Jump to content
×
×
  • Create New...

დაოჯახებას აპირებთ?  

5 members have voted

  1. 1. დაოჯახებას აპირებთ?

    • კი
      1
    • არა
      0
    • დაოჯახებული ვარ ისედაც და ძალიან ვბედნიერობ
      1
    • დაოჯახებული ვიყავი, მეორედ იქ აღარ დავბრუნდები
      0
    • დაოჯახებული ვარ, ეს რა მივქარეე
      0
    • არ ვიცი
      1
    • არ ვიცი, ფობია მაქვს
      2


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ქორწინება ნებაყოფლობითი მონობაა?

ამოწურა ოჯახის ინსტიტუტმა თავისი თავი?

საერთოდ, ქორწინება რას ემსახურება? უმაღლესი სიყვარულის გამოხატულებაა, ფსიქოლოგიური აუცილებლობა, უბრალოდ ფორმალობა და სტატუსი და მოხვეული სტანდარტი თუ რა?

ვის უფრო სჭირდება დაოჯახება მზიკის, თუ ზეზზის? ამერიკელი ფსიქოლოგი ალექს ენთინი, როგორც ამბობს, ზეზზისთვის უფრო ხელსაყრელი აქტივობააო. 

Spoiler

უმეტესობა ოჯახებში მამრი სახლში მოდის დასასვენებლად და მაგიტომ. ქალი კიდევ მუშაობს, სამზარეულოში ტრიალებს, აუთოვებს, ფეხმძიმდება, ბავშვებს აჩენს და მულტიფუნქციური როლი აკისრია :yeah:

არის თუ არა ღია ქორწინება პანაცეა და ამ ინსტუტუტის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება?

საერთოდ ქორწინების შემდეგ ცხოვრება არსებობს?:wtf::lol:

 

ქორწინებას რაც უკავშირდება მოკლედ ყველაფერი ხდება ამ თემაში. ვსმისლე ირჩევა;დ

Edited by კიჭარტი

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@kvipriane

@Freeman

@ASIAშეპირებისამებრ, :hi:ბუონასერა სენიორეს ე სენიორი. მოგვენატრეთ.:mnia:

 𝖍𝖆𝖙𝖗𝖎𝖉 𝖒𝖚𝖓 𝖘𝖎𝖌𝖗𝖆 — maneskinsource: e buonasera, signore e  signori

@ბაყბაყდევი

@Mulan

@საწყალი ოსვალდო რიოსი

@პითონი

@Distortion

Edited by კიჭარტი

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი

საჩემო ადამიანთან რატომაც არ,

არ აქვს მნიშვნელობა რამდენხანს გაგრძელდება

მთავარია აქ და ახლა მინდოდეს ამ ადამიანთან რამე საერთოს შექმნა.

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Vermillion ანუ მასე ხო შეყვარებულიც შეიძლება იყოს?:meravi:  რა იცვლება ქორწინებით. 

პასუხისმგებლობის გრადუსი იმატებს? დაცულობის განცდა? თუ მაინც უნდა გაშორდე ბარემ რაღატო უნდა დაქორწინდე?

კი არ გედავები, პრინციპი მაინტერესებს ;დ

მე თუ გავთხოვდი, ვიცი რატომაც გავთხოვდები მაგრამ მაინტერესებს  სხვების აზრი :დ 

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
2 საათის წინ, კიჭარტი said:

ფეხმძიმდება

ამით უნდა დავიწყოთ, სენიორა.
ფეხმძიმობა, როგორც მოგეხსენაბთ, საკმაოდ ხანგრძლივი, რთული და მტკივნეული პროცესია და არც მშობიარობის კატასტროფის შემდგომი პერიოდია ია-ვარდით მოფენილი. სწორედ აქ ხდება აუცილებელი მამაკაცის მზრუნველობა.
სახლის დაგვა, საჭმლის მომზადება და სხვა ოჯახური საქმე მხოლოდ მცირედი კომპენსაციაა ორსულობის კაპრიზებს შეწირული ნერვული სისტემისთვის. :)
"მამაკაცი დედაკაცისთვის საშუალებაა: მიზანი მარად ბავშვია" - წერდა ფრიდრიხ ნიცშე, ვინც უდავოდ უფრო დიდი ფსიქოლოგი იყო, ვიდრე ათასი ალექს ენთინი.

კაცს შეუძლია, თავისი შთამომავლობა ჩასახოს რომელიმე მდედრში და იმ ღამითვე ცხრა მთას იქით გადაიკარგოს სინდისის ქენჯნის გარეშე, ქალებს კი ბევრად უფრო უჭირთ შვილების მიტოვება, რადგან 9 თვიანი ფიზიოლოგიური ერთარსი უმტკიცეს ფსიქოლოგიურ ან თუ გნებავთ, სულიერ კავშირს ჰქმნის, რაც ხშირად სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. ეს მშვენივრადაა გადმოცემული მადონას და ყრმის ძველ არქეტიპულ ხატში. (შეგვეძლო, უფრო შორსაც წავსულიყავით და ოიდიპოსი გვეხსენებინა :) ). შედარებისთვის გავიხსენოთ ბერძნული ღვთაება ზევსი, რომლის ათასობით ნაბუშარი დაიარებოდა ღმერთთა და კაცთა შორის.

ანტიკური ხანის დამლევს, როცა ღვთისა და სახელმწიფოს ანაბარა მიტოვებული ზევსოვიჩების რაოდენობამ დასაშვებს ბევრით გადააჭარბა, აუცილებელი გახდა მკაცრი სექსუალური მორალის შემოღება და დადგინდა ქრისტიანული ოჯახის პრიმატი, რომელიც:
ა) კრძალავს ქორწინებამდელ სქესობრივ კავშირებს - სარეცელი გაიყოფა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მამაკაცი ეკლესიაში ღვთისა და ერისა წინაშე დადებს პირობას, რომ იზრუნებს თავის ნაშიერზე. ჯვრისწერა იურიდიული აქტია, უმაღლესი ინსტანციის მიერ მიღებული. :)
ბ) კრძალავს პოლიგამიურ კავშირებს, ეს აკრძალვა კი ზემოთ ხსენებული ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მიზეზების გამო სწორედ დედაკაცის ბუნების შესაფერისი გახლავთ.

არსებითად არაფერი არაა ქრისტიანულ ოჯახში პატრიარქალური. :)

 

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი
30 minutes წინ, კიჭარტი said:

ანუ მასე ხო შეყვარებულიც შეიძლება იყოს?

შეყვარებულთან შვილის გაჩენა არ მომინდება, თორემ დანარჩენი არაფერი იცვლება.

expiration date-თან ასოცირდება შეყვარებულობანა

1-2წელზე მეტხანში, თუ არ მაგრძნობინა რომ მე ის ერთადერთი ვარ,

ვისთანაც რაღაც სერიოზულის შექმნა უნდა,

ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა,

თუნდაც ისეთი ნაბიჯის გადადგამა, რომელიც აფრთხობს ან ორივეს აბსურდულად მიგვაჩნია

გავცივდები და გამიქრება გრძნობები.

იდეაში, ჯერ მეც არ მქონია იმის განცდა,

რომ ყოფილებიდან რომელიმე He is The One იყო.
 

49 minutes წინ, კიჭარტი said:

თუ მაინც უნდა გაშორდე ბარემ რაღატო უნდა დაქორწინდე?

არ მგონია ვინმე ოჯახდებოდეს განქორწინების მოლოდინით

უფრო იმის განცდა გაქვს, რომ აი, ეს ტიპი

ზუსტად ისაა ვინც საჩემოა, ვისთანაც დაბარება და ბავშვების აღზრდა მინდა.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, კიჭარტი said:

რა იცვლება ქორწინებით. 

მიახლოებით ეს იცვლება  1 + 1  = 1

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
2 საათის წინ, კიჭარტი said:

ამერიკელი ფსიქოლოგი ალექს ენთინი

:დ

აი, ამ რენდომ პრაფესორებს, ვის ტვინის ნაჟურსაც ციტირებთ ხოლმე ქალები ინტელექტუალური ფემინისტური იერიშების დროს, სად პოულობთ - მოდის ჟურნალებში? :დ

Edited by Alfred Albion
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share