ძებნა
'განვითარებას' ძებნის შედეგები.
-
2021 წელს ტაილანდი რეგულირების მხრივ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს. ამასთანავე, ქვეყნის ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის განვითარებას განაგრძობს. ბანკი გეგმავს რეგულაციების გამკაცრებას. დაგეგმილია უცხოური ვალუტით გამყარებული სტაბილური მონეტების დარეგულირება, მაგრამ არა დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტებისა, როგორიცაა, მაგალითად, ბიტკოინი ან ეთერიუმი. ამისათვის, ბანკმა განაცხადა, რომ ინვესტორებს შეუძლიათ შეაფასონ საკუთარი რისკები თავდვე. ბანკის წარმომადგენლები კი მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლებიან. აღნიშნული რეგულაციები ითვალისწინებს სინგაპურის, იაპონიისა და გაერთიანებული სამეფოს მაგალითებს, რაც გულისხმობს, რომ ლიცენზიების მისაღებად საჭირო იქნება ქვეყნის ცენტრალური ბანკის თანხმობა. ასევე სარისკო ოპერაციების შემთხვევაში კლიენტები გაივლიან შემოწმებას ბანკის ანალიტიკოსებთან და მაქიმალურად იქნება თავიდან აცილებული ფულის გათეთრების შემთხვევები და თაღლითობის რისკები. ცენტრალური ბანკის მმართველის, თანაშემწემ, სირიტიდა აიუდჰიმ ბრიფინგის დროს აღნიშნა, რომ ბანკი გაითვალისწინებს ბაზრის მარეგულირებლისა და მონაწილეების მოსაზრებებს, სანამ გარკვეულ ზომებს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში, ფინანსურმა ინსტიტუტმა გააფრთხილა მოქალაქეები Thai Baht Digital-ის შესახებ. Bangkok Post-ის თანახმად, 18 მარტს, ცენტრალურმა ბანკმა მოქალაქეებს განუცხადა, რომ Thai Baht Digital-ს არ აქვს სამართლებრივი გარანტიები და დაცვა. ამიტომ მომხმარებლები შეიძლება იყვნენ კიბერ ქურდობის ან ფულის გათეთრების რისკის ქვეშ. The post ტაილანდი მარეგულირებელი სისტემის განვითარებას განაგრძობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
-
- ტაილანდი
- მარეგულირებელი
-
(and 3 more)
Tagged with:
-
ბრაზილიის ფასიანი ქაღალდების კომისიამ გასული ერთი კვირის განმავლობაში დაამტკიცა და ხელმისაწვდომი გახადა ბანკებისათვის ორი კრიპტოვალუტის სერვისი. პირველი ეს არის ბიტკოინი, რომელსაც 100%-ით უჭერს მხარს, ხოლო მეორე სერვისია ხუთი კრიპტოვალუტისაგან შემდგარი ჯგუფი. აღნიშნული, რასაკვირველია, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის უფრო მარტივ კავშირს შეერთებულ შტატებთან, რადგან ბრაზილიის მარეგულირებელი ისევე, როგორც აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისია საერთაშორისო ორგანიზაციის ნაწილია. ორივე ორგანო ერთიანდება ფასიანი ქაღალდების კომისიების სახელწოდების ქვეშ. ვაჭრობა სრულად იქნება ნებადართული ადგილობრივ საფონდო ბირჟებზე, მეტიც ორმა ადგილობრივმა ბანკმა Itaú-მა და BTG Pactual-მა უკვე განაცხადეს, რომ კომისიის მიერ დამტკიცებულ ბირჟებს მომსახურეობას უახლოეს მომავალში შესთავაზებს. QR Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი, ფერნანდო კარვალიო ამ ამბავს ბრაზილიის კაპიტალის ბაზარზე ინოვაციის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპად მიიჩნევს. შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში წამყვანმა ბრაზილიურმა ბირჟამ, Mercado Bitcoin–მა რეგიონალური გაფართოება დაანონსა. ბირჟის სავარაუდო ორიენტირად ჩილე, მექსიკა და არგენტინა დასახელდა. The post ბრაზილიაში კრიპტო სექტორი განვითარებას განაგრძობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
-
- ბრაზილიაში
- კრიპტო
-
(and 3 more)
Tagged with:
-
