Jump to content
×
×
  • Create New...

ბუდგრუჯუნობა


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ამბავი უნდა მოგიყვეთ

 

მაგრად მევასება დათვები, ხოოო დააა

მოკლედ ბავშვობაში სუულ მინდოდა მენახა დათვი უშუალოდ სკიდან როგორ ჭამს თაფლს მარა ჩემი ფეხები, მხოლოდ დათვის ცხელი კაკაშკები მაქვს ტყეში ნანახი და მისი ბაჯბაჯა თათების ნაკვალევი კიდევ...

ხოოო დააა

ჩემმა ძმამ მომიყვა ჩვენ მეგობარზე რომელიც რაჭველია და სოფელიც აქვს, თან მეფუტკეა და მისი სკების მსუნაგი დათვუჩა გაიჩითა თურმე რაჭულ ტყეში, ანუ ტიპი შედის აყირავებს სკებს,  სკდება იმდენს ჭამს და კიდია ფუტკრების ბზუილი, ჰო და გავგიჟდი, მეწყინა მე რომ გვიან გავიგე და ვერ ვანხე და თან ავჟივილხივილდი, დავურეკე და დეტალურად მოვაყოლე, იმან დაიწყო წუხილი, რამდენი სკა გაანადგურა ამ დეტალების მოყოლა, ჩემთვის საინტერესო ვერაფერი გავარკვიე, მეთქი მოდი კამერები დავაყენოთ თქო და რა თქმა უნდა დამცინა.

ხო და  გიჟივით მომწონს ეს ამბავი ბუდგრუჯუნობაა და ჰა გაგიზიარეთ :viva:

ხო და წარმოიდგინეთ ღიპო დათვი შედის სკებით გადაპენტილ ეზოში, იმენა ანგევს ხიმეს თავისი სქელი ტრაკით, ხლაწან და ადენს ზღართანს ეზოში  წამოდგება და  იწყებს სკების ღმუილით აპადლეცებას და თაფლის ჭამას თავისი თათვუნიებით :lol::fofo::love:

ზღაპრის სუჟეტია რააა 

ჭიკა მოდი ეს ამბავი ზღაპრად აქციე რაა @კიჭარტი

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
8 minutes წინ, Mulan said:

ჭიკა მოდი ეს ამბავი ზღაპრად აქციე რაა @კიჭარტი

აუ ჭიკა ერთ პატარა გოგოზე ტყეში რომ გზა აებნევა, არც მაშა მმინდა იყოს და არც წიტელქუდა ოღონდ რააა

ვინმე სხვაა

კაი გოგოზე რომელიც ტყეში კენკრის საკრეფად წავა, კიკინებიანია და დიიიდი თვალები აქვს, მღერის ცეკვავს და ამ კისკის კისკისში წაადგება თავზე ხიმეებიან ეზოში დათვი როგორ აჩანაგებს ჩამავალი მზის ფონზე სკებს,  მერე დიალოგი იმართება მათ შორის და დასასრული თუ ისეთი იქნება რომ ორივე ცოცხალია და მეგობრობენ   ხო კაი თუ სისხლი იღვრება არ მინდა:wtf:

დამიწერე და მაჩუქე რააა, გპირდები ოდესმე ჩემ შვილებსაც მოვუყვები ამ ზღაპარს და შენ შვილებსაც :lol:

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
14 minutes წინ, Rossi said:

ეს ბუდგრუჯ-პატკუც-ტყაპუნ თემები რო გავერთიანო არ გინდათ? :perv:

არა, ტო, რას ამბობ! მერე ხალხი რას გაიგებს მე ვატყაპუნებ, ვპატკუცობ თუ ბუდგრუჯუნა ვარ???

აგერ ვერმილიონი მაგალითად ახალია და ხომ დაიბნევა

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
20 minutes წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

არა, ტო, რას ამბობ! მერე ხალხი რას გაიგებს მე ვატყაპუნებ, ვპატკუცობ თუ ბუდგრუჯუნა ვარ???

აგერ ვერმილიონი მაგალითად ახალია და ხომ დაიბნევა

ვერმაელენს პატარა განმარტებით პოსტზე დავთაგავ :up:

Share on other sites

  • ფორუმელი
13 საათის წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

არა, ტო, რას ამბობ! მერე ხალხი რას გაიგებს მე ვატყაპუნებ, ვპატკუცობ თუ ბუდგრუჯუნა ვარ???

აგერ ვერმილიონი მაგალითად ახალია და ხომ დაიბნევა

გოჭიკები და პატკუცანტკები კიდე 

თვითონ სიტყვა გეუბნება

                   

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   48 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 48 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(9)
    • YandexBot(11)