Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ინვესტორების' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. დიდი ბრიტანეთის ინვესტორების 25%-მა ერთი მილიონი ფუნტი ბიტკოინში თანხის ინვესტიციით გამოიმუშავა. დიდი ბრიტანეთის ახალმა ფინანსურ-საინვესტიციო კრიპტოვალუტის გეგმამ წარმოშვა ახალი გამოკითხვების ჩატარების აუცლებლობა. ამჯერად The Great Cryptocurrency Report-მა ჩაატარა გამოკითხვა 2000-მდე ბრიტანელ ინვესტორს შორის და დააფიქსირა მათი დამოკიდებულება ციფრული ვალუტის მიმართ. გამოკითხულთა 25% ამაყობს რომ მათი არჩევანი ბიტკოინზე შეჩერდა, რადგანაც გასულ წელს მათ მთელი ქონების გაორმაგებული რაოდენობა დაიბრუნეს და ისე, რომ აქტივები თითქმის ხელუხლებლად შეინარჩუნეს. საუბარია დაახლოებით 1,4 მილიონ ფუნტზე, რომელიც ინვესტიციების მოგების სახით დაუბრუნდა მფლობელებს. გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 29% წახალისებულია ინვესტიციის ჩადებით, რადგან ბიტკოინის ფასის მატებასთან ერთად თანხის ჩადება უფრო და უფრო მომგებიანი საქმე ხდება. თუმცა კვლევის მეორე მხარე აჩვენებს, რომ გამოკითხულდა 31% აღარ აპირებს ბიტკოინში ინვესტციის განხორციელებას, რადგან გაზრდილი ფასების, გამო მათ შანსი უკვე ხელიდან გაუშვეს. კვლევაში ასევე ინვესტორების ფასების პროგნოზიც აისახა. გამოკითხულთაგან 31%-ის პროგნოზით, ბიტკოინის ფასი წელს 50,000 ფუნტ სტერლინგს მიაღწევს, ანუ 69,000 აშშ დოლარს. ინვესტორების 18% კი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ 2021 წელს ბიტკოინის ფასი 100.000 ფუნტზე დაფიქსირდება. The post კვლევა: ბრიტანელი ინვესტორების 25%-მა 1 მილიონი ფუნტი ბიტკოინით დააგროვა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  2. ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა 29 იანვარს ტვიტერზე ბიტკოინის შესახებ დაწერა: „ეს გარდაუვალი იყო“, რის შემდეგაც კრიპტოვალუტა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ტვიტის შედეგად რამდენიმე წუთში პირველი კრიპტოვალუტის კურსი 32000-დან 37000 დოლარამდე გაიზარდა, კრიპტოვალუტის ბირჟაზე Binance კი ახალი მომხმარებლების მოდინების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამის გამო პლატფორმამ ხანმოკლე დროით აქტივების გამოტანა შეზღუდა. უნდა აღინიშნოს, რომ ილონ მასკის ტვიტი არ ყოფილა ერთადერთი კატალიზატორი ბიტკოინის კურსის ზრდისთვის – 29 იანვარი იყო ასევე 3.2 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინზე ოფციონების ექსპირაციის თარიღიც. „ექსპირაციის შემდეგ ბიტკოინი მაშინვე გაიზარდა 5000$-ით. მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო როგორც თავად ექსპირაცია, ასევე მასკის ტვიტი,“ – აღნიშნა კრიპტოვალუტური დერივატივების ბირჟის Deribit ოპერაციულმა დირექტორმა ლუკ სტრაიერსმა. კრიპტოვალუტებითა და ციფრული აქტივებით ვაჭრობის პლატფორმის FalconX-ის მონაცემებით, ბიტკოინის ფასის ზრდის მიზეზი საცალო ინვესტორების აქტიურობა გახდა. ამგვარად, კურსის ზრდის პარალელურად ჰეჯ-ფონდებთან ბიტკოინის სავაჭრო მოცულობა 45%-ით შემცირდა, საცალო ინვესტორებთან კი პირიქით 1100%-ით გაიზარდა. „ვფიქრობ, რომ არსებობს კავშირი Reddit-ის ფორუმზე Wall Street Bets-ის საზოგადოებასთან. მითუმეტეს რომ სავაჭრო მოცულობები განხორციელებული იქნა მომხმარებლების მიერ აშშ-დან,“- განაცხადა FalconX-ის ინვესტორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, აია კანტოროვიჩმა. შეგახსენებთ, რომ ამ კვირას Reddit-ის ფორუმის მომხმარებლებმა საკუთარი აქტივობით GameStop-ის ქსელის აქციების კურსი გაზარდეს იმისთვის, რომ ინსტიტუციონალურ ტრეიდერებს ზარალი მიეღოთ. ამ ფონზე ასევე გაიზარდა ინტერესი კრიპტოვალუტის ინდუსტრიის მიმართ. წყარო: https://bits.media/ The post ილონ მასკის ტვიტმა კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში საცალო ინვესტორების მოდინება გამოიწვია appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.