Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'მილიონი' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 11 results

  1. კრიპტოვალუტის ბირჟამ Coinbase და ფიუჩერსების სავაჭრო კომისიამ (CFTC) მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ბირჟა 6.5 მილიონი დოლარის ჯარიმას გადაიხდის. შეთანხმებაში ნათქვამია, რომ CFTC-ისთვის ჯარიმის გადახდის შემდეგ, Coinbase-ს მოეხსნება ორი ბრალდება: 2016 წელს კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ 6 კვირის განმავლობაში სავაჭრო მოცულობის მონაცემების გაყალბება და პლატფორმა GDAX-ზე სავაჭრო საქმიანობის შესახებ მცდარი ინფორმაციის განთავსება. „2015 წლის იანვრიდან 2018 წლის სექტემბრამდე პერიოდში, ბირჟა Coinbase მის მიერ მართულ ელექტრონულ პლატფორმა GDAX-ზე ავრცელებდა ყალბ მონაცემებს, საეჭვო და არაზუსტ ანგარიშებს ციფრული აქტივების, მათ შორის ბიტკოინის ტრანზაქციების შესახებ.“- ნათქვამია ამერიკული მარეგულირებლის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ პლატფორმა GDAX განკუთვნილი იყო ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის. მოგვიანებით მას Coinbase Pro ეწოდა. GDAX-სა და პროექტ Hedger-ს შორის თანხების გადარიცხვა მიჩნეულ იქნა სავაჭრო მოცულობად, რაც CFTC-ის აზრით შეცდომაა. „CFTC- მა აღმოაჩინა, რომ 2016 წლის აგვისტოსა და სექტემბერში, ექვსი კვირის განმავლობაში Coinbase-ის თანამშრომელი BTC/LTC წყვილში ყიდვა-გაყიდვის შეკვეთების განსათავსებლად გარკვეულ მანიპულაციებს იყენებდა, რაც წყვილში ლიკვიდურობასა და სავაჭრო აქტიურობაზე არასწორ წარმოდგენას ქმნიდა. ყალბი გარიგებები დღიური სავაჭრო მოცულობის 0.62% დან 99% შეადგენდნენ. თანამშრომლის ამ ქმედებაზე პასუხისმგებლობას ჩვენ Coinbase-ს ვაკისრებთ.“- ნათქვამია განცხადებაში. ამასთან CFTC-ის კომისარმა, დოუნ სტამპმა (Dawn Stump) ხაზი გაუსვა, რომ ეს ცალკე გამოძიებაა და CFTC არ ახდენს Coinbase-ის რეგულირებას. შეგახსენბთ, რომ Coinbase საფონდო ბირჟა Nasdaq-ზე პირდაპირი ლისტინგისთვის ემზადება. წინასწარი შეფასებით კრიპტოვალუტის პლატფორმის ღირებულებად 943 მილიონი დოლარი დასახელდა. Nasdaq-ზე Coinbase-ის 115 მილიონი აქცია იქნება განთავსებული. წყარო: https://bits.media The post Coinbase ყალბი მონაცემების განთავსებისთვის 6.5 მილიონი დოლარით დაჯარიმდება appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  2. კრიპტოვალუტის ბირჟამ Coinbase და ფიუჩერსების სავაჭრო კომისიამ (CFTC) მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ბირჟა 6.5 მილიონი დოლარის ჯარიმას გადაიხდის. შეთანხმებაში ნათქვამია, რომ CFTC-ისთვის ჯარიმის გადახდის შემდეგ, Coinbase-ს მოეხსნება ორი ბრალდება: 2016 წელს კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ 6 კვირის განმავლობაში სავაჭრო მოცულობის მონაცემების გაყალბება და პლატფორმა GDAX-ზე სავაჭრო საქმიანობის შესახებ მცდარი ინფორმაციის განთავსება. „2015 წლის იანვრიდან 2018 წლის სექტემბრამდე პერიოდში, ბირჟა Coinbase მის მიერ მართულ ელექტრონულ პლატფორმა GDAX-ზე ავრცელებდა ყალბ მონაცემებს, საეჭვო და არაზუსტ ანგარიშებს ციფრული აქტივების, მათ შორის ბიტკოინის ტრანზაქციების შესახებ.