ამერიკული უფლებადამცველი გაერთიანება Blockchain Association აშშ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ქვეყანაში კრიპტოვალუტის ინდუსტრიის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე იმსჯელებს. Blockchain Association-ის შემადგენლობაში შედიან კრიპტოვალუტის ბირჟები Circle, Binance.US და Kraken და ასევე საინვესტიციო კომპანია Grayscale. Blockchain Association-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტინ სმიტმა (Kristin Smith) თეთრი სახლის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ გამოაცხადა, რომელთა შორის იქნებიან აშშ ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი (Janet Yellen), BlackRock-ის ყოფილი ხელმძღვანელი და აშშ სახელმწიფო მდივნის პოსტის კანდიდატი, უოლი ადეიემო (Wally Adeyemo) და ასევე აშშ ფინანსთა სამინისტროს სხვა წარმომადგენლები. ამერიკელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტები ძირითადად უკანონო საქმიანობის დაფინანსებასა და ფულის გათეთრებას ემსახურება. სმიტის თქმით, პოლიტიკოსებთან მსგავსი შეხვედრები, ბაიდენის ადმინისტრაციას დაეხმარება გააცნობიეროს კრიპტოვალუტის ინდუსტრიის მნიშვნელობა და ის, რომ ციფრული აქტივები სცილდება კრიმინალურ საქმიანობას. ცოტა ხნის წინ იელენმა ბიტკოინს ტრანზაქციების განხორციელების უკიდურესად არაეფექტური მეთოდი უწოდა, რომელიც ენერგიის გადაჭარბებულ რაოდენობას საჭიროებს. ამის გამო ის კრიპტოვალუტის ინდუსტრიის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. თუმცა, კრიპტოვალუტების მიმართ აშკარა საწინააღმდეგო დამოკიდებულების მიუხედავად, იელენი პოზიტიურად არის განწყობილი ციფრული დოლარის მიმართ. ის ფიქრობს, რომ ციფრული დოლარი უფრო სწრაფ, უსაფრთხო და იაფ გადახდებს უზრუნველყოფს ვიდრე ფიატური ვალუტა. Blockchain Association ასევე შეშფოთებულია აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიის (SEC) თავმჯდომარის პოსტის კანდიდატის, გერი გენსლერის (Gary Gensler) განცხადებით. თავის ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში მან თქვა, რომ იმუშავებს კრიპტოვალუტის ბაზრებზე თაღლითობის აღმოსაფხვრელად. წყარო: https://bits.media The post Blockchain Association ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან კრიპტოვალუტის ინდუსტრიის განვითარებას განიხილავს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
-
- blockchain
- association
- (and 6 more)
-
ევროკავშირი Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას განაგრძობს
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
ევროკავშირი მსხვილ სერვისულ კომპანიას შექმნის, რომელიც Blockchain-ის სოციალური მედიის პროექტს უხელმძღვანელებს. პროექტი, რომელსაც TruBlo ეწოდება, გააკონტროლებს Blockchain განვითარებას, ევროკომისიის შემდეგი თაობის ინტერნეტ ინიციატივის ფარგლებში. TruBlo–ს ხელმძღვანელად დაინიშნა საფრანგეთის ფინანსური მომსახურების კომპანია, Worldline-ი. Worldline-ი დაარსდა 1970 წელს და 2019 წელს გამოიმუშავა 2.3 მილიარდი ევროს (2.8 მილიარდი დოლარი) შემოსავალი. Finextra–ს ინფორმაციით, დაახლოებით 450 წინადადება შეფასდება უახლოეს წლებში, როგორც ინიციატივის მიზანი. ინიციატივების მიზანი Blockchain ტექნოლოგიის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სანდოობის შეფასება იყო. მოსალოდნელია, რომ 45 წინადადება მიიღებს ნაწილობრივ დაფინანსებას. TruBlo–ს კოორდინატორმა და R&D მენეჯერმა, ტონი პარადელმა განაცხადა, რომ ფუნდამენტური საკითხია ნდობის მოდელების განვითარება სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიის ხანაში. აღსანიშნავია რომ, ჯერ კიდევ 2019 წელს ევროკავშირის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა Blockchain ტექნოლოგიის მნიშვნელობა საბეჭდი ტექნოლოგიის გამოგონებას შეადარა. ”ჩვენ შეგვიძლია პარალელების გავლება სტამბის გამოგონებასთან. როგორც ვიცით, პირველი წიგნი, რომელიც დაიბეჭდა, ბიბლია იყო. ახლა, წარმოიდგინეთ, რომ სტამბა იქცა ისეთი საშუალებად, რომელმაც მხოლოდ ბიბლია უნდა დაბეჭდოს – ეს არ იქნებოდა სწორი, რადგან ბეჭდვის ტექნოლოგიამ რევოლუციური გავლენა მოახდინა ევროპის ცხოვრებაში”,- განაცხადა ჯუზეპე გუარინინიმ. The post ევროკავშირი Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას განაგრძობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.-
- ევროკავშირი
- blockchain
-
(and 3 more)
Tagged with: