Jump to content
×
×
  • Create New...

პლიუსები და მინუსები


Damnoc
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
26 minutes წინ, კიჭარტი said:

shenc rogori dominanturi xarr

თქვენგან ვისწავლე

:panto:

This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! 
Share on other sites

  • ფორუმელი
13 minutes წინ, ბაყბაყდევი said:

გაპუსტიაკდეს.

ნწ უსერ, მსოფლმხედველობის თემაა.

მოცემულობა არის რომ ყველას რაღაცნაირი მოთხოვნილება აქვს რომ მის აღქმულ სამყაროში იყოს რამე awe inspiring (შეუცნობელი, მოწიწების/შიშის შთამაგონებელი).

პრაქტიკულად მსოფლმხედველობები იყოფა ორ ნაწილად: მაგიის შემცველები და უმაგიოები.

იმათ ვინც მაგიის შემცველ სამყაროზე არიან აწყობილები, ვერ წარმოუდგენიათ უმაგიო სამყაროში რა მუღამია, მაგრამ იმხო ეგ არასაკმარისად გახსნილი გონების პრობლემაა. წიგნის ყდის მიხედვით განსჯის ვარიანტში.

მე მაგალითად მგონია რომ ჩვენს სამყაროში არანაირი ძალა და ფენომენი არ არსებობს რომელსაც სამარისი ინფორმაციის და უნარების მქონე არსება ვერ დაშლის მარტივ მამრავლებად და ჩამოწერს მუშაობის პრინციპს თაბახის ფურცელზე.

მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველდღე გავდივარ და თუ ძალიან გადარბენაზე არ ვარ, awe-ს ვიღებ აბსოლუტურად ყველაფრისგან.

ნებისმიერი სოკო, ჭიანჭველა, ხე, ღრუბელი, თანავარსკვლავედი დ.ა.შ. როცა იცი რამდენად რთული სისტემაა თვითონ და პარალელურად რამდენად კიდევ უფრო დიდი და რთული სისტემის ნაწილია, გიჩენს სამყაროს მიერ მოწიწებას. ისევე როგორც ძალიან შთამბეჭდავი მანქანა მაგალითად, რომელმაც იცი რომ საკუთარი თავი გააკეთა.

ჩემთვის, ის რომ ეს ყველაფერი მოხდა მაგიის გარეშე კიდევ უფრო შთამბეჭდავია ვიდრე მაგიურად რომ მომხდარიყო.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
29 minutes წინ, Damnoc said:

მაგრამ იმხო ეგ არასაკმარისად გახსნილი გონების პრობლემაა

:drug: იქნებ შენ ხარ ზედმეტად "დამიწებული" პერსონაჟი?

29 minutes წინ, Damnoc said:

მე მაგალითად მგონია რომ ჩვენს სამყაროში არანაირი ძალა და ფენომენი არ არსებობს რომელსაც სამარისი ინფორმაციის და უნარების მქონე არსება ვერ დაშლის მარტივ მამრავლებად და ჩამოწერს მუშაობის პრინციპს თაბახის ფურცელზე.

მაშინ რატომ არ გვაქვს ბევრ რამეზე ზუსტი პასუხი? რატომ იცვლება თეორიები? ან რატომ დგება ისინი ეჭვქვეშ? რატომ ეგონათ რომ დედამიწა კუს ბაკანზე იდგა და ბრტყელი იყო?  მზე დაბზრიალებდა დედამიწის გარშემო? ახლა ვამბობთ რომ ჰელიოცენტრულია სისტემა და ა.შ და ა.შ.

რა მოსაწყენია ფიქრობდე რომ სამყარო არის რაღაც ტერმინატორი, რომელიც განყენებულად თავისით არაფრიდან შეიქმნა. 

