Jump to content
×
×
  • Create New...

მოგესალმებით სასაცილო საქართველოდან! 2021 წლის მოვლენათა შეჯამება


Recommended Posts

  • ფორუმელი

მოგესალმებით სასაცილო საქართველოდან! კიდევ ერთი წელი გადავაგორეთ, რომ იტყვიან გავუძელით, მაგრამ სანახაობა არ გვაკლდა, მონას სხვა არც უნდა, მთავარია თვალის საზრდო, თორემ სული რად გვინდა, არადა სულიერებაზე თავს ვდებთ და სულიერების სახელით თავსაც მოვაჭრით!... ეს ძველი ისტორიაა, მაგრამ ქართული სიბრიყვე მაინც ახალ-ახალ სიმაღლეებს იპყრობს, წესით და რიგით, ჯეიმს ვების ტელესკოპმა  მზერა ამიერკავკასიისკენ უნდა მოაუბრონოს, სწორედ აქ  არის უცხო ცივილიზაციის მტკიცებულება,  რომელიც კაცობრიობას არ ჰგავს.

2021 წელს წარმატებით გავაგრძელეთ პანდემიის უკონტროლო მართვა,  მთელს კაცობრიობაში გავითქვით სახელი,  მოწინავე ადგილებიც დავიკავეთ და სიკვდილიანობის რაოდენობით  პირველ ადგილს წავეთამაშეთ, მაგრამ ხუთეულში ადგილი  სტაბილურად გვიჭირავს. ყოველდღიურად გვიკვდება საშუალოდ 45-55 ადამიანი,  ეს თავზარდამცემი სტატისტიკა აჭარბებს ერთად აღებულ აფხაზეთის და 2008 წლის აგვისტოს ომის  დღიური დანაკარგის  საშუალო მაჩვენებელს. ეს პრაქტიკულად ომში მარცხია, რომელმაც საზოგადოება ერთ გუნდად უნდა შეკრას და  დამნაშავე გაასამართლოს, ამავე დროს  შეაფუცხუნოს დისციპლინის მობილიზაცია... მაგრამ თქვენ არ მომიკვდეთ!  ერთი წლის თავზე ქვეყნის მოსახლეობის 30 % ია აცრილი, საზოგადოების უმრავლესობა უფრო დიდ საფრთხეს ებრძვის, როგორიცაა ჩიპირება, 5G ინტერნეტი და ზომბირება... გამოდის  ქართველი ერი სიკვდილის საფრთხის წინაშეც არ დრკება  და  ზრუნავს ინდივიდუალიზმზე, თავისუფლებაზე, სიცოცხლეზე!  გუშინ მაგალითად კახეთში, თელავის რაიონში მხოლოდ 9 ადამიანი აიცრა, მაგრამ  პირველობას ასე მარტივად ვინ დაგითმობს, ქართლში არც ერთი არ აიცრა! ნუთუ ეს ეგზოპლანეტური არ არის?!

ჯანდაცვის მინისტრი გადააყენეს და გაბრაზებულმა  ქალმა ყველაფერი პრემიერ მინისტრს გადააბრალა და თან დასძინა, ხალხი ვირუსით კი არა  საავადმყოფო დაწესებულებაში ინფექციით კვდებაო... მე მხოლოდ ერთი რამ ვერ გავიგე, კი მაგრამ, ეს ქალი არ მართავდა  ჯანდაცვის პროცესს? ნუთუ  საკუთარ დანაშაულზე მოგვცა აღიარებითი განცხადება? ალბათ უდნა დააკავონ, მაგრამ არა, ეს ხომ საქართველოა, ეს განა დანაშაულის აღიარებაა, სიმართლის გაზიარებაა ხალხო! ანუ  გასვლისას კარი გაიჯახუნა  დალოცვილმა და  სიმართლე მოგვახალა, ხოდა  უნდა გვიხაროდეს!

შევეშვათ კორონა ვირუსს, სხვა ხოხმები მოვყვეთ. წლის დასაწყისში "კრიზის მენეჯერი" რომ გვყავდა პრემიერ მინისტრად ხომ გახსოვთ?  ის გადადგა თუ გაიქნიეს,  ხოდა დაიბოღმა, იფიქრა ერთი თვალის ჩაკვრით, თუ ნახევარ მილიონ ლაიქს  დღეში ვაგროვებ, ამათ უტირებ ყოფასო, მთლად უფროსი რომაა, იმას ვაწუკწუკებო... გაიარა, გამოიარა ეთერში, სისულელეები იბოდიალა:  კაცმა რუსი დეპუტატის  პარლამენტის სავარძელში მოთავსების გამო გავეშებული ხალხი დაარბია, წარმოიდგინეთ  ისრაელის ქნესეტის თავმჯდომარის სავარძელში  რომ ჩაესვა ვინმეს ირანის მეჯლისის დეპუტრაწი, რა მოხდებოდა, ხოდა ის წარმოიდგინეთ იმ მთავრობას რა მოუვიდოდა,  გაბრაზებულ ხალხს თუ დაარბევდა, ხოდა დაარბიეს ბიჭო, დაარბიეს კი არა დალეწეს! დაჩეხეს! დაგლიჯეს, ლამაზ გოგონას თვალი დათხარეს... ეს ბრიყვი გამოვიდა და  სახელმწიფო გადატრიალება აღვკვეთეო! არჩვენებში მიიღო მონაწილეობა, რაცხა პროცენტები აიღო,  მიხვდა  დაიკიდა ხალხმა და მას მერე  კამერას არ უნახავს, გაბანძდა, ვერც პატრონს მოანატრა თავი და   ვერც  კარი გაიჯახუნა, არადა ქონდა შანსი ეკასავით ეთქვა რაცხა, მარა ამას სხვა გეგმები აქვს

პრემიერ მინისტრი გავიხსენოთ, ჯერ კორუპციის გამო გააგდეს, თვითონ თქვა მამამარჩენალმა მე ხომ არ ვიგონებ?! უკან დააბრუნა და  სადღაც 1 თვეში  ყველას სასაცილო გახდა, თურმე კონსტიტუციით მთლად პირველი კაცი, მამარჩენალის შვილის კაპრიზებს, შაპიტოს ცირკის მასხარასავით ასრულებს, თან აგულიანებს, თან ულოცავს როგორ აჭამეს დედიმისისა ვიღაც ყაზილარს... დედამიწაზე, სამარცხვინო მხილების შემდეგ ბოდიშს იხდიან  და სამსახურს სტოვებენ, ასე მაგალითად, გერმანიის განათლების მინისტრმა ანეტ შავანმა თანამდებობა დაუყოვნებლივ დატოვა, როგორც კი უნივერსიტეტმა ამხილა სადოქტორო ნაშრომის პლაგიატში, მარა ეგზოპლანეტა საქართველოში  სხვა წესებია.

პრემიერ მინისტრს ღარიბაშვილზე  ესეც გვეყოფოდა მაგრამ ჯერ სად ხართ! მოკლედ შეგახსენებთ,  ამ კაცმა  ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან  რეფერენდუმის მსგავსი შეთანხმება გააფორმა საპარლამენტო არჩევნებში 43 % თუ ვერ გადალახავდა, ვადამდელს დავნიშნავო.  მერე გადახედეს, ის „კრიზის მენეჯერი პრემიერი მგონი მართლა მაგარიაო და იქნებ მაგდენი ვეღარ ავიღოთო“, ანუ  ამათაც დაიჯერეს რომ მაგარი პრემიერია, იმანაც დაიჯერა რომ მაგარი ვარო და შეთანხმება ჩაშალეს. გვკიდია  რასაც ავიღებთ, არაფერი შეიცვლებაო. მერე 47% აიღეს, მიხვდნენ რომ „კრიზის მენეჯერი პრემიერი“ არავინ ყოფილა და ჩვენ ნაციონალების მოგონილი რეფერენდუმი მაინც მოვიგეთო.

მოდით პრემიერ მინისტრზე თხრობა გავასამოთ: თურმე მამამარჩენალს სულ ცალ ფეხზე ჰკიდია, პირად მდივნად თვლის კაცად არასდროს ჩაუგდია მაინც პრემიერობს, მეტიც ხმას არ იღებს, ქვეყნის ეკონომიკაო მინიმუმ უნდა გავაორმაგოო.

მკითხველო აქამდე თუ მომყევი მინდა შეაჯამო რაც წაიკითხე და გაიაზრო რომ  ამ პარტიამ საქართველოს ადგილობრივი არჩევნები მოიგო, ხვდები?__მოიგო ბიჭო, მართლა მოიგო!

