Jump to content
×
×
  • Create New...

კომფორტი


Damnoc
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

@CHAOS შუა ხნის კრიზისი გაქვს ხო? მე ხო ტუტუცი ვარ მარა შენ გველი ხარ

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი

კომფორტის ზონიდან გასვლა კარგია

მაგრამ ისეთი საქმის კეთება,

რომელიც საერთოდ არ არის შენი

და დღის/საქმის ბოლოს კმაყოფილების განცდას არ დაგიტოვებს

imho, დაწყებადაც არ ღირს.

Share on other sites

  • ფორუმელი
23 საათის წინ, კიჭარტი said:

თემას რაც შეეხება

ბევრი ფაიზაღი იბაზრე, მაგრამ ნაწილები ვერც თემასთან დავაკავშირე მაინცდამაინც და ვერც ერთმანეთთან.

მაგრამ ინდივიდუალურად ჩაგეთვალა საკითხები :yeah:

 

8 საათის წინ, Vermillion said:

რომელიც საერთოდ არ არის შენი

და დღის/საქმის ბოლოს კმაყოფილების განცდას არ დაგიტოვებს

აი მანდ არის გაურკვეველი ცხოველის თავი დამარხული.

იდეაში, თუ რამეში თავით არ გადაშვებულხარ, იქამდე წარმოდგენა იმაზე გაქვს პრინციპში წარმოსახვითი. ანუ კი არ იცი შენი გამოცდილება როგორი იქნება შიგნიდან, უბრალოდ ვარაუდობ და რაც უფრო შორს არის შენი კომფორტის ზონიდან ის რაღაც, უფრო ნაკლები ინფორმაციით ცდილობ ეს წარმოდგენა შეაკოწიწო.

რომელიღაც ატრაქციონზე რა გამოცდილებას მიიღებ იმის ვარაუდი ერთია და რეალური გამოცდილება მეორე.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
53 minutes წინ, Damnoc said:

რაც უფრო შორს არის შენი კომფორტის ზონიდან ის რაღაც, უფრო ნაკლები ინფორმაციით ცდილობ ეს წარმოდგენა შეაკოწიწო.

ამ შემთხვევამ ჩემთანაც გაანათა

მანდ ორი მომენტია:

1- სიმაღლის შიში რომ მაქვს, რაცარუნდა ვაუპატიურო თავი და ბევრჯერ დავჯდე ატრაქციონზე,

მაინც ვერ ვიკაიფებ უწონადობით,

ვერ ვიგრძნობ იმ დრაივს, რასაც ჩემი და გრძნობს, როცა ამერიკულ გორკებზეა და ხელებს უშვებს მოაჯირს.

2- დანახარჯების ამბავი

თუ არ გავერთე, რა აზრი აქვს ატრაქციონზე ბილეთის ყიდვას?

 

ნუ, თუ ნეიტრალური ატრაქციონია, მაგ. კორტები, შეიძლება ცდა.

მაგრამ რის მიმართაც უარყოფითი განწყობა გაქვს,

ძაან მეეჭვება იქიდან რამე გამოვიდეს.

Edited by Vermillion
Share on other sites

  • ფორუმელი
7 საათის წინ, Vermillion said:

რის მიმართაც უარყოფითი განწყობა მაქვს

7 საათის წინ, Vermillion said:

მაინც ვერ ვიკაიფებ

ცალკე საკითხია რომ განწყობა არის self fulfilling prophesy. ნებისმიერი სიტუაცია შეგიძლია პირადად შენთვის "გაიფუჭო" უარყოფითი განწყობის ფონზე. და პრინციპში ცოტა ნაკლები მაგრამ მაინც ბევრი სიტუაციაა რომელიც შეგიძლია "გაიკეთო" პოზიტიური განწყობის ფონზე.

Spoiler

ერთხელ მაგალითად ჩერეზ-ჩერეზ ნაცნობობით ვიქირავეთ სახლი ერთერთ მთიან კურორტზე, ძალიან, თითქმის საეჭვოდ იაფად. ადგილზე ჩასულებს დაგვხვდა საბჭოთა პერიოდის შენობა, იგივე პერიოდის რემონტზე, ყინვა ყველა ოთახში გარდა საერთო ოთახისა სადაც კლასიკური შეშის ღუმელი იდგა და შუა სააბაზანოში უბრალოდ დადგმული აბაზანა უცივესი წყლით.

მახსოვს ეს მომენტი, სუნთქვა მქონდა შეკავებული ალბათ, როცა ვფიქრობდი "ეხლა ესენი გააჩნია როგორ დაინახავენ ამ ყველაფერს, თუ წავიდნენ "ეს რა *ლეობაა" მიმართულებით, გადაყრილია მთელი პახოდი"-თქო. მაგრამ წავიდნენ "რა შინაურულ-არაკომფორტულად კომფორტულია აქაურობა" მიმართულებით. მოვქოქეთ ღუმელი, შევწვით კარტოფილები მუნდირში და დავ-freshen up-დით ღუმელზე სიცივე მოტეხილი წყლით.

ერთერთი ყველაზე პოზიტიური გასვლა გამოვიდა ჯამში.

მაგრამ მე პრინციპში თემაში სხვა რამეს ვაწვები.

იმას რომ არ იცი რეალურად რას მიიღებ. შეიძლება გამართლედეს მოლოდინები, შეიძლება არა.

სუნით რომ ივარაუდო გემო, დურიანს არ შეჭამ არასდროს, მაგრამ ახდილი კანალიზაციის ლუქის სუნის უკან, მაგ შემთხვევაში, კარამელიანი cheesecake-ს ბუნებრივი ექვივალენტი იმალება.

Share on other sites

  • ფორუმელი

@Damnoc

ანუ რაც შეიძლება მეტი ექსპერიმენტის ჩატარების იდეამდე მიდიხარ.

არსებული დატა დავიკიდოთ და უფრო adventurously მივუდგეთთ opportunity-ებს

რადგან ვარაუდობ, რომ outcome 50/50-ზე იქნება

მამენტ შეიძლება.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Damnoc გააჩნია რას ეძახი რამდენიმე საქმის პარალელურად კეთებას. თუ დღეში ან მითუმეტეს კვირაში რამდენჯერმე უნდა გადაერთ-გადმოერთო, ეგ სათვალავშიც არაა ჩასაგდები; თუ ყოველ ათ წუთში ან თუნდაც ნახევარ საათში, ეგ უკვე საქმეა.
მე პურადად რამდენიმე საათი გადაბმულად რამის კეთებაზე მეტად ცოტ-ცოტა და ყველაფერი მეადვილება და მეხალისება. მაგ. ნახევარი საათი ვხატე, მერე ვწერე, მერე ვირბინე, მერე გავიწელე, მერე რამე სასარგებლო ვისწავლე იუთუბიდან, მერე ქალს მვეფერე... ერთადერთი საბრძოლო სახეობებზე რომ დავდიოდი, იქ არ მბეზრდებოდა რამდენმე საათი გადაბული ვარჯიში. თუმცა ეგ დისციპლინები თავისთავად იმდენად მრავალფერვან მუშაობას მოიცავს, ფაქტობრივად თვითანვითარების ყველაზე სრულყოფილი და მრავალმხრივი ასპარეზია. ჰო, კიდევ ქეიფი არ მბეზრდებოდა სათანადო ხალხთან, მაგრამ ეგ ადრე იყო. ახლა შეიძლება ეგ მომბეზრდეს კიდეც, არ ვიცი, კარგა ხანია არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. ძველ ხალხთან დიდი შანსია მომბეზრდეს (გულში ზიან, მაგრამ მაინც). ახალი და ახლანდელ მსოფლმხედველობასთან, განვითარების დონესთან და მიმართულებასთან მორგებული ხალხი თუ გავიცანი, მათთან არ ვიცი როგორ იქნება.

 

 

 

On 12/16/2021 at 11:37 PM, Vermillion said:

1- სიმაღლის შიში რომ მაქვს, რაცარუნდა ვაუპატიურო თავი და ბევრჯერ დავჯდე ატრაქციონზე,

მაინც ვერ ვიკაიფებ უწონადობით,

ვერ ვიგრძნობ იმ დრაივს, რასაც ჩემი და გრძნობს, როცა ამერიკულ გორკებზეა და ხელებს უშვებს მოაჯირს.

თუ ფობიაა, შეიძლება დამატებით დაგჭირდეს რაღაცეებზე მუშაობა. ან შეიძლება არც. თუ უბრალოდ ბუნებრივი შიშია, თუნდაც საშუალოსტატისტიკურ ადამიანზე მძაფრად გქონდეს გამოხატული, მაშინ სუფთა მიჩვევის ამბავია. საკმარისად ბევრჯერ უნდა დაჯდე და მოგეშვება. ათჯერ, ორმოცდაათჯერ, ასჯერ, რავი. 

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share