ძებნა
'კრიპტოაქტივების' ძებნის შედეგები.
-
აშშ-ს შემოსავლების სამსახურმა (IRS) წამოიწყო პროგრამა კრიპტოვალუტების იმ მფლობელების გამოსავლენად, რომლებიც საკუთარ შემოსავლებს მალავენ. ამისათვის IRS-ის თანამშრომლები ბლოკჩეინის ანალიზს შეისწავლიან. IRS-ის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების ხელმძღვანელმა, დეიმონ პოუმ (Damon Rowe) განაცხადა, რომ Operation Hidden Treasure პროგრამის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური შემოსავლების არარეგისტრირებული წყაროების გამოვლენაზე იმუშავებს. პროგრამის მთავარი პრიორიტეტი კრიპტოვალუტების მფლობელების გამოვლენა იქნება, რომლებიც შემოსავლებს მალავენ. Operation Hidden Treasure – არის თაღლითობასთან ბრძოლის განყოფილებისა და მისი სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ქვეგანყოფილების ერთობლივი პროგრამა. IRS აგენტებს ბლოკჩეინის ანალიზს შეასწავლის. ინიციატივის ფარგლებში IRS ასევე ითანამშრომლებს ევროპოლთან. ცოტახნის წინ IRS-მა განაცხადა, რომ ინვესტორები არ არიან ვალდებულნი ფიატური ფულით შეძენილი კრიპტოაქტივების შესახებ ანგარიში ჩააბარონ იქამდე, სანამ არ მოხდება კრიპტოვალუტების გადაცვლა ან გაყიდვა. თუმცა, განაღდების ან ყოველდღიურად შეძენის შემთხვევაში, შემოსავალი დაექვემდებარება დაბეგვრას. „ჩვენ გხედავთ“- ასეთია აშშ-ს შემოსავლების სამსახურის მესიჯი კრიპტოვალუტების მფლობელი ურჩი გადამხდელების მიმართ. ის მკაფიოდ მიანიშნებს, რომ ტრანზაქციები არ არის ანონიმური. შეგახსენებთ, რომ გასული წლის შემოდგომაზე IRS-მა უკვე მეორედ დააგზავნა გამაფრთხილებელი წერილები იმის შესახებ, რომ კრიპტოვალუტების შემოსავლებსა და ოპერაციებზე სრული ინფორმაციის მითითება სავალდებულოა. წყარო: https://bits.media The post IRS ბლოკჩეინის მეშვეობით კრიპტოაქტივების იმ მფლობელებს გამოავლენს, ვინც გადასახადებს თავს არიდებს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
-
- ბლოკჩეინის
- მეშვეობით
-
(and 7 more)
Tagged with:
-
კრიპტოვალუტის ბირჟამ Binance კრიპტოაქტივების გამოტანა ახალი მომხმარებლების განაცხადების გაზრდილი რაოდენობის გამო დროებით შეაჩერა. ამჟამად აქტივების გატანა უკვე შესაძლებელია. გამოტანის დროებითი შეჩერების შესახებ Binance-მა ტვიტერში განაცხადა და მომხმარებელს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიში მოუხადა. ბირჟა იძულებული იყო ეს ნაბიჯი გადაედგა, რათა გამკლავებოდა პლატფორმაზე დარეგისტრირების მსურველ ახალ მომხმარებელთა განაცხადებების დიდ რაოდენობას. დეპოზიტებისა და გარიგებების რაოდენობა ასევე გაიზარდა, რამაც სისტემაზე დამატებითი დატვირთვა წარმოშვა. Binance-მა დაამშვიდა მომხმარებლები და განაცხადა, რომ მათ აქტივებს საფრთხე არ ემუქრება. დაახლოებით ერთ საათში გამოტანის ოპერაციების განხორციელება განახლდა. შექმნილი სიტუაცია ძალიან ჰგავს 2018 წლის მოვლენებს, როდესაც Binance-მა დროებით შეაჩერა ყველა ოპერაცია ციფრული ვალუტის, Syscoin-ის ანომალური ტრანზაქციების და ბლოკჩეინზე უჩვეულო აქტივობის გამო. უსაფრთხოების ზომების ფარგლებში Binance იძულებული იყო შეეჩერებინა ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია და წაეშალა ყველა მოქმედი API გასაღები. შედეგად, API ინტერფეისის ყველა მომხმარებელს ახალი გასაღების შექმნა მოუწია. Binance-ს ადრეც არაერთხელ ჩაუტარებია ხანგრძლივი ტექნიკური სამუშაოები და შედეგად სპოტ,მარგინალური და პირინგული ვაჭრობა შეუჩერებია. პრობლემები შექმნია ასევე შეტყობინებათა მარშრუტიზაციის სერვისთან და საბაზრო მონაცემების პროვაიდერებთან. Binance-ის გენერალური დირექტორის ჩენპენ ჟაოს (Changpeng Zhao) თქმით, ტექნიკურ სისტემაზე სერიოზულმა დატვირთვამ ასევე იქონია გავლენა. წყარო: https://bits.media/ The post Binance-მა კრიპტოაქტივების გამოტანა ახალი მომხმარებლების მოზღვავებული ნაკადის გამო შეაჩერა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
-
- binance-მა
- კრიპტოაქტივების
-
(and 7 more)
Tagged with: