ფორუმელი t-90 Posted 29 სექტემბერი, 2024 Posted 29 სექტემბერი, 2024 4 minutes წინ, Houston said: ეს კიდევ სხვა ისტორიაა ზაინ გეზუნტ I killed my master. Why did he then give me a weapon?" Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords. შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098 Why carry a gun? Because 1911 > 911. t90a.sarahah.com Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Deutschland Posted 25 ნოემბერი, 2024 Posted 25 ნოემბერი, 2024 ესეც ბოროტების დათრგუნვის ეგვიპტური ვერსია რომაული ეპოქიდან. ოღონდ აქ ცხენზე ამხედრებული შევარდნისთავიანი სინათლის ღმერთი ჰორუსია, რომელიც შუბით ამარცხებს ნიანგად გარდასახულ ბიძამის სეტს, სიკვდილის, ბოროტების, უდაბნოს ცხელი ქარიშხლების ღმერთს. თან აქ არ კლავს... ამარცხებს მხოლოდ, რომელიც ქვეყნიერების მართვაში ეცილება. ის ღმერთებისა და რას გადაწყვეტილებით გადარჩება, დაე, მანაც იბოგინ–იგრუხუნოს ზეცაზე და ადამიანები შეაშინოსო ნუ, მთავარია, თავისი არ გაიტანოს და არ იბატონოსო. 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 2 მარტი Posted 2 მარტი (შესწორებული) @kvipriane სენიორ, ვფიქრობ დაგაინტერესებთ: ამჟამად ვკითხულობ ძალიან საინტერესო წიგნს სილქ როუდის ისტორიაზე და წავაწყდი ფრიად საინტერესო მომენტს - თურქ სელჩუკების დამფუძნებელი მამის, ტოგრულბ ბეგის შვილებს ერქვათ მიქაელი, მოსე, ისრაელი Jonah :დ ახალი რისერჩის თანახმად, თურქ სელჩუკები იყვნენ იმ ხაზარების შთამომავლები ვინც 1 საუკუნით ადრე ნაწილობრივ (მინიმუმ) გააქრისტიანა აღმოსავლეთის ეკლესიის (ჩვენთვის კარგად ნაცნობი ნესტორას :დ) პატრიარქმა ტიმოთემ და ნაწილობროვ გააიუდეველა კავკასიაში არსებულმა იუდეველმა რაბინებმა :დ რამეს ხომ არ გაგონებთ? კონკრეტულად ჩინგიზას ბიჭების ისტორიას? :დ Edited 2 მარტი by Seth Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 2 მარტი Posted 2 მარტი (შესწორებული) 40 minutes წინ, Seth said: @kvipriane სენიორ, ვფიქრობ დაგაინტერესებთ: ამჟამად ვკითხულობ ძალიან საინტერესო წიგნს სილქ როუდის ისტორიაზე და წავაწყდი ფრიად საინტერესო მომენტს - თურქ სელჩუკების დამფუძნებელი მამის, ტოგრულბ ბეგის შვილებს ერქვათ მიქაელი, მოსე, ისრაელი Jonah :დ ახალი რისერჩის თანახმად, თურქ სელჩუკები იყვნენ იმ ხაზარების შთამომავლები ვინც 1 საუკუნით ადრე ნაწილობრივ (მინიმუმ) გააქრისტიანა აღმოსავლეთის ეკლესიის (ჩვენთვის კარგად ნაცნობი ნესტორას :დ) პატრიარქმა ტიმოთემ და ნაწილობროვ გააიუდეველა კავკასიაში არსებულმა იუდეველმა რაბინებმა :დ რამეს ხომ არ გაგონებთ? კონკრეტულად ჩინგიზას ბიჭების ისტორიას? :დ მაგარია მუსიე სეტ ხელწერა ერთიდაიგივეა თუ დრო გექნებათ ცოტა უფრო დაწვრილებით საინტერესო იქნებოდა ... Edited 2 მარტი by kvipriane თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 2 მარტი Posted 2 მარტი არაბები ვიცით ვინ; - რა დროს; - რა მიზნით და როგორ გააისლამა ჩინგიზიდები გამოვიკვლიეღ ასევე; ეხლა ხაზარები თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 2 მარტი Posted 2 მარტი 8 minutes წინ, kvipriane said: მაგარია მუსიე სეტ ხელწერა ერთიდაიგივეა თუ დრო გექნებათ ცოტა უფრო დაწვრილებით საინტერესო იქნებოდა ... ჯერ არ დამიმთავრებია სენიორ, ეს გზაში შემხვდა და ეგრევე დავწერე აუცილებლად მოგაზსენებთ გაგრძელებას. ძალიან საინტერესოა იმჰო. 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 4 მარტი Posted 4 მარტი მაშ ასე მოვრჩი ამ კონკრეტულ ნაწილს და მივედი იტალიურ ქალაქებამდე. ძალიან საინტერესო ამბავი იკვეთება: 1. და მთავარი. როგორც ვიცით ცივილიზაცია ევროპაში, დასავლეთ ევროპაში არ აღმოცენებულა. ის აღმოცენდა აზიაში და იქიდან გავრცელდა. მესოპოტამიაზე, ეგვიპტეზე და საბერძნეთზე აღარ გავჩერდები ბევრი ვწერეთ და სწორად ვწერეთ იმჰო. 2. გადმოვინაცვლოთ საუკუნეებით აქეთ და მივიდეთ იმ პერიოდზე როდესაც რომის იმპერია გაიყო და დასავლეთი ნაწილი ააოხრეს ჰუნებმა, ცნობილი ატილას მეთაურებით. აი აქედაბ იწყება პრობლემა რომელსაც შეიძლება დავარქვათ ჩრდილოეთ ველურების პრობლემა ცივილიზაციისთვის. ჰუნებმა გადმოიარეს ჩრდ. აღოსავლეთი ევროპა და ჩავიდნენ რომში. ეს ნაწილები მთლიანად ააოხრეს. ძირითადად არ გაკარებიან ბიზანტიას და თუ რატომ ამაზე ქვევით. 3. რომი ჩაეშვა და ბიზანტიაა გახდა რომის მემკვიდრე. ამ მომენტიდან დაიწყოს მაშინდელი ცივილიზაციური ცენტრების ბიზანტიისა და სპარსეთის დაპირისპირება. ამ დაპირისპირებაში ისევე როგორც მანამდე მთავარ როლს თამაშობდა სავაჭრო გზები (სილქ როუდი) და მათზე კონტროლი. ეს გზა იწყებოდა ერთის მხრივ მაშინდელი ირანის უკიდურეს აღმოსავლეთში სადღაც დღევანდელი ჩინური უიღურების საღვართან და მეორეს მხრივ ჩრდ. ინდოეთში და მთავრდებოდა კონსტანტინოპოლში. 4. ეს იყო ე.წ. მთავარი არტერია, მაგრამ ამ არტერიას უერთდებოდა უამრავი სხვა გზა, რომელიც მოიცავდა არაბეთს (ანუ სამხრეთს), ეგვიპტეს და დღევანდელ ისრაელს მთლიანად. 5. უკიდერესი წერტილები ვთქვით და შუაში, მთავარი არტერია გადიოდა დღევანდელი ცენტრ. აზიის ქალაქებზე ბუხარა, სამარყანდი, მერვ, ბალხ და ა.შ. ეს ქალაქები ამის გამო იყო ძალიან მდიდარი. იმდენად მდიდარი რომ მაშინდელ მსოფლიოში მათი შედარებაც კი (სიმდიდრის მხრივ) ხდებოდა ისეთ დიდ ქალაქებთან როგორებიც იყო, კონსტანტინოპოლი/ბაღდადი და სხვა სპარსული დიდი ქალაქები. 6. პრობლემა იყო, ჯერ კიდევ უძველესი დროიდან, ჩრდ. მცხოვრები ველურები რომლებიც თავს ესხმოდნენ როგორც რომის იმპერიას (მაგ. ჰუნები) ასევე სპარსეთის ჩრდილოეთ პროვინციებს და ასევე ბიზანტიის აღმოსავლეთ პროვინციებს (ხაზარები, ალანები, ავარები, პაჭანიკები და ა.შ.). თუ რუქას დავხედავთ ზემოთ ნახსენები მთავარი არტერიის, სილქ როუდის, ქალაქები ზუსტად მდებარეობდნენ ე.წ საზღვარზე ველურებთან. 7. ზუსტად ამ პრობლემის მოგვარების გზებმა განსაზღვრა ევრაზიის კონტინენტის გეოპოლიტიკა მომავალი საუკუნებისთვის. და თუ რანაირად ამაზე შემდეგ პოსტებში. 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 4 მარტი Posted 4 მარტი გაგრძელება. რა გზები იპოვეს ცივილიზებულებმა: 1. იყო ველურების ვაჭრობაში ჩართვა - ველურებს ავალებდნენ ცივილიზებულებისთვის საჭირო რაღაცეების ჩამოტანას ზემოთაღნიშნულ ქალაქებში და გაყიდვას. მაგალითად - ცხენები, ქურქები, მონები და ა.შ. 2. ველურებთან საზღვარზე თავდაცვითი ნაგებობების ან/და სახელმწიფოების აგება/შექმნა - მაგალითად: ბიზანტიამ შექმნა კიევის რუსეთი სამხრ-აღმოსავლეთით, ასევე შეუწყო ხელი ვიკინგებს (ვაჭრობით) ნოვგოროდის სამთავროს შექმნაში. სპარსელებმა ააშენეს/განაახლეს უძველესი ციხე სიმაგრეები (დერბენტი და დარუბანდი მაგალითვისთვის ), ასევე განაახლეს უძველესი კედელი კასპიის აღმოსავლეთით. 3. თავიდან ამან იმუშავა და თავდასხმები თითქმის შეწყდა. ამასობაში ცვლილებები ხდება ცივილიზაციაში, სპარსეთი სუსტდება და ხალიფატი იკავებს მის ადგილს და დას. რომი გამოდის ასპარეზზე და ხდება ასევე დასუსტებული (სპარსეთთან ბრძოლით) ბიზანტიის კონკურენტი. 4. აქ იწყება ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ჩვენთვის ამ მიზნებისთვის. ველურებთან ვაჭრობამ გამოიწვია ფინანსების გაჩენა ველურებში, რამაც თავის მხრივ გამოიწვია შიდა ომები ამ ფინანსებისთვის ველურებში. ამან თავის მხრივ გამოიწვია ველურების ცენტრალიზაცია და ერთიანი ძლიერი ველურის წარმოქმნა. მაგალითად, თავიდან ხაზარები, მერე სელჩუკები, მერე მონღოლები 5. ძლიერი ველურების წარმოქმნა მოხდა როგორც შიგნიდან (რაც ზევით დავწერე) ასევე გარედან ხელშეწყობით, როგორც ბიზანტიის, ასევე არაბების და ცოტა მოგვიანებით რომის ხელშეწყობით. ხელშეწყობის მიზანი იყო ველურების კონტროლი და ამით როგორც საკუთარი საზღვრების დაცვა, ასევე კონკურენტი ცივილიზაციის ჩაწიხვლა ველურების ხელით. მაგალითი: ხაზარების ტომმა დომინაცია მოიპოვა სხვა ველურებთან ომში. ამათი კონტროლი გახდა საჭირო ბიზანტიისთვის. ამისთვის ბიზანტიამ გამოიყენა რელიგია იუდაიზმი და ქრისტიანობა. არქიპეკოპოსი ტიმოთე ჩავიდა ხაზიარების მეფესთან და ქრისტიანობის ლობიზმი დაიწყო, ასევე ჩავიდნენ იუდეველი რაბინები და იუდაიზმის ქადაგება დაიწყეს. ანუ იყოფოდა ასე ბიზანტია ქრისტიანობა, იუდაიზმი - არაბები. სხვათაშორის ძალიან საინტერესოა რომ უამრავი წყაროს მიხედვით იუდეველი რაბინები ვინც მანდ ჩავიდნენ იყვნენ "უძველესი იუდეური ცენტრების წარმომადგენლები კავკასიიდან" @kvipriane უდიდესი ალბათობით ესენი უნდა ყოფილიყვნენ გურჯი სეფარდები. ეს ამბავი დასრულდა იმით რომ ბიზანტიამ და არაბებმა გავლენები გაიყვეს, ხაზარებმა მიიღეს ორივე, მაგრამ უფრო დომინანტი იყო იუდაზმი, რაც თავისთავად ნიშნავდა რომ არაბებმა ცოტა მეტი გავლენა მოიპოვეს ვიდრე ბიზანტიამ. გაგრძელება იქნება. 1 Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა