Jump to content
×
×
  • Create New...

„ქალები ნერვული აშლილობის ზღვარზე“


Recommended Posts

  • ფორუმელი

გინახავთ ქალი, რომელიც ღრმა დეპრესიის დროს, დამაძინებელ საშუალებებს, წყლის ნაცვლად გასპაჩოს აყოლებს?)) ამ ფილმში ნახავთ ასეთ ქალს. 
ეს არის  დრამა-კომიკური ფილმი, მიტოვებულ ქალზე, რომელიც გამუდმებით ელოდება ზარს, საყვარელი მამაკაცისგან

Spoiler

და რომელიც თავხედურად მხოლოდ იმიტომ რეკავს, რომ აცნობოს სამოგზაუროდ წასვლის შესახებ და სთხოვს ნივთები ჩაულაგოს. დამმპალი ნაბიჭვარი, როგორც ბიძაჩემი იტყვის ხოლმე ჩვენს მთავრობაზე

და ნერვული შემოტევის დროს, ბრაზი და აგრესია ნივთებზე გადააქვს. თითქოს ყველაფერი სტანდარტულია. როგორც ხდება როცა ვიღაცას ტოვებენ, მერე როცა ერთი ახალ ცხოვრებას იწყებს, მეორე კი ღრმა დეპრესიაში ვარდება და ცხოვრების ხალისს კარგავს, თუმცა სინამდვილეში ეს ფილმი გიჟი ქალებით და ჩაფლავებული მამაკაცებით არის სავსე. არ ვიცი რა იყო ჩანაფიქრი, რა სურდა და რა გამოუვიდა რეჟისორს, მაგრამ გაიუმორისტებული დრამა პედროს დიდი პლიუსია.  სევდის დიდ მორევში კი არ ეშვები ამ დროს, რომ მთავარი პერსონაჟის ტკივილი უკეთ გაიგო, უფრო გეცინება რა სიგიჟეები შეიძლება ჩაიდინონ გადაფსიხებულმა ქალებმა :დ 
ერთი განსაკუთრებული სცენაა, როდესაც ტაქსის მძღოლთან ერთად ტირის მანქანაში))) და  იმ რამდენიმე წამიან სცენაში კარგად ჩანს ემოციების მოზღვავება და სიმძაფრე.

ის ტკივილი, რაც შეიძლება კაცის ღალატმა გამოიწვიოს და განსაკუთრებით მაშინ როცა ეს კაცი გიყვარს. 
ფილმში არ არიან მაინცდამაინც ლამაზი ქალები, მაგრამ აცვიათ უდასტოინესი და უკარგესი კოსტიუმები. ესთეტიურობა ამ რეჟისორს განსაკუთრებულად გამოარჩევს, სხვა რეჟისორებისგან და სხვათაშორის ეს მისი  ზოდიაქოს დამსახურება მგონია. სასწორების ხედვა ამ კუთხით, ყოველთვის შესამჩნევია. კიდევ დავამატებდი რომ არაფერს უხდება წითელი ფერი ისე, როგორც "პედრიკოს" ფილმებს :) 
მოკლედ გოგოების საყურადღებოდ , ვისაც ნანახი არ გაქვთ - უყურეთ. გაერთობით, ისიამოვნებთ და კიდევ მერამდენედ დარწმუნდებით, რომ ქალის გარეშე კაცის ცხოვრება ფარსია და რამდენად აღმატებულები და ძლიერები ვართ მათზე, რამდენად საშიშები შეიძლება ვიყოთ როცა ნერვებს გვიშლიან, როგორ  შეგვიძლია გვიყვარდეს და რამდენად ამაყად შეგვიძლია დავთმოთ ისინი,  მიუხედავად გრძნობებისა. 

შუაღამე მშვიდობის 🧜🏽‍♀️

 

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share