წლის საუკეთესო ოლიგოფრენია მაინც საქართველოს მესამე პრეზიდენტის სატვირთო მანქანით შემოპარვაა. მდინარაძე ჩიოდა ტრუსკავეცშია რაის ბათუმი და თბილისიო, თურმე აქ ყოფილა, მაინც გაუგებარია რა უნდოდა, ან რას ბლოგერობდა,  თუ თავგანწირული პერფომანსი უნდოდა... მოკლედ დააპატიმრეს და მას მერე ოპოზიცია მასთან ერთად შიმშილობს. თავად ეს პროცესიც ერთმანეთის გინება და ლანძღვაა,  ბოლოს საქმე მორიგეობით შიმშილზე მივიდა, მაგრამ ყველაზე მთავარი პროტესტის ასეთი ფორმის უშედეგობაა, ან რა პროტესტი შე კაი ადამიანო, ვინც გადაწყვეტილებას იღებს ის არ წუხდება და ვისაც აწუხებთ როგორ გადაწყვეტს?... ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი რომელმაც მესამე პრეზიდენტს მოქალაქეობა ჩამოართვა ეხლა ამბობს  პრეზიდენტი  პოლიტიკური პატიმარიაო,  ქვეყნის მეხუთრე პრეზიდენტი კი იფიცება არ შევიწყალებო, დაიწყო მოლაპარაკებების სერია მაგრამ უფრო იმიტომ რომ არავის ათმევინოს მოლარაკებებზე არ წავედითო, ჩვენ კი ვართ რაღაც ბანძ სერიალში გაჭედილები და  მასკარადის სერიას განმეორებით ვუყურებთ.

არ დაგვავიწყდეს რომ წელს  მოესწრო ორი ოპოზიციონერი ლიდერის გასამართლება, რომელიც  ევროპის საბჭოს ჩარევით გაათავისუფლეს, მესამე უკვე ვახსენე(პრეზიდენტი) და მეოთხეს ვასამართლებთ, ანაკლიის პროექტში მონაწილეობის გამო, მერე რა ეგ ხომ „მევახშეა“ ხოდა ალბათ ეკუთვნის...

ქართველმა ხალხმა კინაღამ გადავწყვიტეთ ენერგო დამოუკიდებლობის პრობლემა მაგრამ არ ეძინა ქართულ გენს და იხუვლა მთელი ძალით, აბა თურქებს ხომ არ დაუტოვებდით ტვიშის ვენახებს, თუ ნამახვან ჰესი აშენდებოდა დამბის დანგრევის შემთხვევაში ქუთაის 20 მეტრიანი ტალღა გადაუვლიდა, დანგრევით კი უსათუოდ დაინგრეოდა იმიტომ რომ იქ მღვიმეები ყოფილა, მერე რა რომ შეისწავლეს, ენკამ რაც იცის მიწის ქვეშ რა ხდება, არ გვინდა თურქის 100 მილიარდი, არც სამუშაო ადგილები, არც დენი, აქ თურქი ვერ გაიჯეჯილებს! თქვა წმინდა ვარლამმა და დიდ ხიფათს გადაგვარჩინა, სამაგიეროდ წელს აღდგა ისტორიული ტრადიცია დავუბრუნდით ფესვებს! ვეღირსეთ ელექტროენერგიის გრაფიკით მოწოდებას, მოთმინებით ველოდებით როდის  მოაღწევს ბავშვობის ნეტარება თბილისამდე, როცა ნანინანატრ ელექტრო ენერგიას მოყვება ბედნიერების ღრიალი!

ახალ წელს გილოცავთ ქართველებო, მე არ ვიცი  2022-მა წელმა  2021 წლის „წამრმატებები“ როგორ უნდა შეცვალოს, მაგრამ მაინც მინდა დაგაიმედოთ:  რახან კაცობრიობა  6 თვეში სამყაროს შორეულ სივრცეებში გაიხედავს, დაიწერება სამეცნიერო სტატიები, გადაიხედება ფიზიკის თეორიები, აქტუალური გახდება კოსმოსის ათვისება და ნელნელა  დაკარგავს აზრს ნაციონალიზმი, კოსმოსის კოლონიზაციასთან ერთად ჩვენც გვეშველება, სამეცნიერო პროგრესი აქაც მოაღწევს და სხვა პლანეტების კოლონიზაციასთან ერთად ეგზოპლანეტა საქართველოს შეცლიან, აქ ატმოსფეროს ცვილება საჭირო არაა, მაგრამ უფრო დიდი წინააღმდეგობაა დასაძლევი როგორიცაა წამგებიანი კულტურა. ხოდა  2022 წელს გისურვებთ კაცობრიობის კოლონიზაციის პროცესის დასაწყისს ეგზოპლანეტა საქართველოში.

ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო!

Share on other sites

ანუ?

მთლიანად ცირკია თუ ცოტა რაღაც რაღაცეები ქვეყანაში მაგათზეცაა დამოკიდებული? (ტიპა ოფიციალურ მთავრობაზე).

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share