Jump to content
×
×
  • Create New...

1 < ყველა?


Recommended Posts

  • ფორუმელი

ზოგადად, ბავშვობიდან ჩაგვაგონეს, რომ უნდა ვიტანჯოთ, მსხვერპლად შევეწიროთ ვიღაცას/ რაღაცას... და მერე სადღაც დაგვიფასდება.

ჩვენი ისტორია/ლიტერატურაც ამას ეფუძნება.

სიამაყით ვკითხულობთ და მერე ვიზეპირებთ "აღიღო ასტამნი, უხეთქნა თუალში და დაუბუშტა იგი"-ებს, ან ეწამა, ცოცხლად დაშანთეს და მერე ამ წამებულების ნეშტებს დავსდევთ იქით-აქეთ.

რატომღაც ყველაფერი კოლექტიური აზროვნების, სოციალური ნორმის ინტერესების დასაცავადაა მიმართული ყოველთვის... და ინდივიდის ინტერესები იჭყლიტება.

იქნებ არ ვარ სატანჯად მოვლენილი, იქნებ ისედაც ბევრ დაბრკოლებას გავდივარ და მინდა ბედნიერი ვიყო, მინდა კმაყოფილი ვიყო და ამის არ მრცხვენოდეს? ეს რომ მასწავლონ არ შეიძლება? (ეს პირველი კითხვა).

მეორეც: აქვს კი საზოგადოებას/მასას უფლება ცალკეული ინდივიდის უბედურების ხარჯზე მიიღოს თავისი წილი კეთილდღეობა? აქვს ვინმეს ან ვინმეთა ერთობლიობას უფლება მოგთხოვოს მსხვერპლი? მერე რა რომ შენ 1 ხარ? შენც ხო გერგო შენი წილი სიცოცხლე, გაქვს მიზნები, ოცნებები, 1 მიკროსამყარო ხარ და უცებ ვიღაც მოდის და გართმევს ამ ყველაფერს. უნდა ჰქონდეს თუ არა აქ ადამიანს არჩევანის თავისუფლება?

ცხადია, ისტორიისთვის არც 1საც და  100 000 ადამიანის სიკვდილიც 1 გადაფურთხებაა, მაგრამ მეორე კუთხიდან რომ ვიმსჯელოთ?

 

 

 

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
21 საათის წინ, კიჭარტი said:

აქვს კი საზოგადოებას/მასას უფლება ცალკეული ინდივიდის უბედურების ხარჯზე მიიღოს თავისი წილი კეთილდღეობა?

აქვს ვინმეს ან ვინმეთა ერთობლიობას უფლება მოგთხოვოს მსხვერპლი?

ცოტა სხვანაირად დგას საკითხი იმხო.

საზოგადოებას არ აქვს უფლება გაიძულოს რაღაც გააკეთო, მაგრამ სრული უფლება აქვს რომ ისეთი რეაქცია ჰქონდეს შენს რომელიმე მოქმედებაზე ან უმოქმედობაზე როგორიც უნდა.

 

ანუ მაგალითად უფლება არ აქვს რადიატორზე მიგაბას და დაგაორსულოს, მაგრამ უფლება აქვს იქამდე გი**ნას ტვინი სანამ არ გათხოვდები და ბავშვს გააკეთებ უბრალოდ რო თავი გაგანებოს.

 

ანუ პა ბალშომუ ბევრს არაფერს გაძალებს საზოგადოება, უბრალოდ გტისკავს და შენ მაგ სოციალურ ტისკს ვერ იტან იმიტომ რომ გინდა კარგი გოგო იყო საზოგადოების თვალში.

 

ყველაფერი ლეგალურ-ეთიკური სტანდარტების ფარგლებშია :boli:

Share on other sites

  • ფორუმელი

@Damnoc ჰმ, შენ ცოტა სხვა ჭრილში წაიყვანე. ისე ეგეც საინტერესოა, მაგრამ რას ვგულისხმობ იცი?

მეფე, ცოტა ისეთი მაგალითი კია, თავისი უფლებების პროპორციული პასუხისმგებლობები აქვს, მაგრამ მას არ აქვს პირადი ცხოვრება ხო? ვალდებულია მოიყვანოს ცოლად სტრატეგიულად გამართლებული კანდიდატი, ან დემეტრე თავდადებულის მაგალითზე, თავი გაწიროს, იმიტომ რომ თუ არ გაწირავს, მერე სახეს აახევენ. ანუ არჩევანი არ აქვს რა.

ან ბლექ მირორის სერიაში როგორცაა, ვიღაც მაღალჩინოსნის შვილი რომ გაიტაცეს და მოთხოვნად ჰქონდათ მერ თუ ვიღაცას ჩაეწერა ღორთან სექსის ვიდეო და მარტო მერე გამოუშვებდნენ მძევალს. 

ყველა მოუწოდებდა გაეკეთებინა. გააკეთა. გოგო გადარჩა, მაგრამ საკუთარი თავის პატივისცემა დაკარგა და ოჯახშიც პრობლემები შეექმნა. ანუ პიროვნულად გადაითელა.

ან კიდევ ერთი მაგალითი: შენ ხარ მატარებლის მძღოლი, 2 ლიანდაგიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიო. მარცხნივ შენი შვილი წევს, მარჯვნივ 5 კაცი? ვინ უნდა აირჩიო? რადგან 5 -ი ადამიანი მეტია მარცხენას გადაუარო?

 

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
On 12/3/2021 at 10:51 PM, კიჭარტი said:

ვალდებულია მოიყვანოს ცოლად სტრატეგიულად გამართლებული კანდიდატი, ან დემეტრე თავდადებულის მაგალითზე, თავი გაწიროს, იმიტომ რომ თუ არ გაწირავს, მერე სახეს აახევენ.

On 12/3/2021 at 10:51 PM, კიჭარტი said:

ვიღაც მაღალჩინოსნის შვილი რომ გაიტაცეს და მოთხოვნად ჰქონდათ მერ თუ ვიღაცას ჩაეწერა ღორთან სექსის ვიდეო და მარტო მერე გამოუშვებდნენ მძევალს

On 12/3/2021 at 10:51 PM, კიჭარტი said:

შენ ხარ მატარებლის მძღოლი, 2 ლიანდაგიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიო. მარცხნივ შენი შვილი წევს, მარჯვნივ 5 კაცი? ვინ უნდა აირჩიო? რადგან 5 -ი ადამიანი მეტია მარცხენას გადაუარო?

რაც ჩამოთვალე მანდედან ყველაფერი იგივე ჭრილში ჯდება რაც მე უკვე ვთქვი, იმხო.

პრაქტიკულად, რეგლამენტირებული აუცილებლობა არ არის არსად ამ შემთხვევებშიც.

მეფეს შეუძლია დილით რაზეც ან ვიზეც აუდგება ის ქნას. იმ ტიპს შეეძლო არ ჩაეწერა ის ვიდეო, მძღოლის შემთხვევა ცოტა უფრო იურიდიულ ლიმბოშია მაგრამ ვერც მანდ აიძულებდა ვინმე რომ 5-ის მაგივრად 1-ს გადაუარე ააუცილებლადო.

მეფეს უწევს ის გააკეთოს რასაც აკეთებს იმისთვის რომ ერქვას "კარგი მეფე" და დაუდგან ქანდაკება სადმე მოედანზე.

იმ ტიპმა ჩაწერა ის ვიდეო იმისთვის რომ იმ გოგოს მკვლელობა უარესი დამღა იქნებოდა ვიდრე ღორის ხერხვა.

მატარებლის მემანქანე შვილს გადაარჩენს და დიდი ალბათობით ერთადერთი რაც პრინციპულად დააზარალებს იქნება ხალხის თვალში იმ ტიპად ყოფნა რომელმაც 5 ტიპს გადაუარა . . . და სავარაუდოდ ბორბლების ქვეშ ადამიანების ჭყლაპუნის ხმა სიზმრებში :boli:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@Damnoc  როცა ალფადომინანტს თიშავ, ჩემი ბოლო დროის ტოპ 3 უსერში შედიხარ. 

გემრიელად წერ ხოლმე და მაგიტომ. მომენტებში ენამოქნილობაც დაგიფასე.

რაც შეეხება ზემოთ დაწერილს, არაა ერთი და იგივე. 

იმიტომ რომ არჩევანი არჩევანის გარეშე გაქვს.

მე დაგპატიჟებ ჩემთან და გეკითხები: წყალი, ჩაი თუ ყავა? ანუ, შენ კი ირჩევ, მაგრამ რეალურად ჩემი შემოთავაზებული ვარიანტებიდან. მაშინ როცა ვაბშე ყაურმა გინდა იქნებ ან კალვადოსი. შენ რო გიყვარს საჭმელური ალეგორიები, მაგიტომ მოგიყვანე მაგალითად ეს, თორემ ზემოთ მოყვანილი მაგალითები ბევრად სტრესული როა ვიცით. უარესსა და უარესს შორის ირჩევ რა. 

Edited by კიჭარტი

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
33 minutes წინ, კიჭარტი said:

ჩემი ბოლო დროის ტოპ 3 უსერში შედიხარ. 

გემრიელად წერ ხოლმე და მაგიტომ. მომენტებში ენამოქნილობაც დაგიფასე.

"ამ ბოლო დროს გემოვნება გამიჩნდა" წამეკითხა :boli:

34 minutes წინ, კიჭარტი said:

შენ რო გიყვარს საჭმელური ალეგორიები, მაგიტომ მოგიყვანე მაგალითად ეს

დაფასდა.

34 minutes წინ, კიჭარტი said:

მე დაგპატიჟებ ჩემთან და გეკითხები: წყალი, ჩაი თუ ყავა? ანუ, შენ კი ირჩევ, მაგრამ რეალურად ჩემი შემოთავაზებული ვარიანტებიდან.

შენ იმას მთავაზობ რაც გაქვს, ან რაც გინდა რომ შემომთავაზო, მეტა გადმოსახედიდან მე შემიძლია ავდგე, შენს დივანზე დავაფსა, ეს ისე, კოლორიტულობისთვის, მერე წავიდე და შაურმა მოვცხო სადმე სააკაძეზე.

 

შენს მაგალითაბში არავინ არავის არაფერს არ აძალებს. უბრალოდ უყენებენ პირობებს. გინდა ჩვენ ჩაგთვალოთ კარგ მეფედ? მოიქეცი ასე და ასე.

გინდა რომ პრინცესას მკვლელის იარლიყი არ აგერტყას? ეცეკვე ამ ღორს ჰორიზონტალური ტანგო.

 

ვის აქვს უსასრულო და შეუზღუდავი არჩევანი ნებისმიერ მომენტში? არავის და არასდროს. თეორიულად ღმერთის გარდა.

 

მე ახლა მინდა ვაგუიუს სტეიკი, კუპრივით შავი ინგლისური stout-ი და ორივე ხელში თითო ბარაქიანი ძუძე ან/და დუნდული, მაგრამ მაქვს ნადუღით გაზავებული იოგურტი, მინერალური წყალი და საკმაოდ პუტკუნა კატა.

სად ვიჩივლო?

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Damnoc said:

ამ ბოლო დროს გემოვნება გამიჩნდა" წამეკითხა

როცა ალფადომინანტს თიშავ იყო საკვანძო მანდ.

 

2 საათის წინ, Damnoc said:

თითო ბარაქიანი ძუძე ან/და დუნდული, მაგრამ მაქვს ნადუღით გაზავებული იოგურტი, მინერალური წყალი და საკმაოდ პუტკუნა კატა.

თავს ნუ ისაწყლებ. შენ შეგიძლია ეგენი მიიღო, ნუ ვაგიუს სტეიკი არ ვიცი :D მაგრამ დუნდულები კაკრაზ იზი პიზი ლემონ სქუიზი.და საერთოდაც მაგის არ ქონა-ან ქონა არ გკლავს და გადემორალიზირებს.

 

თემას რაც შეეხება, გავიჭედე;(

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   174 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 173 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(10)
    • Googlebot(1)