ძებნა
'ემზადება' ძებნის შედეგები.
-
03.07.2021 08:07 ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი კონცეფიის წარსადგენად ემზადება, მიზანი რეგიონში ევროკავშირის როლის გააქტიურება და მეტი ჩართულობაა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი მისივე ბლოგში წერს. „რატომ გვჭირდება ევროკავშირის მეტი ჩართულობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“, ბორელი ამ საკითხს განიხილავს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ავსტრიიდან, ლიეტუვიდან და რუმინეთიდან, სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ძალიან საჭირო ვიზიტი დაასრულეს. ისინი ჩემი სახელით ჩავიდნენ იქ ევროკავშირის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის ნიშნად. მრავალი კრიზისის გამო, რომელიც ჩვენს ყურადღებას მოითხოვს, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი წარმოდგენილი იყოს ყველა რეგიონში, სადაც ევროკავშირის ინტერესები რისკის ქვეშაა. Europetime წერილის სრულ თარგმანს გთავაზობთ: საგარეო საქმეთა საბჭოში (Gymnich) ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში გადაუჭრელი კონფლიქტები. ჩვენ შევთანხმდით ევროკავშირის უფრო აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე. სწორედ ამიტომ დავავალე ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამ მინისტრს, ჩასულიყვნენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჩემი სახელით. მათ თან ახლდა სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველი დირექტორი მაიკლ ზიბერტი. ევროკავშირის ერთი ან რამდენიმე მინისტრის ჩემი სახელით გამგზავრების პრაქტიკა სულ უფრო ხშირი ხდება. მაგალითად, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო რამდენჯერმე იმყოფებოდა სუდანში და ანგარიშს აბარებს ყველა წევრ ქვეყანას. ეს კარგი გზაა მიდგომის - „Team Europe" შესაქმნელად ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით, წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლობის გაძლიერების მიზნით, რაც საშუალებას მოგვცემს, ვიყოთ ადგილზე უფრო მეტ ქვეყანასა და რეგიონში, ვიდრე ეს შეიძლება იყოს ცალკეული ადამიანი. მოხარული ვიყავი, რომ ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს ჩემი მოწვევა და მოკლე დროში გაემგზავრნენ რეგიონში. აშკარა იყო, რომ სამხრეთ კავკასიამ ასეთი ვიზიტი და ევროკავშირის დღის წესრიგის მხარდაჭერა დაიმსახურა, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და პოზიტიურ ნაბიჯებზე დაყრდნობით. მართლაც, მე მივესალმე იმ ქმედებებს, რომლებსაც ხელი შეუწყო საქართველომ, რის შედეგადაც აზერბაიჯანმა 12 ივნისს გაათავისუფლა 15 სომეხი დაკავებული, ხოლო სომხეთმა გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკები. მინისტრებმა ამ ქვეყნების ლიდერებს სამი მთავარი გზავნილი გადასცეს: ევროკავშირი მოწოდებულია, იყოს აქტიური მოთამაშე რეგიონში კონფლიქტების მოგვარების ხელშესაწყობად; ევროკავშირი მზადაა, განავითაროს ორმხრივი ურთიერთობები რეგიონული თანამშრომლობისა და კავშირების გამყარების პარალელურად; ევროკავშირი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მოქნილობასა და ინკლუზიურობას. სამხრეთ კავკასია არის რეგიონი ევროპისა და შუა აზიას გზაჯვარედინზე, რომელიც ესაზღვრება ახლო აღმოსავლეთს. ჩვენ ვხედავთ ქვეყნებს, რომლებიც აქტიურად მოქმედებენ რეგიონში, პოლიტიკურად და ეკონომიკურად, დაწყებული რუსეთიდან, ასევე თურქეთიდან, ჩინეთიდან, ირანიდან და სხვა. სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, სატრანსპორტო დერეფნების და ენერგორესურსების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით. ასე რომ, ჩვენ, რეგიონის, როგორც დამაკავშირებელი ჰაბის როლი უნდა განვავითაროთ. სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაშია გადაუჭრელი კონფლიქტები. 44-დღიანმა ომმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში და მის მახლობლად, დაარტყა რეგიონს და შეცვალა რეგიონული ბალანსი. ევროკავშირის წევრი ქვეყნების და პარტნიორების მხრიდან მზარდი მოლოდინებია, რომ ევროკავშირმა უფრო აქტიური როლი იტვირთოს აღმოსავლეთ სამეზობლოში არსებული კონფლიქტების მოგვარებაში. ჩვენი ჩართულობა საქართველოში არის კარგი მაგალითი იმისა, რა შეუძლია გააკეთოს ევროკავშირს მშვიდობის, დემოკრატიისა და რეფორმებისათვის. ევროკავშირმა შუამავლობით მიიღო შეთანხმება საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ 2008 წელს და ხელმძღვანელობს კონფლიქტების მოგვარების მცდელობებს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიერ, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის როლში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია საქართველოს უსაფრთხოებაში და ერთადერთი საერთაშორისო მონიტორია ადგილზე 2009 წლის შემდეგ. საერთო ჯამში, ევროკავშირი საქართველოში თავისი საქმიანობით, ნდობის შენებისა და განმტკიცების უდიდესი კონტრიბუტორია. ევროკავშირი პირდაპირ არასოდეს იყო ჩართული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების (საფრანგეთი, აშშ, რუსეთი) ხელმძღვანელობით განიხილებოდა. ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი პასიურია: ჩვენ მხარს ვუჭერთ თანათავმჯდომარეებს ნდობის აღდგენის ზომების გამოყენებაში, როგორიცაა პროექტები, რომლებიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, ევროპული პარტნიორობის ფარგლებში, საზოგადოებრივ დონეზე განხორციელდა. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვიყავით ჩართული გასული წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების დროს: მე ბევრჯერ ვესაუბრე ორივე ქვეყანაში კოლეგებს და სხვა საერთაშორისო აქტორებს, რათა კონფლიქტის დასრულებისთვის შემეწყო ხელი. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ძალისხმევა რჩება საუკეთესო გზა ყოვლისმომცველი და მდგრადი მოგვარების მისაღწევად. ამასთან, ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ამ ძალისხმევას და მზად ვართ, უფრო მეტად ჩავერთოთ. ჩვენი ერთ-ერთი ინსტრუმენტი რეგიონთან ურთიერთობისთვის არის აღმოსავლეთის პარტნიორობა. ეს ერთადერთი პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სამ პარტნიორს და ევროკავშირს. ეს არის ჩარჩო, რომელიც ეხმარება პარტნიორებს, ითანამშრომლონ ისეთ სფეროებში, რომლებიც არ არის კონფრონტაციული და შეუძლია, გააუმჯობესოს მოქალაქეების ცხოვრება კონკრეტული გზებით, გააუმჯობესოს მმართველობა და შექმნას მეტი კავშირები პარტნიორ ქვეყნებში. ახლა ვემზადებით აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკემბრის სამიტისთვის. ამ კონტექსტში, სამმა მინისტრმა გაგზავნა მკაფიო გზავნილი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არის და დარჩება თანამშრომლობის ინკლუზიური ფორმატი, ხოლო საქართველოსთვის ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩვენ ვაფასებთ მის, როგორც ასოცირებული ქვეყნის სწრაფვას. ევროკავშირს აქვს ხედვა რეგიონისთვის შესათავაზებლად და ის არის სანდო რეფორმატორი პარტნიორი. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ნდობის აღდგენასა და კონფლიქტების ტრანსფორმაციაში, მრავალმხრივ პარტნიორებთან ერთად, როგორიც არიან ეუთო და გაერო. ჩვენ გვსურს, მხარი დავუჭიროთ შიშის და სიძულვილისგან თავისუფალი გარემოს შექმნას. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ არამხოლოდ გზებისა და ხიდების აღდგენას, არამედ შერიგებას და მშვიდობიან თანაცხოვრებას. სამი ქვეყნის ლიდერებმა შეაფასეს ვიზიტი და აღნიშნეს, რომ მათ სურთ, უფრო მეტი ჩართულობა რეგიონში. მათ ხაზი გაუსვეს ევროკავშირთან თანამშრომლობის მზადყოფნას, რეგიონში ეკონომიკური განვითარებისა და კავშირის საკითხებში და რომ ისინი აფასებენ ევროკავშირის როლს ნდობის აღდგენასა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში. ამ ძალიან კარგი და დასაფასებელი ვიზიტის შემდეგ, მზად ვართ, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, ამ ვიზიტზე აზრთა გაცვლის დაწყებით, რომელიც მომდევნო საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე, 12 ივლისს იგეგმება. ps. სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა 02.07.2021 16:07 6-9 ივლისს, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ევროკომისარმა Twitter-ზე დაწერა. „მოუთმენლად ველი მომდევნო კვირას საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტს, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა და მისი მთავარი ინიციატივები წარვადგინო. ასევე განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. როგორც ცნობილია, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. = ჯოზეფ ბორელი: აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში რჩება 02.07.2021 16:07 საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში რჩება. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ხელი შეეწყობა დემოკრატიის, კარგი მმართველობის და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, რაც არის არსებითად მნიშვნელოვანი თანამშრომლობაში პოზიტიური, კონკრეტული შედეგების მისაღწევად. „აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში რჩება. ჩვენ გვსურს, ჩამოვაყალიბოთ დღის წესრიგი, რომელიც პასუხობს უპრეცედენტო გამოწვევებს, დღეს არსებულ შესაძლებლობებს და რომელიც მომავალზე მორგებულია. ჩვენი მუშაობისას ხელს შევუწყობთ დემოკრატიის, კარგი მმართველობის და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, რაც არის არსებითად მნიშვნელოვანი ჩვენს თანამშრომლობაში პოზიტიური, კონკრეტული შედეგების მისაღწევად. ეს მოიცავს ბელარუსსაც, სადაც ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ხალხის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში“, – განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის, დღეს ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების ახალი ინიციატივა წარადგინა, რომელიც 2,3 მილიარდი ევროს ოდენობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას მოიცავს. = ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების ახალი ინიციატივა წარადგინა 02.07.2021 16:07 ევროკომისიის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების ახალი ინიციატივა წარადგინა, რომელიც 2,3 მილიარდი ევროს ოდენობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას მოიცავს. როგორც სტანომ ბრიფინგზე განაცხადა, ყოვლისმოცმველი გეგმის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვაჭრობის, ეკონომიკური ზრდის გაძლიერება, სამუშაო ადგილების შექმნა, კავშირის სფეროში ინვესტირება, დემოკრატიული ინსტიტუტების და კანონის უზენაესობის გაძლიერება, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციების მხარდაჭერა, სამართლიანი, გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობა. „დღეს ევროკომისიამ და უმაღლესმა წარმომადგენელმა წარადგინეს ინიციატივა, უახლოეს წლებში როგორ წავწიოთ წინ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის პრიორიტეტულ საკითხებზე თანამშრომლობა. აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. დღევანდელი ინიციატივა ეფუძნება ხუთ გრძელვადიან მიზანს და ფოკუსირებულია ჩვენი მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე, რომელთა მიზანია ხალხისთვის ხელშესახები შედეგების მოტანა. ეს ყოვლისმომცველი დღის წესრიგი მოიცავს ვაჭრობის და ეკონომიკის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ინვესტიციებს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერას, სამართლიანი, გენდერული თანასწორობით, ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობას. მიღებული ინიციატივა მოიცავს რეგიონულ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომლის ღირებულებაა 2,3 მილიარდი ევრო და რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კორონავირუსის შემდგომი ეკონომიკური აღდგენისა და გრძელვადიანი მდგრადობისკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა პიტერ სტანომ.
