Jump to content
×
×
  • Create New...

რატომ დუმს ამერიკა?


Guest Civilian
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

აშშ-ის ელჩი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა უზრუნველყონ. ამის შესახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. ელჩის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, მას მოეპყრან სამართლიანად და ღირსებით, საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

„ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენ გვაღელვებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ შემთხვევაში ყველაზე პრიორიტეტულია,

„აშშ ყურადღებით აკვირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. ჩვენ გვაღელვებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც კონსილიუმმა, სამედიცინო გუნდმა შეაფასა, მას სჭირდება გადაუდებელი ყურადღება და ასევე სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ დაწესებულებაში, სადაც ის იმყოფება, არ არის შესაბამისი და საკმარისი პირობები, რომ მას გაეწიოს საჭირო სამედიცინო დახმარება. ამიტომ, მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყონ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ სათანადო დაწესებულებაში. ასევე მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს, დაეთანხმოს თავისი ექიმების რეკომენდაციებს და დაემორჩილოს მას. ცხადია, ეს არია ძალიან ემოციური და მგრძნობიარე სიტუაციაა. ამ შემთხვევაში პრიოტიტეტია, პაციენტის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობა იყოს დაცული.

ასე რომ, ჩვენი მტკიცე მოწოდება საქართველოს მთავრობის მიმართ იქნება, რომ მოხდეს მისი დაკმაყოფილება საჭირო სამედიცინო მომსახურებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მას მოეპყრან სამართლიანად და ღირსებით, საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რადგან ყველა ქვეყანაში ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და მოვალეობა, რომ იზრუნონ პატიმრების მდგომარეობასა და მათ დაცვაზე რაიმე სახის ზეწოლისგან თუ ძალადობისგან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყონ მისი მკურნალობა სრულად აღჭურვულ სამედიცინო დაწესებულებაში“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტების თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

  •  10.11.2021 00:11
ned-price-biden-administration-seeks-coo

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ კომენტარი გააკეთა.

ყოველდღიურ ბრიფინგზე ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოექცეს მიხეილ სააკაშვილს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

„ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების დღიდან და მას შემდეგაც განვითარებულ პროცესს ახლოდან ვაკვირდებით, მათ შორის ყურადღებით გავეცანით საქართველოს სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებას, რომელიც ზრდის წუხილებს სააკაშვილის პატიმრობის პირობების შესახებ.

ამ განცხადების ფონზე მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაუდებელი ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის საჭიროებები დაკმაყოფილდეს.

ვაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდებას, მოექცეს მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტების თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც, მთავრობის პასუხისმგებლობაა, პატიმრები დაიცვან ძალადობისგან, მათ შორის ფსიქოლოგიური ზეწოლისგან, აღმოუჩინონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უზრუნველყონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კერძო ინფორმაციის დაცვა, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად", - განაცხადა ნედ პრაისმა.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და იმავე დღეს დაიწყო შიმშილობა. ექსპრეზიდენტი გლდანში, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

Amnesty International-ი მიხეილ სააკაშვილზე: არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
17 minutes წინ, Moor said:

Amnesty International-ი მიხეილ სააკაშვილზე: არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა

პროცესი კულმინაციისკენ მიდის. 

Share on other sites

Posted (შესწორებული)

რავი მგონი დუმილი უფრო სახიფათოა - აქაოდა დუმანო და ორივე მხარემ ერთმანეთზე უარესი სიგიჟეები არ ჩაიდინონ იმ იმედით, რომ ერთმანეთს შეცდომა დააშვებინონ

Edited by ASIA
Share on other sites

  • მოდერატორი

არ დუმს და ეგაა უბედურება, მიუხედავად იმისა რომ არ დუმს, ქოცები რეზისტენტულობას ავლენენ :დ აშშ-ს მიმართ, კარლ :gigi:

ამიტომ გვაქვს დანძ#ეული და არ გვეშველება, იმჰო

Share on other sites

  • ფორუმელი
8 minutes წინ, Freeman said:

არ დუმს და ეგაა უბედურება, მიუხედავად იმისა რომ არ დუმს, ქოცები რეზისტენტულობას ავლენენ :დ აშშ-ს მიმართ, კარლ :gigi:

ამიტომ გვაქვს დანძ#ეული და არ გვეშველება, იმჰო

დიდი ალბათობით ვაჭრობა მიდის სერიოზული სენიორ. შეუძლებელია ბრძენ კაცს არ ესმოდეს რომ ეს დასასრულის დასაწყისია... უბრალოდ შეუძლებელია.. შესაბამისად, ერთადერთი ლოგიკური დასკვნის გაკეთება შეიძლება - ჯერჯერობით არ აქვს მიღებული მისთვის მისაღები შეთავაზება.

Share on other sites

  • მოდერატორი

@Seth მე კიდე ვფიქრობ სენიორ, ბრძენკაცი ამჯერად მართლა დააუთდა პროცესებიდან. შეასრულა - წავიდა. სოლოლაკის მიტოვებული სასახლეც მაგის ნიშანი უნდა იყოს, ფიზიკურადაც კი წავიდა.

ხოლო რაც ქვეყანაში ხდება, აგონიაში მყოფი მომაკვდავის რეფლექსური ფართხალია, იმჰო

იმედია ვცდები.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
11 minutes წინ, Freeman said:

მე კიდე ვფიქრობ სენიორ, ბრძენკაცი ამჯერად მართლა დააუთდა პროცესებიდან. შეასრულა - წავიდა. სოლოლაკის მიტოვებული სასახლეც მაგის ნიშანი უნდა იყოს, ფიზიკურადაც კი წავიდა.

ის გამოთქმა ხომ გახსოვთ - გინდა კარგია უნდა გეკუთვნოდესო :) ვერავინ ვერსაიდან ვერ გავა და ვერსად ვერ წავა სენიორ. არავინ გაუშვებს. ჯერ კიდევ 2012 წელს ამბობდა პატივცემული ხალხი რომ ეს ბრძენი კაცის წაგებაა :)

მიტოვებული სასახლეები, განცხადებები ფულის აღარ მინდა ძმებო და დებო, პომიდორი მომყავს და ა.შ. შირმაა და არავინ შეჭამს ამას სენიორ, სულ რომ მართლა ეგრე იყოს.

Edited by Seth
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share