ძებნა
'არჩევნებზე' ძებნის შედეგები.
-
ბოლო ხანებია ვფიქრობ რომ ჩემს მისვლას არჩევნებზე აზრი არ აქვს ოღონდ ამას მოსახლეობის უმრავლესობასსავით არ ვამბობ და შემიძლია ავხსნა 30 წელია სსრკ დაიშალა და ჩვენც რაღაც გზას ვადგავართ გვეუბნებიან რომ ევროპული გზა არისო მაგრამ ყველა მთავრობის დროს ყოველთვის კორუფცია, ნეპოტიზმი, ძალადობა და ძალაუფლების შენარჩუნება გვხვდება თუ რამე აშენდა არ ნიშნავს რომ უპატრონო მოხუცებულის ყოფითი ცხოვრება გაუმჯობესდა და ამით ნაცები ნუ იტრაბახებთ რასაც მე ვუყურებ, ქვეყნის თვითმყოფადობის უნარის გასაუმჯობესებლად არაფერი გაკეთებულუბა, არაფერი კეთდება და არაფერი გაკეთდება მარტივი მიზეზისდა გამო არც დასავლეთის და არც რუსეთის ინტერესებში არ შედის, ეს გეოპოლიტიკურად ყოველმხრივ მნიშვნელოვანი ქვეყანა თავის ნებაზე იყოს და განვითარდეს რუსეთი თავის მხრივ პირდაპირ და ხისტი ძალით მოიწევს ჩვენკენ, რასაც ვერაფერი შეაჩერებს, მითუმეტეს უაზრო აღშფოთებები და ანტისაოკუპაციო წინდები დასავლეთი თავის მხრივ დასავლური ღირებულებების დამკვიდრების ეგიდით რუსეთს ბოლომდე არ ატანს ჩვენს თავს და ვართ ასე ჰაერში და სულ ასე ვიქნებით მერწმუნეთ იმდენი მოახერხეს რომ ხალხი ერთმანეთს გადაკიდეს, თუნდაც მედიის მარტივი ფსიქოლოგიური ხრიკებით სიძულვილის და იმედგაცრუების გარდა არაფერია ამ ქვეყანაში და ბოლოს პოზიტიურ ტალღაზე მინდა დავასრულო ეს პოსტი
-
გუშინდელი ფაქტის შემდეგ მოთხოვნილება სავარაუდო შედეგებზე შეიცვალა. პოლიტიკური პროცესის ყოველი ეპიზოდი და დეტალი აღიქმებოდა მთავარ კითხვაზე პასუხად. კითხვა ეხებოდა ოპოზიციის პარლამენტში შესვლას. პოლარული აზრების ცენტრი სწორედ ეს საკითხი იყო და ის გუშინ შეიცვალა. ახლა უფრო მნიშვნელოვანი ცენტრი ჩამოყალიბდა, რაც პარლამენტის დემოკრატიულად დაკომპლექტების საკითხსაც თავისთავად მოიცავს. იქნება თუ არა რიგგარეშე არჩევნები ?! ვფიქრობ, რომ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აღარ გვჭირდება მხარეთა შორის უთანხმოებების გააზრება და არც მოლაპრაკებებში გაჩენილი წინააღმდეგობების გარკვევა. არ ვიცი რამდენად აცნობიერებთ ამ საკითხის მნიშვნელობის გაზრდის ფაქტს, მაგრამ ვფიქრობ, რომ პრემიერის გადადგომისა და პოზიციების უცვლელობის ფონზე, რიგგარეშე არჩევნების საკითხი მთავარია და ის ყველა სხვა საკითხს მოიცავს. გთავაზობთ შედეგის პროგნოზს მანამ, სანამ იქნება «No more bets»
- 1,738 replies
-
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ 5 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე მოქალაქეების აზრი იყოფა, ამასთან მოსახლეობა პარლამენტის ბოიკოტის შესახებ ოპოზიციის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მათ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა აშფოთებთ. გამოკითხულების 59% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება (2020 წლის ივნისი – 53%), 30% კი – ფიქრობს, რომ სწორი მიმართულებით (2020 წლის ივნისი – 38%). საზოგადოებრივი აზრის კვლევა, 2020 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ დაკვეთით, ბალტიის კვლევების/გელაპის (The Gallup) მიერ ჩატარდა და მის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული რეგიონების გარდა), საარჩევნო უფლების მქონე 1 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევის ავტორების განმარტებით, შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია. კვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) დააფინანსა. ხელახალი არჩევნები, ოპოზიციის ბოიკოტი ქვეყანაში ხელახალი არჩევნების შესახებ გამოკითხულების აზრი ორ თანაბარ (45%-45%) ნაწილად გაიყო. ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას მხარს „დანამდვილებით“ მხოლოდ 25% უჭერს, 20% „გარკვეულწილად კი“, 12% „გარკვეულწილად არა“, 33% „დანამდვილებით არა“, რეპოონდენტების 9%-მა კი – არ იცის. რაც შეეხება პარლამენტის ბოიკოტის შესახებ ოპოზიციის გადაწყვეტილებას, მას მხარს მხოლოდ 26% უჭერს, 60% არა. 14%-მა კი – არ იცის. მათგან, ვინც ბოიკოტს მხარს უჭერს, 44%-მა ან არ უპასუხა ან არ იცის თუ რატომ. ბოიკოტს „დანამდვილებით“ უფრო მეტად ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა (46%) და სტრატეგია აღმაშენებლის (27%) მხარდამჭერები უჭერენ. საჯარო ფიგურები და ინსტიტუციები კვლევის შედეგებით, საზოგადოებისთვის კვლავ ყველაზე მოსაწონი ფიგურების სათავეშია 89%-ით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, მას 65%-ით ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია (იგი მიმდინარე წლის 18 თებერვალს გადადგა), 54%-ით დედაქალაქის მერი კახა კალაძე, 52%-ით ევროპული საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, 42%-ით კი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია მოსდევენ. ყველაზე უარყოფითად მოქალაქეები დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერის, ნინო ბურჯანაძის (69%); პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილისა (65) და გირჩი-მეტი თავისუფლების დამფუძნებლის, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძის (65%) მიმართ არიან განწყობილნი. ინსიტიტუციებისადმი საზოგადოების ნდობით 82%-ით პირველ ადგილს ჯარი იკავებს, მას 79%-ით ეკლესია, 64%-ით ქართული მედია, 54%-ით პოლიცია, 52%-ით კი – პრემიერ-მინიტრის აპარატი მოსდევენ. ეკონომიკური ვითარება ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად გამოკითხულების 49%-მა და 16%-მა პირველ არჩევნად უმუშევრობა და ცხოვრების ხარჯები დაასახელა, 8% კი – სიღარიბე (რესპონდენტებს ორი შესაძლო ალტერნატივის მონიშვნა შეეძლოთ). ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და მომავლისთვის მთავარ გამოწვევად 12%-მა ეკონომიკური განვითარება დაასახელა, 5%-მა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, 6%-6%-მა კი – უმუშევრობა და განათლების მიმართულებით არსებული პრობლემები. გამოკითხულების 37% მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ვითარება „გარკვეულწილად გაუარესდა“, 39%-ის შეფასებით კი – „ძალიან გაუარესდა“. პარალელურად, რესპონდენტების 42%-მა თქვა, რომ მათი ოჯახებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა „გარკვეულწილად ცუდია“ (43% ივნისი), 29%-მა კი – აღნიშნა, რომ „ძალიან ცუდი (22% ივნისი). კოვიდ-19-ის პანდემია რესპონდენტების 15%-მა განაცხადა, რომ ისინი კოვიდ-15-თან გამკლავების კუთხით მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევით „ძალიან კმაყოფილნი“ არიან (41% ივნისი), 44% „გარვეულწილად კმაყოფილია“ (38% ივნისი), 19% „გარკვეულწილად უკმაყოფილო“ (13% ივნისი), 20% კი – „ძალიან უკმაყოფილო“ (7% ივნისი). გამოკითხულების 39%-მა თქვა, რომ ის არ აიცრება, 20%-მა აღნიშნა, რომ ვაქცინას შესაძლებლობისთანავე გაიკეთებს, 24%-მა კი – აღნიშნა, რომ გარკვეული დროის მერე. 6% მხოლოდ იმ შემთხვევაში აიცრება, თუკი ეს კანონით სავალდებულო იქნება. ინფორმაციის წყაროები ყველაზე სანდო ინფორმაციის წყაროდ გამოკითხულების 35%-მა ტელეკომპანია „იმედი“ დაასახელა, 19%-მა „მთავარი არხი“, 13%-მა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, 8%-მა „ტელეკომპანია პირველი“, 3%-მა კი – „საზოგადოებრივი მაუწყებელი. 26%-მა აღნიშნა, რომ ქართული მედია „სრულიად თავისუფალია“, 46%-ის აზრით კი – „გარკვეულწილად თავისუფალი“. იმ 21%-დან, ვინც მიიჩნევს, რომ მედია თავისუფალი „საერთოდ არ არის“, 48% ამის მთავარ მიზეზად ხელისუფლების მხრიდან წნეხს ასახელებს.