“- ნათქვამია ამერიკული მარეგულირებლის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ პლატფორმა GDAX განკუთვნილი იყო ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის. მოგვიანებით მას Coinbase Pro ეწოდა. GDAX-სა და პროექტ Hedger-ს შორის თანხების გადარიცხვა მიჩნეულ იქნა სავაჭრო მოცულობად, რაც CFTC-ის აზრით შეცდომაა. „CFTC- მა აღმოაჩინა, რომ 2016 წლის აგვისტოსა და სექტემბერში, ექვსი კვირის განმავლობაში Coinbase-ის თანამშრომელი BTC/LTC წყვილში ყიდვა-გაყიდვის შეკვეთების განსათავსებლად გარკვეულ მანიპულაციებს იყენებდა, რაც წყვილში ლიკვიდურობასა და სავაჭრო აქტიურობაზე არასწორ წარმოდგენას ქმნიდა. ყალბი გარიგებები დღიური სავაჭრო მოცულობის 0.62% დან 99% შეადგენდნენ. თანამშრომლის ამ ქმედებაზე პასუხისმგებლობას ჩვენ Coinbase-ს ვაკისრებთ.“- ნათქვამია განცხადებაში. ამასთან CFTC-ის კომისარმა, დოუნ სტამპმა (Dawn Stump) ხაზი გაუსვა, რომ ეს ცალკე გამოძიებაა და CFTC არ ახდენს Coinbase-ის რეგულირებას. შეგახსენბთ, რომ Coinbase საფონდო ბირჟა Nasdaq-ზე პირდაპირი ლისტინგისთვის ემზადება. წინასწარი შეფასებით კრიპტოვალუტის პლატფორმის ღირებულებად 943 მილიონი დოლარი დასახელდა. Nasdaq-ზე Coinbase-ის 115 მილიონი აქცია იქნება განთავსებული. წყარო: https://bits.media The post Coinbase ყალბი მონაცემების განთავსებისთვის 6.5 მილიონი დოლარით დაჯარიმდება appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  3. FalconX–მა, კრიპტოვალუტის ბირჟამ, რომელიც ინსტიტუციონალურ ინვესტორებზე იყო ორიენტირებული, Tiger Global–ისა და B Capital Group– ისგან 50 მილიონი დოლარი მიიღო. დაფინანსების ახალ რაუნდში, ეს ორი კომპანია შეუერთდა Coinbase Ventures-ს, Accel-ს, FMR LLC-ს და სხვებს FalconX–ს მხარდაჭერაში. მიმდინარე დაფინანსების ეტაპები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზსს ციფრული აქტივების პოპულარობას. FalconX-ი არ აკონკრეტებს, თუ როგორ უნდა განაწილდეს შემოსული თანხები, მაგრამ თუ ის წინა საფონდო მოსაკრებლის განაწილების გზას გაჰყვება, სავარაუდოა, რომ აღნიშნული თანხები ბიზნესის განვითარების კუთხით დაიხარჯება. FalconX–მა 2020 წლის მაისში 17 მილიონი დოლარი გამოიმუშავა ბიზნეს სექტორის ზრდის რამდენიმე ინიციატივის დასაფინანსებლად, მათ შორის ახალი ინფრასტრუქტურის დასამატებლად და პროდუქტის შეთავაზების გაფართოების მიზნით. იმ პერიოდში, FalconX–მა მედიას განუცხადა, რომ იგი იყენებს მონაცემთა მეცნიერებას პროფესიონალური ინვესტორებისთვის უფრო კონკურენტუნარიანი სავაჭრო გარემოს შესაქმნელად. Tiger Capital-ის პარტნიორმა, სკოტ შლეიფერმა FalconX-ი აღწერა, როგორც პოტენციური ინდუსტრიის ლიდერი კრიპტოვალუტის სექტორში. FalconX-ი აცხადებს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში შემოსავალი 46-ჯერ გაიზარდა, რაც გამოწვეულია ინსტიტუციონალური ინვესტორების დაინტერესებით. The post კრიპტო პლატფორმა FalconX-მა დაფინანსების სახით 50 მილიონი დოლარი მიიღო appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  4. ეთერიუმის ბლოკჩეინზე ტოკენების გამომუშავების პლატფორმამ Roll ჰაკერების თავდასხმა განიცადა. ბოროტმოქმედებმა საცავებთან წვდომა და 5,7 მილიონი დოლარის ღირებულების ტოკენების გაყიდვა შეძლეს. The Block-ის ანალიტიკოსის, იგორ იგამბერდიევის მონაცემებით, ჰაკერებმა 5.7 დოლარის ღირებულების ETH მიიღეს, რის შემდეგაც თანხა Tornado Cash-ზე იქნა გადაგზავნილი. პლატფორმაზე წარმოებული ტოკენების ღირებულება 95-98%-ით დაეცა. „ჰაკერებმა ყველა მოპარული ტოკენი გაყიდეს, თუმცა ჯერ უცნობია აქვთ თუ არა მათ წვდომა Roll-ის ინფრასტრუქტურის სხვა კომპონენტებზე. ფაქტები ან საფულის გასაღების ქონაზე, ან ინსაიდერის მოქმედებაზე მეტყველებს.