Jump to content
×
×
  • Create New...

კომფორტი


Damnoc
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ყოველთვის ვხედავდი საკუთარ თავს როგორც ტიპს რომელსაც შეუძლია თითქმის ნებისმიერ საქმეს ჩაუჯდეს და ხშირად ბევრ "პროფესიონალზე" უკეთესი შედეგიც დადოს, მაგრამ ამასთან ერთად არ შეუძლია სინქრონულად რამდენიმე საქმის კეთება.

ეს პრინციპში ტერმინშივე არ არის სწორი. სინქრონულად ორ შვიდ საქმეს ვერავინ აკეთებს, ყველას უწევს ძალიან ხშირად გადაერთოს რამდენიმე საქმეს შორის. ხოდა ყოველთვის მეგონა რომ ეგ არ შემეძლო.

ერთი პერიოდი აკადემიური პოზიციების შემოთავაზება მქონდა მაგრამ ისეთების, არასპეციფიურების, ზოგადად აკადემიურების, ხოდა ხელები გავასავსავე, მეთქი ერთი საქმის კარგად კეთება თუ გინდათ, შემოგევლოთ ჩემი თავი მაგრამ 7 საქმეს პარალელურად ვერათქო.

ისე წავიდა ცხოვრება რომ ამ ბოლო დროს თითქმის იძულებით მომწიწია რაღაც ისეთ პროექტში თავის გაყოფა და ზოგადი მენეჯმენტი, რომელსაც ბლენდერში *ვერების ჩაყოფას ვამჯობინებდი არჩევანი რომ ყოფილიყო.

ხოდა გავიდა რამდენიმე თვე, თითქმის გათენებიდან დაღამებამდე ტვინის ღერღვაში და . . . არ მომდის არაფერი ამის კარგის ჭანჭლები რო მოვ**ან.

საკუთარ თავს ვესაწყლებოდი რაღაც პერიოდი მაგრამ იმენა უპრობლემოდ ვართმევ თავს.

ამ გადასახედიდან დავფიქრდი მერე. მეთქი მაშინ ნეტა საკუთარი თავის იმედი არ მქონდა თუ უბრალოდ დისკომფორტი მეზარებოდათქო. ხოდა ეს ბოლო ვარიანტი იყო აშკარად.

ერთი მხრივ კარგია კომფორტი მაგრამ მეორე მხრივ სტაგნააციაა.

ოქროს შუალედი ამაშიც ამხანაგებო :boli:

Share on other sites

7 minutes წინ, Damnoc said:

სინქრონულად ორ შვიდ საქმეს ვერავინ აკეთებს, ყველას უწევს ძალიან ხშირად გადაერთოს რამდენიმე საქმეს შორის.

rly?

9 minutes წინ, Damnoc said:

ერთი მხრივ კარგია კომფორტი მაგრამ მეორე მხრივ სტაგნააციაა.

უმაღლესი პრიორიტეტი რა არის ადამიანის ცხოვრებაში?

Share on other sites

  • ფორუმელი

უცებ მეგონა მზიკიში იყო თემა გახსნილი და კინაღამ შეგაქე.

თემას რაც შეეხება, კაცები ზოგადად ხართ მონოთასქერები და პოლიამურულები და ქალები პირიქით, მონოგამიურები და პოლიფუნქციურები. თუმცა საშუალო სტანდარტული გადახრიდან რომ გამოვიდეთ, ჩვევის გამომუშავების ამბავიცაა. თუ პასუხისმგებლობის გრძნობა გაგაჩნია და მიზანდასახული ხარ. + მნიშვნელოვანია რა მიზნებს უსახავ თავს და რა დონე გაკმაყოფილებს.

რაც უფრო განათლებული/გაცნობიერებული ტიპი ხარ, საკუთარ თავთან მეტი პრეტენზია გაქვს და გგონია რომ სხვებიც ეგრე არიან, მერე კიდევ იმედების არგამართლების და გაბანძების "შიში" გხევს უკან. თუ აკეთებ იდეალურად გინდა გააკეთო და მაგიტომ.

და ამის ფონზე კიდევ, ვიღაც "ს გრიაზი ვ კნიაზი" ტიპები რამე პატარას რო მოაბამენ თავს, ეგრევე აბუქებენ, თავს იქებენ და თავი სამყაროს ცენტრი ჰგონიათ. ინსტაგრამზე რო იწერენ ხოლმე founder and ceo at რაღაც და ამ დროს 2 ცალი ბანანზე დასაკრავი სტიკერი გაყიდა და ისიც დედას ან მამას მიჰყიდა. მეცინება ხოლმე.

აქაც ბალანსის ამბავია.

კომფორტი კიდევ ყოველთვის უკან დახევაა და შფოთვის წყარო, თუ ამბიციური ტიპაჟი ხარ. უბრალოდ, ტოქსიკურ გარემოში არყოფნაა მთავარი, გამოწვევები და მათი გადალახვა კარგია. ტოქსიკურობა და კომფორტის ზონიდან გამოსვლა კი, მთლად ერთი და იგივე არაა.

თუ გაგიმართლა და ისეთ საქმეს აკეთებ რაც სიგიჟემდე გიყვარს და + პერიოდულად სულ ვითარდები, დილა-საღამოს მეტანიებში უნდა იყო. ისეთი ფუფუნებაა. (ჩემი აზრით რთუ)

 

 

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი

@CHAOS არა. როცა გიყვარს საქმე პრივილეგიაა, მაგრამ როცა მონოტონურ კომფორტში ხარ- უკვე დეგრადაციაა.

•მაგალითი:  მე ვარ ლათინურების მოცეკვავე, ვგიჟდები ცეკვაზე. 

თავისთავად ნეტო ცეკვის ფაქტორი უკვე კომფორტია ჩემთვის, მაგრამ პარალელურად გავხსენი სტუდია, გავდივარ ჩემპიონატებზე, კონკურსებში ან შოუებში მივდივარ. ანუ გამოწვევებს ვიღებ. 

იმედია ახლა უკეთ ავხსენი.

და კიდევ, კომფორტული სამსახური ყოველთვის არ გიყვარს. შეიძლება გეზიზღებოდეს ვაბშე. 

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

@კიჭარტი ანუ თუ სწორად მივხვდი - უფრო კომფორტული საქმიანობის არსებობის შემთხვევაში პროსტა კომფორტული საქმიანობა დეგრადაციაა.

Share on other sites

  • ფორუმელი

@CHAOS კომფორტული მონოტონურობაა დეგრადაცია, აფდეითებს როცა არ აკეთებ შენი კომფორტის ზონაში.

ახალი აფდეითები რომ გამოდის და არ დავაყენო, ისედაც აიოსია და მომწონს მეთქი ეგ თემაა. ამ დროს ბევრი ახალი ფუნქცია ჩნდება, სანამ მე ძველ ვერსიაზე ვზივარ, ბევრ აპზე ვკარგავ წვდომას და კონტექსტიდან ვვარდები. 

ან მომღერალი ხარ და მარტო თბილისოს მღერი ყოველდღე, არადა რო ივარჯიშო, ხმა დაიმუშავო, შეიძლება ჰიუსტონიც გამოგივიდეს. და თუ ჰიუსტონის გამოსვლის პოტენციალი გაქვს და ისევ თბილისოს მღერი-დეგრადაციაა. არა?

 

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   266 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 265 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(11)
    • YandexBot(3)