ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირის გამარჯვებულია. ტურნირზე მეხუთე ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა, ფინალში მსოფლიოს რეიტინგის 44-ე ნომერს, გერმანელ იან ლენარდ შტრუფს ორ სეტში 6-4, 7-6 აჯობა. თამაში ორ საათს გაგრძელდა.
შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ერთი თვის წინ დოჰას საერთაშორისო ტურნირიც მოიგო, სადაც გადამწყვეტ შეხვედრაში ესპანელი, რობერტო ბაუტისტა აგუტი 7-6, 6-2 დაამარცხა.
ბასილაშვილი ამის შემდეგ მადრიდის "მასტერსზე" იასპარეზებს, სადაც მისი პირველი მეტოქე 35-ე ნომერი ფრანგი ბენუა პერი იქნება.
მე გამიხარდა და გიზიარებთ თქვენც.