Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'მოდის' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

Categories

  • Articles

Categories

  • Funny Quotes

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 3 results

  1. ზოგადად ყველა სოც. სტრუქტურა, რაც უფრო დიდი ხანია რაც არსებობს, მით უფრო ღრმად უჯდება . . . rot (ლპობა?). აიღეთ აკადემია, აიღეთ მედიცინა, დ.ა.შ. მოკლედ არაერთხელ დამმართნია ასეთი ამბავი რომ ადამიანს რაღაც ჭირს, მე ორი ღერი ბიოლოგია და მედიცინა ვიცი, ინტერესის გამო ჩავხედავ ხოლმე ანალიზებს, სიმპტომებს, დ.ა.შ. ხოდა ზოგჯერ არის უხარისხო დეტექტივის კითხვასავით, ერთი გადახედვით გასაგებია რაც ხდება, იმენა კლიშე სცენარები. ტრაგიკომედია მოდის ხოლმე როცა მე ვხედავ რა ხდება და რატომღაც ვერცერთი ექიმი ვერა. ვეუბნები პაციენტის სასტავს, ექიმს უთხარით, ამას მიაქციოს ყურადღება, აშკარა სიმპტომია, დაუნიშნოს X, რომელიც გაფუჭებით არაფერს გააფუჭებს მაგრამ მეორე მხრივ, თუ ჩემი ვარაუდი სწორია, შეიძლება მაგრად უშველოს. ნწ. ერთხელ მოხდა სულ რომ გაითვალისწინეს და შედეგიც დაიდო. სხვა შემთხვევებში შეიძლება კვირების მანძილზე მიდიოდეს უარესობისკენ ადამიანი და ბოლოს მოკვდეს. ცოცხალი თავით არ გაითვალისწინებენ რჩვას რომელსაც დაახლოებით "3 მარცვალი ყურძენი შეჭამოს" დონის რისკი სდევს თან. ხოდა ეგეთ დროს მესმის ხოლმე ამ სასტავის: შეიძლება ობიექტურად შიგ აქვთ მაგრამ განცდები ხომ რეალურია? შეიძლება მეც შიგ მაქვს, ხზ
  2. I want it, because it‘s trash / kids the silence kills the unknown / წარწერა ჩანთაზე ახლა, როცა ქართული მოდის კვირეული დასრულდა, ურიგო არ იქნებოდა გვეკითხა, რა არის თანამედროვე მოდა და რას ვეძებთ მასში ქართველები? მე-20 საუკუნის მაღალი წრის მოდა ორ მოვლენას აერთიანებდა: ქალს, როგორც სურვილის აბსოლუტურ ობიექტს და დიზაინს, რომელიც სრულიად თავისუფალი იყო ისტორიისგან. მოდის სფერო დასავლურ კულტურაში პირველი გათავისუფლდა როგორც დროისგან, ისე სივრცისგან და გლობალურ ინდუსტრიას გაუხსნა გზა. ამ ეკლექტურ ქაოსში მოდა ნიშნებამდე დავიდა, რითაც ექსტატური ქალის იმიჯი საბოლოოდ დასამარდა. თანამედროვე მოდელი ანდროიდი რობოტია, რომელიც სხვადასხვა სამომხმარებლო ნიშნებს ატარებს. მაგალითისთვის, “ნაიკის” და “ადიდასის” იმპერიები მთელ წარმოებას ნიშნებზე აწყობენ. ამ ბრენდებისთვის გემოვნება და ინდივიდუალობა ნაკლებადაა მნიშვნელოვანი. საკმარისია მათი ფლობა და მოხმარება, რომ თქვენ თამაშის მანიპულირებული მონაწილე ხდებით. მესიჯიც შესაფერისია: Just do it. ეს ტენდენცია სპორტული ტანსაცმლით არ მთავრდება. “ცივი ბავშვების” (cool kids) საყვარელი ტრენდები სრულიად თავდაყირა აყენებენ მოდის სამყაროს. იმისათვის, რომ ეს საკითხი კარგად გავიგოთ, საჭიროა კიდევ ერთხელ შევეხოთ მოდის მრავალფეროვან განმარტებებს. ალბათ სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მოდა, პირველ რიგში, ინდივიდუალურ ბუნებას უნდა გამოხატავდეს. დღეს მოდა გვესმის, როგორც დანამატი – რაღაც, რაც უნდა ატარო იმის მიხედვით, რა შაბლონებსაც გთავაზობენ, რაღაც, რითაც უნდა ამოგიცნონ და გაგშიფრონ. თუმცა ყოველი წარმატებული დიზაინერის მიღმა ერთი ნოსტალგიური შეკითხვა გაისმის: ხომ შეიძლებოდა მოდა ჩვენი სხეულის ნაწილი ყოფილიყო? ყველაზე კარგად ამ კითხვაზე პასუხს სხვადასხვა ეთნოგრაფიულ სამოსში ვხედავთ. აქ პიროვნება და მოდა სრულიად ერწყმის ერთმანეთს. ალბათ ცოტაა ის, ვინც ხვდება, თუ რამდენად ტრაგიკულია მოდაში პიროვნების გაქრობა. მათ შორის აუცილებლად უნდა მოვიხსენიოთ იაპონელი დიზაინერი, მოდის დინოზავრი, იოჯი იამამოტო. იამამოტოს ხელოვნება იაპონური ჰაეროვანი პოეტიკის და გლობალური ტრენდების ნაზავია. მისი კოლექციები ყოველთვის უცნაური მიმზიდველობით და ორაზროვნებით გამოირჩევიან. ის, რაც მათ გენიალურს ხდის, სწორედ ნიშნების იდუმალება და მათ მიღმა გამქრალი პერსონაჟებია. მისი კოლექციებიც ყოველთვის უცნაურად ეხმიანებიან ერთმანეთს, თუმცა ამ კავშირების გამოცნობა რთულია, ისინი ჩაკარგულები არიან იაპონური კულტურის სიღრმეში. მათზე წვდომა მომხმარებელს აღარ აქვს. რაც შეგვეხება ჩვენ, დღეს მხოლოდ გლობალურ ტენდენციებს ვბაძავთ და მოვიხმართ, რაც ცალსახად სასაცილო სიტუაციაში გვაყენებს. ჩვენი შემოქმედებითი არეალი ტრენდული ნიშნების მოხმარებას ვერ ცდება. ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად კი უცნაური, გაუგებარი და მიუწვდომელი სტილების შექმნას ვცდილობთ, რამაც თითქოს ხელახლა უნდა დაგვიბრუნოს გამოხატვის თავისუფლება. საკმარისია დააკვირდეთ მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულს, რომ ერთი მარტივი აზრი გაგიჩნდებათ: “ისინი აქ არ არიან”. ფორმებს, რომლებსაც ვქმნით, არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენს რეალობასთან. ისინი, რაღაც წარმოსახვითი ქვეყნის ალტერნატივებს გულისხმობენ, მაშინ როდესაც ის მეინსტრიმ კულტურაც არ გაგვაჩნია, რომლის ალტერნატივასაც ვქმნით. ისინი სრულიად სხვა ტიპის ყოველდღიურობის და კულტურის ნაწილები არიან. იგივე ითქმის ურბანულ სტილზეც. აქ საქმე კიდევ უფრო კომიკურად მოჩანს.???? ურბანული სამოსი პირდაპირ გულისხმობს ქალაქთან ინტერაქციას. მოათავსეთ უახლესი ქართული სტილები ქუჩის რომელიმე მონაკვეთში და იმწუთას სასაცილო ნარჩენებად იქცევიან. ჩვენში ყველაზე მოხმარებადი და პოპულარული სპორტული სტილიც კი არანაირ კავშირში არ არის ჩვენს რეალობასთან. სპორტული თვითგამოხატვა მასობრივ ფონზე ეკოლოგიას, სუბ. კულტურაში კი სტერილურობას უკავშირდება. ჩვენთან სპორტული იმიჯი კულტურული ნაგვის და ნარჩენის თავმომწონე აქსესუარია. ალბათ წარმოუდგენელია უფრო დიდი ირონია ყველაფრის მიმართ. ერთია, რომ ნიშნების მოხმარებით ან გაურკვეველი ალტერნატივების შექმნით საკუთარ თავს კომიკურ მდგომარეობაში ვიგდებთ, მეორე – ამ გზებით გამოხატვის თავისუფლებასაც სასაცილო, აბსურდულ მოვლენად ვაქცევთ. ჩვენთვის თავისუფლება ჯერ კიდევ სადღაც სხვაგან არსებულ, გაუგებარ და გაურკვეველ რეალობას ნიშნავს, რომელიც საკმარისია იყოს უცნაური და საწინააღმდეგო, მაგრამ რის? იმის, რაც არასდროს გვქონია? ასეთი მიდგომით, ალბათ ქართველები კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ თანამედროვე სამყაროსთვის ცინიზმის გარდა არაფრის მიცემა არ შეგვიძლია. ამ გარემოებას ბრწყინვალედ უსვამს ხაზს დემნა გვასალიას მოდური ტენდენციები, რომელიც დიზაინის ინდუსტრიას კომიკური ნიშნებით ამარაგებს. ერთია, კარგავდე საკუთარ რეალობას, თავისუფლებას და წარსულს, მეორეა, რომ საკუთარი თავის კარგვის მუდმივად აფიშირებით სასაცილო მდგომარეობაში იგდებდე თავს. ეს უნივერსალური პოზიციაა, ირონია საკუთარი თავის და ყველას გაქრობის მიმართ, რადგან ნიშნები და ალტერნატივები ჩვენ მაგივრად არსებობენ. როგორც ჩანს, ქართველებისთვის საკუთარი თავის ამოშლა ექსტაზის უკანასკნელი წყარო ხდება (და ამავდროულად ყველაზე ძლიერიც!). ეს ჰგავს ვარსკვლავის კვდომას, რომელიც სიკვდილისას ყველაზე დიდ ენერგიას ასხივებს. როდესაც ის ჩვენამდე მოაღწევს, მართალია, მას ვხედავთ, თუმცა ის შეიძლება დიდი ხნის მკვდარიც იყოს. ალბათ სწორედ ამიტომაც, წარმატებით ავითვისეთ თანამედროვე ინდუსტრიის კიდევ ერთი ფორმა – სინგულარი ანდროგინი ქალი. ქართველი მოდელი კიდევ უფრო მკვდარია, ვიდრე მკვდარი, ის ზედმეტად მკვდარია და ეს ზედმეტობა სასაცილო და საშიში კარნავალის მონაწილეებს გვხდის, რომელიც მთელი მოდის სცენას კატასტროფის თეატრალურ სივრცედ აქცევს. თუმცა ჩვენთვის უცხო არც კანიბალიზმი და ნეკროფილიაა. წინა თაობები ამ ტენდენციებს ეროვნული ღირებულებების დესაკრალიზაციით, მათი მკვლელობით და ეროვნულ გვამთან ნეკროფილურ დამოკიდებულებაში ყოფნით ამჟღავნებდნენ. ჩვენმა თაობამ ბევრად უფრო ნეიტრალური და დახვეწილი გზები აირჩია. ყველაფერი ეროვნული ჩვენთვის იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ საკუთარი საზრისის და შემოქმედების მკვლელობა ვარჩიეთ. ამ ტენდენციით წინა თაობებისგან ბევრად არაფრით განვსხვავდებით, შეიძლება ითქვას, რომ მათზე უარესებიც ვართ, რადგან ელემენტარული სასიცოცხლო ფორმების შექმნაც კი არ შეგვიძლია. თუმცა ვინ იცის? შეიძლება სიკვდილის ჭარბი წარმოებით, სხვა უფრო დიდი სიკვდილის დათრგუნვას ვცდილობთ, ეროვნული გვამის საბოლოოდ ჩამორეცხვას და მანათობელი ვარსკვლავისკენ სვლას? იქნებ სწორედ ამას გამოხატავდა სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ზამბახებით გაფორმებული ჩვენება? ცნობილია, რომ ძველი ბერძნები ზამბახებს ქალების საფლავებზე რგავდნენ, რათა ქალღმერთი ირისი მათ სამოთხისკენ გაძღოლოდა. თუკი ეს ასეა, მაშინ შეგვიძლია ეს ყველაფერი ერთ მარტივ, ლამაზ კითხვამდე დავიყვანოთ: ძვირფასო, რამდენად მკვდარი ხარ დღეს? ავტორი: დათო კოროშინაძე
  3. ტანსაცმლის წარმოებას საქართველოში უძველესი ისტორია აქვს. ქართული მოდა ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ორიგინალური სტილით. მან ბევრი ეტაპი გამოიარა. ძველად, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ხარისხიანი ნაჭრების შოვნა. მიუხედავად ამისა, ქართველი ქალები, განსაკუთრებით კი ბომონდის წარმომადგენლები მაინც ახერხებდნენ გემოვნებით ჩაცმას. მე-19 საუკუნის მიწურულს, თბილისი მრავალეროვანი ქალაქი იყო. აღმოსავლური და დასავლური კულტურის მოტივები ერთმანეთს ერწყმოდა, რამაც გავლენა ქართულ სამოსზეც მოახდინა. თუ მანამდე საქართველოში ძირითადად ადგილობრივად დამზადებული ქსოვილი გამოიყენებოდა, XIX საუკუნიდან მზა მასალის აქტიური იმპორტი დაიწყო, რამაც ადგილობრივ წარმოებას ხელი შეუშალა. უცხოური მზა ნაწარმის პირველი მომხმარებლები, ქალაქის მაღალი წოდების, ბომონდის წარმომადგენლები იყვნენ. ევროპული და რუსული ტანსაცმელი უფრო კომფორტული და ადვილად სახმარი იყო, ვიდრე ქართული, რომლის შეკერვაც, თავისი რთული შემადგენლობით, საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. ამიტომ, საქართველოში მოდის ახალი ტენდენცია დამკვიდრდა. ამ ყველაფერმა ჩვენს ქვეყანაში მოდური ტენდენციების განვითარებას შეუწყო ხელი. ხმარებიდან გაქრა შეიდიში, ახალუხი, ქოშები. ქართული თავსაბურავები შედარებით დიდხანს შემორჩა, შემდეგ ჩიხტიკოპი შლაპამ ჩაანაცვლა. ქართული ნაციონალური კაბები – ახალი მოდის კაბებმა, რომელიც დაახლოებით ისეთივე იყო, როგორიც იმ დროის გერმანიასა და საფრანგეთში ეცვათ.. მოდური ტანსაცმლის მკერავებს ,,მოდისტკებს’’ ეძახდნენ. მე–19 საუკუნის თბილისი ევროპულ ქვეყნებს დაემსგავსა, მაგრამ ქართული ჩაცმულობის ცალკეული ელემენტები თავის აქტუალობას არ კარგავდა და ტანსაცმელის მოსართავად გამოიყენებოდა. ქართული ხალხური ქსოვილებისათვის დამახასიათებელი იყო ფერადოვნება, ფერების კეთილშობილი შეხამება და თავისებური ორნამენტული მოტივები. ნაქარგი ფიგურები ძალიან მრავალფეროვანი იყო და მაღალ პროფესიონალურ დონეზე სრულდებოდა. უცხოელი მოგზაურები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ქართული ტანისამოსის ნახვისას. მათი შთაბეჭდილებების შესახებ, რამდენიმე ცნობა არსებობს… ესენი იყვნენ: იოსაფატ ბარბარო (ვენეციელი ვაჭარი, დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე), არქანჯელო ლამბერტი (იტალიელი მისიონერი, თეატინელთა ორდენის ბერი), ჟან შარდენი (ფრანგი იუველირი, ძვირფასი ქვებით მოვაჭრე და მოგზაური) და სხვები. საერთო ეროვნული ჩაცმულობის პარალელურად, ყველა კუთხეს მისთვის დამახასიათებელი, კოლორიტული სამოსი ჰქონდა. საქართველოს მთიანი რეგიონის სხვადასხვა კუთხის ტანსაცმელი რადიკალურად განსხვავდებოდა ბარის ტანსაცმლისაგან, რაც განსაკუთრებით ქალის ტანსაცმელში აისახებოდა, რადგან მამაკაცის ძირითად სამოსს ყველგან ტრადიციული ჩოხა-ახალუხი წარმოადგენდა. XX საუკუნის შუა წლებიდან, ქართული სამოსი ევროპული სტილის სამოსმა შეცვალა. ამ პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით ქალის ორნაწილიანი ჩასაცმელი, ზედატანი და ქვედატანი სარგებლობდა. ტრადიციული ტანსაცმლის ხმარებიდან ამოღების მიუხედავად, მისი გარკვეული ელემენტები თავს ახალი სტილის სამოსელში ინარჩუნებდა, რაც ძირითადად აქსესუარსა და თავის დაბურვის წესში გამოიხატებოდა. 60 – იან წლებში, მოდაში ხაბარდა შემოვიდა. 80 – იან წლებში კი ახალი სტილის, ე.წ. „კუდიანი კაბა“ გაჩნდა. კაბების გულის პირისა და სარტყელის დეკორი მცენარეული მოტივების მიხედვით ირთვებოდა. ქართული მოდის პირველი ცნობილი მხატვარი ალექსანდრე ახვლედიანი გახლდათ, რომელიც გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში გამოჩნდა. თბილისში მას უბრალოდ – საშა პარტნოის ეძახდნენ. საშა 1937 წლიდან, ქალაქის ყველაზე ცნობილი კუტურიე იყო და დედაქალაქში ჩამოსვლიდან, მალე გახდა რუსთაველის გამზირზე მდებარე „ვოლკოვების ატელიეს“ მთავარი ოსტატი. ის არამარტო ყოველდღიურ სამოსს, არამედ სასცენო კოსტიუმებსაც ქმნიდა. ერთხელ, ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი ლენინგრადში გაემგზავრა. ყველა საცეკვაო კოსტიუმი საშა პარტნოის მიერ იყო შექმნილი. კონცერტს ცნობილი ბალერინა, გალინა ულანოვა დაესწრო, რომელმაც აღფრთოვანება ვერ დამალა ქართული სამოსის ნახვისას. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, საშა პარტნოიმ ტანსაცმლის კერვა და მოდელირება პარიზში შეისწავლა. მასთან ქართული ელიტის წარმომადგენელი ქალბატონები იცვამდნენ. ამბობენ, რომ საშა ესკიზების შექმნის გარეშე ქმნიდა სამოსს. ქსოვილს მაგიდაზე გაშლიდა და ზედ საპნით ხატავდა თარგს, შემდეგ ჭრიდა, კერავდა და საოცარი სიზუსტით არგებდა ტანზე კლიენტებს. მას დამხმარეები ჰყავდა დაქირავებული, რომლებიც კაბებს ბისერებით რთავდნენ, ან ლამაზად ქარგავდნენ. მასთან ცნობილი ქართველი მსახიობებიც იცვამდნენ. მათ შორის ულამაზესი ნატო ვაჩნაძე. საშა პარტნოი პარალელურად ოპერაშიც მუშაობდა. ქართული მოდა დღესაც არ კარგავს აქტუალობას. თბილისის მოდის კვირეული გააშუქა Vogue.com, Vogue Italia, Marie Claire Italia, Grazia და სხვებმა. საამაყოა ის ფაქტი, რომ მსოფლიოში ძალიან ცნობილი ორი ფრანგული მოდის სახლს ქართველი დიზაინერები უდგანან სათავეში – დავიდ კომა Mugler-ში და დემნა გვასალია Balenciaga-ში. ჩვენი ქვეყნის ურთულესი ისტორიული პირობებისა და სხვადასხვა ქვეყნების ტენდენციების გავლენის მიუხედავად, ქართულმა მოდამ თავისი განვითარების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, საკუთარი ტრადიციების, მხატვრული ინდივიდუალობისა და ქართული ხასიათის შენარჩუნება მაინც შეძლო. თეა ინასარიძე ჟურნალი “ბომონდი”