და თუ მანცდამაინც შენი მსოფლმხედველობიდან გამოვალთ, მანდაც კი, ჯერ ემპიდოკლემ თქვა რომ არაფერი არ შეიძლება წარმოიშვას არაფრიდან და ის რაც არსებობს, ვერანაირად ვერ განადგურდებაო. (მასის შენარჩუნების კანონი)

მერე ქიმიურ დონემდეც რომ დავიდეთ, ლავუაზიეს მოვიშველიებ, ატომურ- მოლეკულური მოძღვრების თვალსაზრისით ნივთიერების მასის მუდმივობის კანონის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ქიმიური რეაქციების დროს ატომები არ ქრებიან და არ წარმოიქმნებიან არაფრისგან - რეაქციამდე და რეაქციის შემდეგ მათი რაოდენობა რჩება უცვლელი. რამდენადაც ატომებს აქვთ მუდმივი მასა და მათი რაოდენობა რეაქციის შედეგად არ იცვლება, ნივთიერების მასა რეაქციამდე და რეაქციის შემდეგ რჩება მუდმივი.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თუ მატერია არის ატომების ერთობლიობა (მარტივად რომ ვთქვათ), ყველაფერი არის მატერია და ყველაფერში არის ატომები, ისინი კი არსაიდან არ წარმოიქმნებიან და არც მათი რაოდენობა იცვლება, მაინტერესებს როგორ შეიძლება თავისით ჩამოყალიბებულიყო ამხელა მექანიზმი რასაც ჰქვია ცოცხალი ორგანიზმი. (გალაქტიკას აღარ შევეხები საერთოდ)

Edited by კიჭარტი

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
58 minutes წინ, Damnoc said:

მოცემულობა არის რომ ყველას რაღაცნაირი მოთხოვნილება აქვს რომ მის აღქმულ სამყაროში იყოს რამე awe inspiring (შეუცნობელი, მოწიწების/შიშის შთამაგონებელი).

ეს მოთხოვნილება არსებობს და უკლებლივ ყველა ადამიანი განიცდის ამას. აი ეს განცდა საიდან მოდის კაცმა არ იცის. აქ შემოდის მაგიის და უმაგიობის თემა.

არაა აუცილებელი მანდამაინც კომპლექსური მოვლენებისგან მიიღო awe. მანდამაინც არაა საჭირო გაანალიზო სამყაროს კომპლექსურობა და უმცირესი ნაწილაკის უჯრედის საოცარი კომპლექუსორბაც კი awe რომ მიიღო. ამითვის ვთქვათ, პირამიდების წინაშეც რომ დადგე და პირი დააფჩინო საკმარისია. ან მუსიკას მოუსმინო, რომელიც დაგბურძგლავს.

ეს პირის დაფჩენა და დაბურძგვლა საიდან მოდის?

ამ კითხვაზე პასუხში იყრება ჩვენი გზები:

შენთვის ეს პირის დაფძენა და დაბურძგვლა ადამიანში დევს დაფარულად და ავტომატურად იცის რაზე დააფჩინოს პირი და დაიბურძგლოს.

ჩემთვის კიდე ეგ გარედან შენი სიტყვებით რომ ვთქვათ მაგიით მოდის.

 

 

ცოტა რომ გავაფართოვოთ თემა ჩემთვის ადამიანი, პიროვნება ღირებულებებს თვითონ ვერ განსაზღვრავს. ღირებულებების შექმნის უნარი ჩვენ არ გვაქვს. გარენ (მაგიით) მოდის. 

 

This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! 
Share on other sites

  • ფორუმელი
39 minutes წინ, კიჭარტი said:

მაშინ რატომ არ გვაქვს ბევრ რამეზე ზუსტი პასუხი? რატომ იცვლება თეორიები? ან რატომ დგება ისინი ეჭვქვეშ? რატომ ეგონათ რომ დედამიწა კუს ბაკანზე იდგა და ბრტყელი იყო?  მზე დაბზრიალებდა დედამიწის გარშემო? ახლა ვამბობთ რომ ჰელიოცენტრულია სისტემა და ა.შ და ა.შ.

ვერ გავიგე კითხვების ამ სერიის არსი.

საერთოდ ვხვდები ხოლმე რა გაიგო ადამიანმა ჩემი ნათქვამიდან არასწორად, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერა.

