ფორუმელი Damnoc Posted 6 იანვარი, 2022 Posted 6 იანვარი, 2022 ორი დღის წინ შემთხვევით გადავაწყდი ნიაზას "გამამერია ჭაღარა"-ს, ტექსტში ვაჟას სტილი მეცნო, მაგრამ არ მახსოვდა ეგეთი ლექსი. ვიპოვე სადღაც ონლაინ. ვაჟას ბლოგი არსებობს თურმე, თავისი ანოტაციებით, დ.ა.შ. შევყევი, გენიოსი იყო ტიპი, შიგ ხერხემალში წამავლო ხელი. ვიჯექი, ნიაზა ფანდურს აჩხაკუნებდა ფონად, "ზღვა ბობოქრობდა"-ს ვკითხულობდი და ვსლუკუნებდი მიტყეპილი ბავშვივით. გენიაზე მემართება ხოლმე. გადის თემატურ გულწრფელობაში თუ ბარემ ყველაზე ხშირად მონახულებული midget interracial gangbang ლინკიც მოვაგდო? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Vermillion Posted 6 იანვარი, 2022 Posted 6 იანვარი, 2022 19 საათის წინ, კიჭარტი said: ძაან ცივი და არაექსპრესიულია... მარტო ნეგატივზე და ნეგატიურად რეფლექსირებს და მაღიზიანებდა. თან ყველა კაი ტიპი მაგას რატო შეხვდა წტფ. ინგლისელი არისტოკრატი ქალია, ეტიკეტში უწერიათ ემოციების შეზღუდვა თან მებრძოლი ტიპშიაა, სტანდარტებს არღვევს. მანდ ბებია მევასება, მაგრამ მერიც ფავორიტ პერსონაჟებშია. საინტერესო ქალის სახეა, ახალი საუკუნის დასაწყისში თავისი უფლებებისთვის რო იბრძვის, დასტოინად. საილერი რო სარკასტულ პოსტს მიუძღვნიდა ისეთი ტიპშაა:D 18 საათის წინ, Mulan said: არც არაფერია იმის უკან. უმრაველესად კი. თუმცა არსებობენ ისეთი ტიპებიც, რომლებიც თავის სამყაროში უცხო ხალხს არ ახედებენ. დიდი პოსტების წერა და საკუთარ თავზე საინტერესოდ საუბარიც ეგეც ზოგჯერ პოზაა, ზოგჯერ პუბლიკაზე თამაშიც. რომ მოაწონო ვინმეს თავი. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 6 იანვარი, 2022 Posted 6 იანვარი, 2022 2 საათის წინ, Damnoc said: გადის თემატურ გულწრფელობაში თუ ბარემ ყველაზე ხშირად მონახულებული midget interracial gangbang ლინკიც მოვაგდო? დადე თუ გინდა უტრირებ და გიხარია მარა ვერ გაგვაოცებ! 2 საათის წინ, Vermillion said: ზოგჯერ პუბლიკაზე თამაშიც. რომ მოაწონო ვინმეს თავი. პუბლიკაზე ისიც თამაშობს ვინც არ თამაშობს, ყველაფერს ყავს თავისი მომხმარებელი, მერე? მეს ობრაზი და რეალობა რამდენად ემთხვევა ერთმნეთს ეგაა მთავარი თორემ ბევრი დაუბანელი იმიტომ არ გადის გარეთ სხვებმა რომ არ დაცინონ იმიტომ კი არა რომ ჭუჭყიანს დაძინება არ შეუძლია და პიროვნული აუცილებლობაა მისთვის ყოველდღიური ჭუპაჭუპა... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Vermillion Posted 6 იანვარი, 2022 Posted 6 იანვარი, 2022 @Mulan ეგ კი, მაგრამ პირადი პრეფერენციების ამბავია ალბათ. მე არ მიყვარს როცა ვინმეს აუდიტორიის ნაწილად ვგრძნობ თავს ამიტომ პირად საუბრებს უფრო ვაფასებ მე რომ მიწერს დიდ ტექტს იმაზე რაც ადარდებს, ექსკლუზიურად ჩემთან რომ იხსნება. თითქოს განსაკუთრებული სულიერი ინტიმურობა იქმნება ჩვენს შორის. ნუ ამის შემდეგ, რაღაც შაბლონურ სლეობას რო მთხოვს, ორმაგად კი მწყდება გული :s სადო-მაზო სურვილი მაქვს ალბათ, ან რამე პათოლოგია დემნუშას დავაზუსტებინებ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი მთვარის ძმადნაფიცი Posted 7 იანვარი, 2022 Posted 7 იანვარი, 2022 არ მახსოვს სხვისთვის გასაგზავნი წერილი როდესმე ფურცელზე თუ დამიწერია, მგონი არასოდეს. ასე მახსოვს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები, რაც სხვა ადამიანებისთვის მქონდა სათქმელი, ყოველთვის კლავიატურაზე იყო აკრეფილი. თქმა ჯობდა ვითომ? მგონი არა, მინაწერი უფრო კარგად ინახება ადრესატის "ინბოქსშიც", გონებაშიც, გულშიც. თანაც, როცა ტექსტს კითხულობ თითქოს მეტი თავისუფლება გაქვს შენთვის ნათქვამი სიტყვები, მისი აზრი და მნიშვნელობა ისე შეაფერადო როგორც შენ გაწყობს, ისე დასვა აქცენტები, ინტონაციები რომ ყველაზე მწარე ნათქვამიც შენი გრძნობებისთვის დამზაგავ რეჟიმში იკითხებოდეს. თუმცა არიან ისეთი, "ცუდი ავტორებიც", ძალიან კარგად რომ წერენ, აზრებს მკაფიოდ და ცალსახად გადმოსცემენ, მოკლედ შანს არ გიტოვებენ "შემოქმედებითი აღქმისთვის", თავის მოტყუებისთვის და კიდევ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანისთვის. ალბათ იმედისთვის. კარგია მერე ეს? რავიცი ძმაო, რაც არის ეგ არის და ამით უნდა იცხოვრო. ბევრიც აღარ დარჩა, ცოტაც მოითმინე და ისიც, რაც ახლა ასე ცალსახა და მკაფიო გეგონია, რაშიც ასე დარწმუნებული ხარ - ასეთი აღარ იქნება. მაგრამ ზოგჯერ ასეა, უამრავი გაქვს სათქმელი, ასო-ასო ამოსაკრეფი გულიდან, მიაშტერდები ეკრანს, თითები კლავიშებზე აკრეფს- წაშლის, აკრეფს-წაშლის. ასე რამოდენიმეჯერ, მერე გაქვავდება. რაღაც დროის შემდეგ შენი გულის პულსს თითის გულებზე გრძნობ, კლავიშებზე დაწყობილ თითის გულებზე. "სალამი, როგორ ხარ ?" - ბოლოს მარტო ეს რჩება იმ უამრავი სათქმელიდან ცოტა ხნის წინ, რომ გულს ხეთქავდა. აი ახლა ეს ძალინ ბანალური, გაცვეთილი, აზრისაგან და გრძნობისაგან თითქმის დაცვლილი სიტყვათწყობა, ამ ადამიანისთვის ქუჩაში ან სადმე შემთხვევით შეხვედრიასას რომ მეთქვა პირადად, როგორ გაიგებდა ამას, რამეზე დააფიქრებდა, აგრძობინებდა რამდენ უთქმელ აზრს და გრძნობას მალავს ეს ეს სამი სიტყვა? რა თქმა უნდა არა. "არამიშავს შენ როგორ ხარ" - იქნებოდა ზდილობიანი და ფორმალური პასუხი. და აქ დასრულდებოდა ყველაფერი. იმედიც. და როცა შენთვის მოწერილი წერილი, მარტო ეს სამი სიტყვაა, ადამიანი ყველაფერს უნდა მიხვდეს არა? კი, უნდა მიხვდეს. შენ მაინც იმედი გაქვს, რომ ახსნების და გარჩევების გარეშე ყველაფრის თავიდან დაწყება შეიძლება, ან გაგრძელება? 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 7 იანვარი, 2022 Posted 7 იანვარი, 2022 On 1/6/2022 at 12:49 AM, კიჭარტი said: რატო ეშინიათ ადამიანებს და მათ შორის აქაურ იდეაში ანონიმურ იუსერებს არასრულყოფილების გამოვლინების? რატომ უკვირთ ადამიანებს, მათ შორის კიჭარტებს, ისეთი რამეები, რაც სრულიად ჩვეულებრივი და ბუნებრივია სკოლის მოსწავლეებისთვისაც კი? და რატომ ხსნიან ასეთ თემებს? ეს უფრო საინტერესოა. თორემ თანამოძმეთა თვალში კარგად გამოჩენის სურვილი ბუნებრივად დევს ადამიანში. პლუს ეგო და ამპარტავნება. პლუს შეიძლება გააზრებულადაც მოქმედებდეს ასე, რადგან ავტორიტეტი კაპიტალია, რომლის გამოყენებაც ბევრნაირად შეიძლება. ფორუმზეც და ლაივშიც. ანონიმურობა კიდევ პირობითია. მე მაგალითად მინიმუმ ოთხ აქაურს ვიცნობ ბადეს გარეთ ასე თუ ისე, სიამოვნებით კიდევ უკეთ გავიცნობდი მათაც და სხვებსაც. იქით გოგები ცალკე ჩატაობთ, ერთმანეთის სოცქსელები იცით მინიმუმ და ზოგს ძუძუებიც ნანახი გაქვთ ერთმანეთის ( ). პლუს მურ-მულანის დაჯგუფება, რომელიც ლაივიდან მოვიდნენ ერთად და ერთმა თუ გაგიცნო, ჩათვალე ყველამ გაგიცნო პლუს ტიმჯის და ლეჩხუმის ხალხი და ჩერეზ-ჩერეზ მათი "დამსახურებით" გაბაზრებული ინფო. იქ სურათები, იქ დეტალები, იქ ამბები... რაის ანონიმურობა. Quote იი მიგირი ალფაულაყი მაჩომენა ვაარ რაღაც ძალიან ემტერები ამ ალფა მამრებს დამნოკას რომ გაუჩმახე, მას მერე დავაფიქსირე და გამიკვირდა. იქნებ მართლა ალფა მამრია, არ გამოავლინოს საკუთარი თავი, შენი მოერიდოს? ან იქნებ ცდილობს ამ მიმართულებით განვითარდეს და ასეთ მოქცეაში ივარჯიშოს, მათ შორის ბადეზეც? მოსაწონი და დასაფასებელია პირიქით. თუნდაც უბრალოდ აფერისტობდეს ან თავს იტყuებდეს, ეს ტიპაჟი რომ მიაჩნია მოსაწონად, უკვე პლუსია. ვეძებოთ ყველგან პლუსები. Quote ან იიიი რაც შიიძლიბი ჭკვიინირი ტიქსტი დივწირი აი, მე ხომ უბრალოდ ბარკლებზე და დუნდულებზე ვწერ ხშირად, იმედია დამიფასებ Quote არასაკმარისი თავდაჯერებულობა? ეგეც ჩვეულებრივი და ფართოდ გავრცელბული ამბავია, კი. აი ქალები რომ რაღაც საზიზღობებს ისვამთ სახზე, წიპა უფრო ლამაზი გამოჩნდეთ, ეგ არ გიკვირს? მარტო პოსტები? ან შენ რომ ამოყვინთულ ფოტოს მხოლოდ წონის დაკლების შემდეგ დამპირდი? 1 ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
ფორუმელი მთვარის ძმადნაფიცი Posted 5 თებერვალი, 2022 Posted 5 თებერვალი, 2022 ღამის 3 საათზე მეღვიძება ხოლმე +/- 15 წუთი. უცნაური აზრებით, ძილ-ღვიძილს შორის რაღაცნაირი, ხვნაირი ცნობიერება გაქსვ ჩართული, სხვანაირად იაზრებ რაღცეებს რაც "მღვიძარე" გონებაზე ძაან ჩვეულებრივად გეჩვენება თუ მიჩვეულად. ახლაც რატომღაც ჩაცმაზე მეფიქრებოდა ამ უცნაურ ცნობიერებაში - აი ზანგებს რომ პალტო აცვიათ ხოლმე რა არაბუნებრივად აღიქმება მეთქი, ვიფიქრე. აი ისე როგორც რომ შიშველ ფეხზე ჩაიცვა ბახილები, როგორც "ნასკები". უნდა მოვსინჯო, როგორი შეგრძნება ბახილები შიშველ ფეხზე, ან "ნასკიან" ფეხზე. აუ პლაჟზე რა მაგარი იქნება არა?! ზანგი პალტოში, მე კი "კუპალნიკში" და ბახილებში. პ.ს. თუ "კუპალნიკი" არ მინდა? Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა