ფორუმელი Moor Posted 25 დეკემბერი, 2020 Posted 25 დეკემბერი, 2020 სომხეთის პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, 2021 წელს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. „მზად ვარ, ხალხის მოთხოვნით, თანამდებობა დავტოვო, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოქალაქეები თავად მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას“, – დაწერა Facebook-ის საკუთარ გვერდზე, ნიკოლ ფაშინიანმა. 17 ოპოზიციური პარტია 10 ნოემბრიდან მოყოლებული, ერევანში, საპროტესტო აქციებს მართავს და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს – მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ სამმხრივ შეთანხმებას. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ნიკოლი „მოღალატეობრივ შეთქმულებაზე“ წავიდა და ნებაყოფლობით ჩააბარა აზერბაიჯანს ყარაბაღის ტერიტორიები. სომხეთი: გაფიცვები და გზების გადაკეტვა. როგორ ცდილობს ოპოზიცია პრემიერის დამხობას ოპოზიციის ლიდერმა არმიასა და პოლიციას მოუწოდა, შეუერთდნენ ოპოზიციურ მოძრაობას პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს თანამდებობის დატოვებას, რადგან პოსტი ხალხის ნების თანახმად დაიკავა და მასზე უარის თქმა, მხოლოდ იმავე ნების შემთხვევაში შეუძლია. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ საკუთარ პოსტში, ფაშინიანი წერს, რომ ოპოზიციის საპროტესტო მოძრაობამ, რომელიც მის გადადგომას ითხოვს, ვერ მოიპოვა მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა – მიუხედავად იმისა, რომ მისი აზრით, ოპოზიციას „უზარმაზარი ფინანსური, მედია და ორგანიზაციული რესურსები გააჩნია საპროტესტო აქციების ორგანიზებისათვის“. „მე, პრემიერის სავარძელს არ ვებღაუჭები, მაგრამ არ შემიძლია დაუდევრად მოვეპყრო პრემიერის თანამდებობას, რომელიც ხალხმა მარგუნა“, – დაწერა ფაშინიანმა და ხაზი გაუსვა, რომ მზად არის, მოსახლეობის სურვილით, პოსტი დატოვოს, მაგრამ მზადაა, გააგრძელოს მუშაობა, თუკი ნდობის ვოტუმს კვლავ მიიღებს. სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა