Jump to content
×
×
  • Create New...

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია გახდა. არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

124572112_10221330963237820_595644763223

საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე Facebook-ის გამოკითხვით ნიკა მელია გახდა.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარტია გრიგოლ ვაშაძემ დატოვა.

მელიამ მხარდამჭერთა ხმების 64,9 პროცენტი მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, ლევან ვარშალომიძემ – 36.1 პროცენტი.

გამოკითხვაში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

ნიკა მელია ენმ-ის თავმჯდომარედ ოფიციალურად პარტიის ყრილობაზე უნდა დაამტკიცონ, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება. თუმცა, როგორც უკვე ცნობილია, ყრილობაზე სწორედ ამ გამოკითხვით იხელმძღვანელებენ.

“ეს არის უპრეცედენტო პრაქტიკა, როდესაც ორ ათეულ ათასზე მეტი ადამიანი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელს ირჩევს” – წერია ენმ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს ყოფილი მმართველი პარტიაა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თავმჯდომარეობით ქვეყანას ცხრა წლის განმავლობაში მართავდა, ვიდრე 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის “ქართულმა ოცნებამ” არ გაიმარჯვა.

jssiks-1.png

ნიკა მელიას გამარჯვება უკვე მიულოცა მისმა კონკურენტმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილმა თავმჯდომარემ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრმა ლევან ვარშალომიძემ:

“ნიკა მელიას გამარჯვებას ვულოცავ! ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისათვის მადლობა მინდა გადავუხადო!”

ლევან ვარშალომიძისგან განსხვავებით, ნიკა მელია “ნაციონალურ მოძრაობაში” შედარებით ახალი სახეა. იგი პარტიას 2014 წელს, წაგებული არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ შეუერთდა და მალევე იქცა ერთ-ერთ მთავარ ლიდერად.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში ნიკა მელია კენჭს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დიდ რაიონში, გლდანში იყრიდა.

მელია ერთადერთია ოპოზიციონერ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის, ვინც ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში ხელისუფლების კანდიდატზე მეტი ხმა მიიღო.

ნიკა მელია ასევე გახდა პირველი დეპუტატი, რომელსაც წინა მოწვევის პარლამენტმა პროკურატურის მოთხოვნით, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერა.

მაშინ, პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა მელიას ბრალი 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამის დროს, პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობაში დასდო.

65199359_3384483318244314_29899960506698ნიკა მელია დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების დროს. 26.06.2019

____________________________

● ვინ არის გრიგოლ ვაშაძე

● მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის განცხადებას, ოპოზიციაში მძაფრი რეაქციები მოჰყვა

● განხეთქილება ოპოზიციაში: ვინ იქნება პირველი, ვინც პარლამენტში შევა

__________________________

ნაციონალური მოძრაობა, ისევე როგორც ყველა სხვა ოპოზიციური პარტია, ბოიკოტის რეჟიმშია.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

ოპოზიციას სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს: საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა, ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს შუამავლობას დასავლელი პარტნიორები უწევენ, შეთანხმება ვერ მოხერხდა.

სწორედ ამის გამო, მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომები საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, ერთპარტიულია.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share