Jump to content
×
×
  • Create New...

მეგრელკას მონათხრობი

შვებულებაში ვარ
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
,,ერთი ამბავი რომაა ატეხილი ქართველი კაცები არ ვარგიანო და ქალებიც იმიტო მისდევენ ზანგებს თურქებს თუ გადამთიელებს, რატომ გავიწყდებათ?
დილით რომ ჩემი სოფლის მარშუტკაში ავდივარ და ერთდროულად რამდენიმე ბიჭი წამოხტება ადგილის დასათმობად, ქართველები არიან ეგენი.
ჩასვლისას რომ მძღოლი მეტყვის – შენი გადახდილიაო – საქართველოა ეგ.
შენი უბნის მაღაზიიდან რომ ხელფასიდან ხელფასამდე პროდუქტს ვალზე ეზიდები – ქართველი კაცის მაღაზიაა ეგ.
ყინვიან დღეს ქურთუკში გახვეულ ლეკვს რომ სახლში მიარბენინებდა, ის ბავშვიც ქართველი იყო.
დევნილობის პირველს წელს, რომ დახეული ჩანთა ახლით შემიცვალა, ის ოჯახიც ძალიან ქართული იყო.
აფხაზეთში დარჩენილ სათამაშო პიანინოზე რომ მოვუყევი და იმავე დღეს, ზუსტად ისეთი პიანინო მაჩუქა – გიორგი მამაცაშვილია ის ბიჭი და ქართველია ეგეც…
ის კაციც ქართველი იყო, სადღაც მიყრუებულ სოფელში რომ წერდა, კოსმოპოლიტიზმზე და პატრიოტიზმზე და არაფერს არ წუნობდა ქართულს.
გაგრაში რომ “ჭიქა არაყზე” მოკვდა, ის ბიჭიც ქართველი იყო.
ბერიც – ადრიატიკის ზღვაში.
თქვენი ნაგავი კაცები გადამალეთ და ჩვენ გაგვატარეთ…”
 
პ.ს. ტელეფონი დამრჩა წეხან სახლში და თანხას ვერ ვურიცხვდი პიროვნებას...
ორი კაცი გავაჩერე, მეთქი თქვენი მობილურით ჩამარიცხინეთ-თქო...
არ გვაქვსო მობილური, 21-ე საუკუნეში მეუბნებიან :facepalm:
პატარა ბიჭები ყავას ყიდულობდნენ. 
ერთმა მანქანაში გასძახა - ჩემი მობილური მომიტანე, კაცს დახმარება სჭირდებაო...
რავი, ალბათ ეგეც ქართველი იყო :fofo:
Share on other sites

  • ფორუმელი
6 საათის წინ, შვებულებაში ვარ said:
პ.ს. ტელეფონი დამრჩა წეხან სახლში და თანხას ვერ ვურიცხვდი პიროვნებას...
ორი კაცი გავაჩერე, მეთქი თქვენი მობილურით ჩამარიცხინეთ-თქო...
არ გვაქვსო მობილური, 21-ე საუკუნეში მეუბნებიან :facepalm:
პატარა ბიჭები ყავას ყიდულობდნენ. 
ერთმა მანქანაში გასძახა - ჩემი მობილური მომიტანე, კაცს დახმარება სჭირდებაო...
რავი, ალბათ ეგეც ქართველი იყო 

გუშინ ჩასარიცხ აპარატთან ქალს დახმარება ჭირდებოდა და იცი შვილო რამდენს ვთხოვე და არ დამეხმარნენო? პენსიონერ დას ურიცხავდა წამლის ფულს და არავინ დაეხმარა იდგა იმ ყინვაში ხელებგაწვდილი ვედრებით სავსე თვალებით, რამ გააგიჟა ეს ხალხი, ელემენტარულის გაკეთება ეზარებათ თუ ეშინიათ? :facepalm:

Share on other sites

  • ფორუმელი
44 minutes წინ, Mulan said:

კონტრარგუმენტების გარეშე რომ ცოტა ხანი მოისვენო და ვისაც ჩვენი კაი ადამიანობის სჯერა, იმათ მაინც აცადო ვერა? 

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, კარქი გოგო said:

ვისაც ჩვენი კაი ადამიანობის სჯერა, იმათ მაინც აცადო ვერა? 

ვის ჩვენი, ქართველების?

რით ვერ გაიგეთ ამდენ ხანს, რომ ერთი ჩვეულებრივი ერი ვართ, არაფრით გამორჩეული. არც სიკეთით, არც ადამიანობით. ვინ გითხრათ, ან რატო დაიჯერეთ ეს აზრი, რომ ვითომ ღმერთმა საქართველო გამოარჩია, ყველა სიკეთე ქართველებს დააბერტყა, გაუმარჯოს საქართველოს და ბლა ბლა ბლა. ოდითგანვე ერთმანეთს ვჭამთ და ვხრავთ, მულანის მონაყოლიც სწორედ ქართველების უმეტესობის სახეა.

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, ფორთოხალი said:

ვის ჩვენი, ქართველების?

რით ვერ გაიგეთ ამდენ ხანს, რომ ერთი ჩვეულებრივი ერი ვართ, არაფრით გამორჩეული. არც სიკეთით, არც ადამიანობით. ვინ გითხრათ, ან რატო დაიჯერეთ ეს აზრი, რომ ვითომ ღმერთმა საქართველო გამოარჩია, ყველა სიკეთე ქართველებს დააბერტყა, გაუმარჯოს საქართველოს და ბლა ბლა ბლა. ოდითგანვე ერთმანეთს ვჭამთ და ვხრავთ, მულანის მონაყოლიც სწორედ ქართველების უმეტესობის სახეა.

გეთანხმები მერე, რა გინდა? 

Share on other sites

  • ფორუმელი
8 საათის წინ, შვებულებაში ვარ said:
,,ერთი ამბავი რომაა ატეხილი ქართველი კაცები არ ვარგიანო და ქალებიც იმიტო მისდევენ ზანგებს თურქებს თუ გადამთიელებს, რატომ გავიწყდებათ?
დილით რომ ჩემი სოფლის მარშუტკაში ავდივარ და ერთდროულად რამდენიმე ბიჭი წამოხტება ადგილის დასათმობად, ქართველები არიან ეგენი.
ჩასვლისას რომ მძღოლი მეტყვის – შენი გადახდილიაო – საქართველოა ეგ.
შენი უბნის მაღაზიიდან რომ ხელფასიდან ხელფასამდე პროდუქტს ვალზე ეზიდები – ქართველი კაცის მაღაზიაა ეგ.
ყინვიან დღეს ქურთუკში გახვეულ ლეკვს რომ სახლში მიარბენინებდა, ის ბავშვიც ქართველი იყო.
დევნილობის პირველს წელს, რომ დახეული ჩანთა ახლით შემიცვალა, ის ოჯახიც ძალიან ქართული იყო.
აფხაზეთში დარჩენილ სათამაშო პიანინოზე რომ მოვუყევი და იმავე დღეს, ზუსტად ისეთი პიანინო მაჩუქა – გიორგი მამაცაშვილია ის ბიჭი და ქართველია ეგეც…
ის კაციც ქართველი იყო, სადღაც მიყრუებულ სოფელში რომ წერდა, კოსმოპოლიტიზმზე და პატრიოტიზმზე და არაფერს არ წუნობდა ქართულს.
გაგრაში რომ “ჭიქა არაყზე” მოკვდა, ის ბიჭიც ქართველი იყო.
ბერიც – ადრიატიკის ზღვაში.
თქვენი ნაგავი კაცები გადამალეთ და ჩვენ გაგვატარეთ…”
 
პ.ს. ტელეფონი დამრჩა წეხან სახლში და თანხას ვერ ვურიცხვდი პიროვნებას...
ორი კაცი გავაჩერე, მეთქი თქვენი მობილურით ჩამარიცხინეთ-თქო...
არ გვაქვსო მობილური, 21-ე საუკუნეში მეუბნებიან :facepalm:
პატარა ბიჭები ყავას ყიდულობდნენ. 
ერთმა მანქანაში გასძახა - ჩემი მობილური მომიტანე, კაცს დახმარება სჭირდებაო...
რავი, ალბათ ეგეც ქართველი იყო :fofo:

შენ არ გქონდა თვითონ მობილური და ის შეიცხადე და გაიკვირვე სხვასაც რომ არ ქონდა? რა სიმახინჯე სული აქვს ზოგ ადამიანს. არასდროს ვეუბნები უარს მობილურით დახმარებაზე არავის, 2 შემთხვევა იყო რომ სახლში დამრჩა და მაშინ მთხოვეს, მაგათ ოჯახს დაუბაბანოს გრინჩმა  თუ ჩემზე რამე ზედმეტი გაიფიქრეს.

Tvinze rom zrunavdes imdens kacobrioba ramdensac kuchze zrunavs.. 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share