რაც ჩამოთვალე, ძირითადში მეცნიერული მეთოდი ქვია მაგას. იკვლევ, აყალიდედ ჰიპოთეზას, ატარებ ექსპერიმენტებს და ბოლოს შეიძლება რაღაც ახალი და საინტერესო აღმოაჩინო ან დაამტკიცო.

39 minutes წინ, კიჭარტი said:

რა მოსაწყენია ფიქრობდე რომ სამყარო არის რაღაც ტერმინატორი, რომელიც ინერტულად თავისით არაფრიდან შეიქმნა.

წინა პოსტში რაც ვილაპარაკე, იმას მიდგამ თეატრალურად თუ რახდება ვერ გევიგე.

39 minutes წინ, კიჭარტი said:

თუ მანცდამაინც შენი მსოფლმხედველობიდან გამოვალთ, მანდაც კი, ჯერ ემპიდოკლემ თქვა რომ არაფერი არ შეიძლება წარმოიშვას არაფრიდან და ის რაც არსებობს, ვერანაირად ვერ განადგურდებაო. (მასის შენარჩუნების კანონი)

მაგალითად ყველაფერი შეიძლება შეიკუმშოს თითქმის ერთ წერტილში და იქცეს პრაქტიკულ singularity-დ, რის მერეც გაიშლება ისევ და მისი შემადგენელი ელემენტარული ნაწილაკები განლაგდებიან სულ სხვანაირად ამ ჯერზე.

ან თუნდაც შეიძლება სამყაროს ფონი არ იყოს ცარიელი და ჰქონდეს თვისება რომელიც სისტემატიურად გამოყოფს ელემენტარული ნაწილაკების წყვილს რომლებიც მაშინვე ერთმანეთს აბათილებენ. მაგრამ შეიძლება არის სიტუაციები სადაც ისინი შორდებიან ერთმანეთს სანამ გაბათილდებიან და აგრძელებენ ასე არსებობას მატერიის სახით ცალ-ცალკე.

ამ შემთხვევაში გამოვა რომ პრინციპში ჯამში არაფერი არსებობს მაგრამ სანამ გაყოფილია ორ ნაწილად, ერთიც არსებობს და მეორეც.

თეორიების მეტი რა გვაქვს :boli:

39 minutes წინ, კიჭარტი said:

რამდენადაც ატომებს აქვთ მუდმივი მასა და მათი რაოდენობა რეაქციის შედეგად არ იცვლება

ატომების განზომილებაში დებულება სწორია მაგრამ ატომები ელემენტარულ ნაწილაკებად ითვლებოდა ალბათ 100 წლის წინ. დღეს მაგის ქვემოთ მინიმუმ ორ საფეხურზე მაინც ვართ ჩასული.

40 minutes წინ, კიჭარტი said:

მაინტერესებს როგორ შეიძლება თავისით ჩამოყალიბებულიყო

Emergence

 

3 minutes წინ, ბაყბაყდევი said:

ჩემთვის კიდე ეგ გარედან შენი სიტყვებით რომ ვთქვათ მაგიით მოდის.

ანუ არის ადამიანის გარეთ ძალა ან სისტემა რომელიც არეგულირებს იმას შენ რის დანახვაზე დაიბურძგლო და რისაზე არა?

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Damnoc said:

ანუ არის ადამიანის გარეთ ძალა ან სისტემა რომელიც არეგულირებს იმას შენ რის დანახვაზე დაიბურძგლო და რისაზე არა?

ხო

მოკლედ რომ ვთქვა ღმერთის ფენომენი შემოდის აქ

ვუვლით გვერდს დიდი ხანი 

მაგია/უმაგიობა

ღმერთო/უღმერთობა

 

ყველგან შეიძლება ჩაენაცვლოს პოსტებში

This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! 
Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Damnoc said:

ვერ გავიგე კითხვების ამ სერიის არსი.

:out:

 

47 minutes წინ, კიჭარტი said:

მე მაგალითად მგონია რომ ჩვენს სამყაროში არანაირი ძალა და ფენომენი არ არსებობს რომელსაც სამარისი ინფორმაციის და უნარების მქონე არსება ვერ დაშლის მარტივ მამრავლებად და ჩამოწერს მუშაობის პრინციპს თაბახის ფურცელზე.

ამის საპირწონედ გითხარი. ანუ თუ შენ თვლი რომ არ არსებობს ისეთი რამ რასაც ადამიანური გონი ვერ გაშიფრავს, ამოხსნის და პრინციპს დაამუღამებს. მაშინ რატომ არ გვაქვს პასუხი ყველაფერზე და რაზეც გვგონია რომ გვაქვს, მერე აღმოჩნდება რომ თურმე არ გვქონია თქო? რა იყო გაუგებარი.

6 minutes წინ, Damnoc said:

ან თუნდაც შეიძლება სამყაროს ფონი არ იყოს ცარიელი და ჰქონდეს თვისება რომელიც სისტემატიურად გამოყოფს ელემენტარული ნაწილაკების წყვილს რომლებიც მაშინვე ერთმანეთს აბათილებენ. მაგრამ შეიძლება არის სიტუაციები სადაც ისინი შორდებიან ერთმანეთს სანამ გაბათილდებიან და აგრძელებენ ასე არსებობას მატერიის სახით ცალ-ცალკე.

ამ შემთხვევაში გამოვა რომ პრინციპში ჯამში არაფერი არსებობს მაგრამ სანამ გაყოფილია ორ ნაწილად, ერთიც არსებობს და მეორეც.

რაღაც იუმნიკე და ვერ გავიგე ვერაფერი. ალფაკეტოგლუტარატდეჰიდროგენაზა კარბოქსილის ციკლში ასრულებს კატალიზატორის როლს და მარილის ხიდაკები წარმოქმნიან კოვალენტურ ბმას ტოკოფეროლთან და ტრიფტოფანთან.

(აი ახლა მეც დავაბრეხვე აბსოლოტური სისულელე და სიტყვების რახარუხი, მარა ვინც არ იცის და ვერ გაიგებს შეიძლება ჭკვიანი ვეგონო ან დამეთანხმოს იმიტომ რომ ვერ გააბათილებს რასაც ვეუბნები. შენც ეგრე წერ. ჩახლართულობა გიყვარს, რო დააბნიო ოპონენტი :yeah:

პროტონი + ელექტრონი= ნეიტრონი და მილიონი კომბინაცია რომ შეიძლება იყოს მატერიის ფარგლებში ამის თქმას ცდილობ? ოკ ეგრეა, ნაგრამ ნეიტრონი არ ნიშნავს არაფერს. და ის რომ + მა მინუსი გააბათილა აბსოლუტური 0 არ არის. ეგ არის რომ ++-=ნეიტრონს. და დაშლამდეც და დაშლის მერეც ორივე არსებობდა, უბრალოდ კონკრეტულ კომბინაციაში დაჯდა ზერო.:Dრაღაც ვერ მოიყვანე კარგიი თეორია გოჭიკო. 

17 minutes წინ, Damnoc said:

ატომების განზომილებაში დებულება სწორია მაგრამ ატომები ელემენტარულ ნაწილაკებად ითვლებოდა ალბათ 100 წლის წინ. დღეს მაგის ქვემოთ მინიმუმ ორ საფეხურზე მაინც ვართ ჩასული.

კვარკი?

ოკ შენი ნებაა რა თეორიას მიჰყვები, უბრალოდ მე არ მაკმაყოფილებს  co +h და ფოტონების შეჯახებით თუ რაღაცით შექმნის ისტორია. მჯერა რომ იმის მიღმა რაღაც მეტია. არ ვიცი ღმერთია, უფო, მაგია თუ საურონის თვალი, მაგრამ ენივეი და შენი აროგანტული გამოსვლა ძაან უტაქტო მგონია. ანუ ეს>>>

1 საათის წინ, Damnoc said:

არასაკმარისად გახსნილი გონების პრობლემაა.

შენ რომ ორი სტატია წაიკითხე აპრიორი არ ნიშნავს რომ ჭეშმარიტება შეიცანი და სხვებს ამებებივით მოიხსენიებდე

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share