Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'კომენტარები' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. 11 იანვარს, მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით, სამმხრივ შეხვედრას აწყობს აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან. ეს ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ (27 სექტემბერი -10 ნოემბერი, 2020 წელი) პირველად მოხდება. სომხეთსა და აზერბაიჯანში კარდინალურად განსხვავებული მოლოდინი აქვთ ამ შეხვედრისგან. ერევანში, ეკონომიკური საკითხების, ტყვეების დაბრუნების პრობლემისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძიებასთან დაკავშირებული თემების განხილვას ელოდებიან. აზერბაიჯანში მიაჩნიათ, რომ უმთავრესი განსახილველი საკითხი ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნის სამომავლო პირობებია. მოსაზრებების მიმოხილვა ერევნიდან და ბაქოდან, ასევე, რუსი პოლიტოლოგის კომენტარები, რომელსაც მიაჩნია, რომ „შეიარაღებულმა სომხებმა ყარაბაღი უნდა დატოვონ“. 62 სომეხი მოქალაქე აზერბაიჯანში – სამხედრო ტყვეები თუ დივერსანტები? სომხეთი და აზერბაიჯანი: „ახალი-ძველი საზღვარი“ ერევანი, ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას განიხილავენ შეხვედრაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, მანე გევორგიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ შეხვედრის დროს, რეგიონული კომუნიკაციების ამოქმედების საკითხს განიხილავენ. პირველ რიგში, ეს არის საერთაშორისო ტვირთგადაზიდვების საკითხი, მათ შორის, სომხეთიდან რუსეთსა და ირანში, ასევე, აზერბაიჯანის მოსაზღვრე სომხეთის ცენტრალური რეგიონებიდან სიუნიქის პროვინციაში, ნახიჩევანის გავლით. ამავდროულად, გევორგიანი უშედეგოდ მიიჩნევს აზერბაიჯანულ და ასევე სომხურ საზოგადოებაში ე.წ. მეღრის დერეფნის პროექტის აქტიურ განხილვას – ახალი სატრანზიტო გზის შესაძლო მშენებლობას, რომელიც აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას თავად აზერბაიჯანს დაუკავშირებს. საუბარია გზაზე, რომელიც სომხეთის ქალაქ მეღრზე გაივლის. „2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებაში (რომელმაც შეაჩერა საბრძოლო მოქმედებები) არ არის პუნქტი მეღრის ან რაიმე სხვა დებულება სომხეთის ტერიტორიის გავლით დერეფნის შექმნის შესახებ“, – დაწერა მანე გოვორგიანმა. მოსკოვში, ლიდერების შეხვედრაზე განსახილველ კიდევ ერთ საკვანძო თემად სომხურ საზოგადოებაში ტყვეების დაბრუნების საკითხს, აზერბაიჯანის ზურგში დარჩენილი ჯარისკაცების გადარჩენას, დაღუპულთა ცხედრების პოვნასა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედის გარკვევას მიიჩნევენ. „ამ საკითხის გადაწყვეტის ან არსებითი პროგრესის გარეშე ძალიან რთული იქნება ეკონომიკური დღის წესრიგის ეფექტიანი განხილვის მიღწევა“, – დაწერა გევორგიანმა. მისი თქმით, მოლაპარაკებების შედეგად შეიძლება ერთობლივი განცხადების მიღება, თუკი „ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხზე მოხერხდება შეთანხმების მიღწევა“. მოსკოვში, ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. პოლიტიკოსები და საზოგადოება სომხეთში შიშობენ, რომ „აზერბაიჯანთან კიდევ ერთი დამამცირებელი შეთანხმება მოხდება“ მოსკოვში შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არაერთგვაროვანი და ძირითადად ნეგატიური რეაქცია მოჰყვა სომხეთში. რამდენიმე კომენტარი სოციალური ქსელიდან: „ახალი შეხვედრა – ახალი ღალატი“; „ხელისუფლება აცხადებს, რომ სამმხრივ განცხადებაში (2020 წლის 10 ნოემბრის) მეღრის შესახებ არაფერი წერია. იქ არც სოფელ შურნუხის შესახებ არ წერია სიტყვა. მაშინ, რატომ მიეცით ის?“. „9 ნოემბრის შეთანხმებაში, არ იყო დებულებები ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ბევრი დაპირება გაიცა სიტყვიერად – მაგალითად, საზღვრების დაზუსტება GPS-ის დახმარებით და სომხეთის ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის გადაცემა“. სომხურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, თითქოს, მოსკოვში ვიზიტის დროს, ნიკოლ ფაშინიანი აპირებს ხელი მოაწეროს შემდეგ შეთანხმებას: გაიხსნას დერეფანი სომხეთის გავლით, რათა აზერბაიჯანი ნახიჩევანს დაუკავშირდეს; გადაეცეს სომხეთის გარკვეული ტერიტორიები აზერბაიჯანს; გავიდეს სომხური ჯარები მთიანი ყარაბაღიდან. ამტკიცებენ, რომ შესაბამისი დოკუმენტები უკვე მომზადებულია და გამოგზავნილია სომხეთის იუსტიციის სამინისტროში. 9 იანვარს, ერევანში, იუსტიციის სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა მოთხოვნით, ხელისუფლებამ უარყოს ინფორმაცია „აზერბაიჯანთან მორიგი დამამცირებელი ხელშეკრულების“ ხელმოწერის შესახებ. პროტესტის მონაწილეებთან იუსტიციის მინისტრი რუსტამ ბადასიანი გავიდა და დაარწმუნა ისინი, რომ არანაირი „ფარული შეთანხმება“ აზერბაიჯანთან არ არსებობს. პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა მოუწოდა პრემიერ-მინისტრს, რაიმე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, იხელმძღვანელოს მხოლოდ საერთო-ეროვნული ინტერესებით და სომხეთის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებით. „მოვითხოვთ, რომ ერევანმა საფრთხის ქვეშ არ დააყენოს სომხეთის სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრობა და ტერიტორიული მთლიანობა რაიმე შეთანხმებაზე ხელმოწერით“, – განაცხადა კილიკიის დიდი სახლის კათოლიკოსმა, არამ პირველმა. ის ლიბანის, სირიის, ირანის, სპარსეთის ყურის ქვეყნების, საბერძნეთის, აშშ-ის, კანადისა და კვიპროსის მრევლის სულიერი მწყემსია. ოპოზიციური პარტიის, „დაშნაკცუტუნის“ წარმომადგენელმა, იშხან საგატელიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა: „ნიკოლი პერსონა ნონ-გრატა გახდა სომხეთსა და სომხურ სამყაროში. ნიკოლს ხელს მხოლოდ მტერი ჩამოართმევს და მტრის დახმარებით ის აგრძელებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნას. მაგრამ ეს დროებითია“. ოპოზიციური „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის საერთო კანდიდატმა, ვაზგენ მანუკიანმა განაცხადა, რომ „ნიკოლ ფაშინიანი არ წარმოადგენს სომხეთსა და არცახს. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება სომხეთისა და არცახის ინტერესებს (…) არ იქნება რატიფიცირებული და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაუქმდება“. ბაქო: საჭიროა მოლაპარაკებები რუსი სამშვიდობოების მოვალეობებსა და უფლებამოსილებებთან დაკავშირებით გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების პრობლემების ცენტრის ხელმძღვანელმა, გაბილ ჰუსეინლიმ JAMnews-სთან იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა უნდა იყოს ცენტრალური განსახილველი საკითხი ილჰამ ალიევის, ნიკოლ ფაშინიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე. „პირველ რიგში, საჭიროა კონკრეტული მოლაპარაკებები ყარაბაღში მყოფი სამშვიდობო კონტინგენტის მოვალეობებსა და უფლებამოსილებებთან