ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. „ფილადელფიამ“ საკუთარ არენაზე „მილუოკის“ უმასპინძლა და ოვერტაიმში, ოთხი ქულის სხვაობით, ანგარიშით 105:109 დამარცხდა. „სიქსერსი“ კვლავ ჯოელ ემბიდის გარეშე თამაშობდა, რომელსაც მუხლის ტრავმა აწუხებს.
ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც 32 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 20 ქულა დააგროვა ახალგაზრდა დონტე დივინჩენცომ. 19 ქულით დაასრულა მატჩი ჯრუ ჰოლიდეიმ.
„ფილადელფიას“ რიგებში ყველაზე მეტი 19 ქულა ტობაიას ჰარისის ანგარიშზეა. მას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. სამმაგი დუბლი შეასრულა ბენ სიმონსმა (13 ქულა, 10 მოხსნა და 12 პასი). 13 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა დვაიტ ჰოვარდს.
„ფილადელფიას“ „ბრუკლინის“ მსგავსად 28 მოგება და 13 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერია. „მილუოკი“ 26 მოგებითა და 14 მარცხით მესამე პოზიციაზეა.
დეტროიტი – ტორონტო 116:112
ინდიანა – ბრუკლინი 115:124
ვაშინგტონი – საკრამენტო 119:121
კლივლენდი – ბოსტონი 117:110
ჩიკაგო – სან ანტონიო 99:106
ჰიუსტონი – გოლდენ სტეიტი 94:108
მემფისი – მაიამი 89:85
დენვერი – შარლოტი 129-104
დალასი – კლიპერსი 105-89
The post „მილუოკიმ“ სტუმრად „ფილადელფია“ დაამარცხა – იანისი საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV.