი ნომინალური ღირებულება ერთი და იგივე იყო. მაგრამ ასეთ დეგრადაციასთან ერთად არსებობდა აგრესიული დეგრადაციაც – სწორედ ის, რომლის მაგალითიც რამდენიმე აბზაცის წინ მოვიყვანე. მარცხნივ: ედუარდ მესამის ნახევარპენსი (halfpenny); მარჯვნივ – ჰენრი მეექვსის ნახევარპენსი. კარგად ჩანს მონეტებიც ცვეთაც და „მოკვნეტაც“. ასევე, მცირე განსხვავება ზომებში (მეფეებს შორის ქრონოლოგიური განსხვავება დაახლოებით 1 საუკუნეა). წყარო: ავტორის პირადი კოლექცია აგრესიული დეგრადაცია, როგორც წესი, გამოიყენებოდა ომების დასაფინანსებლად და ამით განსაკუთრებით სცოდავდნენ საფრანგეთის მეფეები[34] – მეფე ჟან მეორის მეფობისას, სხვადასხვა მონაცემებით ლივრმა ღირებულება 86-ჯერ შეიცვალა (ხოლო 1350-1360 წლებში – 71-ჯერ), თან ორივე მიმართულებით. ასეთი მონეტარული პოლიტიკა, რბილად რომ ვთქვათ, დამაბნეველი იყო ყველასთვის. და სწორედ მის წინააღმდეგ გაილაშქრა ნიკოლა ორემმა თავის ტრაქტატში „De Moneta”, რომლის ხათრითაც დაიწერა ეს ჩანართი და რომელსაც მიეძღვნება შემდეგი პოსტი. [1] Bloch, Marc. Esquisse d’une histoire monétaire de l’Europe. Vol. 9. A. Colin, 1954, ციტირებულია Munro (2015)-ის მიხედვით. განსხვავებით ბევრი ისტორიკოსისგან, ბლოკი უშვებს ფულის „ავტონომურ როლს“, რომ ის შეიძლება იყოს სუბიექტი და არა მხოლოდ ობიექტი ისტორიული ცვლილებებისა. [2] უმეტესობა. ფულთან დაკავშირებულები მაინც. ნაწილობრივ. [3] როდესაც რაიმე მხოლოდ იმიტომ არის ფული, რომ ამას სახელმწიფოს დეკრეტი ან რაიმე სხვა საკანონმდებლო დოკუმენტი ადგენს და არა იმიტომ, რომ მას შინაგანი ღირებულება გააჩნია. [4] მიუხედავად ცენტრალური ბანკების დამოუკიდებლობისა და მათ განკარგულებაში არსებული დისკრეციისა. [5] რა თქმა უნდა, ორემის დასკვნების განზოგადება შესაძლებელია და აუცილებელიც კი. მხოლოდ თავისი დროის კონტექსტით რომ იყოს შემოფარგლული, ტრაქტატის მნიშვნელობა ეკონომიკური აზრის ისტორიისთვის გაცილებით ნაკლები იქნებოდა. მაგრამ მისი კონტექსტის გარეთ განხილვა არასწორია. [6] ეს არის შუა საუკუნეების ფულის ისტორიის ძალიან მოკლე და, ამდენად, ძალიან არასრული მიმოხილვა. საუკეთესო ნაშრომი ამ თემაზე (ჩემ ხელთ ჩავარდნილთა შორის) არის პიტერ სპაფორდის „ფული და მისი გამოყენება შუა საუკუნეების ევროპაში“ (Peter. Spufford „Money and its use in medieval Europe“ 1989). [7] ამ დეტალების განხილვა ნამდვილად შორს წაგვიყვანს, ყველაზე კარგი და დეტალური ინფორმაცია ამ პერიოდის რომის მონეტების შესახებს შეგიძლიათ ნახოთ ჰაროლდ მატინგლის 1946 წლის სტატიაში „რომის იმპერიის მონეტარული სისტემები დიოკლეტიანედან თეოდისიუს I-მდე“. [8] თუმცა, არც ეს ფარდობა იყო მუდმივი. [9] გარდა ბრიტანეთისა, სადაც დაახლოებით 200 წლის მანძილზე მონეტების მიმოქცევა სრულიად შეწყდა. [10] ზოგჯერ რომაელი და ბიზანტიელი იმპერატორების გამოსახულებებით და სახელებით. [11] 1252 წელს ოქროს მონეტები დაბრუნდა გენუაში (ჯენოვინო) და ფლორენციაში (ფლორინი). [12] იშვიათი და ერთჯერადი გამონაკლისების გარდა. [13] შარლემანმა გაზარდა გირვანქის წონაც, რომაულთან შედარებით, თუმცა, თუ რამდენს იწონიდა შარლემანის გირვანქა, ისტორიკოსები ვერ თანხმდებიან. ყველაზე ხშირად (ჩემთვის ხელმისაწვდომ წყაროებში) სახელდება 489.6 გ. [14] ინგლისში კი ეს ფარდობა არსებობდა 1971 წლის 15 თებერვლამდე – როდესაც გირვანქა სტერლინგი ათობით სისტემაზე გადავიდა. [15] ეს მონაკვეთი, ძირითადად, ეყრდნობა პიტერ სპაფორდის წიგნის მეორე დანართს და ლუიჯი ეინაუდის სტატიებს. [16] ქართული კუპონი, ზიმბაბვური დოლარი, ვენესუელური პესო. [17] ერთი, ფრიად საინტერესო გამონაკლისია, ჩილე. პოსტი ეკუთვნის, კი. [18] ლუიჯი ეინაუდი მას წარმოსახვით ფულს (moneta immaginaria) უწოდებს. [19] მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მონეტები არ იყო გაცვლის ერთადერთი საშუალება შუა საუკუნეებში. მიუხედავად გავრცელებული აზრისა, რომ გადახდის სისტემა ევოლუციურად განვითარდა და ფულმა მთლიანად შეცვალა ბარტერი, ბარტერი, როგორც გაცვლის საშუალება არსებობდა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ფულზე დაფუძნებული ტრანზაქციების პარალელურად. მეტიც, ბარტერული ტრანზაქციები შესაძლებელია აღრიცხულიყო ფულადი სახით, სწორედ ზემოხსენებული აღრიცხვის ფულის ერთეულებში. ეს არ ნიშნავდა, რომ თავად ტრანზაქცია ფულით მოხდა. ბარტერის პარალელურად ხშირი იყო კრედიტიც – თანხის მომავალში გადახდის დაპირება, რომელიც ფიქსირდებოდა ქაღალდზე ფორმალურად (ნოტარიულად) ან არაფორმალურად. ამის მაგალითები იყო: ე.წ. lettres de foire (ბაზრობის წერილები), როდესაც ვაჭარი ყიდულობდა საქონელს ერთ ბაზრობაზე და იძლეოდა დაპირებას გადაეხადა შემდეგზე (ქართულად – „პოსლეზე“); გაცვლის ანგარიშები (bills of exchange) – ვაჭრის დაპირება გადაიხადოს ნასესხები თანხა ან მიღებული საქონლის საფასური უფრო გვიანდელ დროს, სხვა ქალაქსა და სხვა ვალუტაში; და საბანკო ფული (moneta di banco), რომელიც გავრცელებული იყო იტალიაში და რომელიც წარმოადგენდა დავთრებში ასახულ დეპოზიტებს და მათი მეშვეობით ანგარიშიდან ანგარიშზე ფულის გადატანას, მისი ფიზიკური მოძრაობის გარეშე. [20] აღსანიშნავია, რომ აღრიცხვის ფულის შექმნა არ იყო რაიმე შეთანხმების ნაწილი – ასე გამოვიდა. [21] იგივე გირვანქა, ფუნტი, ლიბრა ან ლირა. ლივრზე შევჯერდეთ, რაკი, რაღაც ეტაპზე, ორემთან დაბრუნების იმედი მაქვს. [22] ნიშანდობლივია, რომ შუა საუკუნეებში არც ერთ მონეტას არ ჰქონდა დატანილი ნომინალის შესაბამისი რაიმე წარწერა – ის მხოლოდ დიზაინით/ზომით/ლითონით იცნობოდა ხოლმე. [23] ეს მნიშვნელოვანია – განსხვავებით ოქროს სტანდარტის მომხრეებისგან, შუა საუკუნეებში ადამიანებს ესმოდათ, რომ ოქრო უბრალოდ კიდევ ერთი საქონელია და არა ფულის იდეალი. [24] დღეს ბლუმბერგზე რომ შევდივართ კურსის სანახავად, ამის ანალოგი იყო. [25] გირვანქების/შილინგების/პენსების. [26] ეინაუდის აქვს არასრული ჩამონათვალი: ოქროს მონეტები – ფლორინები, დუკატები, ცეხინები, ანგელოსები, ნობლები, სოვერენები, ეკიუ, ლუიდორები, დუბლონები, გილდერები; ვერცხლის – დოლარები, თალერები, პიასტრები, ტესტონები, ვერცხლის ლუი და ა.შ.; სპილენძისა და ოქროს/ვერცხლის შენადნობის (ე.წ. ბილონის) მონეტები – ფართინგები, ობოლები, სტივერები, დუზენები, და ა.შ. [27] Debasement. მე არ შემხვედრია ამ თემაზე დაწერილი ქართული ნაშრომები და, შესაბამისად, არც ამ ტერმინის ქართული ვარიანტი. ვიკიპედიაზე მოცემული „დემონეტიზაცია“ აბსოლუტურად არასწორია და არ შეესაბამება ამ ტერმინის შინაარსს. ამიტომ, ამ პოსტის ფარგლებში, გამოვიყენებ სიტყვას „დეგრადაცია“. [28] მოთხოვნის შემთხვევაში, ზარაფხანები, ასევე, ჭრიდნენ ოქროს და სპილენძის მონეტებსაც, თუმცა განვმეორდები – ძირითად ლითონს ფულისთვის შუა საუკუნეებში წარმოადგენდა ვერცხლი. [29] Brassage [30] Seigniorage, ტერმინი, რომელიც დღესაც გამოიყენება მონეტარულ პოლიტიკაში. [31] Agio/aggio; სიტყვაზე, ვერცხლის 1-გრამიანი მონეტა იცვლებოდა 1.1 გრამ ვერცხლის ნატეხში. [32] სწორედ ასე იქცევიან დღეს ის ქვეყნები, რომლებშიც ცენტრალური ბანკი ფისკალურ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. [33] ხაზინა, მაგრამ ხელისუფლისთვის რა განსხვავებაა? [34] ინგლისის მონეტები დიდი ხნის მანძილზე საკმაო სტაბილურობით გამოირჩეოდა – სანამ ჰენრი მერვემ 9 წლის მანძილზე ათჯერ არ განახორციელა ფულის დეგრადაცია, რომელთაგან თითოეული დაახლოებით 30-40-ით აიაფებდა ფულს. 1541-1556 წლებში ინფლაციამ ინგლისში 123% შეადგინა.
-
1. ცხოვრება და მოღვაწეობა[1] როდესაც ეკონომიკის ან ეკონომიკური აზრის ისტორიის შესახებ დაწერილ წიგნებს გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ არც ეკონომისტებში და არც ისტორიკოსებში არსებობს შეთანხმება იმის თაობაზე, თუ ვინ იყო „პირველი ეკონომისტი“. ტრადიციულად (და, უნდა ითქვას, არასწორად), ეს პატივი ადამ სმითს ხვდება ხოლმე წილად, თუმცა არაერთი ალტერნატიული ვარიანტიც არსებობს. ხშირად ეს არის რიშარ/რიჩარდ კანტილიონი, ზოგჯერ – უილიამ პეტი, გვხვდებიან ფრანგებიც – კენე ან ტიურგო. თუმცა, თავი რომ დავანებოთ ისეთ ეგზოტიკურ არჩევანს, როგორიც არისტოტელეა (რომელიც წერდა პრაქტიკულად ყველაფერზე), ქრონოლოგიურად ყველაზე ადრინდელი „პირველი ეკონომისტი“ არის ნიკოლა ორემი. არისტოტელეს მსგავსად, ისიც პოლიმათი[2] იყო და თავის ტრაქტატებში მოიცვა იმ პერიოდისთვის არსებული მეცნიერებული ცოდნის ძირითადი ნაწილი, თუმცა, არისტოტელესგან განსხვავებით, მას ეკუთვნის ეკონომიკური საკითხისადმი ცალკე მიძღვნილი ნაშრომი და მეტიც, ამ ნაშრომში გაჟღერებული აზრები მნიშვნელოვნად უსწრებს მის დროს. ამიტომ, მგონი, რომ „პირველი ეკონომისტის“ წოდებას სწორად ნიკოლა ორემი იმსახურებს[3]. ნიკოლა ორემი. მინიატურა წიგნიდან Traité de l’espère, Bibliothèque Nationale, Paris, France, fonds français 565, fol. 1r. (წყარო – Wikimedia Commons) უნდა აღინიშნოს, რომ ორემი არამხოლოდ „პირველი ეკონომისტია“. გამომდინარე იქიდან, თუ რომელი მეცნიერების ისტორიას[4] ვეცნობით, მას მიეწერება ანალიტიკური გეომეტრიის შექმნა დეკარტამდე, თავისუფალი ვარდნის რაოდენობრივი თეორიის შექმნა გალილეიმდე, ჰელიოცენტრული სისტემის იდეის ჩამოყალიბება კოპერნიკამდე[5] და ქიმიურ ნაერთებსა და ელემენტებს შორის განსხვავების გააზრება თანამედროვე ქიმიის შექმნამდე რამდენიმე საუკუნით ადრე. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შეგვიძლია ამოვიკითხოთ ეს ყველაფერი მის ტრაქტატებში, ცხადია, რომ ნიკოლა ორემი უაღრესად საინტერესო მოაზროვნე იყო. ბიოგრაფიული ცნობები ორემის შესახებ მწირია. ითვლება, რომ ის დაიბადა 1320-25 წლებს შორის „ნორმანდიის ათენში“[6] – კანში (Caen) ან მის მახლობლად. მისი სახელი პირველად გვხვდება 1348 წელს, პარიზის უნივერსიტეტის ნავარის კოლეჯის თეოლოგიის სტუდენტთა სიაში, კერძოდ კი იმ წელს მიღებულ ექვს სტიპენდიანტთა[7] შორის. არ არის გამორიცხული, რომ მანამდე ორემს შვიდი წელი ესწავლა ამავე უნივერსიტეტში, თეოლოგიის შესასწავლად საჭირო წინაპირობების შესასრულებლად[8]. ყოველ შემთხვევაში, ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ მის მასწავლებელთა რიცხვში იყო ცნობილი ნომინალისტი, პარიზის უნივერსიტეტის რექტორი ჟან ბურიდანი[9], რომელიც ახსენებს კიდეც ორემს ერთ-ერთი თავის წიგნში. 1356 წელს ორემი ნავარის კოლეჯის დიდი მაგისტრი ხდება, ხოლო 1362 წელს ის კოლეჯს ტოვებს. იქ გატარებული 14[10] წლის მანძილზე ის გახდა პარიზის იმდროინდელი ინტელექტუალური ელიტის ნაწილი. მიუხედავად მნიშვნელოვანი ნაშრომებისა თეოლოგიაში, ის, პირველ რიგში, გამოირჩევა წვლილით საბუნებისმეტყველო ფილოსოფიაში. ის აქტიურად ურთიერთობს მეფე ჟან მეორის კარის „სელებრითი“ ინტელექტუალებთან, რომელთა შორის აღსანიშნავი ფილიპ დე ვიტრი, მუსიკალური მიმდინარეობის Ars Nova-ს ფუძემდებელი და გიიომ დე მაშო – პირველი კომპოზიტორი, რომელმაც მარტომ დაწერა პოლიფონიური მესა[11]. ამ პერიოდში მისი სახელი უკვე აქტიურად უკავშირდება დოფინის, საფრანგეთის ტახტის მემკვიდრის და მომავალი შარლ მეხუთის სახელს და ის ხშირად მასზე 15 წლით უმცროსი დოფინის ტუტორად მოიხსენიება[12]. 1356 წელს მეფე ჟანმა დაავალა ორემს[13] სწორედ შარლისთვის დაეწერა ის ნაშრომი, რომლის წყალობითაც ნორმანდიელი შეიძლება ჩაითვალოს პირველ ეკონომისტად – „ტრაქტატი ფულის საწყისების, ბუნების, კანონებისა და ცვლილებების შესახებ“[14]. ორემის სიახლოვე სამეფო კართან იმაშიც ჩანს, რომ 1360 წელს, ჯერ კიდევ ნავარის კოლეჯის დიდ მაგისტრად ყოფნის პერიოდში, დოფინმა გააგზავნა ის რუანის მუნიციპალიტეტისგან ფულის სასესხებლად[15]. პრინციპში, ის მწირი ინფორმაცია, რაც ორემის შესახებ გვაქვს, იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ სიცოცხლის ბოლომდე ის შარლისთვის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა და დოფინი, შემდგომში კი, მეფე, მას ბევრ რაღაცაში ეყრდნობოდა. ერთის გარდა: შარლი ახალგაზრდობიდან იყო და დარჩა ასტროლოგიის მოყვარული, ჰყავდა საკუთარი ასტროლოგი, რომელთანაც, ყოველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ, კონსულტაციებს მართავდა, დაუკვეთა არაერთი ასტროლოგიური ტრაქტატის თარგმანი[16] და თავისი ჯანმრთელობაც ასტროლოგ-ექიმს ანდო[17]. თავის მხრივ, ორემი ეწინააღმდეგებოდა ასტროლოგიას[18] – როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული კუთხით. პრაქტიკულობის მხრივ, მისთვის შეუსრულებელი ასტროლოგიური პროგნოზების ძალიან ბევრი მაგალითი არსებობდა. თეორიულად კი, ის შეუძლებლად მიიჩნევდა ციური სხეულების ფარდობითი მდგომარეობების ზუსტად გამოთვლას, რასაც ეყრდნობოდა ასტროლოგიური პროგნოზები. მიუხედავად ორემის მიერ ამ საკითხზე დაწერილი არაერთი წიგნისა, შარლი მაინც ასტროლოგიის ერთგული დარჩა[19]. კარზე კარიერასთან ერთად, წინ მიიწევდა ორემის საეკლესიო კარიერაც. 1362 წელს მან დატოვა ნავარის კოლეჯი და გახდა რუანის ღვთისმშობლის საკათედრო ეკლესიის კანონიკი და ამის პარალელურად, რამდენიმე თვის მერე, 1363 წლის თებერვალში პარიზის სენ-შაპელის კანონიკის პოსტიც დაიკავა. ეკლესიაში მის მაღალ სტატუსს მისი ავინიონში მგზავრობაც ადასტურებს, სადაც მან პაპ ურბან მეხუთის კარს[20] საშობაო ქადაგება წაუკითხა[21]. 1364 წელს, სამი კვირით ადრე, სანამ რეგენტი შარლი მეფე შარლი გახდებოდა, მან ორემი რუანის ღვთისმშობლის საკათედრო ეკლესიის დიაკვნად დანიშნა, რა პოსტზეც ნორმანდიელი 1377 წლამდე დარჩებოდა. ამ პერიოდის მანძილზე მან არაერთი წიგნი დაწერა და მეფის დავალებით თარგმნა არისტოტელეს ნაშრომები – „ეთიკა“, „პოლიტიკა“, „ზეცის შესახებ“ და „ფსევდო-ეკონომიკა“[22]. ამისთვის მას უწევდა პარიზში, მეფის ბიბლიოთეკაში ხანგრძლივი დროის გატარება, რითაც ტაძრის კანონიკები გაანაწყენა და მეფეს მათთვის ოფიციალური წერილის მოწერაც კი მოუწია, პროტესტის ჩასახშობად. მიუხედავად ამ არაეკლესიური საქმიანობისა, მისი ეკლესიური აქტივობაც დადებითად შეფასდა და 1377 წელს ის ხდება ლიზიოს[23] ოცდამეცამეტე ეპისკოპოსი და მეცხრამეტე გრაფი. ამ თავის ამპლუაში ის, ძირითადად, ადმინისტრაციული და თეოლოგიური საკითხებით იყო დაკავებული, რისი დასტურიცაა მრავალი საარქივო დოკუმენტი და 115 მოკლე ქადაგება ლიზიოს მრევლისთვის. 1380 წელს მისი დიდი ხნის მეგობარი და მფარველი მეფე შარლ მეხუთე გარდაიცვალა და ორემი პრაქტიკულად გაუსვლელად ბინავდება ლიზიოში. თუმცა, არც ისე დიდი ხნით – 1382 წლის 11 ივლისს „მეფის ეპისკოპოსი“ და დიდი მოაზროვნე შეუერთდა[24] თავის მეფეს. მისი საფლავი, სავარაუდოდ, საფრანგეთის რევოლუციას შეეწირა ისევე, როგორც მისი მოხსენიების დღე – 5 აგვისტო, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნებოდა 500-ზე მეტი წლის მანძილზე. [1] ბიოგრაფიული ცნობები, ძირითადად, ეყრდნობა ალბერტ დაგლას მენუტის შესავალს ორემის მიერ არისტოტელეს პოლიტიკის თარგმანისთვის, თუმცა სხვა წყაროებიც გამოვიყენე. [2] დღევანდელი ტერმინით – ყველაფერჩიკი [3] შემდეგი პოსტის გმირი, აბუ ზაიდ აბდ-არ-რაჰმან იბნ მუჰამად იბნ ხალდუნ ალ-ჰადრამი, შესაძლოა, ორემზე სამი წლით უფროსი ყოფილიყო, თუმცა მისი თხზულება „მუქადდიმა“ ორემის ტრაქტატზე დაახლოებით 20 წლით გვიან დაიწერა. [4] და ვის დაწერილ [5] საინტერესოა, რომ თავად კოპერნიკსაც, ორემის მსგავსად, აქვს ნაშრომი ფულზე [6] სხვათა შორის, ვეცადე მეპოვა მიზეზი ამ დასახელებისა და მხოლოდ ის ვნახე, რომ მნიშვნელოვანი ინტელექტუალური ცენტრი ყოფილა და ამიტომ შეურქმევიათ. [7] ე.წ. bursarii; ამ ფაქტის საფუძველზე მკვლევრები ფიქრობენ, რომ ორემი ღარიბი გლეხების ოჯახიდან იყო, რადგან ნავარის კოლეჯში მხოლოდ ის სტუდენტების სწავლობდნენ, ვისაც საკუთარი ხარჯების დაფარვა არ შეეძლოთ. [8] შუა საუკუნეების უნივერსიტეტის სტუდენტებს საკმაოდ გრძელი გზა ჰქონდათ გასავლელი საბოლოო მიზნამდე – დოქტორის ხარისხამდე. ეს გზა დიდად არ განსხვავდებოდა დღევანდელისგან – 6 წელი მაგისტრის წოდებამდე (აქედან – 3-4 ბაკალავრის წოდების მისაღებად) და კიდევ 7 წელი ან მეტი – დოქტორის ხარისხის მისაღებად. ამასთან, წარუმატებელი სტუდენტების წილი გაცილებით უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღეს – ბაკალავრიატსაც კი, ათი სტუდენტიდან 3-4 ამთავრებდა. [9] რომელიც დღეს, უმეტესწილად, ასოცირდება ბურიდანის ვირის სახელით ცნობილ პარადოქსთან. [10] ან 21 [11] ქრონოლოგიურად უფრო ადრეული მესები კომპილაციებს წარმოადგენს, დე მაშო პირველი იყო, ვინც საკუთარი მესები „დაბადა“. [12] გავლენიანი და მდიდარი ადამიანის ტუტორობა/მასწავლებლობა 4 საუკუნის მერე ადამ სმითსაც გამოადგება. [13] სხვა ვერსიებიც არსებობს: 1) ორემმა თავად დაწერა ეს ტრაქტატი, ფილიპე მეექვსისა და ჟან მეორის მიერ ფულის გაუფასურების კრიტიკის მიზნით; 2) მეფე ჟანმა სთხოვა ორემს ეპოვა გამოსავალი ფინანსური კრიზისიდან. საქმე იმაშია, რომ ტრაქტატის პირველი ვარიანტის დაწერის ზუსტი თარიღი უცნობია, ხოლო ჟანი 1356 წლის 19 სექტემბერს ტყვედ ჩავარდა, ახალგაზრდა შარლი კი რეგენტი გახდა. [14] Tractatus de origine, natura, iure, et mutacionibus monetarum; ყველა ციტატა ტრაქტატიდან ნათარგმნია ჩემ მიერ ტრაქტატის ინგლისური თარგმანიდან. არსებობს ტრაქტატის დასახელების კიდევ ორი ფორმულირება, რომელთაგან ერთ-ერთი პირდაპირ მიუთითებს მეფის როლზე ფულის მოჭრაში. ჩემ მიერ არჩეული ფორმულირება ყველაზე უფრო გავრცელებულია. [15] სავარაუდოდ, ეს უკავშირდებოდა იმ დროს ინგლისელთა ტყვედ მყოფი მეფე ჟანის გამოსასყიდის შეგროვებას; ორემის მნიშვნელობის ხაზგამსმელი კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელშიც ის ხელს აწერს, როგორც „მეფის მდივანი“ ამჟამად დაკარგულია, თუმცა მოხსენიებულია მეთვრამეტე საუკუნის წყაროებში. [16] მათ შორის, ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ორემს ძმას, გიიომს [17] ისიც უნდა ითქვას, რომ მეთოთხმეტე საუკუნეში, შეიძლება სჯობდა კიდეც, ასტროლოგს ემკურნალე, ვიდრე ექიმს. [18] ჭკვიანი კაცი იყო, ვერაფერს ვიტყვით. სამწუხაროა, რომ დღესაც ბევრს სჯერა ამ ფსევდომეცნიერების. [19] და, მიუხედავად ამ ერთგულებისა, მაინც შემორჩა ისტორიას, როგორც შარლ ბრძენი. რა გასაკვირია, მერწყული იყო. [20] მოგეხსენებათ, 1309-1376 წლებში, პაპების კარი იმყოფებოდა ე.წ. ბაბილონურ ტყვეობაში, ქალაქ ავინიონში. [21] საინტერესოა, რომ ამ ქადაგებით მას ნამდვილად არ მოუგია პაპის და მისი ამალის გული – მან დაიწყო ქადაგება ციტატით ესაია წინასწარმეტყველის წიგნიდან „მოეახლა მაცხოვარება ჩემი მოსლვად და წყალობაჲ ჩემი გამოჩინებად“ და მწვავედ გააკრიტიკა მომხვეჭელობა და კორუფცია ზოგადად და ეკლესიის წიაღში, მოუწოდა ეკლესიის იერარქებს განედევნათ მეკერმენი ტაძრიდან. დიდი სიწმინდით იმდროინდელი კათოლიკური ეკლესია არ გამოირჩეოდა და, ამდენად, ეს ორემის ბოლო ქადაგება იყო ავინიონში. სამაგიეროდ, ორი-საუკუნის მერე ინგლისელი და გერმანელი პროტესტანტები აქტიურად იყენებდნენ ამ ქადაგების ციტატებს (ცხადია, ავტორის მიუთითებლად) პაპებთან და კათოლიციზმთან ბრძოლაში. ჭეშმარიტად, შეუცნობელ არს გზანი უფლისანი. [22] ფსევდო იმიტომ, რომ დღეს ითვლება, რომ არისტოტელე ამ ნაშრომის ავტორი არაა. [23] ე.წ. ოჟის მიწის (Pays d’Auge) ცენტრი. [24] თვითონ ნამდვილად ასე სწამდა.
