Jump to content
×
×
  • Create New...

თელავში, პოლიციის მაღალჩინოსანმა, ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

download.jpeg

სოფელ იყალთოში, თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურაბ საჩიშვილი ურთიერთშელაპარაკების დროს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

ურთიერთშელაპარაკება ერთ-ერთ ოჯახში, დაბადების დღის სუფრის შემდეგ, ქუჩაში დაიწყო. თვითმხილველების ინფორმაციით, იყო ორმხრივი სროლა, რა დროსაც ხელის არეში ასევე დაიჭრა თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი, რომელსაც პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე გაუწია.

საქმეს კახეთის საოლქო პროკურატურა იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 

____________________________

თელავში გუშინ მომხდარი მკვლელობა სამოქალაქო აქტივისტებმა შსს-ს შენობასთან გააპროტესტეს. 

მათი თქმით, პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა მთლიანად მინისტრ ვახტანგ გომელაურს ეკისრება.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამართალდამცავი უწყება ჩამოშლილია და მაშინ, როცა თავად პოლიციელები სჩადიან დანაშაულს, ჩვეულებრივი მოქალაქეები საერთოდ დაუცველები რჩებიან.

“ქართული ოცნების მმართველობის პირობებში გამოუძიებელი საქმეები მრავლადაა, რომელსაც მმართველი გუნდი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის იყენებს”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

p59j5ne084xhcjs.pngაქცია შსს-სთან. ფოტო:ფორმულა

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   229 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 229 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(18)
    • YandexBot(2)