Jump to content
×
×
  • Create New...

5 ტექნოლოგიური ტრენდი 2021 წელს


Rossi
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ავტომატიზაცია, ქლაუდ ტექნოლოგია, AI ინჟინერია, კიბერუსაფრთხოება  და მრავალი სხვა – ეს ის ტრენდებია, რომლებიც წამყვან როლს შეასრულებენ 2021 წლის ტექნოლოგიურ სცენაზე. ამ პროგნოზს მსოფლიოს წამყვანი კვლევითი საკონსულტაციო კომპანია Gartner-ი აკეთებს.

2020-მა წელმა და განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტექნოლოგიური განვითარების აჩქარებაში. გამოიკვეთა თემებიც, რომლის ირგვლივაც ერთიანდება ტექნოლოგიური ტრენდები. გართნერის კვლევის მიხედვით, ეს თემებია:

  • ადამიანის ცენტრალური როლი
  • ადგილმდებარეობისგან დამოუკიდებლობა
  • მდგრადობა

ტექნოლოგიები, რომელიც მსოფლიოს წამყვან კომპანიებსა და ინდუსტრიებში უკვე მუშაობს ან ნელ-ნელა იკიდებს ფეხს, აქტუალურია საქართველოშიც. ამ ბლოგში გამოვყავით რამდენიმე ტექნოლოგიურ ტრენდი, რომელიც ქართული ბაზრისთვის განსაკუთრებით აქტუალურია და რომელსაც კომპანიებმა ყურადღება უნდა დაუთმონ 2021 წელს.

#1 ავტომატიზაცია – თუ ორგანიზაციაში რაიმეს ავტომატიზაცია შეიძლება, სჯობს ამაზე მუშაობა უკვე დაიწყოთ. ეს ტრენდი განსაკუთრებით იმ ორგანიზაციებისთვის არის საყურადღებო, რომლებიც მოძველებული ბიზნეს პროცესების გამო, მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ 2020 წელს – ვერ შეძლეს სწრაფი რეაგირება და ცვლილებებისთვის ფეხის აწყობა. მათ შორის, კომპანიებისთვის მწვავედ დადგა მიწოდების ჯაჭვის (Supply Chain) გამართვის, საწარმოო რესურსების დაგეგმვისა (ERP) და საწყობის მართვის სისტემების (WMS) დანერგვის საკითხი. ორგანიზაციები, რომლებიც ჯერ კიდევ არ ფიქრობენ ავტომატიზაციაზე, ჩამორჩებიან კონკურენტებს და სამომავლოდ დგება მათი ბაზრიდან გაქრობის საფრთხეც.

#2 კიბერუსაფრთხოება – დღეს არსებული გარემო ორგანიზაციებისგან სულ უფრო მეტ გაციფრულებას მოითხოვს, შესაბამისად, ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის პრიორიტეტული გახდა ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოება. კომპანიის კიბერუსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესება გულისხმობს როგორც ტექნიკური კონტროლის მექანიზმების დანერგვას, ასევე, წვდომების კონტროლს, ფორმალიზებულ პროცესებს, თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის ცვლილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიბერ ინციდენტის დადგომამ შეიძლება გამოიწვიოს კომპანიის ბიზნეს პროცესის მნიშვნელოვანი შეფერხება – სისტემებისა და მონაცემების დაზიანება და ისეთ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შეფერხება, რომელიც სასიცოცხლოდ მნივშენლოვანია კომპანიისათვის (საბუღალტრო ბაზა, საოპერაციო პროგრამა, ვებ-გვერდი და სხვა მრავალი). გარდა საოპერაციო პროცესში შეფერხებისა, კომპანიამ შეიძლება მიიღოს როგორც რეპუტაციული ისე ფინანსური ზიანი.

#3 RPA პროცესების რობოტიზაცია – RPA (Robotic process automation) არის ტექნოლოგია, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს თანამშრომლები რუტინული საქმისგან გამოათავისუფლონ.  RPA-ის დანერგვით, თანამშრომლებს ყოველდღიური სამუშაოში დახარჯული დროის 40% უთავისუფლდებათ, რაც ამ რესურსის უფრო ეფექტიანი გამოყენების საშუალებას იძლევა. გარდა იმისა, რომ თანამშრომლები მოსაწყენ, რუტინულ საქმეს ჩამოშორდებიან, მცირდება ადამიანური შეცდომების რისკი – რობოტები შეცდომებს არ უშვებენ. ამავე დროს, იზრდება თანამშრომელთა მოტივაცია და პროდუქტიულობა, რადგან ისინი მეტ დროს დაუთმობენ მათთვის საინტერესო საქმიანობას და თვითგანვითარებას.

#4 მონაცემებით მართული ბიზნესი – გაციფრულების პარალელურად კომპანიებში მონაცემების დაგროვების წყაროები კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება. სააღრიცხვო სისტემები, მომხმარებელთა მართვის პლატფორმები, ვებ გვერდი, ელკომერციის პლატფორმა – თითოეული მათგანი მონაცემთა დაგროვების წყაროა. თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე საშუალებას გვაძლევს ამ წყაროებიდან დაგროვილ მონაცემებს თავი მოვუყაროთ, სწორად შევინახოთ, გავაანალიზოთ და უფრო ღრმად შევისწავლოთ კომპანიაში თუ ბაზარზე მიმდინარე მოვლენები – დავინახოთ „დიდი სურათიც“ და უმცირესი დეტალებიც.

მონაცემებით მართული ორგანიზაციის გამორჩეული მახასიათებელია მონაცემების დამუშავება და ვიზუალიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიებით. კომპანიები აქტიურად იწყებენ ბიზნეს ანალიტიკის ინსტრუმენტის (BI systems) გამოყენებას განვითარებისა და კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად.

#5 ქლაუდ ტექნოლოგია – ქლაუდ ტექნოლოგია ახალი ნამდვილად არ არის, თუმცა 2020 წელს, ადგილმდებარეობისგან დამოუკიდებლობის საჭიროებამ, ქლაუდის უპირატესობები და აუცილებლობა კომპანიებს კიდევ ერთხელ შეახსენა. Covid 19-მა თანამშრომლების, კლიენტების, მომმარაგებლების ფიზიკური მდებარეობა შეცვალა.

გარდა ადგილმდებარეობისგან დამოუკიდებლობისა, ქლაუდის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ხარჯთეფექტურობაა – მცირდება დამოკიდებულება სერვერულ ინფრასტრუქტურაზე და მასთან დაკავშირებულ მხარდამჭერ საქმიანობაზე (ფიზიკური უსაფრთხოება, სერვერული მოწყობა, სარეზერვო სასერვერო ინფრასტრუქტურა და ა.შ.). ასევე, მარტივდება ინფორმაციის გაზიარებისა და კოლაბორაციის პროცესი.

 

წყარო: https://bdodigital.ge/2021-tslis-teqnologiuri-trendebi/

 

Edited by Rossi
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share