Jump to content
×
×
  • Create New...

ვანის მერიას 2018-19 წლებში 27 ავტომობილი ემსახურებოდა, ნაცვლად 6 მანქანისა


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
ვანის მერიას 2018-19 წლებში 27 ავტომობილი ემსახურებოდა, ნაცვლად 6 მანქანისა admin Wed, 09/29/2021 - 15:55

27 ავტომობილისთვის 270 ათასი ლარის ღირებულების 125 ტონა საწვავი ყოველგვარი კონტროლის გარეშე მოიხმარეს.

2019 წლის შემდეგ ვანის მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილების რაოდენობა თითქმის 3-ჯერ გაიზარდა.

მათი მოვლა-შენახვა 2019-21 წლებში ბიუჯეტს 122,540 ლარი დაუჯდა.

2021 წელს ვანის მერია ბალანსზე მყოფი 8 მანქანის მოვლა-შენახვისთვის 304,000 ლარის დახარჯვას გეგმავს.

ცნობისთვის, ლონდონისა და ვილნიუსის მერიებს არცერთი მანქანა არ ემსახურება.

ვანში 24,500 მოსახლეა, საიდანაც ყოველი მე-5 უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

ვანის მუნიციპალიტეტი არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, განკარგავს საკუთარ ქონებასა და ბიუჯეტს. მუნიციპალიტეტი მოიცავს 21 ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელიც აერთიანებს 41 სოფელს და ადმინისტრაციულ ცენტრს − ქალაქ ვანს. მუნიციპალიტეტის ფართობია 557 კვ.კმ, მოსახლეობის რიცხოვნობა კი შეადგენს 24,500 კაცს.

გამოკვეთილი გარემოება:

საქართველოს მთავრობის 2014 წლის დადგენილების თანახმად ვანის მუნიციპალიტეტისთვის სამსახურეობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად რეკომენდირებული იყო 6 სამორიგეო ავტომობილის ქონა. Მუნიციპალიტეტს ამ დადგენილების თანახმად ევალებოდა მაქსიმუმ ამ რაოდენობის ავტოპარკის ქონა, რომელთა საწვავით მომარაგებისთვისაც ცალკე იყო გამოყოფილი თანხები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

მიუხედავად ამგვარი დადგენილებისა 2018-2019 წლებში ვანის მუნიციპალიტეტს ემსახურებოდა 27 ავტომობილი, საიდანაც მხოლოდ 3 იყო სამორიგეო, ე.ი მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული, ხოლო 24 იყო კერძო პირების ავტომობილები, რომლებიც მუნიციპალიტეტის სახსრებით შეძენილ საწვავს მოიხმარდნენ სხვადასხვა სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესასრულებლად.

მუნიციპალიტეტი არ სარგებლობდა ე.წ „აგაი“ სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს კონტროლს იმისა თუ რომელ ავტომობილზე რა რაოდენობის საწვავი ისხმება ავზში და არის თუ არა ეს რაოდენობა დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად საკმარისი. შესაბამისად, ამ კონტროლის არსებობის გარეშე ადგილობრივ ჩინოვნიკებს შეეძლოთ აღნიშნული 27 მანქანა გამოეყენებინათ როგორც საჯარო უფლებამოსლების განსახორციელებლად, აგრეთვე კერძო მიზნებისთვისაც.

აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც 24,500 მოსახლის მქონე ვანის მერიას 27 მანქანა ემსახურება, არცერთი მანქანა არ ემსახურება 544 ათასიანი ქალაქის - ვილნიუსის და 8.9 მილიონიანი ქალაქის - ლონდონის მერიებს. 2017 წელს ფლანგვის დეტექტორისთვის მოწერილ წერილში ლონდონის მერია აღნიშნავდა, რომ მერი და მერიის სხვა ჩინოვნიკები ხშირად საჯარო ტრანსპორტით გადაადგილდებიან.

საბოლოოდ, “აგაი სისტემის” არ არსებობის გამო 2018-19 წლებში ვანის მუნიციპალიტეტის ჩინოვნიკებმა გახარჯეს 125 ტონა საწვავი, რაშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 269,100 ლარი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ 2019-21 წლებში ვანის მერიისს ბალანსზე არსებული ავტომობილების რაოდენობა 5-მდე, 2020 წელს 6-მდე, ხოლო 2021 წელს 8-მდე გაიზარდა.

2019-21 წლებში ვანის მერიას მის ბალანსზე არსებული ავტომობილების მოვლა შენახვა 122,540 ლარი დაუჯდა, ხოლო მიმდინარე წლის 17 სექტემბერს მერიამ გამოაცხადა 304,000 ლარიანი ტენდერი, რომელიც მერიის ბალანსზე რიცხული 8 ავტომობილის მოვლა-შენახვას უნდა მოხმარდეს.

დასკვნა:

საბოლოო ჯამში ვანის მერიამ ჯერ დადგენილზე 4.5-ჯერ მეტი მანქანა მოიხმარა ყოველგვარი საკონტროლო სისტემის გარეშე, რისი საწვავიც ბიუჯეტს 270,000 ლარი დაუჯდა, ხოლო შემდგომ წლებში თითქმის 3-ჯერ გაიზარდა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომობილების რაოდენობა, რომლის მოვლა-შენახვაც ბიუეჯტს 2019-21 წლებში 122,540 ლარი დაუჯდა.

საერთო ჯამში ნაცვლად იმისა რომ ვანის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის პრობლემების მოსაგვარებლად მიმართოს, მას ადგილობრივი ჩინოვნიკების პირადი კომფორტისა და მათი ავტომობილების მოვლა-შენახვაში ხარჯავს. ეს კი იმ პირობებში, როდესაც მუნიციპალიტეტში ყოველი მე-5 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

წყარო:

http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=440... - უკიდურესი სიღარიბე

https://matsne.gov.ge/ka/document/view/5067132?publication=0 - ვანის ბიუჯეტი

https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge# - შესყიდვების საიტი

NAT210018217 - 304,000 იანი ტენდერი

https://sao.ge/ka/ - აუდიტის სამსახური

http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=440... - სოც.სააგენტო

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-09/243537827_3055427834732646_8115651943379632719_n.jpegსექტემბერი 2021იმერეთი 2021 Author დავით მჟავანაძე

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
2019 წლის შემდეგ ვანის მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილების რაოდენობა თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. admin Thu, 09/30/2021 - 12:18
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-09/Screen%20Shot%202021-09-30%20at%2012.18.47.png

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
ვანის მერიის საწვავი - ტვპირველი admin Thu, 09/30/2021 - 12:26
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-09/Screen%20Shot%202021-09-30%20at%2012.18.47_0.png

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

საღოლ ყათლანიჩ.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share