“- წერს ანალიტიკოსი ტვიტერზე. Roll-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს სისტემის გატეხვის ფაქტი და აღნიშნეს, რომ კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტები იძიებენ მომხდარ ინციდენტს. თვის დასაწყისში ჰაკერების სამიზნე პროექტი PAID Network გახდა. ჰაკერებმა პროექტის ადმინისტრაციული უფლებები მოიპოვეს და 160 მილიონი დოლარის ღირებულების ტოკენების გამოშვება შეძლეს. მათი ნაწილი გაიყიდა და ჰაკერებმა 2000 ETH-ის გამომუშავება შეძლეს. 1/5 Two hours ago, someone sold a huge amount of social tokens issued on Roll platform. As a result, an attacker earned almost 3k ETH ($5.7M), of which 700 have already been sent to Tornado Cash. Most of social token prices dumped as a result. pic.twitter.com/WmdMogBBnd — Igor Igamberdiev (@FrankResearcher) March 14, 2021 წყარო: https://www.theblockcrypto.com The post ჰაკერებმა Roll-ის პლატფორმიდან 5.7 მილიონი დოლარის ტოკენები გაიტანეს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  5. Kings of Leon-მა NFT-ით 2 მილიონი დოლარი მიიღო. 5 მარტს დაწყებული Kings of Leon-ის სიმბოლური აქცია მათი ახალი მუსიკალური ალბომის გამოშვებას ეძღვნებოდა. აქცია ასევე იყო ჯგუფის NFT-ების მიღების პირველი მცდელობა. NFT-ის მიღება წარმატებით დასრულდა და ჯგუფმა ამ პერიოდში 1,45-დან 2 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავა. შემოსული თანხის დიდი ნაწილი, შემოწრულობის სახით, Crew Nation Fund-ს გადაეცა. პროცესის დასრულებისას ზოგიერთი წყარო იტყობინებოდა, რომ შემოსული თანხა ორ მილიონზე ბევრად მეტიც კი იყო. აღსანიშნავია, რომ ჯგუფის მსმენელთა უმრავლესობა ეთერიუმ და NFT-ი ტექნოლოგიების ათვისების მხრივ ახალბედაა. შესაბამისად, პრობლემები შეიქმნა მოხმარების კუთხით, რის გამოც ბოლოს 24 საათით გახანგრძლივდა გაყიდვების საწყისი პერიოდი. ნაწილი თანხისა, დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი, Crew Nation Fund-ს გადაეცა, რომელიც პანდემიით დაზარალებული მუსიკალური ჯგუფების დასახმარებლად შეიქმნა. ამასთანავე, ჯგუფმა ოთხწლიანი შესვენების შემდეგ გამოუშვა ახალი ალბომი – When You See Yourself. The post მუსიკალურმა ჯგუფმა NFT-ით 2 მილიონი დოლარი მიიღო appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  6. დიდი ბრიტანეთის ინვესტორების 25%-მა ერთი მილიონი ფუნტი ბიტკოინში თანხის ინვესტიციით გამოიმუშავა. დიდი ბრიტანეთის ახალმა ფინანსურ-საინვესტიციო კრიპტოვალუტის გეგმამ წარმოშვა ახალი გამოკითხვების ჩატარების აუცლებლობა. ამჯერად The Great Cryptocurrency Report-მა ჩაატარა გამოკითხვა 2000-მდე ბრიტანელ ინვესტორს შორის და დააფიქსირა მათი დამოკიდებულება ციფრული ვალუტის მიმართ. გამოკითხულთა 25% ამაყობს რომ მათი არჩევანი ბიტკოინზე შეჩერდა, რადგანაც გასულ წელს მათ მთელი ქონების გაორმაგებული რაოდენობა დაიბრუნეს და ისე, რომ აქტივები თითქმის ხელუხლებლად შეინარჩუნეს. საუბარია დაახლოებით 1,4 მილიონ ფუნტზე, რომელიც ინვესტიციების მოგების სახით დაუბრუნდა მფლობელებს. გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 29% წახალისებულია ინვესტიციის ჩადებით, რადგან ბიტკოინის ფასის მატებასთან ერთად თანხის ჩადება უფრო და უფრო მომგებიანი საქმე ხდება. თუმცა კვლევის მეორე მხარე აჩვენებს, რომ გამოკითხულდა 31% აღარ აპირებს ბიტკოინში ინვესტციის განხორციელებას, რადგან გაზრდილი ფასების, გამო მათ შანსი უკვე ხელიდან გაუშვეს. კვლევაში ასევე ინვესტორების ფასების პროგნოზიც აისახა. გამოკითხულთაგან 31%-ის პროგნოზით, ბიტკოინის ფასი წელს 50,000 ფუნტ სტერლინგს მიაღწევს, ანუ 69,000 აშშ დოლარს. ინვესტორების 18% კი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ 2021 წელს ბიტკოინის ფასი 100.000 ფუნტზე დაფიქსირდება. The post კვლევა: ბრიტანელი ინვესტორების 25%-მა 1 მილიონი ფუნტი ბიტკოინით დააგროვა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  7. აქტივების მართვისა და დაზღვევის სფეროში ისრაელის უმსხვილესმა ფირმამ Altshuler Shaham, Grayscale Bitcoin Trust-ში (GBTC) 100 მილიონი დოლარი ჩადო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელის ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო კომპანიამ, რომლის განკარგულებაში დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის აქტივებია, Grayscale Bitcoin Trust-ში 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ინვესტირება გასული წლის მეორე ნახევარში მოხდა, როდესაც ბიტკოინის ფასი დაახლოებით 21000$-ს შეადგენდა. Grayscale Bitcoin Trust-ი 2013 წელს დაარსდა და წარმოადგენს მსოფლიოში ბიტკოინის უმსხვილეს ტრასტს , რომელიც ინვესტორებს პირველ კრიპტოვალუტასთან წვდომას სთავაზობს. ამჟამად Grayscale 42.1 მილიარდი დოლარის აქტივებს მართავს. წყაროს ცნობით, გარდა Grayscale-ის აქციების შეძენისა, Altushler-მა ისრაელში ზოგიერთი ICO-ს მიმართ ყურადღება ჯერ კიდევ 2017 წელს გამოიჩინა. „Altushler-ს აქვს ალტერნატიული აქტივების განყოფილება, რომელიც ეთერიუმისა და ბიტკოინის საფულეებს ფლობს. ის აქტიური იყო წარსულში და ახლა კვლავ ეცნობა ინდუსტრიას.“ როგორც ჩანს, Grayscale-ს შეეძლება მომხმარებელს მეტი ციფრული ვალუტის პროდუქტი შესთავაზოს. რამდენიმე დღის წინ, ETF მიმართულების განვითარებისთვის, კომპანიამ 9 ვაკანსია გამოაცხადა. ეს მეტყველებს კომპანიის გეგმებზე შექმნას კრიპტოვალუტის საბირჟო ფონდები. ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ Grayscale-მა Grayscale Bitcoin Trust-სა და Digital Large Cap Fund-ში (GDLC) ინვესტიციები შეაჩერა. სავარაუდოდ, ეს ზემოთხსენებული ფონდების აქციების კურსის ვარდნას უკავშირდება. წყარო: https://www.coindesk.com The post საინვესტიციო გიგანტმა Altshuler Shaham GBTC-ში 100 მილიონი დოლარი დააბანდა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  8. ბიჭიკო პაიკიის კომპანიამ 22 მილიონი მოიგო admin Mon, 03/08/2021 - 23:05 2017-2020 წლებში ბიჭიკო პაიკიძესთან დაკავშირებულმა ორმა კომპანიამ – “ჯორჯიან ენერჯიმ” და “ბიპი ტრანსმა” ჯამში 29 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს. ბიჭიკო პაიკიძის შვილის ერთი ნათლია სუს-ის მოქმედი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილია, ხოლო მეორე – სუს-ის უფროსის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, წარმოშობით ვანელები. 2016 წელს ბიჭიკო პაიკიძემ და მისი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა ქართულ ოცნებას ჯამში 72,000 ლარი შესწირეს. 2014 წელს პაიკიძის კომპანია “ჯორჯიან ენერჯი” RMG Gold-ის ქვეკონტრაქტორი იყო, რომელსაც კულტურის სამინისტრომ საყდრისის ძეგლის აფეთქების უფლება მისცა. ბიჭიკო პაიკიძე 2017 წლიდან “ქართული ოცნების” ვანის საკრებულოს დეპუტატია. დეპუტატობამდე და შემდეგაც მისი სახელი რამდენიმე კომპანიაში ფიქსირდებოდა, რომლებიც მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებს იგებდნენ. 2013 წელს დაარსებულ შპს “ჯორჯიან ენერჯიში” ბიჭიკო პაიკიძე სხვადასხვა დროს კომპანიის 25 და 50 პროცენტიან წილებს ფლობდა. Აღნიშნულ კომპანიას 2014 წლიდან 25 სახელმწიფო ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 6 ტენდერში გაიმარჯვა, რომელთა ჯამური ღირებულებაც თითქმის 7 მილიონი ლარია. Ყველა ამ შემთხვევაში შემსყიდველი სხვადასხვა სახელმწიფო ორგანო იყო, მაგ: რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხაშურის მუნიციპალიტეტი, GWP, თბილსერვის ჯგუფი. შპს ჯორჯიან ენერჯი 2014 წელს RMG Gold-ის ქვეკონტრაქტორ კომპანია იყო, რომელმაც 2014 წელს საყდრისის საბადო ააფეთქა. Მაშინ სწორედ ბიჭიკო პაიკიძე საუბრობდა ორივე კომპანიის – “არ ემ ჯი გოლდისა” და “ჯორჯიან ენერჯის” სახელით და აცხადებდა, რომ რეგიონში ადამიანებს მხოლოდ ეს კომპანიები ასაქმებდნენ და მათი საქმიანობისთვის, ანუ საყდრისის საბადოდან ოქროს მოპოვებისთვის, ხელი არავის უნდა შეეშალა. 2018 წლიდან მან კომპანიაში საკუთარი წილი ფორმალურად დათმო და სახელმწიფო ტენდერებში ოპერირება მის მიერ 2012 წელს დაარსებული კომპანია შპს B.P. TRANS-ით გააგრძელა, რომელსაც 2019 წლამდე არცერთ სახელმწიფო ტენდერში არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. 2019-20 წლებში ამ კომპანიამ 7 სახელმწიფო ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 4-ში გაიმარჯვა (ხოლო ერთში ისევ შპს ჯორჯიან ენერჯიმ გაიმარჯვა). Ამ 4 ტენდერით მან სახელმწიფოსგან ჯამში 22,005,115 ლარი უნდა მიიღოს. ნაწილობრივ შესრულებული სამუშაობისთვის ავანსის სახით მან უკვე მიიღო 4,223,454 ლარი. აღსანიშნავია ისიც, რომ შპს “ჯორჯიან ენერჯი” და შპს B.P. TRANS-ი ასრულებდა ნაპირსამაგრ სამუშაოებს, რომლებსაც სხვადასხვა საჯარო სამსახურები უკვეთავდნენ. 2020 წლის ინვისში შპს B.P. TRANS-მა გაიმარჯვა საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინსიტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ 24.5 მილიონიან ტენდერში, რომელიც ეხებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციას. ბიჭიკო პაიკიძის კომპანიამ 20,750,749ლარიანი შეთავაზებით გაიმარჯვა, იმ პირობებში როდესაც მას წარსულში გზების რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების არანაირი გამოცდილება არ ჰქონია. 2020 წლის ნოემბერში იგივე კომპანიამ იგივე შემსყიდველის მიერ გამოცხადებულ, შიდასახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაციის 1,325,000 ლარიან ტენდერში გაიმარჯვა. შპს B.P. TRANS-მა, მიმწოდებელს 988,988 ლარი შესთავაზა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბიჭიკო პაიკიძის შპს B.P. TRANS-ი მას შემდეგ იწყებს სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებას, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჯერ უფროსის მოადგილე, ხოლო შემდგომ სამსახურის უფროსი მისი შვილის ნათლია, გრიგოლ ლილუაშვილი ხდება (2019 წლის იანვარში იგი მოადგილედ დაინიშნა, ოქტომბერში კი უფროსი გახდა). Ასევე, მისი შვილის ნათლიაა სუს-ის უფროსის ამჟამინდელი მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილიც. საბოლოო ჯამში, ვანის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა და სუს-ის მაღალჩინოსნებთან დაახლოებულმა პირმა ბიჭიკო პაიკიძემ, მასთან დაკავშირებული 2 კომპანიით, 2017-2020 წლებში 28,920,954 ლარის სახელმწიფო ტენდერში გაიმარჯვა, საიდანაც 21,739,737 ლარი ისეთ სამუშაოებზე მოდის (გზების რეაბილიტაცია), რომლის შესრულების გამოცდილებაც წარსულში მის კომპანიას არ ჰქონია. Ამავე დროს, ის არის ქართული ოცნების ოფიციალური შემომწირველიც არის. 2016 წელს მას პარტიისთვის ოფიციალურად შეწირული აქვს 12,000 ლარი. Ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველია აგრეთვე მისი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი გიორგი კვაჩიძე, რომელმაც მმართველ პარტიას 2016 წელს 60,000 ლარი შესწირა. ბიჭიკო პაიკიძე დიდი გავლენით სარგებლობს ვანის მუნიციპალიტეტში, საიდანაც აგრეთვე წარმოშობით არიან მისი შვილის ნათლიები – სუს-ის უფროსი და მისი მოადგილე. Ამავე დროს, 2017 წლიდან ის არის ვანის საკრებულოს დეპუტატი მმართველი პარტიიდან და წინასაარჩევნო პერიოდში გამოირჩევა მმართველი პარტიის სასარგებლო აქტივობებით. Წყაროები: https://www.transparency.ge/politicaldo.../ge/donations/4869 - შემომწირველი შპს B.p. Trans - 400035118 Შპს ჯორჯიან ენერჯი - 400104070 http://vani.gov.ge/ - ვანის საკრებულოს წევრები https://www.my.gov.ge/ka-ge/services/6/service/179 - ბიზნესის რეესტრი https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge - შესყიდვების სააგენტო https://ssg.gov.ge/page/aboutus/head - სუს-ის უფროსები Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-03/158810229_2903207339954697_8560938170866462093_o.jpgმარტი 2021 2021 Author დავით მჟავანაძე
  9. დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტის პროექტი PAID Network 5 მარტს ჰაკერებმა გატეხეს. ჰაკერებმა სმარტ კონტრაქტის მართვა შეძლეს და 160 მილიონი დოლარის ღირებულების PAID-ის ტოკენები გამოუშვეს. PAID Network წარმოადგენს ეკოსისტემურ დეცენტრალიზებულ აპლიკაციას, რომელიც ბიზნესის ეფექტურობის გასაზრდელად სმარტ კონტრაქტების შესაძლებლობების გამოყენებას სთავაზობს. Etherscan-ის მონაცემებით, ჰაკერებმა PAID Network-ის სმარტ კონტრაქტში ადმინისტრაციული უფლებების მიღება შეძლეს და 59.7 მილიონი PAID-ის ტოკენები გამოუშვეს. მათგან დაახლოებით 2.5 მილიონის გაყიდვა დეცენტრალიზებული ბირჟის, Uniswap-ის, მეშვეობით 13 ტრანზაქციით მოხდა. გაყიდვის შედეგად ჰაკერებმა 2000 ETH-ის შემოსავალი მიიღეს, რაც მიმდინარე კურსით 3 მილიონ დოლარს აჭარბებს. PAID-ის ტოკენების საბაზრო ფასი 2.86$-ს შეადგენდა და გამოშვებული 59.7 მილიონი ტოკენის ღირებულება 159.3 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო. თუმცა, მას შემდეგ რაც ჰაკერებმა ტოკენების ნაწილი გაყიდეს, PAID-ის ტოკენის კურსი 88%-ით დაეცა და 0.32$ შეადგინა. ჰაკერების შემოტევამდე PAID-ის ტოკენების ლიკვიდურობა Uniswap-ის ბირჟაზე 3 მილიონ დოლარს შეადგენდა, შემდეგ კი 316 000$- მდე შემცირდა. მარტის დასაწყისში ჰაკერებმა ასევე გატეხეს DeFi-ის პროექტი Furucombo და პროტოკოლიდან 14 მილიონი დოლარის ღირებულების სხვადასხვა მონეტების გამოტანა