Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'მოიგო' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. შპს გზამშენma 49 მილიონის ტენდერები მოიგო admin Tue, 06/08/2021 - 14:44 შპს გზამშენი-2005-ის მეწილე, გარდა იმისა, რომ ვანო ზანდარაშვილის მეუღლეა, მმართველი პარტიის შემწირველი გახლავთ და “ქართულ ოცნებისთვის” 30,000 ლარი აქვს ჩარიცხული. კომპანია ტენდერებს ძირითადად კახეთიდან იგებს და ამ რეგიონიდან სულ 23 მილიონ ლარზე მეტი აქვს წამოღებული, საიდანაც 15 მილიონ ლარზე მეტი მხოლოდ თელავზე მოდის. კომპანიამ 38 ტენდერი (15 მლნ) უკონკურენტო გარემოში მოიგო, 14 ტენდერი (5 მლნ-მდე) კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე, 40 შესყიდვა (3 მლნ) კი გამარტივებული გზით, უტენდეროდ მიიღო. უშუალოდ პანდემიის დროს კომპანიამ 12 ელექტრონულ შესყივაში 4 მილიონ ლარზე მეტის ხელშეკრულებები მიიღო. შპს „გზამშენი-2005“ (ს/კ 231275009) 2006 წლის 13 ივნისს თელავის რაიონის სოფელ იყალთოში რეგისტრირებული კომპანიაა. „გზამშენი-2005“ ელექტრონულ შესყიდვებში 2011 წლიდან მონაწილეობს. კომპანიას ამჟამად ორი მეწილე ჰყავს. ტარიელ ლაჩაშვილი და სოფიო ლაჩაშვილი. ეს უკანასკნელი ქართული ოცნების შემომწირველია. 2017 წლის 13 სექტემბერს სოფიო ლაჩაშვილმა მმართველ გუნდს 30,000 ლარის ოდენობით თანხა გადაურიცხა. იგი ყოფილი მაღალჩინოსნის ვანო ზანდარაშვილის მეუღლეა, ეს უკანასკნელი კი 2020 წლის 25 დეკემბერს თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული. თვითმხილველთა გადმოცემით მაღალჩინოსანმა საჩიშვილს 6-ჯერ ესროლა. ინციდენტის დროს, დაიჭრა თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენიშვილი. შპს „გზამშენი-2005“ ძირითადად კახეთის რეგიონიდან იღებს შეკვეთებს. სულ კომპანიას 195 ელექტრონულ შესყიდვაში აქვს მიღებული მონაწილეობა, აქედან 89 მათგანში გაიმარჯვა, ხელშეკრულებების საერთო თანხა კი 49,227,859 ლარია. 2011 წლიდან 2017 წლამდე კომპანიამ 55 ტენდერში მიიღო 28,343,291 ლარი, ხოლო მას შემდეგ რაც კომპანიის მფლობელი ოცნების შემომწირველი გახდა „გზამშენი-2005-მა“ 2017 წლის სექტემბრიდან 2021 წლამდე 34 შესყიდვაში გაიმარჯვა და ჯამში 20,884,567 ლარის ხელშეკრულებები მიიღო. კომპანიის მოგებული ტენდერები ასე ნაწილდება: კახეთის რეგიონიდან კომპანიამ 67 ტენდერი მოიგო, რომელთა საერთო ღირებულებაც 23,227,556 ლარია. შესყიდვების უმრავლესობა თელავის მუნიციპალიტეტზე მოდის, 45 ტენდერში მათ 15,175.021 ლარი გადაუხადეს. გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოგებული 13 შესყიდვის თანხა 4,102,696 ლარია. კომპანიამ ახმეტის მუნიციპალიტეტიდან 9 შესყიდვა გაიფორმა და 3,949,839 ლარი მიიღო. თიანეთის მუნიციპალიტეტიდან კომპანიამ 6 ტენდერში გაიმარჯვა და ხელშეკრულებების ღირებულებამ 1,042,811 ლარიშეადგინა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან კომპანიამ 10 ხელშეკრულება გააფორმა 16,930,137 ლარზე. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კომპანიას ორ ელეტრონულ შესყიდვაში 6,307,504 ლარის ხელშეკრულებები გაუფორმა. სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ ერთ ტენდერში „გზამშენ-2005“ 387,495 ლარი გადაუხადა. თბილისის ვაკე-საბურთალოს გამგეობამ ერთ შესყიდვაში კომპანიას 653,999 ლარზე გაუფორმა ხელშეკრულება, ხოლო თბილისის მერიამ კი ასევე ერთ ელექტრონულ ტენდერში „გზამშენი-2005“ 660,402 ლარი მისცა. შპს „გზამშენი-2005“-მა უკონკურენტო გარემოში 38 ელექტრონულ შესყიდვაში გაიმარჯვა და 15,262,305 ლარის ხელშეკრულებები მიიღო. დისკვალიფიკაციით 14 სახელმწიფო ტენდერში კომპანიამ 4,811,878 ლარზე გაუფორმეს ხელშეკრულებები. ქვეყანაში პანდემიური პირობების დროს „გზამშენი-2005მა“ 12 ელექტრონულ შესყიდვაში 4,348,970 ლარის ხელშეკრულებები მიიღო. შპს „გზამშენი-2005ს“ 40 გამარტივებულ შესყიდვაში სახელმწიფომ 3,277,425 ლარი გადაუხადა. სულ კომპანიას ბიუჯეტიდან 52,505,284 ლარის ხელშეკრულებები აქვს მიღებული. წყაროები: ელექტრონული შესყიდვების საიტი: https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge ტენდერების მონიტორი: https://tendermonitor.ge/ge/organization/35088?spage=1 პარტიების შემოწირულობები: https://www.transparency.ge/politicaldo.../ge/donations/7338 ვანო ზანდარაშვილის დეკლარაცია: https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/123856 პირველი არხის მომზადებული სტატია ზანდარაშვილზე: https://1tv.ge/.../telavis-centraluri-saavadmyofos.../ Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-06/197133124_2971174059824691_1397791966083538561_n.jpegივნისი 2021 2021 Author ნინო ლომიძე
  2. ბიჭიკო პაიკიის კომპანიამ 22 მილიონი მოიგო admin Mon, 03/08/2021 - 23:05 2017-2020 წლებში ბიჭიკო პაიკიძესთან დაკავშირებულმა ორმა კომპანიამ – “ჯორჯიან ენერჯიმ” და “ბიპი ტრანსმა” ჯამში 29 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს. ბიჭიკო პაიკიძის შვილის ერთი ნათლია სუს-ის მოქმედი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილია, ხოლო მეორე – სუს-ის უფროსის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, წარმოშობით ვანელები. 2016 წელს ბიჭიკო პაიკიძემ და მისი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა ქართულ ოცნებას ჯამში 72,000 ლარი შესწირეს. 2014 წელს პაიკიძის კომპანია “ჯორჯიან ენერჯი” RMG Gold-ის ქვეკონტრაქტორი იყო, რომელსაც კულტურის სამინისტრომ საყდრისის ძეგლის აფეთქების უფლება მისცა. ბიჭიკო პაიკიძე 2017 წლიდან “ქართული ოცნების” ვანის საკრებულოს დეპუტატია. დეპუტატობამდე და შემდეგაც მისი სახელი რამდენიმე კომპანიაში ფიქსირდებოდა, რომლებიც მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებს იგებდნენ. 2013 წელს დაარსებულ შპს “ჯორჯიან ენერჯიში” ბიჭიკო პაიკიძე სხვადასხვა დროს კომპანიის 25 და 50 პროცენტიან წილებს ფლობდა. Აღნიშნულ კომპანიას 2014 წლიდან 25 სახელმწიფო ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 6 ტენდერში გაიმარჯვა, რომელთა ჯამური ღირებულებაც თითქმის 7 მილიონი ლარია. Ყველა ამ შემთხვევაში შემსყიდველი სხვადასხვა სახელმწიფო ორგანო იყო, მაგ: რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხაშურის მუნიციპალიტეტი, GWP, თბილსერვის ჯგუფი. შპს ჯორჯიან ენერჯი 2014 წელს RMG Gold-ის ქვეკონტრაქტორ კომპანია იყო, რომელმაც 2014 წელს საყდრისის საბადო ააფეთქა. Მაშინ სწორედ ბიჭიკო პაიკიძე საუბრობდა ორივე კომპანიის – “არ ემ ჯი გოლდისა” და “ჯორჯიან ენერჯის” სახელით და აცხადებდა, რომ რეგიონში ადამიანებს მხოლოდ ეს კომპანიები ასაქმებდნენ და მათი საქმიანობისთვის, ანუ საყდრისის საბადოდან ოქროს მოპოვებისთვის, ხელი არავის უნდა შეეშალა. 2018 წლიდან მან კომპანიაში საკუთარი წილი ფორმალურად დათმო და სახელმწიფო ტენდერებში ოპერირება მის მიერ 2012 წელს დაარსებული კომპანია შპს B.P. TRANS-ით გააგრძელა, რომელსაც 2019 წლამდე არცერთ სახელმწიფო ტენდერში არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. 2019-20 წლებში ამ კომპანიამ 7 სახელმწიფო ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 4-ში გაიმარჯვა (ხოლო ერთში ისევ შპს ჯორჯიან ენერჯიმ გაიმარჯვა). Ამ 4 ტენდერით მან სახელმწიფოსგან ჯამში 22,005,115 ლარი უნდა მიიღოს. ნაწილობრივ შესრულებული სამუშაობისთვის ავანსის სახით მან უკვე მიიღო 4,223,454 ლარი. აღსანიშნავია ისიც, რომ შპს “ჯორჯიან ენერჯი” და შპს B.P. TRANS-ი ასრულებდა ნაპირსამაგრ სამუშაოებს, რომლებსაც სხვადასხვა საჯარო სამსახურები უკვეთავდნენ. 2020 წლის ინვისში შპს B.P. TRANS-მა გაიმარჯვა საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინსიტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ 24.5 მილიონიან ტენდერში, რომელიც ეხებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციას. ბიჭიკო პაიკიძის კომპანიამ 20,750,749ლარიანი შეთავაზებით გაიმარჯვა, იმ პირობებში როდესაც მას წარსულში გზების რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების არანაირი გამოცდილება არ ჰქონია. 2020 წლის ნოემბერში იგივე კომპანიამ იგივე შემსყიდველის მიერ გამოცხადებულ, შიდასახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაციის 1,325,000 ლარიან ტენდერში გაიმარჯვა. შპს B.P. TRANS-მა, მიმწოდებელს 988,988 ლარი შესთავაზა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბიჭიკო პაიკიძის შპს B.P. TRANS-ი მას შემდეგ იწყებს სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებას, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჯერ უფროსის მოადგილე, ხოლო შემდგომ სამსახურის უფროსი მისი შვილის ნათლია, გრიგოლ ლილუაშვილი ხდება (2019 წლის იანვარში იგი მოადგილედ დაინიშნა, ოქტომბერში კი უფროსი გახდა). Ასევე, მისი შვილის ნათლიაა სუს-ის უფროსის ამჟამინდელი მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილიც. საბოლოო ჯამში, ვანის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა და სუს-ის მაღალჩინოსნებთან დაახლოებულმა პირმა ბიჭიკო პაიკიძემ, მასთან დაკავშირებული 2 კომპანიით, 2017-2020 წლებში 28,920,954 ლარის სახელმწიფო ტენდერში გაიმარჯვა, საიდანაც 21,739,737 ლარი ისეთ სამუშაოებზე მოდის (გზების რეაბილიტაცია), რომლის შესრულების გამოცდილებაც წარსულში მის კომპანიას არ ჰქონია. Ამავე დროს, ის არის ქართული ოცნების ოფიციალური შემომწირველიც არის. 2016 წელს მას პარტიისთვის ოფიციალურად შეწირული აქვს 12,000 ლარი. Ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველია აგრეთვე მისი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი გიორგი კვაჩიძე, რომელმაც მმართველ პარტიას 2016 წელს 60,000 ლარი შესწირა. ბიჭიკო პაიკიძე დიდი გავლენით სარგებლობს ვანის მუნიციპალიტეტში, საიდანაც აგრეთვე წარმოშობით არიან მისი შვილის ნათლიები – სუს-ის უფროსი და მისი მოადგილე. Ამავე დროს, 2017 წლიდან ის არის ვანის საკრებულოს დეპუტატი მმართველი პარტიიდან და წინასაარჩევნო პერიოდში გამოირჩევა მმართველი პარტიის სასარგებლო აქტივობებით. Წყაროები: https://www.transparency.ge/politicaldo.../ge/donations/4869 - შემომწირველი შპს B.p. Trans - 400035118 Შპს ჯორჯიან ენერჯი - 400104070 http://vani.gov.ge/ - ვანის საკრებულოს წევრები https://www.my.gov.ge/ka-ge/services/6/service/179 - ბიზნესის რეესტრი https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge - შესყიდვების სააგენტო https://ssg.gov.ge/page/aboutus/head - სუს-ის უფროსები Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-03/158810229_2903207339954697_8560938170866462093_o.jpgმარტი 2021 2021 Author დავით მჟავანაძე