Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ბაიდენის' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 3 results

  1. ამერიკული უფლებადამცველი გაერთიანება Blockchain Association აშშ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ქვეყანაში კრიპტოვალუტის ინდუსტრიის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე იმსჯელებს. Blockchain Association-ის შემადგენლობაში შედიან კრიპტოვალუტის ბირჟები Circle, Binance.US და Kraken და ასევე საინვესტიციო კომპანია Grayscale. Blockchain Association-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტინ სმიტმა (Kristin Smith) თეთრი სახლის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ გამოაცხადა, რომელთა შორის იქნებიან აშშ ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი (Janet Yellen), BlackRock-ის ყოფილი ხელმძღვანელი და აშშ სახელმწიფო მდივნის პოსტის კანდიდატი, უოლი ადეიემო (Wally Adeyemo) და ასევე აშშ ფინანსთა სამინისტროს სხვა წარმომადგენლები. ამერიკელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტები ძირითადად უკანონო საქმიანობის დაფინანსებასა და ფულის გათეთრებას ემსახურება. სმიტის თქმით, პოლიტიკოსებთან მსგავსი შეხვედრები, ბაიდენის ადმინისტრაციას დაეხმარება გააცნობიეროს კრიპტოვალუტის ინდუსტრიის მნიშვნელობა და ის, რომ ციფრული აქტივები სცილდება კრიმინალურ საქმიანობას. ცოტა ხნის წინ იელენმა ბიტკოინს ტრანზაქციების განხორციელების უკიდურესად არაეფექტური მეთოდი უწოდა, რომელიც ენერგიის გადაჭარბებულ რაოდენობას საჭიროებს. ამის გამო ის კრიპტოვალუტის ინდუსტრიის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. თუმცა, კრიპტოვალუტების მიმართ აშკარა საწინააღმდეგო დამოკიდებულების მიუხედავად, იელენი პოზიტიურად არის განწყობილი ციფრული დოლარის მიმართ. ის ფიქრობს, რომ ციფრული დოლარი უფრო სწრაფ, უსაფრთხო და იაფ გადახდებს უზრუნველყოფს ვიდრე ფიატური ვალუტა. Blockchain Association ასევე შეშფოთებულია აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიის (SEC) თავმჯდომარის პოსტის კანდიდატის, გერი გენსლერის (Gary Gensler) განცხადებით. თავის ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში მან თქვა, რომ იმუშავებს კრიპტოვალუტის ბაზრებზე თაღლითობის აღმოსაფხვრელად. წყარო: https://bits.media The post Blockchain Association ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან კრიპტოვალუტის ინდუსტრიის განვითარებას განიხილავს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  2. ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობა ერთი თვის წინ შეიცვალა. რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის შემდეგ, ქვეყნის მართვა დემოკრატმა ჯო ბაიდენმა გადაიბარა. ყოველი ასეთი ცვლილების დროს ჩნდება კითხვა, თუ როგორი საგარეო პოლიტიკა ექნება ახალ ადმინისტრაციას. ეს შეკითხვა, სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და საქართველოს მიმართაც ისმის. პრეზიდენტი ბაიდენი, კარგად იცნობს საქართველოს. ის ორჯერაა ქვეყანაში ნამყოფი და საქართველოსთვის მხარდაჭერა პირადად აქვს გამოცხადებული. 2008 წელს, როცა რუსეთ-საქართველოს ომის დროს ბაიდენი თბილისში ჩავიდა, ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯომარე იყო. მაშინ ნათქვამი სიტყვები „მე თქვენ არასდროს მიგატოვებთ“ საქართველოში დღემდე ახსოვთ. 2009 წელს ჯო ბაიდენი უკვე ვიცე-პრეზიდენტის რანგში ჩავიდა საქართველოში და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერა ქვეყნის პარლამენტს პირადად გადასცა. გარდა, ამისა, ბოლო 40 წელზე მეტი, ბაიდენი ამერიკის პოლიტიკაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა და თავისი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, კარგად იცნობს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს. თუმცა, არის თუ არა საკმარისი ახალი პრეზიდენტის მიერ რეგიონის ცოდნა იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიამ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში პრიორიტეტული როლი დაიკავოს? ექნება თუ არა ბაიდენის ადმინისტრაციას ახალი, მკაფიო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიისადმი და განიხილება თუ არა ის ცალკე რეგიონად და არა რუსეთის, ან ევროპის რეგიონის პოლიტიკის ნაწილად? სვანტე კორნელი, "კავკასიისა და ცენტრალური აზიის ინსტიტუტის" დირექტორი ამბობს, რომ ამერიკის წინა რამდენიმე პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ ჰქონდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ. „ტრამპის ადმინისტრაციამ სპეციფიკური სტრატეგიული დოკუმენტი შეიმუშავა ცენტრალური აზიის რეგიონისთვის... თუმცა, ასეთი დოკუმენტი არ გვინახავს სამხრეთ კავკასიის შემთხვევაში. რამდენადაც მე ვიცი, ყველაზე ახლოს, რაც კი სტრატეგიის მსგავსად შეიძლება აღვიქვათ, იყო პოლიტიკური განცხადებები სხვადასხვა თანამდებობის პირების მხრიდან, რომლებიც ძალიან იშვიათად ფოკუსირდებოდნენ სამხრეთ კავკასიაზე, როგორც რეგიონზე“, - ამბობს კორნელი. მისი აზრით, სამხრეთ კავკასია ცალკე რეგიონად უნდა განიხილიბოდეს და საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ, ამერიკას ერთიანი პოლიტიკა და სტრატეგია უნდა ჰქონდეს. კორნელი ამბობს, რომ აქამდე ეს ქვეყნები სხვა რეგიონების ჭრილში ცალ-ცალკე განიხილებოდა და ისინი დიდი ქვეყნების მიმართ ამერიკის პოლიტიკის ერთგვარ დამატებად მოიაზრებოდა. „საქართველოს შემთხვევაში ეს იყო რუსეთი, თურქეთთან ერთად განიხილებოდა სომხეთის საკითხი, აზერბაიჯანი კი, ხანდახან ავღანეთის მიმართ პოლიტიკის ნაწილი იყო“, - ამბობს კორნელი. ბაიდენის ადმინისტრაციაში ყველა საკვანძო თანამდებობის პირი დამტკიცებული ჯერ არ არის. შესაბამისად, არც ბოლომდე ჩამოყალიბებული პოლიტიკა და მიდგომებია ცნობილი. ახლა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ერთ-ერთი მთავარი კითხვაა შეცვლის თუ არა ბაიდენის ადმინისტრაცია ძველ მიდგომას. „პიროვნებებს მნიშვნელობა აქვთ“ ამერიკის მთავრობაში საგარეო ურთიერთობების მიმართულებით მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტი არ მუშაობს. ამ მხრივ გადაწყვეტილებები, შესაძლოა, მოდიოდეს თეთრი სახლიდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ეროვნული უსაფრთხოების საკონსულოდან და ა.შ. ამიტომ, როგორც სფეროს ექსპერტები ამბობენ, მნიშვნელოვანია, რომ მაღალ თანამდებობებზე ამ მიმართულებით, ისეთი ადამიანები იყვნენ, ვისაც წარმოდგენა აქვთ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და იცნობენ იქ არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე მოვლენებს. საგარეო ურთიერთობების მხრივ, ამერიკის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი სახელმწიფო დეპარტამენტია. ამ უწყების ხელმძღვანელად, სახელმწიფო მდივნად ბაიდენმა ენტონი ბლინკელი დაასახელა. ბლინკენი ცნობილია თავისი განცხადებებით საქართველოზე როგორც წარსულში, ისე სულ ცოტა ხნის წინ, თანამდებობაზე წარდგენის შემდეგაც. ამერიკის პირველი დიპლომატი საქართველოს ნატოში გაერთიანების მომხრეა და ამაზე მან ბოლოს სენატში, მის დანიშვნასთან დაკავშირებულ მოსმენებზე ისაუბრა. ბლინკენმა განაცხადა, რომ ის საქართველოს ნატოში წევრობას ემხრობა, თუ „ქვეყანა წევრობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს და ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს“. კლერ კაისერი, "მაკლარტის ასოშიეტსის" სტრატეგიული ინიციატივების დირექტორი ამბობს, რომ რეგიონის მცოდნე ადამიანების წამყვან პოზიციებზე დასახელება უკვე კარგის ნიშანია. „ბაიდენის საგარეო საქმეთა ურთიერთობების გუნდი, ისევე როგორც თავად პრეზიდენტი ბაიდენი, ნამდვილად არ არიან უცხოები სამხრეთ კავკასიისთვის და ვფიქრობ, ეს კარგი ახალი ამბავი უნდა იყოს. მათი [გამოცდილება] სცდება მხოლოდ ობამას ადმინისტრაციის დროს მუშაობას. პრეზიდენტის შემთხვევაში კი, ეს რა თქმა უნდა, მოიცავს სენატში მუშაობის წლებს და საქართველოში ორჯერ ვიზიტს, ისევე როგორც, აქტიურ ჩართულობას რეგიონში არსებულ გამოწვევებში“, - ამბობს კაისერი. „პიროვნებებს მნიშვნელობა აქვთ“, ამბობს მარკ სიმაკოვსკი, „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი. ის ეთანხმება კაისერს იმაში, რომ მნიშნელოვანია იმ პიროვნებებს, ვინც საგარეო პოლიტიკის მხრივ გადაწყვეტილებებს იღებენ, სამხრეთ კავკასიის შესახებ წარმოდგენა ჰქონდეთ. სიმაკოვსკი თვლის, რომ ის ადამიანები, ვინც ამ დროისთვის თანამდებობებს იკავებენ არიან საკმაოდ გამოცდილები იმისთვის, რომ ამერიკა-სამხრეთ კავკასიის პოლიტიკაზე, ურთიერთობებზე იმუშაონ. თუმცა, ამავდროულად, ეს ადამიანები ამერიკის ადმინისტრაციაში „აბრუნებენ დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, როგორც ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს“. სიმაკოვსკი თვლის, რომ სწორედ ამ პრინციპიების უზენაესობის გათვალისწინებით ჩამოყალიბდება ამერიკის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისამდი. „მგონია, რომ ე.წ. მკაცრი სიყვარულის გამოხატულებას ვნახავთ. თუ ამერიკა გადაწყვეტს უფრო მეტ ჩართულობას [სამხრეთ კავკასიაში], მაშინ მას ენდომება იმის დანახვა, რომ ამ ძალიან სტრატეგიულ რეგიონში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მხრივ სიტუაცია უმჯობესდება“, - ამბობს სიმაკოვსკი. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები თანხმდებიან ბაიდენის ადმინისტრაციაში, ბევრია საგარეო ურთიერთობებზე მომუშავე ადამიანი, ვინც საქართველოს და სამხრეთ კავკასიის რეგიონს იცნობს, მათ მაინც ეჭვი ეპარებათ, რომ ეს რეგიონი ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. პრიორიტეტი თუ სხვა რეგიონების პოლიტიკის ნაწილი „მთავარი გამოწვევა სამხრეთ კავკასიისთვის ის არის, თუ სად მოხვდებიან ისინი ამერიკის პრიორიტეტებს შორის. იმ ყველაფრის გათვალისწინებით, [რასთან გამკლავებაც ახალ ადმინისტრაციას მოუწევს], ეკონომიკა, კლიმატი, კოვიდი, ჩინეთი, რუსეთი, ვშიშობ, რომ სამხრეთ კავკასია სიის თავში არ მოხვდება“, - ამბობს სკოტ კალინანი, „ამერიკა-ევროპის ალიანსის“ აღმასრულებელი დირექტორი. კალინანის მსგავსად, სამხრეთ კავკასიის პრიორიტეტად ყოფნაში ეჭვი ეპარება კლერ კაისერსაც. ის ამბობს, რომ გაუკვირდება, თუ რეგიონი ბაიდენის ადმინისტრაციის პრიორიტეტებში მოხვდება იმ მოვლენების გათვალისწინებით, რაც თავად ამერიკაში და ევროპის რეგიონის დიდ მოთამაშეებთან ხდება. მარკ სიმაკოვსკიც თვლის, რომ უკრაინის და რუსეთის საკითხები გაცილებით უფრო დიდი და ყურადსაღები იქნება ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთის, ვიდრე სამხრეთ კავკასია. გარდა ამისა, სიმაკოვსკი ამბობს, რომ ყურადღების ის ნაწილი, რომელსაც ამერიკა ამ რეგიონის მიმართ გამოიჩენს, შესაძლოა, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს, სულაც არ მოეწონოთ. მკვლევარი თვლის, რომ ამერიკა ყოველთვის გაამახავილებს ყურადღებას იმ დემოკრატიული ინსტიტუტების არასათანადო მუშაობასა, თუ ადამიანის უფლებების დაღრვევებზე, რომლებიც ამ ქვეყნებში სხვადასხვა სახითაა გამოკვეთილი. მიუხედავად პოლიტიკისა და ყურადღების რაოდენობისა, სიმაკოვსკის აზრით, ამერიკა, ამ ქვეყნებს ყოველთვის მოთხოვს ამ თემებზე მუშაობას. ჯერ უცნობია, როგორი იქნება, ან იქნება თუ არა, საერთოდ, სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ცალკე, მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა. მანამდე კი, საქართველო და ამერიკა სტრატეგიულ პარტნიორებად და მოკავშირეებად რჩებიან. ცოტა ხნის წინ, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, დემოკრატმა კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარადგინეს. 12 თებერვალს, აქტის წარდგენის შემდეგ, კინზინგერმა თავის "ტვიტერ" გვერდზე დაწერა, რომ „საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დიდი და მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის, წინა ხაზზე იბრძვის“. ის ფაქტი, რომ მხარდამჭერი აქტი, კონგრესში დემოკრატმა და რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა ერთად წარადგინეს, ამერიკის საქართველოსადმი ორპარტიულ მხარდაჭერას უსვამს ხაზს. https://www.amerikiskhma.com/