მოახერხეს. წყარო: https://bits.media/ The post ჰაკერებმა PAID-ის პროტოკოლი გატეხეს და 160 მილიონი დოლარის ტოკენები გამოუშვეს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  10. ჰაკერებმა გატეხეს PAID პროტოკოლი და გამოუშვეს 160 მილიონი დოლარის ღირებულების ჟეტონები PAID Network, დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტის პროექტი, გატეხეს 5 მარტის საღამოს. ჰაკერებმა შეძლეს ჭკვიანი კონტრაქტის მართვა და 160 მილიონი დოლარის ღირებულების ფასიანი ნიშნების გაცემა. გადახდილი ქსელი არის “ეკოსისტემაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს გონივრული კონტრაქტის შესაძლებლობებს ბიზნესის მუშაობის გასაუმჯობესებლად”. Etherscan– ის თანახმად, ჰაკერებმა მიიღეს ადმინისტრაციული უფლებები PAID Network სმარტ კონტრაქტში და გასცეს 59,7 მილიონი ფასიანი ნიშნა. მათგან დაახლოებით 2,5 მილიონი გაიყიდა Uniswap- ის დეცენტრალიზებული გაცვლის გზით 13 გარიგებაში. ჟეტონის გამოცემა მოხდა UTC საღამოს 6 საათზე და გაყიდვა შედგა საღამოს 6:07 საათიდან საღამოს 6:27 საათამდე. ჰაკერებმა მოიპოვეს 2,000 ETH მეტი, რაც, ამჟამინდელი გაცვლითი კურსით, 3 მილიონ დოლარს აჭარბებს. ფასიანი სიმბოლოებით ვაჭრობა იყო 2.86 აშშ დოლარად, ხოლო გაცემული 59.7 მილიონი სიმბოლო 159.3 მილიონ დოლარად შეფასდა. თუმცა, ჰაკერების მიერ ზოგიერთი გაცემული სიმბოლოების გაყიდვიდან მალევე, გადახდილი განაკვეთი 88% -ით დაიშალა და $ 0.32 შეადგინა. გაფრთხილების დაწყებამდე Uniswap– ის ბირჟაზე ჟეტონის ლიკვიდობა 3 მილიონ დოლარზე მეტი იყო და ამის შემდეგ იგი 316 000 დოლარამდე დაეცა. შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში თავდამსხმელებმა გატეხეს DeFi პროექტი სახელწოდებით Furucombo და ოქმიდან ამოიღეს 14 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების სხვადასხვა მონეტები. The post ჰაკერებმა გატეხეს PAID პროტოკოლი და გამოუშვეს 160 მილიონი დოლარის ღირებულების ჟეტონები appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  11. კაპიტანი ტომ მური, ფოტო:BBCმეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, 99 წლის ბრიტანელმა კაპიტანმა ტომ მურმა, რომელიც 30 აპრილს 100 წლის იუბილესთვის ემზადება, ამ თარიღის აღსანიშნავად გადაწყვიტა საქველმოქმედო მიზნით, იორკშირში საკუთარი სახლისთვის გარშემო ფეხით 100-ჯერ შემოევლო და მიღებული დონაციებით ბრიტანეთის ეროვნულ ჯანდაცვას დახმარებოდა. ის მხოლოდ ათასი ფუნტის მოგროვებას ვარაუდობდა იმ ექიმებისთვის, ვინც მას კიბოს და მოტეხილი ფეხის მკურნალობაში დაეხმარნენ. თუმცა მის კეთილ ინიციატივას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და მან ამ ეტაპზე, 18 აპრილის მდგომარეობით 23 მილიონ ფუნტზე მეტი შემოწირულობის შეგროვება შესძლო. ახალგაზრდა ტომ მური, ფოტო:Wikipedia კაპიტან მურს გმირობისთვის მადლობა გადაუხადეს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა და სამეფო ოჯახის წევრებმა. პეტიციას კი ვეტერანის რაინდად კურთხევის შესახებ, უკვე ნახევარ მილიონზე მეტი ხელმომწერი ყავს. თავად კაპიტანი მური კი ბედნიერია და მადლობას უხდის მხარდამჭერებს. კაპიტანი ტომ მური, ფოტო: Evening Standardშეგროვებული თანხა მთლიანად დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებს გადაეცემა და ახალ კორონავირუსთან მებრძოლ მედიკოსებს მოხმარდება. წყარო: BBC