დაკავშირებით. მოდის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამშვიდობოები სწავლებებს ატარებენ სომხური ძალების ჩართულობით, თუმცა, ოფიციალურად ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი თქმულა. უნდა დაწესდეს სანქციები სამშვიდობო მისიასთან დაკავშირებით, თუკი ის თავისი უფლებამოსილების ჩარჩოებიდან გავა. მეორეც, ხშირად ხდება გადაადგილებები სამშვიდობოების განთავსების რუკაზე. ხანდახან, ცდილობენ, ტერიტორიები, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშაა, სამშვიდობო მისიის კონტროლქვეშ არსებულად წარმოადგინონ. ასეთი რამ დაუშვებელია და დარტყმას აყენებს რეგიონში რუსული ძალებისადმი ნდობას. მესამეც, აზერბაიჯანი არასოდეს არ აღიარებს „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას“ და მის პრეზიდენტს, არაიკ არუთუნიანს. უახლოეს პერიოდში, უნდა დაინიშნოს ამ ტერიტორიაზე გენერალ-გუბერნატორი აზერბაიჯანის აზრის გათვალისწინებით. არუთუნიანი კი ბრალდებულია აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით და უნდა გადაეცეს ოფიციალურ ბაქოს. მეოთხეც, უახლოეს პერიოდში უნდა გაიხსნას დერეფანი აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანს შორის. სომხური მხარე ცდილობს ამ საკითხთან დაკავშირებით მიდგომის შეცვლას. „წითელი ხაზი“ უნდა გაევლოს ამ დერეფნის გასწვრივ. მეხუთეც, მომდევნო ასეთ შეხვედრაზე, წარმოდგენილი უნდა იყოს თურქეთიც. იმის გამო, რომ თურქეთი ამ პროცესის ნაწილია და რუსეთი აღიარებს ამას. ვფიქრობ, რომ ოფიციალური ანკარის დასწრება მოლაპარაკებების პროცესზე, არ მისცემს მას ჩიხში შესვლის საშუალებას“. რუსი პოლიტოლოგი: „ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა, სომხეთმა იარაღით უნდა დატოვონ ის“ პოლიტოლოგი, ჟურნალ „ეროვნული თავდაცვის“ მთავარი რედაქტორი იგორ კოროტჩენკო ჟურნალ „მოსკოვი-ბაქოსთან“ ინტერვიუში: „რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამმხრივ განცხადებაში, იმის გამო, რომ იგი ომისა და ცაიტნოტის პირობებში შემუშავდა, შეუძლებელი იყო მთიანი ყარაბაღის საკითხის დარეგულირებასთან დაკავშირებული ყველა ასპექტის დეტალურად დამუშავება ყარაბაღის ომის დასრულებამდე. ამიტომ, ჩემი აზრით, [11 იანვარს გასამართმა] სამმხრივმა შეხვედრამ უფრო მკაფიოდ, დეტალურად უნდა განსაზღვროს შემდეგი საკითხები. 1. სომხეთის ძალების სრული გაყვანა აზერბაიჯანის ტერიტორიიდან. ეს ეხება არა მხოლოდ უშუალოდ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს, არამედ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებსაც ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკისა, რომელიც დე ფაქტო არ არსებობს, მაგრამ რომელიც ცდილობს, თავი რაღაცად წარმოადგინოს. 2. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფო საზღვრების დადგენა. 3. სატრანსპორტო დერეფნები, რომლებიც უნდა ამუშავდეს რეგიონში. [2020 წლის 10 ნოემბრის] სამმხრივი განცხადება მკაფიოდ აფიქსირებს სატრანსპორტო დერეფანს აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანს შორის. და ამგვარი სატრანსპორტო დერეფნის შექმნა სომხეთის ინტერესებშიცაა. 4. ყარაბაღის კონტროლი უნდა იყოს რუსი მშვიდობისმყოფელების და არა არარსებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თვითგამოცხადებული ე.წ. ლიდერების ხელში. მორჩა, ომი დამთავრებულია. მთიანი ყარაბაღის სტატუსი არაა გარკვეული, მაგრამ ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა, ამიტომ შეიარაღებულმა სომხებმა ეს რეგიონი უნდა დატოვონ“.