  3. ბაიდენის ადმინისტრაცია საგარეო და საშინაო სურთულეების წინაშე - დევიდ კრამერის სტატია 16.02.2021 02:02 ბაიდენის ადმინისტრაცია საგარეო და საშინაო სირთულეების წინაშე - ამ სათაურით დევიდ კრამერის წერილი ეკონომიკურმა კვლევითმა ცეტრმა გამოაქვეყნა, რომელსაც Europetime უცვლელად გთავაზობთ. _2021 წლის 20 იანვარს ამერიკის ისტორიის ახალი თავი დაიწყო. ჯო ბაიდენის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტად ინაუგურაცია ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის შვებისმომგვრელი მოვლენა აღმოჩნდა. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ბაიდენმა ყურადღება ამერიკელთა ერთიანობაზე გაამახვილა და ეს შეერთებული შტატების წინაშე არსებული სირთულეების დაძლევის აუცილებელ პირობად დაასახელა. სირთულე მართლაც მრავლადაა. კორონავირუსის პანდემიის სტატისტიკა კვლავაც შემაშფოთებელია:ინფიცირების შემთხვევებმა 25 მილიონს მიაღწია, დაღუპულთა რიცხვი კი თებერვლის ბოლოს 500000-ს გაუტოლდება. უმძიმესი დარტყმა მიიღო ეკონომიკამ, რომელიც დანაკარგს ვერ აღიდგენს, ვიდრე ვირუსის გავრცელება კონტროლს არ დაექვემდებარება. ამ ყველაფერს უთანასწორობა, რასობრივი დაძაბულობა, ექსტრემიზმი და პოლარიზაცია ემატება. ბაიდენის ადმინისტრაციას მძიმე მემკვიდრეობა ხვდება. სასწრაფოდ გადასაწყვეტი საკითხების რიცხვზე მეტყველებს 100-ზე მეტი საპრეზიდენტო ბრძანებისა და დირექტივის დაუყოვნებელი ხელმოწერა. მათ შორის იყო პანდემიასთან ბრძოლის საკითხები, მუსლიმთა შეერთებულ შტატებში დაშვების გაუქმება,მექსიკის საზღვარზე დაწყებული კედლის მშენებლობის შეჩერება, პარიზის კლიმატის შეთანხმებაში და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში დაბრუნება. ამ ინიციატივათა დიდი ნაწილი საარჩევნო კამპანიისას გაცემული დაპირებების შესრულებაა და დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებების გაუქმებაა. ტრამპი არსად წასულა. სოციალური მედიის პლატფორმებიდან გაუჩინარების მიუხედავად, ტრამპი ინარჩუნებს იმ მნიშვნელოვან გავლენას, რომელიც მან რესპუბლიკურ პარტიაზე დაამყარა. ახლა ამას ყოფილი პრეზიდენტი ფლორიდიდან ახერხებს. მასთან ღია დაპირისპირებას ძალიან ცოტა რესპუბლიკელი კონგრესმენი თუ გაბედავს. ტრამპის იმპიჩმენტს წარმომადგენელთა პალატის 10-მა რესპუბლიკელმა წევრმა დაუჭირა მხარი. ამ გამბედაობის გამო პოლიტიკური ფასის გადახდა მათ დაუყოვნებლივ მოუწიათ: ახლა მათ გადადგომას მათივე თანაპარტიელები ითხოვენ. ეს წარმომადგენელთა პალატის მიერ ინიცირებული ტრამპის მეორე იმპიჩმენტია. პირველად კონგრესის ქვედა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება 2020 წელს, უკრაინის მთავრობაზე ზეწოლის გამო გადაწყვიტა. კიევზე წნეხის მიზანი საარჩევნო კამპანიისას ჯო ბაიდენის მაკომპრომატირებელი ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება იყო. მეორე იმპიჩმენტის ინიცირება 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში და მის გარშემო დატრიალებული მოვლენების წაქეზებამ გამოიწვია. შეერთებული შტატების ისტორიას არ ახსოვს სახელმწიფო მოხელე, რომლის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში ორჯერ დადგა. ტრამპის იმპიჩმენტს მხარი მხოლოდ ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა, მიტ რომნიმ, დაუჭირა. ამჯერად რესპუბლიკელებს შორის პროცედურის მეტი მხარდამჭერი შეიძლება აღმოჩნდეს, თუმცა უმრავლესობა ტრამპის მათზე შესაძლო კონტრშეტევას უფრთხის. იმპიჩმენტის განხორციელებისთვის დემოკრატებს 17 რესპუბლიკელი სენატორის ხმა სჭირდებათ. ამ სტატიის წერისას მათი მიღების ალბათობა უკიდურესად დაბალია. რესპუბლიკურ პარტიას სხვა პრობლემებიც მრავლად აქვს. კონგრესში ახლადარჩეული გრინისა და ლორენ ბიბერტის მსგავსი რესპუბლიკელები მუქარითა და სიძულვილის ენით გაჯერებული კომუნიკაციით გამოირჩევიან. რესპუბლიკელთა ლიდერები, მათ შორის კევინ მაკკარტი, პარტიის ექსტრემისტულ ფრთასთან დაპირისპირებას თავს არიდებენ. ტრამპთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებისთვის იანვრის ბოლოს მაკკარტი მას მარა-ლაგოშიც კი ესტუმრა. რესპუბლიკურ პარტიაში შექმნილი არეულობის ფონზე არ უნდა გამოგვრჩეს ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის იმედისმომცემი დასაწყისი. პრეზიდენტმა ხელისუფლების საკვანძო თანამდებობები მაღალკვალიფიციურიდა გამოცდილი პროფესიონალებით დააკომპლექტა. ნელი დასაწყისის შემდეგ, სენატში მათი დამტკიცები სპროცესი სრული სიჩქარით მიმდინარეობს. ენტონი ბლინკენი, რომელიც სენატმა სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე დაამტკიცა, უმწიკვლო რეპუტაციის მქონე ექსპერტი და პროფესიონალია. ის სენატორი ბაიდენის მიერ საგარო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეობისას მისი უახლოესი მრჩეველი იყო, პრეზიდენტობამას ადმინისტრაციაში კი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე მსახურობდა. მდიდარი გამოცდილება გააჩნია ჯეიკ სალივანსაც, რომელიც ბაიდენის უშიშროების საკითხებში მრჩევლის პოზიციას იკავებს. თავდაცვის მდივანად კონგრესმა გადამდგარი გენერალი ლოიდ ოსტინი დაამტკიცა, ნაკლებად ცნობილი საჯაროა პირია, თუმცა ზურგს მასაც შთამბეჭდავი სამხედრო სამსახური უმაგრებს. აღიარებული პროფესიონალია სახელმწიფო ხაზინის ახალი მდივანი ჯენეთ იელენიც. შესანიშნავი რეპუტაციით სარგებლობენ უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელები - ეროვნული დაზვერვის დირექტორი ევრილ ჰეინსი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბარნსი. ბაიდენის მიერ შეკრებილი ეს შთამბეჭდავი შესაძლებლობების მქონე გუნდი დაუყოვნებლივ უნდა ჩაერთოს მუშაობაში. შეერთებული შტატების შიდა პრობლემების მოგვარებას შესაძლოა წლები დასჭირდეს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ამ დროს არ შენელდება. პრეზიდენტმა ბაიდენმა საშინაო და საგარეო დღის წესრიგის საკითხები პარალელურად უნდა გადაწყვიტოს. ბაიდენს უყვარს გამეორება, რომ შეერთებული შტატების ლიდერობა არა უბრალოდ მის ძალას, არამედ მისი მაგალითის ძალას უნდა ეფუძნებოდეს. დღეს, როგორც არასდროს, ლიდერის ეს პოზიცია, კითხვის ნიშნის ქვეშაა. ეჭვგარეშეა, რომ ბოლო რამდენიმე წლის დინამიკამ, რომელიც განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვეში გამძაფრდა და 6 იანვარს კაპიტოლიუმის ცნობილი მოვლენებით დასრულდა, შეერთებული შტატების პრესტიჟსა და გავლენას დიდი ზიანი მიაყენა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აჯანყებული ბრბოს კაპიტოლიუმში შეჭრიდან რამდენიმე საათის შემდეგ, წარმომადგენლობითი პალატისა და სენატის წევრები შენობაში დაბრუნდნენ, რათა არჩევნების შედეგების აღიარებისთვის საჭირო პროცედურები დაესრულებინათ. ორი კვირის შემდეგ, კაპიტოლიუმის უსაფრთხოების გარღვევისა და პოლიციაზე თავდასხმის ადგილზე პრეზიდენტმა ბაიდენმა და ვიცეპრეზიდენტმა ჰარისმა ფიცი დადეს. ასეთი თვალშისაცემი კონტრასტი შეერთებული შტატების ინსტიტუტების მდგრადობაზე მეტყველებს. ამან არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში და ამერიკული პოლიტიკური სისტემის დაცულობის დონე არ უნდა გადავაფასოთ. კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილ ბრბოს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკპენსმა და სპიკერმა ნენსი პელოზიმ რამდენიმე წუთით გაასწრეს. მოვლენები გაცილებით მძიმე სცენარით შეიძლებოდა განვითარებულიყო. ტრანსატლანტიკური ურთიერთობები საშინაო პრობლემების გარდა ბაიდენი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეერთებული შტატების შელახული რეპუტაციით იწყებს. „საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს“ მიერ 11 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ბაიდენის გამარჯვებას ევროპელთა უმრავლესობა მიესალმება,მაგრამ 32% ამბობს, რომ ტრამპის შემდეგ ამერიკის ნდობა აღარ შეიძლება. საპირისპირო აზრი გამოკითხულთა მხოლოდ 27%-ს აქვს. ამერიკელებისადმი უნდობლობას გამოკითხულ გერმანელთა 53% ავლენს. ბრიტანელებს შორის ეს მაჩვენებელი 35%-ია, ფრანგებს შორის კი ყველაზე ხშირი პასუხი „არ ვიცი“-ია. საბოლოო ჯამში, გამოკითხულთა 60%-ზე მეტი - ბრიტანელთა 81%, გერმანელთა 71%, ფრანგების 66% -ეთანხმება მოსაზრებას, რომ ამერიკული პოლიტიკური სისტემა „სრულად“ ან „ნაწილობრივ“ დაზიანებულია.ათი გამოკითხულიდან ექვსი მიიჩნევს, რომ უახლოესი ათი წლის განმავლობაში ჩინეთი შეერთებულ შტატებზე ძლიერი იქნება. ამერიკის დადებითი ხედვა უფრო ძლიერი მხოლოდ პოლონეთსა და უნგრეთშია, სადაც პოლიტიკური ლიდერები ტრამპისადმი პოზიტიურად იყვნენ განწყობილნი. შეერთებული შტატების სტატუსის აღდგენა ბლინკენისა და ბაიდენის პრიორიტეტია. ეს ადვილი მისაღწევი არ იქნება. სიმართლე რომ ითქვას, შეერთებული შტატების გავლენა წლების განმავლობაში სუსტდებოდა. ტენდენციას სათავე 2003 წელს ჯორჯ ბუშ უმცროსის მიერ ერაყში ინტერვენციის გადაწყვეტილებამ დაუდო. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვებით ევროპაში გამოწვეული ენთუზიაზმი მისი აზიისკენ „შეტრიალების“ პოლიტიკის გამოცხადებისთანავე გაილია: ევროპელთა შორის გამყარდა კონსენსუსი, რომ ამერიკისთვის ამ კონტინენტის მნიშვნელობა წარსულთან შედარებით უმნიშვნელო იყო. ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ ამ მოსაზრებაში ეჭვი აღარავის ეპარებოდა. შესაბამისად, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ევროპელთა დიდი ნაწილი ჯო ბაიდენის გამარჯვებას მიესალმა. გასული ოთხი წლის განმავლობაში ტრამპს ხელიდან არ გაუშვია ამერიკის ევროპელი მოკავშირეების დამცირების შესაძლებლობა. საქმე ევროპელ ლიდერებზე პიროვნულ თავდასხმებამდე მიდიოდა. ტრამპის ევროპელი პარტნიორებისადმი დამოკიდებულებას შესანიშნავად ასახავს 2017 წლის ნატოს წევრი ქვეყნების შეხვედრაზე გადაღებული ვიდეოკადრები, რომელშიც ტრამპი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს,მილო ჯუკანოვიჩს, პრესის დასანახად ჰკრავს ხელს. ტრამპმა ევროკავშირი შეერთებული შტატების ერთერთ ყველაზე დიდ მტრად გამოაცხადა. ასეთმა ქცევამ ვაშინგტონის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისადმი ერთგულება დააყენა ეჭვქვეშ. არ უნდა იყოს გასაკვირი, ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ასეთი გაუარესების ფონზე ტრამპის დამარცხებითა და ბაიდენის გამარჯვებით გახარებული ევროპელების რეაქცია. ევროპელების გულწრფელი სიხარული. ევროკავშირის და ევროპული ქვეყნების მთავრობების ბოლოდროინდელი ქცევა მიგვანიშნებს, რომ ისინი წარსული შეცდომების აღიარებას, პირველ რიგში, შეერთებული შტატებისგან ელიან. ურთიერთობა დათმობებს ორივე მხარისგან მოითხოვს. ვაშინგტონთან ურთიერთობის გამოსასწორებლად ძალისხმევა ევროპელებმაც უნდა გასწიონ. სამწუხაროდ, ბოლოდროინდელი მოვლენები ოპტიმისტურ მოლოდინს არაჩენს. ერთ-ერთი ასეთი მოვლენა 2020 წლის დეკემბერში ევროკავშირსა და ჩინეთს შორის მიღწეული შეთანხმებაა,რომელიც ნათლად მიანიშნებს ევროპელების მიერ პეკინთან ურთიერთობაში პრინციპულ პოზიციაზე უარის თქმას. უიგურების წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისა და ჰონგ-კონგელთა რეპრესიების ფონზე ევროკავშირმა ადამიანთა უფლებების ნაცვლად უპირატესობა კომერციული ინტერესების დაცვას მიანიჭა. ევროკავშირის მეგობრული ჟესტების პარალელურად, პეკინი კატეგორიულ უარს ამბობს კორონავირუსის წარმოშობის გამოძიებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებაზე, ემუქრება ტაივანსა და სხვა მეზობელ ქვეყნებს. შემაშფოთებელია ევროპის ზოგიერთი ქვეყნის, მათ შორის გერმანიის, მზაობა მიიღონ „ჰუავეის“5G ქსელი მათ ტერიტორიაზე და ამით შეერთებული შტატების პრინციპული პოზიციის უგულებელყოფა. ევროპელები მძიმედ ცდებიან თუ ჰგონიათ, რომ პეკინის მიმართ ხისტი პოზიციის დაკავება მხოლოდ ტრამპისადმინისტრაციის გადაწყვეტილება იყო. ჩინეთის კომუნისტური პარტიის აგრესიული პოლიტიკის შეჩერებასდემოკრატიული პარტიის ბევრი წევრი ემხრობა. შესაბამისად, ჩინეთი ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის ნეგატიური ფაქტორი მომავალშიც იქნება. ამჟამინდელი მიდგომით ევროპა ვაშინგტონთან ურთიერთობის გართულების რისკზე მიდის. ცალკე განხილვის ღირსია ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და თავდაცვის ბიუჯეტის საკითხები. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა,„ახლა ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის ნდობის აღდგენაა საჭირო. მე ევროპისა და ამერიკის ერთმანეთის გარეშე განვითარების არ მჯერა. მათ მხოლოდ ერთად ვხედავ. დასამალი არ არის, რომდონალდ ტრამპთან მძიმე საუბრები გვქონდა რუსეთზე, შეიარაღებათა კონტროლზე, თავდაცვის ხარჯების გაზიარებაზე და სხვა საკითხებზე“. ამ სადავო საკითხების დიდი ნაწილი ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც შეინარჩუნებს სიმწვავეს. 2006 წელს ნატოს ყველა წევრმა ქვეყანამ დადო პირობა, რომ 2024 წლისთვის მათ მიერ თავდაცვაზეგაღებული თანხები მშპ-ს 2%-ს მიაღწევდა. დღესდღეობით შეერთებული შტატების გარდა, ეს პირობა რვა ევროპულმა ქვეყანამ შეასრულა. ამ რვა ქვეყნიდან ექვსი ალიანსს ბოლო 21 წლის განმავლობაშიშემოუერთდა. შესაძლოა ბაიდენის მიერ ალიანსის წევრების მისამართით გამოთქმული რიტორიკა შერბილდეს, მაგრამ სხვისი დანახარჯებით სარგებლობა ვაშინგტონის კრიტიკის საგანი მომავალშიც იქნება. ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გართულების კიდევ ერთი ფაქტორი ევროკავშირის მიერ ხუან გაიდოს ვენესუელის ლეგიტიმურ ლიდერად აღიარების გაუქმებაა. დასავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნისადმი ასეთი აგდებული და უპრინციპო დამოკიდებულება ვაშინგტონში ვნებათა ღელვას გამოიწვევს. ახალმა ადმინისტრაციამ გამოთქვა მზაობა და სურვილი შეერთებული შტატები პარიზის კლიმატის შეთანხმებას შეერთებოდნენ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში დაბრუნებულიყვნენ. საერთაშორისო სტრუქტურებში დაბრუნება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანი იქნება. სწორედ შეერთებული შტატებისა და ევროპის უკან დახევამ განაპირობა ჩინეთის მიერ ექსპლუატაციისა და მანიპულაციის გზით საერთაშორისო ორგანიზაციების დამორჩილება. ბაიდენმა ირანთან მოლაპარაკებების განახლების თაობაზეც ისაუბრა. ამ და სხვა საკითხებზე ევროკავშირს და ზოგიერთ მის წევრ ქვეყანასკრიტიკული როლის შესრულება შეუძლია. ეს განსაკუთრებით ნიშანდობლივია მაშინ, როცა ვაშინგტონში ამ ინიციატივის წინააღმდეგი ბევრი რესპუბლიკელი აღმოჩნდა. წინააღმდეგობებით აღსავსე და თითქმის დასრულებული „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი, რომელიც გერმანიასა და რუსეთს პირდაპირ დააკავშირებს, უკრაინას სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციას დაუკარგავს და გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე, არამარტო ამერიკასა და ევროპის, არამედ თავად ევროპელებს შორის უთანხმოების გამომწვევია. 2018 წლის ბოლოს ევროპარლამენტმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ „ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საშიშ პოლიტიკურ პროექტად“ შეაფასა. 2021წელს, ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და უკანანონო დაპატიმრების შემდეგ, ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ამ პროექტის შეწყვეტას. შეერთებული შტატების კონგრესმა გაიზიარა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით და მხარი დაუჭირა მილსადენის მშენებლობაში ჩართულ კომპანიებზე სანქციების დაკისრებას. 2020 წლის აგვისტოში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტების მიერ ნავალნის მოწამლვის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ მერკელის მთავრობა მილსადენის პროექტს შეწყვეტდა, თუმცა ამაოდ. მილსადენის დასრულების გადაწყვეტილებით გერმანიის მთავრობამ უთანხმოების კერა არამარტო ბაიდენის ადმინისტრაციასთან, არამედ შეერთებული შტატების კონგრესის აბსოლუტურ უმრავლესობასთან და ევროპელების დიდ ნაწილთან შექმნა. ეს უთანხმოებები პუტინის რეჟიმისთვის გაკეთებული საჩუქარია. ნავალნის მკვლელობის მცდელობაზე ევროპელთა რეაქციების პირველი ტალღა იმედისმომცემი იყო. ვითარება შეიცვალა შემდგომ ეტაპზე. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ანგელა მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ბოლომდე მიყვანას აპირებს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შეფი ჟოზეფ ბორელი კი მოსკოვში კონსულტაციებზე ჩადის. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგობას ყურადღება არავინ მიაქცია. ეს ნიშნები მიუთითებს, რომ ევროკავშირი რუსეთის მიმართ პოზიციის შერბილებას აპირებს, რაც შეერთებულ შტატებთან აზრთა სხვადასხვაობის კიდევ ერთი მიზეზი იქნება. ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა მოსკოვის მიმართ გაცილებით მკაცრ ფორმებს მიიღებს. საპრეზიდენტო ფუნქციების დაწყებიდან მეორე დღეს ბაიდენმა უსაფრთხოების სამსახურებს საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის შესაძლო ჩარევის, ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ჩადენილი ტერაქტებისთვის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაწესებული ჯილდოების და ამერიკულ კომპიუტერულ სისტემებზე რუსული კიბერთავდასხმების საკითხების ხელმეორედ შესწავლა დაავალა. ბაიდენი ამ საკითხებს პუტინთან პირველ სატელეფონო საუბარშიც შეეხო და უკრაინის მიმართ მხარდაჭერაც გამოხატა. ტრამპისთვის ჩვეულ შემრიგებლურ ტონთან კონტრასტი თვალშისაცემია. მოსკოვთან STARTის ხელშეკრულების განახლება ბაიდენის ადმინისტრაციის შეიარაღებათა კონტროლის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ ინიციატივის ვაშინგტონის რუსეთისადმი პოზიციის შერბილების ნიშნად აღქმა ევროპელთა შეცდომა იქნება. ბაიდენის ადმინისტრაცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის საწინააღმდეგო ნაბიჯებს მომავალშიც გადადგამს. შესაბამისი კანონმდებლობა უკვე ძალაშია. დიდია ალბათობა ვიხილოთ მოსკოვზე დაკისრებული სანქციების ახალი პაკეტიც, ამჯერად ნავალნის მკვლელობის მცდელობის გამო. ტრამპისგან განსხვავებით, ბაიდენი კრემლში ახალი მეგობრების შეძენას არ აპირებს. რუსეთში პოლიტიკური ვითარების გაუარესებასთან ერთად, მნიშვნელოვანია შეერთებული შტატები და ევროკავშირი პუტინის რეჟიმთან მიმართებით საერთო პოზიციით წარსდგნენ. ეს გულისხმობს უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელებისთვის, აკრძალული ქიმიური ნივთიერებების პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენებისთვის, ევროპულ და ამერიკულ პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებში უკანონო ჩარევისთვის, თავად რუსეთში ადამიანთა უფლებების უმძიმესი ფორმებით შელახვისთვის ახალი სანქციების დაწესებას. დასავლეთმა პუტინს უნდა აგრძნობინოს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს დიქტატურის მხარდაჭერის ნებისმიერ მცდელობას კრემლისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. არ უნდა იყოს დავიწყებული რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. საპოვნელია ახალი მიდგომები, რომლებიც მოსკოვს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას აიძულებს. რუსეთის მეზობლებს უნდა შეეძლოთ კრემლის ჩარევისგან დაცული, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება. ევროპელებსა და ამერიკელებს მეტი თანამშრომლობა მართებთ პანდემიასთან ბრძოლაში, ვაქცინის შექმნასა და დისტრიბუციაში. ვიდრე ევროკავშირის ქვეყნები და შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვით არიან დაკავებულნი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პეკინი და მოსკოვი იმ ქვეყნებშიც ცდილობენ პოლიტიკური და დიპლომატიური უპირატესობის მოპოვებას, რომლებსაც დასავლურ ვაქცინებზე ხელი არ მიუწვდებათ. ვაშინგტონმა, ბრიუსელმა და ევროპის სხვა დედაქალაქებმა არ უნდა დაუთმონ მოედანი ავტორიტარულ რეჟიმებს, როცა საქმე ნაკლებად უზრუნველყოფილი ქვეყნებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო დახმარებას ეხება. რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ასეთი ქვეყნების რიგს მიეკუთვნება. 2020 წლის გაზაფხულზე ვირუსის პირველი ტალღის შედარებით მსუბუქად გადავლის შემდეგ, სავალალო შედეგები მოჰყვა ვირუსის მეორე ტალღას. მძიმე დარტყმა მიიღო საქართველოს ეკონომიკამ, ვითარების გამოსწორების ნიშნები ჯერ არსად ჩანს. სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებისას დაშვებულმა მნიშვნელოვანმა დარღვევებმა გამოიწვია. ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ბოიკოტის შედეგად მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტზე პრაქტიკულად სრული კონტროლი დაამყარა. დასავლეთი შეეცადა მედიატორის როლი ეთამაშა დამხარეებს შორის კომპრომისული შეთანხმებისთვის მიეღწია, წარუმატებლად დასრულდა. დაზიანდა საქართველოს რეპუტაცია, რომლის ქვაკუთხედი ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის სისტემა იყო. მიუხედავად პოლიტიკური კრიზისისა, საქართველოს მხარდაჭერა ბაიდენის ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის ევროპული პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის უნდა იყოს. საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ხანგრძლივი მჭიდრო ურთიერთობა, საქართველოს მოსახლეობის ძლიერი პროამერიკული განწყობა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უცვლელი ნება ასეთი მხარდაჭერისთვის საკმარისი მიზეზებია.