Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ანალიტიკოსები:' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 3 results

  1. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ბიტკოინი 54.000 დოლარზე არ შეჩერდება და ზრდას განაგრძობს. ინვესტორების შეკითხვაზე თუ, სად შეიძლება დაასრულოს 2021 წელს ბიტკოინმა ფასის მატება, სავარაუდო პასუხი 288.000 დოლარია. ბოლო თვეების განმავლობაში ბიტკოინის ფასმა მასიური მოგება ნახა, რაც 11.000 დოლარიდან 62.000 დოლარამდე ფასის მატებაში გამოიხატა. ამასთანავე, კურსის ასეთ შთამბეჭდავ გაუმჯობესებაში ასევე შედის ფასების მოქმედების შედარებით მშვიდი პერიოდები. ამჟამად, ბიტკოინის დიაგრამა აშკარად ვარდნის ტენდენციას აჩვენებს. ეს ნიშნავს, რომ ბიტკოინის ფასი შესაძლოა, 53,000 აშშ დოლარის დონეზე აღმოჩნდეს. თუკი კრიპტოვალუტის ფასი კიდევ უფრო შემცირდება მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის კურსი 49.000 დოლარზე დაფიქსირდეს. მეორე მხრივ, თუ ფასი გაუმჯობესდა კრიპტოვალუტა 56.000 დოლარის დონეს კვლავ დაიბრუნებს. ანალიტიკოსი, ბობი ლი იმედოვნებს, რომ 2021 წელს ბიტკოინის კურსი 200.000-სა და 250.000 დოლარს შორის იმერყევებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ Deutsche Bank Research-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ეძღვნებოდა მხოლოდ ბიტკოინს. 18-გვერდიან კვლევაში Deutsche Bank Research-ი აღწერს ბიტკოინის ძირითად მახასიათებლებს და აანალიზებს მისი ფასების ისტორიული ზრდის ძირითად მამოძრავებელ ასპექტებს. Deutsche Bank-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, ბიტკოინის ფასი შეიძლება კვლავ გაიზარდოს, სანამ აქტივების მენეჯერები და კომპანიები განაგრძობენ ბაზარზე შემოსვლას. The post ანალიტიკოსები: ბიტკოინის ფასის ცვლილება ნორმალურია appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  2. ანალიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ ბიტკოინის ფასის მკვეთრი მატება რამდენიმე თვეში არის მოსალოდნელია. კურსის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება კი გულისხმობს ბიტკოინის ფასის 100.000 დოლარამდე მიღწევას. ინვესტორების შეკითხვაზე თუ, სად შეიძლება დაასრულოს 2021 წელს ბიტკოინმა ფასის მატება, სავარაუდო პასუხი 288.000 დოლარია. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტის ექსპერტის, ბობი ლის ადრეული პროგნოზები ბიტკოინის ფასთან დაკავშირებით საკმაოდ ზუსტი გამოდგა. 2018 წელს გაკეთებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის შემდეგი “აღზევება” 2020 წლის ბოლოს და 2021 წლის დასაწყისში მოხდებოდა. ციფრული ვალუტა პიკს კი 2021 წლის ბოლოს, დეკემბრისათვის, მიაღწევდა. ჯერჯერობით მისი ყველა პროგნოზი გამართლდა. ბობი ლი ფიქრობს, რომ ბიტკოინი ამ წლის ბოლოს 200.000-დან 250.000 დოლარის ფარგლებში იმერყევებს. ეს კი მოხსნის ყველა დროის ფინანსურ რეკორდს. ამაში მოიაზრება ოქროს შეფარდება ნავთობთანაც. ”მე ვფიქრობ, რომ ბიტკოინი კიდევ მოიმატებს მინიმუმ 4-5-ჯერ. ასე რომ, კრიპტოვალუტის ფასი წელს 200.000-250.000 დოლარს მიაღწევს”,- აღნიშნა ბობ ლიმ. ფასის მატების ერთ-ერთი მიზეზი ინსტიტუციონალური ინვესტორების დაინტერესებაა. ინვესტორი რაულ პალის თქმით, ინსტიტუციონალური ინვესტორების ბაზარზე გააქტიურებამ კურსის მკვეთრ მატებას ხელი შეუწყო. The post ანალიტიკოსები: 2021 წელს ბიტკოინის ფასი 100.000 დოლარას გადააჭარბებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  3. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ბიტკოინის ფასმა შესაძლოა, 12.000 დოლარის დონე დიდი ხნით შეინარჩუნოს. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, ორშაბათს ფასი 13.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ფასი მხოლოდ 12.000 დოლარის ნიშნულზე შეიძლება გამყარდეს. წინა კვირა ბიტკოინის კურსისთვის მნიშვნელოვანი გამოდგა, რადგან კრიპტოვალუტის ფასი 13.000 დოლარს მიუახლოვდა. ექსპერტების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ფასი 13.300 დოლარამდე გაიზარდოს. ბიტკოინის ყოველკვირეული დიაგრამა აჩვენებს, რომ კურსი 11.600-12.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის დასაწყისიდან ბიტკოინი ამ პოზიციის შენარჩუნებას ცდილობდა. ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში ბიტკოინის კურსი 10.000 დოლარამდე დაიკლებს. შეგახსენებთ, რომ ტექ.-ინვესტორი ტიმ დრეიპერი მყარად ინარჩუნებს თავის პოზიციას, რომელიც ბიტკოინის კურსის მატებას ეხება. მისი აზრით, 2022 წლისთვის კრიპტოვალუტის ღირებულება 250.000 დოლარს მიაღწევს. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ 15 წელიწადში კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია 80 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის ფონზე ფიზიკურ ვალუტებზე მოთხოვნა მცირდება. The post ანალიტიკოსები: ბიტკოინის ფასმა შესაძლოა, მყარი პოზიცია 12.000 დოლარზე შეინარჩუნოს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.