- 103 replies
-
- ევროკავშირი
- სამხრეთ
-
(and 6 more)
Tagged with:
-
მედია: Morgan Stanley Bithumb-ის ბირჟის ნაწილის შესაძენად ემზადება
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
სამხრეთკორეული გამომცემლობის, Naver News-ის ცნობით, ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა Morgan Stanley, რომელიც 4 ტრილიონი დოლარის აქტივებს განკარგავს, შესაძლოა ბირჟა Bithumb-ის ნაწილი იყიდოს. გასულ წელს, სამხრეთ კორეის უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა Bithumb ქვეყნის პოლიციისა და მარეგულირებლების ყურადღების ცენტრში მოექცა. კომპანიის ოფისებში ჩხრეკა არაერთხელ ჩატარდა, რამაც პლატფორმის მფლობელებს მისი გაყიდვისკენ უბიძგა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბირჟა სათამაშო გიგანტის, Nexon-ის მშობელ კომპანიას უნდა შეესყიდა. თუმცა გაჭიანურებული მოლაპარაკებების გამო გარიგება ჩაიშალა. მოგვიანებით გავრცელდა ხმები, რომ პლატფორმის აქციების საკონტროლო პაკეტის შეძენას JP Morgan და CME Group განიხილავდნენ. ახლა პლატფორმა ფინანსური გიგანტის, Morgan Stanley-ის ყურადღების ქვეშ მოექცა, რომელიც კრიპტოვალუტების მიმართ დიდ ინტერესს იჩენს. Naver News-ის ინფორმაციით, ამერიკული ბანკი Bithumb-ის ნაწილის ყიდვას 44.1 მილიარდ დოლარად აპირებს. 2020 წელს პლატფორმამ მფლობელებს 17.7 მილიონის მოგება მოუტანა. აპრილის დასაწყისში, FATF დირექტივის ფარგლებში ფულის გათეთრებასთან ბრძოლის გამკაცრებასთან დაკავშირებით, Bithumb-მა 21 ქვეყნის ტრეიდერის მომსახურება შეწყვიტა. გარდა ამისა, პლატფორმაზე გამკაცრებულ იქნა კლიენტის იდენტიფიკაციის პროცედურები. წყარო: https://bits.media The post მედია: Morgan Stanley Bithumb-ის ბირჟის ნაწილის შესაძენად ემზადება appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. -
მედია: Morgan Stanley Bithumb-ის ბირჟის ნაწილის შესაძენად ემზადება
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
სამხრეთკორეული გამომცემლობის, Naver News-ის ცნობით, ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა Morgan Stanley, რომელიც 4 ტრილიონი დოლარის აქტივებს განკარგავს, შესაძლოა ბირჟა Bithumb-ის ნაწილი იყიდოს. გასულ წელს, სამხრეთ კორეის უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა Bithumb ქვეყნის პოლიციისა და მარეგულირებლების ყურადღების ცენტრში მოექცა. კომპანიის ოფისებში ჩხრეკა არაერთხელ ჩატარდა, რამაც პლატფორმის მფლობელებს მისი გაყიდვისკენ უბიძგა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბირჟა სათამაშო გიგანტის, Nexon-ის მშობელ კომპანიას უნდა შეესყიდა. თუმცა გაჭიანურებული მოლაპარაკებების გამო გარიგება ჩაიშალა. მოგვიანებით გავრცელდა ხმები, რომ პლატფორმის აქციების საკონტროლო პაკეტის შეძენას JP Morgan და CME Group განიხილავდნენ. ახლა პლატფორმა ფინანსური გიგანტის, Morgan Stanley-ის ყურადღების ქვეშ მოექცა, რომელიც კრიპტოვალუტების მიმართ დიდ ინტერესს იჩენს. Naver News-ის ინფორმაციით, ამერიკული ბანკი Bithumb-ის ნაწილის ყიდვას 44.1 მილიარდ დოლარად აპირებს. 2020 წელს პლატფორმამ მფლობელებს 17.7 მილიონის მოგება მოუტანა. აპრილის დასაწყისში, FATF დირექტივის ფარგლებში ფულის გათეთრებასთან ბრძოლის გამკაცრებასთან დაკავშირებით, Bithumb-მა 21 ქვეყნის ტრეიდერის მომსახურება შეწყვიტა. გარდა ამისა, პლატფორმაზე გამკაცრებულ იქნა კლიენტის იდენტიფიკაციის პროცედურები. წყარო: https://bits.media The post მედია: Morgan Stanley Bithumb-ის ბირჟის ნაწილის შესაძენად ემზადება appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.