-
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 13 იანვარს გურიაში რელიგიურ ნიადაგზე „მუსლიმ და ქრისტიან თანამემამულეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას“ გამოეხმაურა და თქვა, რომ „არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოში სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეთა ერთობა და ღირსეული თანაცხოვრება, შემწყნარებლობა და ტოლერანტობა“. პრეზიდენტმა მომხდარს „სამწუხარო ფაქტი“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ „ვითარება უახლოეს დროში განიმუხტება“. „საქართველო ყოველთვის ამაყობდა თავისი რელიგიური მრავალფეროვნებით. ეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, მისი სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველი, რომელსაც ყოველთვის ვუფრთხილდებოდით“, – განაცხადა პრეზიდენტმა. „ჩვენს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება. რელიგიური მსახურებისა და რიტუალების ჩატარება ჩვენი მოქალაქეების უფლებაა და მათ ვერავინ შეუზღუდავს ამ უფლებას“, – დაამატა მან. ბუკნარის დაპირისპირებას გუშინ თბილისის მერი და ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი კახა კალაძეც გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს მოქალაქეების რელიგიური თუ ეთნიკური განსხვავებულობა არის სწორედ ჩვენი ქვეყნის უდიდესი სიმდიდრე და სიამაყე“. „საუკუნეების მანძილზე ერთად ვცხოვრობთ და ერთად ვქმნით ჩვენი ქვეყნის მომავალს სხვადასხვა რელიგიისა და ეთნოსის წარმომადგენლები და ეს მშვიდობიანი თანაცხოვრება არასდროს დადგება ეჭვქვეშ“, – თქვა დედაქალაქის მერმა. მისივე შეფასებით, „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“ არა მხოლოდ „კანონისა და კონსტიტუციის უგულვებელყოფა“, არამედ „საკუთარი წინაპრების შეურაცხყოფა და ქვეყნის მომავალზე უარის თქმა“ იქნება. მედიის ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში 12 იანვარს ადგილობრივებს შორის რელიგიურ ნიადაგზე მომხადარი დაპირისპირების დროს 3 მოქალაქე დაშავდა. ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიან თემებს შორის უთანხმოება თითქმის ერთი თვეა გრძელდება. ქრისტიანული თემის წარმომადგენლები სოფელში მეჩეთის მოწყობას ეწინააღმდეგებიან.
-
საქართველოს პირველი პირები, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, 7 იანვარს გამოეხმაურნენ ვაშინგტონში წინა დღეს განვითარებულ მოვლენებს, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ ჯო ბაიდენის მომდევნო პრეზიდენტად დამტკიცების ხელის შესაშლელად. „გუშინდელი დღის შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად, ძალადობის ფონზე, ამერიკულმა ინსტიტუტებმა შეძლეს თავისი ძლიერებისა და გამძლეობის დადასტურება“, განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ „საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად“. „კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა – მიუღებელი“, დაწერა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ Twitter-ზე. „ჩვენ გვჯერა შეერთებული შტატების დემოკრატიის ძალის“, დასძინა მან. 6 იანვარს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის საბოლოო შეჯამებას ხელი შეუშალა ძალადობრივმა პროცესმა, რომლის შედეგადაც კაპიტოლიუმში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაიცვალა ოთხი პირი. 7 იანვარს აშშ-ის კონგრესმა ჯო ბაიდენი ქვეყნის 46-ე პრეზიდენტად დაამტკიცა.
-
- საქართველოს
- პირველი
-
(and 5 more)
Tagged with: