ფორუმელი Damnoc Posted 2 დეკემბერი, 2021 Posted 2 დეკემბერი, 2021 თავისუფლებას? დღეს მომივიდა აზრად რომ ისტორიასთან შედარებით 180 გრადუსით შემოტრიალებული პრიორიტეტები იკვეთება დღეს და დავინტერესდი ამის დინამიკა როგორი იყო პრეისტორიიდან დღემდე, ან რა ფაქტორებმა გამოიწვია დიდიწილად ეს ცვლილება. თითქოს მთელი ისტორიის მანძილზე "X რაოდენობა ადამიანის სიცოცხლე გვირჩევნია თუ თავისუფლება?"-ზე პასუხი იყო თავისუფლება, და ვაკვდებოდით კიდეც ყველა ჯურის მტერს. დღევანდელ სიტუაციაში როგორც კი ვინმე იტყვის ადამიანის თავისუფლება და უფლებები არ უნდა შევლახოთო, მაშინვე გადაუვლის ტალღა "რა დროს თავისუფლება და უფლებებია, დღეში 80 ადამიანი გვიკვდებაო". ხოდა როგორ მოვხვდით აქ? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 2 დეკემბერი, 2021 Posted 2 დეკემბერი, 2021 11 minutes წინ, Damnoc said: ხოდა როგორ მოვხვდით აქ? არ ფიქრობ იმას რომ იმ ადამიანებს რომლებიც თავისუფლებას ირჩევდნენ ეგ იდეა ჩაუდეს და არც ვიცით ჩვენ რეალურად რას აირჩევდნენ არჩევანის თავისუფლება რომ ქონოდათ? გლეხი ევროპაშიც და ჩვენთანაც მიბმული იყო ფეოდალზე მის სურვილს აჟღერებდა იმას ასრულებდა რასაც დაავალებდნენ. დიდებულებისთვის საზარბაზნე ხორცი იყვნენ და მიზანი ამართლებდა საშუალებას, დღესდღეობით, ინდუსტრიალიზაციამ და ტექნიკურმა პროგრესმა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ყველაზე განვითარებული და მცოდნე მასა მოგცა, არჩევანის თავისუფლებაც მეტ-ნაკლებად სახეზეა, შესაბამისად ინდივიდუალური შიშებიც ადგილზეა. რომ არა ფეოდალიზმი ჩემ ფეხებს მოვიგებდით დიდგორს, ან შამქორს, არც კი შედგებოდა ვატერლოო, ბოროდინო და აშ... ის ძალაუფლება რაც მასაზე ფეოდალს ქონდა ახლა ბაზარს აქვს. ბაზარს არ აწყობს ''ადამიანი არ იყოს''. მეტი ადამიანი მეტი მომხმარებელი და მეტი კაპიტალია. Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 2 დეკემბერი, 2021 Posted 2 დეკემბერი, 2021 2 საათის წინ, Damnoc said: თითქოს მთელი ისტორიის მანძილზე "X რაოდენობა ადამიანის სიცოცხლე გვირჩევნია თუ თავისუფლება?"-ზე პასუხი იყო თავისუფლება, და ვაკვდებოდით კიდეც ყველა ჯურის მტერს. თავისუფლება ძალიან პირობითი ცნებაა. რეალურად ანტიკური ხანიდან დღემდე იბრძვიან მხოლოდ ორი მიზნით 1) ნახევრად ან სრულიად ველურები - იდეის გამო 2) ცივილიზებულები - საკუთრების (მატერიალურ/არამატერიალური) ფლობის გამო. ამ შემთხვევაში ე.წ თავისუფლება შეიძლება პირველ კატეგორიაში გავიყვანოთ. დღეს ჩვენი საზოგადოების ველური და ნახევრად ველური ნაწილი აღარ იბრძვის იმიტომ რომ - იდეა არ არის. ხოლო მცირე ცივილიზებული ნაწილი აღარ იბრძვის იმიტომ რომ არაფერს არ ფლობს , ისეთს რასაც 24 საათში ვერ წაართმევენ. მგონი სულ ესაა )) Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Damnoc Posted 2 დეკემბერი, 2021 Author Posted 2 დეკემბერი, 2021 10 საათის წინ, Mulan said: გლეხი ევროპაშიც და ჩვენთანაც მიბმული იყო ფეოდალზე მის სურვილს აჟღერებდა იმას ასრულებდა რასაც დაავალებდნენ. მთა? 8 საათის წინ, Eric said: დღეს ჩვენი საზოგადოების ველური და ნახევრად ველური ნაწილი აღარ იბრძვის იმიტომ რომ - იდეა არ არის. ხოლო მცირე ცივილიზებული ნაწილი აღარ იბრძვის იმიტომ რომ არაფერს არ ფლობს , ისეთს რასაც 24 საათში ვერ წაართმევენ. ან იდეოლოგიურ ან მატერიალურ განზომილებაში რა იყო და აღარ არის? იდეოლოგიურ დონეზე ვერსია მაინც მაქვს და მატერიალურში ეგეც არა. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 2 დეკემბერი, 2021 Posted 2 დეკემბერი, 2021 (შესწორებული) 3 საათის წინ, Damnoc said: როდის ვამჯობინეთ ადამიანის სიცოცხლე სენიორ ერიკმა მშვენივრად დაგიხასიათად თავისუფლების მატერიალური მხარე , - ასე ზის იმ სისტემაში რომელშიც ადამიანი დიდი ხანია იმყოფება ... მე ორიოდ სიტყვა მინდოდა სიცოცხლეზე მეთქვა : 1. გინახავთ ადამიანი რომელიც არ კვდება ??? 2. რატომ თვლის ადამიანი რომ ის სამყარო რომელშიც ის იმყოფება და რომელიც მაინც (ოდესღაც) უნდა წაერთვას ასე მნიშვნელოვანია, რომ მასში ქონება უნდა დააგროვოს რომელიც იმ ქვეყნად ან გარდაცვალების შემდეგ მაინც არაფერში არ გამოადგება (არის იმ ქვეყნად რაიმე თუ არა, ქონება მაინც არ გამოადგება ) 3. მნიშვნელოვანია უკვდავების იდეა რომელიც მომავლის იმედს ჩაუსახავს ადამიანს ??? მაშ, ყველაზე მნიშვნელოვანისათვის, - უკვდავებისათვის, - რა უფრო მნიშვნელოვანია იდეა თუ ქონება ??? ... ამიტომ ისმის ასეთი კითხვა , უკვდავების იდეისათვის თავს გაწირავდით ??? ან ასეთი : - უკვდავებისთვის მოკვდებოდით ??? Edited 2 დეკემბერი, 2021 by kvipriane თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 3 დეკემბერი, 2021 Posted 3 დეკემბერი, 2021 14 საათის წინ, Damnoc said: მატერიალურ განზომილებაში რა იყო და აღარ არის? აღარ ვფლობთ. ვმხოლოდ ვმართავთ. განსხვავება მარტივად რომ შევადაროთ მაგალითად ცივილიზებული ქვეყნის ფერმერი, ფლობს მიწას ფლობს ფერმას ძროხებით, დაინტერესებულია მიწის და ძროხების მოვლით და ა.შ და მეორე, საბჭოთა ფერმის დირექტორი, არც ფერმაა მისი არც მიწა არც ძროხები, არ ფლობს, მხოლოდ მართავს, რა დროით წარმოდგენა არ აქვს, ამიტომ მისი ინტერესი რაც შეიძლება მეტი გამოქაჩოს ქეშის სახით რადგან ხვალ ვინ იქნება დირექტორი წარმოდგენა არ აქვს. ესაა ძველი საქართველო და თანამედროვე საქართველო ))) Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა