Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ეკონომიკა' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. გიორგი გახარია პრემიერ–მინისტრის თანამდებობას წელიწად–ნახევრის განმავლობაში იკავებდა. მისი პრემიერობის პერიოდი COVID-19-ის პანდემიასა და მისგან გამოწვეულ კრიზისს დაემთხვა. ამ პერიოდში ქვეყანაში გაუარესდა ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი. ექსპერტების შეფასებით, გახარიამ კრიზისის სწორი მენეჯმენტი ვერ შეძლო და მისი მართვის სისტემა ჩავარდა. ჩავარდნა მართვაში სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი, შემცირებული ინვესტიციები და სამუშაო ადგილები, დიდი ეკონომიკური ვარდნა – ეს მხოლოდ იმ პრობლემების ნაწილია, რაც გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ქვეყანაში დატოვა. მისი პრემიერობის პერიოდს უკავშირდება ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერებაც. ეკონომიკური ზრდა ეკონომიკური ზრდა გახარიას მთავრობის მეთაურად დანიშვნიდან მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში შენარჩუნდა. 2020 წლის მარტში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ქვეყნის ეკონომიკა 2.7%-ით შემცირდა. მომდევნო თვეებში ვარდნა უფრო დაჩქარდა და წლის ბოლოს უკვე 6%-იანი კლება დაფიქსირდა. ინფლაცია და ლარის კურსი 2013 წლიდან დაწყებული ლარის კურსის გაუფასურება გახარიას პრემიერობის დროსაც გაგრძელდა, რამაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, სტიმული მისცა ინფლაციას. პანდემიის გამო ბიზნესაქტივობის შემცირებამ, ტურიზმის შეჩერებამ, ექსპორტის კლებამ და იმპორტის გაძვირებამ ფასების ზრდა განაპირობა და 2021 წლის თებერვალში ინფლაციამ 6.6% შეადგინა. საგარეო ვალი საგარეო ვალი რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა. 2021 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი $7.825 მილიარდს შეადგენდა. გახარიას პრემიერობისას საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი $2 მილიარდზე მეტად გაიზარდა. გიორგი გახარია/gov.geუცხოური ინვესტიციები უცხოურმა ინვესტიციებმა 2020 წელს 53%-იანი ვარდნა განიცადა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, შარშან ქვეყანაში სულ $617 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2019 წლის მონაცემებზე $694 მილიონით ნაკლებია. ამ გარემოებების გავლენით, ქვეყანაში გამწვავდა ეკონომიკური კრიზისი, გაიზარდა უმუშევრობის მაჩვენებელი, სიღარიბის დონე და ეკონომიკური უთანასწორობა სოციალურ ჯგუფებს შორის. გიორგი გახარიას მთავრობას კი ამ პრობლემების დაძლევის რეალისტურ ხედვები არ წარმოუდგენია. შეიძლება ითქვას, რომ არაფერი გაკეთებულა სამუშაო ადგილების შესაქმნელად. გახარიას პრემიერობისას თავი იჩინა სერიოზულმა ხარვეზებმა ჰესების მშენებლობის დაგეგმვისა და კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიმართულებითაც, რასაც მოსახლეობის საპროტესტო აქციები მოჰყვა. გაჩნდა კორუფციის საფრთხეები როგორც ენერგეტიკის, ასევე, წიაღის მოპოვების სექტორში. მისი პრემიერობის დროს ასევე, შენარჩუნდა პრივილეგიები მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესებისთვის, რასაც ქვეყანაში წლების განმავლობაში აქვს ადგილი. „მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც გარღვევას მოახდენდა ეკონომიკაში, გახარიას პრემიერობის პერიოდში არ ყოფილა, – ამბობს Business Feed-თან საუბრისას კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი, – რაც შეეხება კრიზისის მართვას, ღონისძიებები იყო დაგვიანებული. მთავრობის წერტილოვან სოციალურ პროექტებს ნაკლები საერთო ჰქონდა ეკონომიკურ ხედვასთან. საერთაშორისო ორგანიზაციებისგან სესხის თუ დახმარების სახით აღებული თანხები, რისი გადახდაც ჩვენ მოგვიწევს, არარაციონალურად არის დახარჯული. შედეგად გვაქვს უზარმაზარი ვარდნა ეკონომიკაში, გაზრდილი უმუშევრობა, ბევრი ეკონომიკური პრობლემა, რომლის გამოსწორების გზაც არ ჩანს. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ მთავრობის მეთაურმა რომელიმე ნაწილში კარგად მართა კრიზისი“. დადებითი ცვლილებები გახარიას პრემიერობისას გიორგი გახარიას პრემიერობისას ბიზნესისთვის რამდენიმე პოზიტიური ცვლილებაც მოხდა: 2020 წელს ამოქმედდა დღგ-ის ავტომატური დაბრუნების გეგმა და გაორმაგდა დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება. ბიზნესის მხარდაჭერისთვის დამატებით გამოიყო 500 მილიონი ლარი. თანხა უმეტესად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იყო განკუთვნილი. ცვლილებები შევიდა სახელმწიფო პროგრამის – აწარმოე საქართველოში თანადაფინანსების პირობებში: სესხის/ლიზინგის პირობები 24-დან 36 თვემდე გაიზარდა. ასევე, გაიზარდა პროცენტის დაფინანსებაში სახელმწიფოს მონაწილეობა; გახარიას პრემიერობის პერიოდში მთავრობამ დაიწყო სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მიკროსაგრანტო პროგრამა, რომლის მოცულობა 40 მილიონ ლარამდეა. გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრად 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა. 2021 წლის 18 თებერვალს მან თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. მიზეზად გახარიამ ქართული ოცნების გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა, რაც ნიკა მელიას დაკავებას უკავშირდებოდა. მისი განმარტებით, ის მელიას დაპატიმრების წინააღმდეგი იყო, რადგან მიიჩნევდა, რომ ეს ქვეყანაში პოლიტიკურ დაძაბულობას გააღრმავებდა. გადადგომიდან ერთი თვის შემდეგ მან განაცხადა, რომ პოლიტიკაში ბრუნდება. The post გახარიას ეკონომიკა appeared first on BusinessFeed.
  2. „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ 5 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე მოქალაქეების აზრი იყოფა, ამასთან მოსახლეობა პარლამენტის ბოიკოტის შესახებ ოპოზიციის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მათ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა აშფოთებთ. გამოკითხულების 59% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება (2020 წლის ივნისი – 53%), 30% კი – ფიქრობს, რომ სწორი მიმართულებით (2020 წლის ივნისი – 38%). საზოგადოებრივი აზრის კვლევა, 2020 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ დაკვეთით, ბალტიის კვლევების/გელაპის (The Gallup) მიერ ჩატარდა და მის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული რეგიონების გარდა), საარჩევნო უფლების მქონე 1 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევის ავტორების განმარტებით, შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია. კვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) დააფინანსა. ხელახალი არჩევნები, ოპოზიციის ბოიკოტი ქვეყანაში ხელახალი არჩევნების შესახებ გამოკითხულების აზრი ორ თანაბარ (45%-45%) ნაწილად გაიყო. ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას მხარს „დანამდვილებით“ მხოლოდ 25% უჭერს, 20% „გარკვეულწილად კი“, 12% „გარკვეულწილად არა“, 33% „დანამდვილებით არა“, რეპოონდენტების 9%-მა კი – არ იცის. რაც შეეხება პარლამენტის ბოიკოტის შესახებ ოპოზიციის გადაწყვეტილებას, მას მხარს მხოლოდ 26% უჭერს, 60% არა. 14%-მა კი – არ იცის. მათგან, ვინც ბოიკოტს მხარს უჭერს, 44%-მა ან არ უპასუხა ან არ იცის თუ რატომ. ბოიკოტს „დანამდვილებით“ უფრო მეტად ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა (46%) და სტრატეგია აღმაშენებლის (27%) მხარდამჭერები უჭერენ. საჯარო ფიგურები და ინსტიტუციები კვლევის შედეგებით, საზოგადოებისთვის კვლავ ყველაზე მოსაწონი ფიგურების სათავეშია 89%-ით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, მას 65%-ით ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია (იგი მიმდინარე წლის 18 თებერვალს გადადგა), 54%-ით დედაქალაქის მერი კახა კალაძე, 52%-ით ევროპული საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, 42%-ით კი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია მოსდევენ. ყველაზე უარყოფითად მოქალაქეები დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერის, ნინო ბურჯანაძის (69%); პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილისა (65) და გირჩი-მეტი თავისუფლების დამფუძნებლის, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძის (65%) მიმართ არიან განწყობილნი. ინსიტიტუციებისადმი საზოგადოების ნდობით 82%-ით პირველ ადგილს ჯარი იკავებს, მას 79%-ით ეკლესია, 64%-ით ქართული მედია, 54%-ით პოლიცია, 52%-ით კი – პრემიერ-მინიტრის აპარატი მოსდევენ. ეკონომიკური ვითარება ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად გამოკითხულების 49%-მა და 16%-მა პირველ არჩევნად უმუშევრობა და ცხოვრების ხარჯები დაასახელა, 8% კი – სიღარიბე (რესპონდენტებს ორი შესაძლო ალტერნატივის მონიშვნა შეეძლოთ). ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და მომავლისთვის მთავარ გამოწვევად 12%-მა ეკონომიკური განვითარება დაასახელა, 5%-მა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, 6%-6%-მა კი – უმუშევრობა და განათლების მიმართულებით არსებული პრობლემები. გამოკითხულების 37% მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ვითარება „გარკვეულწილად გაუარესდა“, 39%-ის შეფასებით კი – „ძალიან გაუარესდა“. პარალელურად, რესპონდენტების 42%-მა თქვა, რომ მათი ოჯახებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა „გარკვეულწილად ცუდია“ (43% ივნისი), 29%-მა კი – აღნიშნა, რომ „ძალიან ცუდი (22% ივნისი). კოვიდ-19-ის პანდემია რესპონდენტების 15%-მა განაცხადა, რომ ისინი კოვიდ-15-თან გამკლავების კუთხით მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევით „ძალიან კმაყოფილნი“ არიან (41% ივნისი), 44% „გარვეულწილად კმაყოფილია“ (38% ივნისი), 19% „გარკვეულწილად უკმაყოფილო“ (13% ივნისი), 20% კი – „ძალიან უკმაყოფილო“ (7% ივნისი). გამოკითხულების 39%-მა თქვა, რომ ის არ აიცრება, 20%-მა აღნიშნა, რომ ვაქცინას შესაძლებლობისთანავე გაიკეთებს, 24%-მა კი – აღნიშნა, რომ გარკვეული დროის მერე. 6% მხოლოდ იმ შემთხვევაში აიცრება, თუკი ეს კანონით სავალდებულო იქნება. ინფორმაციის წყაროები ყველაზე სანდო ინფორმაციის წყაროდ გამოკითხულების 35%-მა ტელეკომპანია „იმედი“ დაასახელა, 19%-მა „მთავარი არხი“, 13%-მა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, 8%-მა „ტელეკომპანია პირველი“, 3%-მა კი – „საზოგადოებრივი მაუწყებელი. 26%-მა აღნიშნა, რომ ქართული მედია „სრულიად თავისუფალია“, 46%-ის აზრით კი – „გარკვეულწილად თავისუფალი“. იმ 21%-დან, ვინც მიიჩნევს, რომ მედია თავისუფალი „საერთოდ არ არის“, 48% ამის მთავარ მიზეზად ხელისუფლების მხრიდან წნეხს ასახელებს.