Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ოფიციალური' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

Categories

  • Articles

Categories

  • Funny Quotes

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 4 results

  1. როდესაც ადამიანი ოფიციალურ ურთიერთობაში ხარ და პარალელურად გარშემო ყველას და ყველაფერს ეფლირტავები, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე თქვენი აზრით? მითუმეტეს როცა მეორე მხარეს მეგობრების ბიჭები და შენს პარტნიორთან საერთო მეგობრები არიან. ან მე დავბერდი ძააან და ნორმაა ეს და ან არ ვიცი, დამეხმარეთ გარკვევაში.
  2. ინფორმაცია ნადირობაზე ნადირობა დაიშვება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) - კანონით დადგენილ შემთხვევებში (სამონადირეო მეურნეობებში). გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა შესაძლებელია სამონადირეო მეურნეობების გარეთაც. ნადირობა აკრძალულია: ნადირობა აკრძალულია საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში. ნადირობა ასევე აკრძალულია სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე. აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი); სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა); სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი); სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი. ნადირობის აკრძალული მეთოდები: აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობისას: მცენარეული საფარის დაწვა; გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა; ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება; ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება; ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით; სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს. ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლების ასევე, სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების გამოყენება, ამ ფრინველის ფლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის მიმართულებით, ნადირობის სეზონის ფარგლებში, 24 საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ მთელი საქართველოს მასშტაბით. მოქალაქეებმა კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, უნდა მიმართონ სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს. ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით № ლათინური დასახელება / ქართული დასახელება / ვადები / გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები სახეობები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა 1. Anser anser რუხი ბატი 01.11 – 01.03 5 ცალი 2. Mareca strepera (Anas strepera) რუხი იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი 3. Anas crecca ჭიკვარა (სტვენია იხვი) 01.11 – 01.03 5 ცალი 4. Anas platyrhynchos გარეული იხვი 01.11 – 01.03 6 ცალი 5. Spatula querquedula (Anas querquedula) იხვინჯა (ჭახჭახა იხვი) 01.11 – 01.03 3 ცალი 6. Spatula clypeata (Anas clypeata) ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი 7 .Fulica atra მელოტა 01.11 – 01.03 6 ცალი 8 .Anas acuta კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი 9. Mareca penelope (Anas penelope) თეთრშუბლა იხვი 01.11 – 01.03 6 ცალი 10. Anser albifrons დიდი თეთრშუბლა ბატი 01.11 – 01.03 5 ცალი 11. Aythya ferina წითელთავა ყვინთია 01.11 – 01.03 3 ცალი 12. Aythya fuligula ქოჩორა ყვინთია 01.11 – 01.03 5 ცალი წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით, ნებადართულია მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე 1. Anser anser რუხი ბატი 10.09 – 31.12 3 ცალი 2. Mareca strepera (Anas strepera) რუხი იხვი 10.09 – 31.12 2 ცალი 3. Anas crecca ჭიკვარა (სტვენია იხვი) 10.09 – 31.12 3 ცალი 4. Anas platyrhynchos გარეული იხვი 10.09 – 31.12 5 ცალი 5. Spatula querquedula (Anas querquedula) იხვინჯა (ჭახჭახა იხვი) 10.09 – 31.12 2 ცალი 6. Spatula clypeata (Anas clypeata) ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი 10.09 – 31.12 2 ცალი 7. Fulica atra მელოტა 10.09 – 31.12 5 ცალი 8. Anas acuta კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი 10.09 – 31.12 2 ცალი 9. Mareca penelope (Anas penelope) თეთრშუბლა იხვი 10.09 – 31.12 3 ცალი 10. Anser albifrons დიდი თეთრშუბლა ბატი 10.09 – 31.12 3 ცალი 11. Aythya ferina წითელთავა ყვინთია 10.09 – 31.12 2 ცალი 12. Aythya fuligula ქოჩორა ყვინთია 10.09 – 31.12 3 ცალი სხვა ფრინველები 1 Scolopax rusticola ტყის ქათამი 01.10 – 01.03 5 ცალი 2 Gallinago gallinago ჩიბუხა აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი 3 Coturnix coturnix მწყერი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 20 ცალი 4 Columba palumbus ქედანი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი 5 Columba livia გარეული მტრედი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი 6 Columba oenas გულიო (გვიძინი) აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი 7 Streptopelia turtur ჩვეულებრივი გვრიტი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი 8 Crex crex ღალღა აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი 9 Lymnocryptes minimus ჩიბუხელა (გარშნეპი) აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის: ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033 წარმოადგენს 9 ნიშნიანი კოდის ბოლო ოთხ ციფრს, რომელიც უცვლელია (ერთი და იგივეა ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის _ ქალაქი, რაიონი). 9 ნიშნიანი კოდის პირველი ციფრი არის 3, რომელიც ასევე უცვლელია და ნიშნავს ამკრეფის კოდს, ამ შემთხვევაში არასაგადასახადო შემოსულობებს. ხოლო, შუა 4 ციფრი სხვადასხვაა იმ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისად (ქალაქი, მუნიციპალიტეტი), სადაც წარმოებს თანხის გადახდა. ზოგადად კოდი ასე გამოიყურება: 3 XXXX 3033. მაგალითად: თბილისისათვის ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდია: 3 0077 3033; ახმეტისათვის 3 0054 3033; რუსთავისათვის 3 0006 3033; ქუთაისისთვის 3 0018 3033, ლენტეხისათვის 3 0031 3033 და ა.შ. წყარო: გარემოს დაცვის სამინისტრო როცა განახლდება, მეც განვაახლებ
  3. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 21-23 იანვარს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს, სადაც იგი უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელს. დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, შარლ მიშელმა Twitter-ზე დაწერა, რომ „ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია“. მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა კოვიდ-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და „რეფორმების გაღრმავების“ საქმეში. თავის მხრივ, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ის მხარდაჭერა, რომელიც პანდემიის დაწყებისთანავე ევროკავშირისგან მივიღეთ ადასტურებს, რომ ამ გლობალური გამოწვევიდან საუკეთესო გამოსავალი სოლიდარობაა“. „ამავე სოლიდარობას ველით ვაქცინების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით“, – დასძინა მან. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეპ ბორელთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ის, რაც ჩვენ ახლა გვჭირდება, არის მეტი ჩართულობა ევროკავშირის მხრიდან კონფლიქტების მოგვარების საქმეში“. მისი თქმით, „ევროპასა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გვაძლიერებს“. თავის მხრივ, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური იუწყება, რომ ჟოზეპ ბორელმა და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საქართველოში არჩევნების შემდგომი ვითარების, პანდემიის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობის, ასევე ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ იმსჯელეს. „საქართველოს ესაჭიროება სრულფასოვნად მოქმედი, წარმომადგენლობითი პარლამენტი, რომელიც მოსახლეობის ნდობით ისარგებლებს და მტკიცედ იმოქმედებს, რათა სწრაფად დააღწიოს თავი კოვიდ-19-ის პანდემიას და უფრო ფართო რეფორმების დღის წესრიგი განახორციელოს, მათ შორის, სასამართლო სისტემაში“, – იტყობინება ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური ბორელის სიტყვებზე დაყრდნობით. ბრიუსელში ასევე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, დევიდ სასოლისთან, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, დევიდ მაკკალისტერთან, ბელგიის მეფე ფილიპთან და ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. წყარო: Civil.ge
  4. მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდზე stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად ქვეყანაში 66 ინფიცირებულია. პირველი 34 ინფიცირებულის შესახებ საჯარო ინფორმაციას შეგიძლიათ ამავე პოსტში გაეცნოთ: ფოტო: ნეტგაზეთი #1 – 26 თებერვალი, ირანიდან ჩამოსული 50 წლის მამაკაცი, შიდა კონტაქტი არ ქონია. 14 მარტს პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაწერეს. #2 – 28 თებერვალი, იტალიიდან ჩამოსული 31 წლის ქალი, ქონდა შიდა კონტაქტები, გავიდა სამსახურში (საქ. ბანკის ნაძალადევის ფილიალი). კონტაქტები გამოავლინეს და იზოლაციაში მოათავსეს. #3 – 29 თებერვალი, ირანიდან ჩამოსულ N1 ინფიცირებულთან ქონდა კონტაქტი ირანში, ასევე საზღვარზე გამოვლინდა და შიდა კონტაქტი არ ქონია. #4 , #5, #6, #7, #8 , #9 – კლასტერი (ერთი ჯგუფი), 5 მარტი, მოგზაურობდნენ იტალიაში და ვენის გავლით თბილისში ჩამოფრინდნენ 2 მარტს გამთენიისას. დეტალურად: #4 – 44 წლის მამაკაცი, პროფესიით ექიმი, ჩამოსვლიდან მეორე დღეს თავი ცუდად იგრძნო, თვითიზოლაციას მიმართა 2 დღე. ხოლო მას შემდეგ რაც უარესად გახდა, მიაკითხა ინფექციურს. ის დღემდე ყველაზე მძიმე პაციენტია. #5 – ფარმაცევტული კომპანია სს გეფა-ს საოპერაციო დირექტორი მიხეილ აბრამიძე. არ იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, დადიოდა სამსახურში, ჩაატარა შეხვედრები, იყო პანაშვიდზე და აშ. ჯერ-ჯერობით მის ანგარიშზე ვირუსის 5 დადასტურებული შიდა გადაცემაა. #6, #7, #8 , #9 – კლასტერის სხვა წევრები, რომლებსაც ასევე 5 მარტამდე ქონდათ შიდა კონტაქტები. #10 – 7 მარტი, პირველი შიდა, მეორეული ინფიცირება, ევექსის გენერალური დირექტორი ნიკა გამყრელიძე, ქონდა კონტაქტი #5-თან, ვისგადან გადედო და ვირუსის დადასტურებამდე ასევე ჰონდა შიდა კონტაქტები; #11 – 7 მარტი, შიდა ინფიცირება. მამაკაცი სს გეფა-ს თანამშრომელია, დაინფიცირდა #5 -ის მიერ სამუშაო შეხვედრაზე. გამოვლენამდე ქონდა შიდა კონტაქტები. #12 – 7 მარტი, დაფიქსირდა საჩხერეში. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის შვილი. კონტაქტი ქონდა ინფიცირებულ იტალიელთან, რომელმაც მალევე დატოვა ქვეყანა. #13 – 7 მარტი, ასევე შიდა ინფიცირება. ქალი სს გეფა-ს თანამშრომელია და ინსაიდერული ინფორმაციით, დაინფიცირდა თანამშრომლის, მიხეილ აბრამიძის (#5) ნაჩუქარი კანფეტით. ქალბატონს გამოვლენამდე ქონდა მრავალი შიდა კონტაქტი. #14 – 9 მარტი, შიდა ინფიცირება, დაინფიცირდა #5 -ის მიერ. გამოვლენამდე ქონდა შიდა კონტაქტები. მისმა მეუღლემ სოც, ქსელში დაწერა, რომ ოჯახი არის თვითიზოლაციაში. #15 – 9 მარტი, პაციენტი ჩამოფრინდა ესპანეთიდან, თუმცა ქონდა კონტაქტი იტალიელებთანაც. გამოვლენამდე არც ეს ადამიანი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. N16 – 10 მარტი, შიდა გადედება ისევ #5 ინფიცირებულისგან. როგორც პაციენტი აცხადებს, გასამრჯელო აიღო ბანკნოტებით, რის შედეგადაც დაინფიცირდა. როდესაც #5-ის კონტაქტებს იკვლევდნენ, სავარაუდოდ ეს პიროვნება გამორჩათ, რადგან ცნობილია, რომ ის ცუდად გახდომამდე არ იმყოფებოდა იზოლაციაში. #17, #18, #19, #20 – 10 მარტი, ოთხივე პიროვნება #2 ინფიცირებულთან ერთად მოგზაურობდა იტალიაში, ისინი 28 თებერვლის შემდეგ იზოლაციაში იყვნენ. ამ ადამიანებს 10 მარტამდეც ჩაუტარდათ ტესტი ვირუსზე, თუმცა უარყოფითი იყო; #21 – 10 მარტი, შიდა ინფიცირება, #20 ინფიცირებულის 12 წლის შვილია, რომელსაც მშობელმა იზოლაციამდე გადასდო; #22 – 10 მარტი, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, რომელიც #12 პაციენტის მამაა და 6 მარტიდან იყო თვითიზოლაციაში; #23 – 10 მარტი, მასზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ იმოგზაურა იტალიაში, გამოვლენამდე არ ყოფილა თვითიზოლაციაში და ახლა მკურნალობს დასავლეთ საქართველოში. #24 – 11 მარტს ვირუსი მხოლოდ #20 ინფიცირებულის 19 წლის შვილს დაუდასტურდა. ის გარკვეული პერიოდი იზოლაციაში იმყოფებოდა. #25 – 12 მარტი, ინფიცირებული #4 , #5, #6, #7, #8 , #9 – კლასტერს უკავშირდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. #26, #27, #28, #29 და #30 – პირდაპირ უკავშირდება იტალიას, კერძოს, #5 პაციენტს. ამ 5 პაციენტში ფიქსირდება მესამეული გადაცემაც, რადგან არიან ერთი ოჯახის წევრები. #31, #32, #33 – რისკ ჯგუფში შემავალ ქვეყანასთან დაკავშირებული ახალი კლასტერი. ერთ-ერთი იმყოფებოდა ბათუმში თვით-იზოლაციაში. მათთან არის კავშირში ასევე #34 შემთხვევაც. (ინფორმაცია განახლებადია, ბოლო განახლება 17 მარტი 17:04)