რაზე უნდა იყოს, ფაქტიურ მონაცემებზე თუ ხალხის გრძნობებზე?
აი მაგალითად, ყველა მოცემულ სიტუაციაში მგონი, ქალები თავს ბევრად უფრო ნაკლებად უსაფრთხოდ გრძნობენ ვიდრე კაცები.
ზოგ შემთხვევაში ისეთ სიტუაციაში სადაც კაცს სტატისტიკურად ვთქვათ ათჯერ უფრო მეტი შანსი აქვს რამენაირი ზიანის, ქალები მაინც უფრო მეტად საფრთხეში თვლიან თავს, სუბიექტურად. (და ამას აქვს კიდეც ბუნებრივი მიზეზები, მაგრამ გადავდოთ გვერდით ეს საკითხი)
თქვენი აზრით, მთავრობამ რა პოზიცია უნდა დაიჭიროს, დაიხარჯოს იქამდე სანამ ხალხის არსებითი ნაწილი სუბიექტურად თავს უსაფრთოდ არ იგრძნობს, თუ შეხედოს კვლევებს და თქვას რომ "თქვენი დიდი ხათრი გვაქვს მაგრამ ფაქტიური მონაცემებით ადეკვატურად უსაფრთხოდ ხართ და დალშე ჩვენი საქმე არ არის"?